Jump to content

სისტემის გადაყენება Sony Ericsson ზე

Recommended Posts

მოგესალმებით...

მოკლედ,ახლა გასწავლით Sony Ericsson ის ფირმის ტელეფონებზე ანდროიდ სისტემის გადაყენება/აფგრეიდს.ეს პროგრამა დააყენებს თქვენი ტელეფონისთვის ყველაზე ახალ ოფიციალურ ვერსიას :)

ამით ნებისმიერ მოდელზე გადააყენებთ სისტემას,მაგრამ ამ თემაში განვიხილავთ მხოლოდ მოდელებს,რომლებზეც აყენია ანდროიდი!

რამე თუ გააფუჭეთ,პასუხი მე არ მომთხოვოთ,მაგრამ თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ საშიში არაფერია :D

სანამ საქმეს დავიწყებთ,შეინახეთ ყველა საჭირო ფაილი.დავაკოპირებ ANuB1S-ის თემიდან,იმედია არ გამიბრაზდება :)

პროგრამებისა და კონტაქტების შენახვა შენახვა

#1.1 - კონტაქტების შენახვა

შევდივართ კონტაქტებში, ვეხებით ან ვკლიკავთ Menu-ს, Import/Export, Export To SD Card და OK. დავაკვირდებით თუ შეივსო, ასევე დაიწერება კონტაქტების რაოდენობა.

თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც აღვწერე, შეაერთეთ კომპიუტერში

#1.2 - პროგრამების შენახვა

შესანახად გვჭირდება Titanium Backup Pro [გადმოწერა], დავაინსტალიროთ ტელეფონში, გავხსნათ, მოითხოვს Root უფლებებს, გადავალთ Backup/Restore-ზე, ვკლიკავთ ან ვეხებით Menu-ს, შემდეგ Filter, აქ მარტივად რომ მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი პროგრამები Filter By Type გადავრთოთ User-ზე და გვიჩვენებს მხოლოდ ჩვენ მიერ დაინსტალირებულ აპლიკაციებს და Apply. შემდეგ ისევ Menu/Batch და ავირჩიოთ Backup all user apps + system data, RUN და Select All apps, Kill all apps და Run the batch operation. დაიწყება შენახვის პროცედურა და წარმატებით დასრულდება

გადმოწერეთ და დააყენეთ ეს ფაილი

ეს კი მუდმივი ლინკი დროპბოქსის:

Click

აი ოფიციალური Homepage: http://sony-ericsson-update-service.en.uptodown.com/

მუდმივი ლინკი დროპბოქზე: http://dl.dropbox.com/u/18295398/update_service_setup-2.11.4.11.exe

ესეიგი,დავიწყოთ!

1.დატენეთ ტელეფონი 50-60% მდე

2.მოძებნეთ USB კაბელი(მაგრამ არც ტელეფონში და არც კომპიუტერში არ შეაერთოთ!)

1.ჩართეთ დაყენებული პროგრამა

2.მონიშნეთ "პწიჩკა" ბოლო ხაზში და დააჭირეთ Start

6b1d18f14aab.jpg

3.აირჩიეთ თქვენი ტელეფონის მოდელი(ყველ მოდელისთვის სხვადასხვაა,მე XPERIA x10 Mini Pro მაქ და ამის მიხედვით დავწერ მაგრამ,იქვეა ინსტრუქცია რა როგორ უნდა გააკეთოთ და არამგონია გაგიჭირდეთ :) )

468e2d775833.jpg

4.გამორთეთ ტელეფონი და დაელოდეთ 30 წამი

5.შეაერთეტ USB კაბელი კომპიუტერში(მხოლოდ კომპიუტერში,ტელეფონში ჯერ არ გინდათ)

6.ტელეფონზე დააჭირეთ Back ღილაკს და 5 წამი გეჭიროთ

7.ღილაკიდან ხელის აუღებლად შეაერთეთ USB კაბელი ტელეფონში.შეერთების შემდეგაც გეჭიროთ ხელი,სამან ტელეფონი თავისით არ ჩაირთვება.

8.ამის შემდეგ კომპის ეკრანზე პროგრამა დაგიწერთ,რომ თქვენი ტელეფონისთვის არსებობს OS ის ახალი ვერსია(ან ძველი ვერსია დაზიანებულია და თუ ახლიდან დააყენებთ,არ გაწყენთო :D )

9.დააწექით Next-ს და დაელოდეთ,სამან ოფიციალური საიტიდან გადმოიწერს OS-ს და დააყენებს ტელეფონზე.ამას სადღაც 5-10 წუთი დასჭირდება

ვიმეორებ,ამ პროგრამით შეიძლება ნებისმიერ ტელეფონზე სისტემის განახლება/აღდგენა

როგორც ვიცი მობიში ნაყიდ ტელეფონებზე(მარტო მობიში არა) აყენია ანდროიდის ძველი ვერსია(ჩემსაზე 1.6 ეყენა,მაგრამ 2,1 მდე თავისუფლად ადის :D),მის განახლებას კი ფული უნდა,სადღაც 20 ეროვნულამდე.ასე რომ,20 ლარი დაგაზოგინეთ :)

თუ ინსტალაციის დროს ბოლოში გაიჭედა და ერორები ამოყარა,გამოაერთეთ და გამორთეთ ტელეფონი, კომპი გადატვირთეთ და ტელეფონის ელემენტიც ამოიღეთ ცოტა ხნით.წესით უნდა ეშველოს

დაწერილია CheGe-ს მიერ სპეციალურად overclockers.ge-სთვის

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

კარგი ინსტრუქციაა,

მაგ პროგრამის ოფ.საიტის ლინკს თუ დადებ ან dropbox-ზე ატვირთავ უკეთესი იქნება (ორივე უკეთესია)

bin.ge-ზე წაიშლება დროთა განმავლობაში

Link to comment
Share on other sites

მერე ავტვირთავ დროპბოქზე

ისე თუ აპინავენ,ცუდი არ იქნება,ბევრს გამოადგება

Link to comment
Share on other sites

მერე ავტვირთავ დროპბოქზე

ისე თუ აპინავენ,ცუდი არ იქნება,ბევრს გამოადგება

აპინვაზე ამ განყოფილების მოდერის გადასაწყვეტია

აი ოფიციალური Homepage: http://sony-ericsson-update-service.en.uptodown.com/

ეს კი მუდმივი ლინკი დროპბოქსის: http://dl.dropbox.com/u/18295398/update_service_setup-2.11.4.11.exe

სულ 300კბ-მდე ყოფილა

ჩაამატე ესენი ;)

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ყოჩაღ! გამომადგება

Link to comment
Share on other sites

ვაიმეე ვინმემ რამე მიშველეთ მაქვს K850i, გადავწერე ეს პროგრამა და დამიწერა C-დააჭირეო და დაინახა ჩვეულებრივ და დამიწერა რომ განახლება არ უნდაო და თუ გინდაო სისტემა გადააყენეო, მეც მეთქი გავადაყენეებ. ხოდა რომ დავიწყე ორი გრაფა გამოიტანა პირველში ეწერა Downloading და მეორე Software install in your Phone თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლედ პირველი შეივსო და მეორე მალე უნდა დამთავრებულიყო რომ გაჭედა და არც იქით მიდიოდა არც აქეთ, ვინდოუსმა შემჭამა გათიშეო ამის გამგრძელებელი აღარააო ძალიან აქვსო გაჭედილიო მოკლედ. ველოდე კაი ხანი და გამოვაერთე, მერე მეთქი თავიდან დავაწყებინებ, ჰოდა ჯერ ისევ C-ს დავაჭირე როგორც წინაზე და კომპმა დამიწერა USB Device Not Recognized-ო. ტელეფონიც აღარ ირთვება საერთოდ ჩართვის რეაქცია აღარ აქვს. რა ვქნა მიშველეთ ვინმემ რამე რა :( ეგრევე ხელოსანთან წავათრიო? :( იქნებ იცოდეთ რა ვუშველო?

მეც მასე მიქნა,არაფერია საშიში...

კომპი გადატვირთე და ახლიდან სცადე, პირდაპირ Software install in your Phone წავა

Link to comment
Share on other sites

მეც მასე მიქნა,არაფერია საშიში...

კომპი გადატვირთე და ახლიდან სცადე, პირდაპირ Software install in your Phone წავა

აუ მაინც არ შვება :( სხვა რამეც მირჩიეთ რა თუ იცით :(( ეს რომ გაფუჭდეს გადავყვები. საშიშია ისე ამ დროს გაჭედვა? როგორ ბიოსის განახლების დროს გათიშვაა საშიში ესეც ისე ხომ არ არის? :(((((

Link to comment
Share on other sites

გაკეთდაა... :) ელემენტი ამოვუღე ამ ტელეფონს ცოტა ხნით, კომპი დავარესტარტე(კვებიდან გამოვრთე და ისე ჩავრთე), მერე ცოტა ხანი დასატენად შევაერთე ტელეფონი და რომ შევაერთე ჩაირთო და ყველაფერი ნორმალურად გაკეთდა :) მადლობა ყველას ვინც დამეხმარაა :))

:dabolili: დამავიწყდა დამეწერა თემაში მასეთი შემთხვევის შესახებ :xelitavi:

მე მაპატიეთ :dabolili:

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...
  • 5 months later...
  • 1 year later...

აი ყოჩაღ თემის ავტორს !    :thumbsup:

ისე სამსუნგის და ნოკიას ტლეფონების შემთხვევაში როგორ უნდა სისტემის გადაყენება მაგასაც თუ დაწერს ვინმე კაია.

მადლობა წინასწარ.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.