Jump to content

სანთებელას გამოგონება


Recommended Posts

სანთებელას გამოგონებაში წვლილი მიუძღვის ლეონარდო და ვინჩის.მისი გამოგონება ნახაზებიდან გამომდინარე იყო დიდი ზომის აგრეგატი.

61_1.jpg

პირველი სანთებელა გამოგონილი იქნა 19-ე საუკუნის დასაწყისში გერმანელი ქიმიკოსის ვოლფგან დობერეინერის მიერ.მან საწვავად წყალბადი გამოიყენა,მისი გამოგონება კი უსაფრთხო ნამდვილად არ იყო.

სანთებელები რომლებიც უსაფრთხო იყო მომხმარებლებისთვის გამოჩნდა 50 წლის

შემდეგ დობერეინერის მექანიზმის გამოგონების შემდეგ.მასში გამოიყენებოდა ფილტრი საწვავში გაჟღენთილი,რომელსაც აალებდნენ ნაპერწკლით,კაჟის მეტალის ბორბალთან შეხებისას.

1903წელს ავსტრიელმა ქიმიკოსმა კარლ აიერ ფონ ბელსბახმა შეარჩია კაჟის ოპტიმალური შემადგენლობა,ამ შემადგენლობით დღევანდელ დღემდე მოყოლებული ამზადებენ სანთებელას კაჟს.ამ გამოგონების შემდეგ სანთებელები ზომაშიც დაპატარავდნენ და უსაფრთხონიც გახდნენ,თუმცა დიდი ხნის განმავლობაში სანთებელას ანთებისთვის ორივე ხელი იყო საჭირო,რადგან ბორბლის ღერძი ვერტიკალურად იყო.

ეს კონსტრუქცია დახვეწა ორმა ამერიკელმა ინჟინერმა(ფრედერიკ ჩარლზ უაიზი და ვილი ბრინვუდი),რომელთაგანაც ერთერთი იყო ცალხელა,ეს გამოგონება მოეწონა ფირმა "Dunhill"-ს(სიგარეთის მწარმოებელია,სხვათაშორის საქართველოშიც იყიდება),ალფრედ დანხილმა კი 1929 წელს ხელი მოკიდა მის წარმოებას და რეალიზაციას .

აქედან მოყოლებული სანთებელას კონსტრუქცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,წვრილმანების გარდა,მაგ:საწვავის ავზთან შეერთება.

პირველი გაზის სანთებელა გამოჩნდა 1947 წელს.1986 წელს კი ფირმა „Saroma"-მ შექმნა პირველი გაზის ტურბო-სანთებელა,ალის ქარსაწინააღმდეგო სისტემის დაცვით.ბოლო მიღწევაა ამ კომპანიის“ორმაგი ალი“.სანთებელას ერთ მფრქვევანას შეუძლია წარმოქმნას 2 ტიპის ალი:რომელიც არ ქრება ქარიან ამინდში და ჩვეულებრივი. აგრეთვე სანთებელას შეუძლია თავად განსაზღვროს რომელი ალი რა მდგომარეობაში გამოიყენოს.

იაფფასიანი ერთჯერადი სანთებელის წარმოება დაიწყო 1973წელს,ფირმა მარსელ ბიკა-ს მიერ.მან შეისწავლა ბაზარი და გამოუშვა ისეთი „პოლუნაგავი“,რომლის გადაგდებაც ადამიანს არ დაენანებოდა.

სანთებელას დამზადების ტექნოლოგია:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.