Jump to content

ვინჩესტერების ბიზნესი ჩაიძირა


Recommended Posts

Acer: HDD shortage to intensify in December http://guru3d.com/news/acer-hdd-shortage-to-intensify-in-december/

Link to comment
Share on other sites

  • Replies 195
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სოსო

ვინჩესტერების ბიზნესი ჩაიძირა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. წყალდიდობამ რომელიც ტაივანში ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა უზარმაზარი ზარალი მოუტანა მოსახლეობას. ტაივანის ხელისუფლების ცნ

X-treme user

მყარ დისკების დეფიციტი დღემდე იგრძნობა, თუმცა ბოლო 2-3 კვირის მონაცემებით, სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება. მაგალითად 500 გბ-იანი მოდელები, რომელთა ფასიც ოქტომბერში 45-დან 120$-მდე გაიზარდა, დღესდღ

Power_VANO

მართალია, მაგრამ არა 10000 და ა.შ. სტანდარტული მოხმარებისას თანამედროვე SSD-ების უმეტესობა 30-40 წელი და უფრო მეტიც (ეხება MLC-ს, SLC კდიევ უფრო დიდხანს ძლებს) უპრობლემოდ გაძლებს :)

ვა შენ ცოცხალი ხარ? :D

მერე რა ქენი გაასაღე უკვე ოთხივე?

რომ გავყიდო ისე 4ვე კი მომივა მაგარი სსდ :)

2 ცალიც რომ გავყიდო საკმარისია პრინციპში

200 ევროს ავირებ ორ ცალშ

Link to comment
Share on other sites

მყარ დისკების დეფიციტი დღემდე იგრძნობა, თუმცა ბოლო 2-3 კვირის მონაცემებით, სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება. მაგალითად 500 გბ-იანი მოდელები, რომელთა ფასიც ოქტომბერში 45-დან 120$-მდე გაიზარდა, დღესდღეობით უკვე დაახლოებით 100$-მდე ჩამოვიდა. 62-დან 160$-მდე გაძვირებული 1 ტბ-იანები უკვე 125$-ზე იმყოფებიან, ხოლო 2 ტბ-იანებმა კი, 185-დან 145$-მდე ჩამოინაცვლეს.

ხოლო მათთვის, ვინც გარკვეული დროით გადადო HDD-ის აპგრეიდი, კომპანია WD ატყობინებს ტაილანდში აღდგენით სამუშაოების შესახებ. მისი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება 'დადგენილ გრაფიკების მნიშვნელოვნად გასწრებით'. რამდენიმე კვირაში მოხერხდა შემდეგი:



  • დადგენილ თარიღებზე ერთი კვირით ადრე, გაშვებულ იქნა მყარი დისკების წარმოება ერთ-ერთ სამრეწველო კორპუს ბანგ პა-ინში (BPI), ტაილანდში. 15 ოქტომბრიდან, ეს ფაბრიკა დაიტბორა ორი მეტრით. ამ წ^ლის გაწოვა დასრულდა 17 ნოემბერს, ელ-ენერგიის მიწოდება განახლდა 26-ში, ხოლო 30-დან მუშაობა კვლავინდებურად განახლდა;
  • მდგომარეობის შეფასების, წმენდისა და აღდგენის შესასრულებლად, მყარ დისკების 'თავაკების' წარმოებისთვის განკუთვნილ ყველა მოწყობილობას (სლაიდერებს) ჩაუტარდათ დემონტაჟი და გადატანილ იქნენ ბანგ პა-ინში;
  • მომდევნო წლის მეორე კვარტალში იგეგმება არამხოლოდ HDD-ების თავაკების წარმოების განახლება ბანგ პა-ინში, არამედ ასევე სლაიდერების დამამზადებელი, ახალი ფაბრიკის გახსნაც პენანგში, მალაიზიაში;
  • WD-ის ფაბრიკები ნავანაკორნში რჩებიან 60 სმ-ით დატბორილნი. გეგმების მიხედვით, წ^ლის სრული გაწოვა დასრულდება 10 დღეში, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ დაიწყება გაწმენდითი და სარემონტო სამუშაოები.

ამასთან ერთად, WD-ის პრეს-სამსახური იუწყება Hitachi GST-სთან მოლაპარაკების გადატანის შესახებ - მომდევნო წლის მეორე კვარტლამდე.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

მაინც ორჯერ ძვირი რჩება ფასები

მაგრამ წ#$%ს დონესთან ერთად იკლებს :)

Link to comment
Share on other sites

საქართველოში არ დაიკლებს კარგა ხანს :chojinfc:

საქართველოში ხო 2 ჯერ მეტი ღიდა ამ ამბავამდე და ეხლა კიდე გაასამმაგეს :fuk:

Link to comment
Share on other sites

ნეტა რა აზრი აქვს ერთი : )) ვისაც თავის დროზე 320-იანი ვინტები უნახავს 50 60 ლარებში ის ნამდვილად არაა გადამხდელი ეხლა 120 100 ლარის..500 და ტერაბაიტიანებზე აღარაფერს ვიძახი.... აძვირონ და იყონ :D მაინც ვერ ყიდიან აზრი? :| ვიღაცას 500-ნი ვინტი თავის დროზე 80 ლარად უყიდია დღეს GTX 2XX დონის ვიდეო კარტებში ცვლიან :D ეგ ქარხანა ამუშავდება და ჩვენ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება ...ალტამ ვინტების დეფიციტიაო და შარშან თუ კომპიუტერს აწყობდა 400 ლარად დღეს ვინჩესტერს ყიდის 500-ანს მაგ ფასად :| არმინდააა იქამდე დავიტანჯავ თავს ამ 160-ნი ვინტით სანამ ფასები არ დავარდება ;|

Link to comment
Share on other sites

იცით ალბათ რომ 2 კვირის წინ გამიფუჭდა hdd , მოკლეთ დავიწყე ქართული მაღაზიების შემოვლა და როგორც ყოველთვის(არასდროს არაფერი არააქვთ) მითხრეს hdd ებს აღარ ვყიდითოო, მოკლეთ მთელი მაღაზიები დავიარე და მხოლოდ ალტაში იყო 500 იანი 260 ლარად სხვა არაგვაქო

თან კიდე საიტი აქვთ გადაჭედილი 80 იანი გინდა 160 გინდა მოკლეთ ყველანაირი და სინამდვილეში რო მიხვალ არაფერი არააქვთ

ეხლა რატო დავწერე ეს ყველაფერი გააძვირონ რამდენიც უნდათ კიდევ კარგი რომ არსებობს ამაზონი ძვირათაც შეგიძლია პოვნა და იაფდაც არის ,

მართალია 2 კვირა ველოდე მაგრამ სამაგიეროთ რაც მინდოდა და რა ფასშიც მინდოდა ის ვიყიდე

სულ მალე კიარა მემგონი უკვე აღარავინ აქაური მაღაზიიდან აღარაფერს იყიდის ყველაფერს ამაზონზე შეუკვეთავენ

Link to comment
Share on other sites

მყარი დისკების ნაკლებობა კიდევ დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს კომპიუტერული ბაზრის ზრდის მაჩვენებელზე. თუ ადრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ 9,5%-იან მატებას, ახლა ისინი თვლიან, რომ ეს ნიშნული არ გადააჭარბებს 6,8%-ს.

IHS iSuppli-ის ექსპერტები დაწრმუნებულნი არიან, რომ დეფიციტი ყველაზე მეტად დააზარალებს ნოუთბუქებს. მათი გათვლებით, აღნიშნული სეგმენტის დონე, მომავალ წელს აიწევს 10,1%-ით (აგვისტოში ეს პროგნოზი 13,8%-ს შეადგენდა).

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკვე 2012-ის I კვარტლიდან დაიწყებს გამოსწორებას, შეთავაზებებსა და მოთხოვნილებებს შორის ბალანსს, ეს სფერო მხოლოდ III კვ-ში მიაღწევს. უფრო მეტიც, წლის ბოლოს, შესაძლოა მოხდეს მყარი დისკების წარმოების მაჩვენებლის გადაჭარბება და საწყობების გადატვირთვა, რადგანაც გამოშვების მოცულობებს ტაილანდში, დაემატება იმ ქარხნებიდან მიღებული პარტიები, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნებში იხსნება.

Link to comment
Share on other sites

მე SSD-ს გაიაფებას ველოდები და ესენი HDD-საც აძვირებენ

:chojinfc:

რა დროს წყალდიოდობა იყო

Link to comment
Share on other sites

Impact of Thailand Flooding to Affect HDD Supply Into 2013 http://guru3d.com/news/impact-of-thailand-flooding-to-affect-hdd-supply-into-2013/ რა კარგ დროს მიყია ისე F3 1ტბ 140 ლარათ

Link to comment
Share on other sites

eb6e424b4e192ecfd6359cf4453f569e.jpg

ხოლო Digitimes Research-ის სპეციალისტებმა სცადეს სიტუაციის სამომავლო განვითარების პროგნოზირება. მათი აზრით, დეფიციტი პიკს ამ და იანვრის თვეში მიაღწევს. თებერვლიდან, მიწოდებების ოდენობები თანდათანობით გაიზრდება. ხოლო ბაზრის შევსებას ხელს შეუშლის საწყობების მარაგების არქონა, თუმცა მარტისთვის, Western Digital და ამ კომპანიასთან დაკავშირებული კომპონენტების მწარმოებლები, შეძლებენ უწინდებური მოცულობების 70%-ის დონის მიღწევას. ეს კი, იმ ვარაუდებზე სამი თვით უფრო ადრეა, რომლებიც ადრე კეთდებოდა. აღდგენითი ტემპებიც აღმოჩნდა უფრი მაღალი და ამგვარად, მეორე კვარტალში, გამოშვებულ იქნება 165 მლნ მყარი დისკი, რაც თავის მხრივ, პირველ კვ-სთან შედარებით, 18%-ით მეტია. ამის შედეგად, დეფიციტი შემცირდება 5%-მდე.

სასიკეთო პირობების შემთხვევაში, ბალანსი - მოთხოვნილებებსა და შემოთავაზებებს შორის, დამყარდება II კვარტლის ბოლოსთვის.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ამ წუთას ნორმალური ვარიანტია მაგრამ თუ არ გეჩქარება ჯობია დაელოდო

Link to comment
Share on other sites

სამსუნგიც ხომ უშვებს ვინჩესტერებს :D გადარჩენილია რა :D

ისე როდის დაიკლებს ნეტა გარე ვინჩესტერი მჭირდება სასწრაფოდ :S

Link to comment
Share on other sites

რამდენიმე დღის წინ მეგობარმაა ააწყო არ წამიყვანა წინა დღეს გავაფრთხილე და 250 ლარში შეტენეს 500 იანი მეორე დღეს კიდე აღარც დაიბრუნეს pcshop.ge

Link to comment
Share on other sites

Intel Lowers Q4 Revenue Prospect, Hard Drive Shortages are cause http://guru3d.com/news/intel-lowers-q4-revenue-prospect-hard-drive-shortages-are-cause/

Link to comment
Share on other sites

თებერვლიდან ვითომ გაუმჯობესდებაო სიტუაცია http://www.3dnews.ru/news/621489

Link to comment
Share on other sites

WD-მა გადაწყვიტა, რომ 2012-ის დასაწყისში, ერთი მესამედით, ანუ 3-დან 2 წლამდე შეამციროს გარანტიის ხანგრძლივობა Caviar Blue, Caviar Green და Scorpio Blue სერიის მყარ დისკებზე. უფრო ზუსტად კი, ეს ცვლილება შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებსაც პარტნიორები მიიღებენ 2 იანვრის შემდეგ. ამგვარად, იქმნება სიტუაცია, როდესაც იგივე მოდელები ხელმისაწვდომნი იქნებიან სხვადასხვა აღნიშნული ვადებით.

--------------------------------------------------

კომპანია Seagate-იც, თავის მხრივ, ამცირებს ზოგიერთი მყარი დისკის საგარანტიო თარიღებს 5-დან 1 წლამდე - 2011-ის 31 დეკემბრიდან.




  • Barracuda, Barracuda Green (3,5 დუიმი), Momentus (2,5 დუიმი, 5400 და 7200 ბრ/წთ) — ერთი წელი;
  • Pipeline HD Mini, Pipeline HD, SV35 — ორი წელი;
  • Barracuda XT, Momentus XT, Constellation 2 და Constellation ES.2 - სამი წელი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

დაიცა 5 წლიანი გარანტიის მაგივრად 1 წლიან გარანტიას იძლევიან? :ups:

Link to comment
Share on other sites

მართლა ეგრე გამოდის Seagate Cuts Warranties on HDDs http://guru3d.com/news/seagate-cuts-warranties-on-hdds/

Link to comment
Share on other sites

HDD supply to be most stringent in January http://guru3d.com/news/hdd-supply-to-be-most-stringent-in-january/

Western Digital შეუმცირებია გარანტია თავის HDD-ზე არა მარტო სიიგეიტს http://www.3dnews.ru/news/621729

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.



×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.