Jump to content

Nokia Asha სერიის ტელეფონები


Recommended Posts

Nokia World ღონისძიებაზე, რომელიც ამჟამად, ქალაქ ლონდონში მიმდინარეობს, კომპანია Nokia-მ წარმოადგინა ტელეფონების ხაზი Asha, რომელშიც შევიდა ოთხი მოდელი - 200, 201, 300 და 303 - პლატფორმა Series 40-ის მეექვსე გამოცემაზე. ისინი გამოირჩევიან კორპუსის კაშკაშა გაფორმებით, საინტერესო მახასიათებლებით და არცთუ მაღალი ფასით.

78a96f6c0a5d957f1a9160efaeb237f7.jpg

Nokia Asha 200

სერიას ხსნის მონობლოკური 200 და 201, რომლებიც აღჭურვილი არიან QWERTY-კლავიატურით და გარეგნულად საკმაოდ გვანან Nokia C3-ს. კონფიგურაციაში შედის 2,4-დუიმიანი 320 х 240 რეზოლუციის ეკრანი, 64 მბ-იანი ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება, 32 გბ-მდე ტევადობის microSD-ჩიპების მხარდაჭერა, 2 მპ-იანი კამერა, Bluetooth-მოდული. ზომები შეადგენს 115,4 x 61,1 x 14 მმ-ს, წონა კი 105 გ-ს, ხოლო ერთადერთი განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის არის, რომ პირველ მოდელს შეუძლია ორ SIM-ბარათთან ერთდროული მუშაობა, მეორეს კი - ერთთან. ნაწარმების გამორჩეულ თავისებურებად ასევე ასახელებენ ძალიან ხმამაღალ დინამიკს.

0645ab3034225bd8999f7914ebe65ece.jpg

Nokia Asha 201

Nokia Asha 300 - X3-02-ის ერთგარ მსგავსებას წარმოადგენს. ის დაკომპლექტებულია 2,4 დუიმის და 320 х 240 გაფართოების მქონე, სენსორულ რეზისტიული ეკრანით, 1 გჰზ-იანი პროცესორით, 130 მბ ინტეგრირებული მეხსიერებით და microSD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტით. გარდა ამისა, ადგილზეა 5 მპ-იანი კამერა და Bluetooth-ადაპტერი. ამ მოდელში, კომპანია აქცენტს CPU-ზე აკეთებს, რომლის საშუალებითაც, ინტერნეტ-გვერდების დათვალიერება საკმაოდ სწრაფად ხდება, თუმცა ამავდროულად, გაჯეტს არ გააჩნია Wi-Fi-მოდული. მისის ზომები გახლავთ 112,8 x 49,5 x 12,7 მმ, ხოლო მასა კი - 85 გ.

a06e8666734159d5d56aca77288f5bce.jpg

Nokia Asha 300

Asha 303-ის პროცესორიც 1 გჰზ-ზე ფუნქციონირებს, მაგრამ ტელეფონის სტანდარტული კლავიატურა შეცვლილია QWETY-ით და Bluetooth-თან ერთად, თქვენ აგრეთვე ნახავთ Wi-Fi-საც. მისი სენსორული ეკრანის დიაგონალი 2,6 დუიმია, რეზულიცია კი - 320 х 240 პიქსელი. ჩაშენებული მეხსიერების ოდენობა 170 მბ-ს აღწევს, გარდა ამისა, აქვეა microSD-ბარათების სლოტი და 3,2 მპ-იანი კამერა.

9edf6fe99d8fa7ae382a6f71f33062d5.jpg

Nokia Asha 303

Nokia Asha 200-ს გაყიდვები მეოთხე კვარტალში დაიწყება - 60 ევროდ. ეს ნიშნული Asha 201-სთვისაც იდენტურია, თუმცა ის ბაზრებზე 2012-ის I კვ-ში გამოჩნდება. Noki Asha 300 და 303 ამ წლის ბოლომდე გამოვა - 85 და 115 ევროდ შესაბამისად.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

nokia asha

symbian anna

სახელებში აშკარად მსგავსებაა საინტერესოა რატომ? :D

ფასებით ალბათ უკონკურენტოა, 1 გჰზ-ანი 85 ევროდ არამგონია რომელიმე მობილურს გააჩნდეს.

Link to comment
Share on other sites

ფასები ძალიან მაგარი აქვს :thumbsup:

ნუ ამ S40 ს ჯერ ვერ მოეშვნენ :thumbdown: SIS ფაილები ვერ წავა და ტეხავს ,მაგრამ მაინც მაგარი მობია ამ ფასში ყველა

მე Nokia Asha 300 მომეწონა

Link to comment
Share on other sites

S40 რომ არის ეს ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე ახლანდელი S40

Angry Birds ახლანდელ S40 ებზე ვერ მიდის თუნდაც Jar ვერსია რადგან არ უშვებს მობილი რესურს უქონლობის გამო ზოგი სკაიპსაც კი :) ეს ყველანაერ Jar ს მაინც გაუშვებს :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

რაღა jar, 1Ghz პროცესორი აქვს 150$-იან ტელეს :)

თუმცა s40-ზე sis ფაილები არ მიდის მგონი :(

Link to comment
Share on other sites

რაღა jar, 1Ghz პროცესორი აქვს 150$-იან ტელეს :)

თუმცა s40-ზე sis ფაილები არ მიდის მგონი :(

ხო არ მიდის და ზოგ S40 ც არ მიდის ყველა Jar ფაილი

რათ მინდა მაგათი 1GHz თუ ვერ გაუშვებს რაც მინდა იმას :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Asha 303 ის მიმოხილვა

http://www.gsmarena.com/nokia_asha_303-review-700.php

თავის ფასში ცუდი არაა

ზუმერში 300 მდე ღირს > http://zoomer.ge/index.php?cid=35&act=view&id=502

Link to comment
Share on other sites

ნოკია თუ jar-ის იმედზეა კარგად ჰქონიათ საქმე :chojinfc:

ბიუჯეტურ ტელეფონებში ეგ აქვს უმეტესად და მაგ ფასში ანდოიდი მოდის :D მაგრამ რავიცი აბა იქნებ და wp7 გააიაფოს

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

Asha 300 ის რევიუ > http://www.gsmarena.com/nokia_asha_300-review-709.php

ნბამდვილად კარგი მობილია თავის ფასში 250-270 ლარი ,ნუ ცოტა მეტზე ანდროიდ მოგივა კაცს მაგრამ ვისაც არ აინტერესებს OS და ეგეთები ეს კარგია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.