bekuna Posted October 25, 2011 Share Posted October 25, 2011 რამოდენიმე ხნის წინ ,ბატონმა Xtreme User-მა მოგაწოდათ ინფორმაცია Cooler Master-ის ახალ ნამუშევრებზე იხილეთ აქ,დღეს კი,მინდა გაგაცნოთ უფრო ახლოდან Cooler Master Hyper 212 EVO CPU cooler . ჩვენი სტუმარი, Hyper 212 EVO CPU cooler ,ალბათ სახელიდანვე გეცნობათ,რადგან Cooler Master-ს ჰქონდა უკვე Hyper 212-ის სახელით რამოდენიმე გამაგრილებელი,მაგრამ EVO სწორედ იმას ნიშნავს,რომ კომპანიამ იმ იმედით შექმნა ახალი Hyper 212 ,რათა გაეუმჯობესებინა მისი წინამორბედი. Hyper 212 EVO არის თავსებადი ყველა AMD-ს და Intel-ის "სოკეტზე" და მისი ფასი 30 €-მდე მერყეობს. ახლა კი ვისაუბროთ ამ გამაგრილებელის სპეციფიკაციებზეც . როგორც ვთქვით,კომპანიამ რამოდენიმე გამაგრილებელი გამოუშვა,თითქმის ამავე დიზაინით : და რაც ყველაზე ყურადსაღებია, მაშინვე,როცა კომპანია Intel გამოუშვებს დედადაფებს LGA 2011-ზე, კომპანია Cooler Master თავის მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზებს სამაგრებს Hyper 212 EVO-სთვის. Hyper 212 EVO არის შედეგი Hyper 212 Plus-ის დიზაინის ცვლილების,მაგრამ Hyper 212 სერიების ხანა უფრო ადრე იწყება. პირველი Hyper 212 გამოუშვეს 2007-ში,რომელსაც კლასიკური დიზაინი ჰქონდა, 2 დაკავშირებული რადიატორი და 4 ცალი სითბური მილაკი ერთ რადიატორზე . (BTW ეს ქულერი მქონდა,ლამაზია ძალიან და წარმადობითაც არაა ცუდი,საშუალოზე მაღლა დგას ) ასე გამოიყურებოდა ის : Hyper 212 შეცვალა Hyper 212 Plus-მა 2009 წელს,როდესაც მისი 2 დაკავშირებული რადიატორი შეიცვალა მთლიანი ერთით და სითბური მილაკებიც უკვე პირდაპირ კონტაქტში იყვნენ CPU-სთან. რაც შეეხება HYPER 212 EVO-ს,ის იწონის 465 გრამს,ფენის გარეშე. მისი გაბარიტები კი ასეთია : 116 x 51 x 158.5 mm (4.7 x 3.0 x 6.2 ინჩ(ებ)ი) წითბური მილაკი არის 158.5 მმ,რაც იმას ნიშნავს ,რომ ეს გამაგრილებელი საკმაოდ კარგად მოერგება Mid-Tower კეისებსაც. ასეთივე ზომისაა Hyper 212 Plus-იც. ორივე მხრიდან,რადიატორი იდენტურია,ასე რომ არ აქვს აზრი,თუ როგორ მოარგებთ დედადაფას მას. აღსანიშნავია ისიც,რომ EVO-ს ფენის ფრთები უფრო გრძელია წინამორბედებთან შედარებით,რაც უზრუნველყოფს უფრო სიგრილეს. (იმდენი თქვენ რა გითხარით ) რაც შეეხება ბრუნვას,ის მერყეობს 600-1600 RPM-ამდე. (RPM- rotates per minute) სითბურ მილაკებზე შეამჩნევდით "შეტეხილებს" რაც იმისთვისაა საჭირო ,რომ ფენის სამაგრები კარგად მოერგოს . როგორც Cooler Master-ის დიზაინს შეეფერება,საკმაოდ ლამაზად ბოლოვდება გამაგრილებელი,როცა სითბური მილაკები ბოლოვდება,ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა და კონტაქტშია. ასევეა "შეტეხილი" ქულერის ზედაპირზე,რომელიც ის CPU-ს ეხება,რაც გამაგრილებელის ბრუნვას იცილებს თავიდან (დამაგრების შემდეგ ) სითბური მილაკები 6 მმ სიგანისაა: "მტესტავებმა" დაამაგრეს Hyper 212 EVO EVGA-ს FTW3 დედადაფაზე, Corsair Obsidian 800 D კეისში, 900 RPM ფენებთან ერთადშროდესაც ოთახის ტემპერატურა იყო 22 გრადუსიღ გაზომეს ტემპერატურა ჯერ სტოკ სიხშირეზე და შემდეგ 3.6 GHz ოვერქლოქზე. რაც შეეხება თერმო პასტას,ეს იყო GC-Extreme. პირველად დაიტესტა Cooler Master-ისავე ფენით ( PWM, 9 – 31 dBA, 0.16A, 600 - 1600 rpm ),ხოლო შემდეგ სხვა ფენით,რომელიც მოაძვრეს Hyper 612S-ს. რომელიც იძაბება 1300 RPM-ზე. საოცარი ისაა,რომ EVO-მ თვით 612S-ს აჯობა,EVO-ს ფენი სულაც არაა ხმაურიანი,მაშინაც კი,როცა მაქსიმუმ RPM-ზეა,მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ მაქსიმალური ბრუნვა 1500 გაზომეს მათ. მაგრამ როდესაც 612S-ის ფენი მოათავსეს EVO-ზე მათ უფრო კარგი შედეგი მიიღეს,როგორც მოსალოდნელი იყო : დასკვნა : ამ კომპანიამ გამოუშვა რამოდენიმე ქულერი ბოლო ხანებში : Hyper 612S, Hyper 612PWM, Hyper 212 EVO, Hyper TX3 EVO და Gemini II M4. EVO სულაც არ განსხვავდება დიდად წინამორბედებისგან დიზაინით,თუმცა განსხვავება წარმადობაში მაინც სესამჩნევია,რადგან ის უგებს თავისსავე ტოლს ,მაგრამ ძვირ 612S-ს. რაც აღსანიშნავია ასევე,არ ღირს ძვირი (ძნელია ჯერ მისი ხელში ჩაგდება,თუმცა ის დაანონსდა როგორც €32-ზე მერყევი გამაგრილებელი. ასევე აღსანიშნავია ის,რომ ის იყენებს Continuous Direct Contact ტექნოლოგიას (ანუ მე როგორც მივხვდი ,ესაა სითბური მილაკების პირდაპირი კავშირი CPU-სთან) კიდევ ერთი დიდი პლუსი კი ისაა,რომ ის ყველა სოკეტზე მაგრდება, LGA 2011-ზეც !!! გაფორმება და გაწითლებები მეზარება სიტყვების ბექა ათანელიშვილი 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted October 25, 2011 Author Share Posted October 25, 2011 ის 2 რადიატორიანი რომ მქონდა მართლა ლამაზი და საყუარელი იყო :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted October 25, 2011 Share Posted October 25, 2011 ის 2 რადიატორიანი რომ მქონდა მართლა ლამაზი და საყუარელი იყო ერთი შენ არ საყვარელი და მეორე ის იყო ისე საღოლ შეგძლებია რაღაც შე ბექუნა ჯანდაბას +0 ჰა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted October 25, 2011 Share Posted October 25, 2011 ეს კონსტრუქცია ნამდვილად ამართლებს, ვერაფერს იტყვი. ქულერი საკმაოდ კარგია, ნეჰალემზე არ არის გასაკვირი ასეთი ტემპერატურები, სენდიზე უფრო ნაკლები იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted October 25, 2011 Share Posted October 25, 2011 საღოლ ბექა ჰანტერობა დაიწყე? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted October 25, 2011 Share Posted October 25, 2011 რა იყო ბიჯო დაგრუზული იყავი გუშინ და სტატია დაწერე? სულ მე მემსგავსები ხო? :SNEMOTICON13: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted October 26, 2011 Author Share Posted October 26, 2011 ჰო :SNEMOTICON13: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.