Jump to content

Cooler Master Hyper 212 EVO CPU cooler


Recommended Posts

რამოდენიმე ხნის წინ ,ბატონმა Xtreme User-მა მოგაწოდათ ინფორმაცია Cooler Master-ის ახალ ნამუშევრებზე იხილეთ აქ,დღეს კი,მინდა გაგაცნოთ უფრო ახლოდან Cooler Master Hyper 212 EVO CPU cooler .

ჩვენი სტუმარი, Hyper 212 EVO CPU cooler ,ალბათ სახელიდანვე გეცნობათ,რადგან Cooler Master-ს ჰქონდა უკვე Hyper 212-ის სახელით რამოდენიმე გამაგრილებელი,მაგრამ EVO სწორედ იმას ნიშნავს,რომ კომპანიამ იმ იმედით შექმნა ახალი Hyper 212 ,რათა გაეუმჯობესებინა მისი წინამორბედი.

Hyper-212-side.jpg

Hyper 212 EVO არის თავსებადი ყველა AMD-ს და Intel-ის "სოკეტზე" და მისი ფასი 30 €-მდე მერყეობს. ახლა კი ვისაუბროთ ამ გამაგრილებელის სპეციფიკაციებზეც .

როგორც ვთქვით,კომპანიამ რამოდენიმე გამაგრილებელი გამოუშვა,თითქმის ამავე დიზაინით :

boxes.jpg

Hyper-212-box-front.jpg

Hyper-212-all.jpg

და რაც ყველაზე ყურადსაღებია, მაშინვე,როცა კომპანია Intel გამოუშვებს დედადაფებს LGA 2011-ზე, კომპანია Cooler Master თავის მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზებს სამაგრებს Hyper 212 EVO-სთვის.

specs.JPG

Hyper 212 EVO არის შედეგი Hyper 212 Plus-ის დიზაინის ცვლილების,მაგრამ Hyper 212 სერიების ხანა უფრო ადრე იწყება. პირველი Hyper 212 გამოუშვეს 2007-ში,რომელსაც კლასიკური დიზაინი ჰქონდა, 2 დაკავშირებული რადიატორი და 4 ცალი სითბური მილაკი ერთ რადიატორზე . (BTW ეს ქულერი მქონდა,ლამაზია ძალიან და წარმადობითაც არაა ცუდი,საშუალოზე მაღლა დგას )

ასე გამოიყურებოდა ის :

hyper-212.jpg

Hyper 212 შეცვალა Hyper 212 Plus-მა 2009 წელს,როდესაც მისი 2 დაკავშირებული რადიატორი შეიცვალა მთლიანი ერთით და სითბური მილაკებიც უკვე პირდაპირ კონტაქტში იყვნენ CPU-სთან.

hyper-212-plus.jpg

რაც შეეხება HYPER 212 EVO-ს,ის იწონის 465 გრამს,ფენის გარეშე. მისი გაბარიტები კი ასეთია : 116 x 51 x 158.5 mm (4.7 x 3.0 x 6.2 ინჩ(ებ)ი) წითბური მილაკი არის 158.5 მმ,რაც იმას ნიშნავს ,რომ ეს გამაგრილებელი საკმაოდ კარგად მოერგება Mid-Tower კეისებსაც. ასეთივე ზომისაა Hyper 212 Plus-იც.

Hyper-212-side.jpg

ორივე მხრიდან,რადიატორი იდენტურია,ასე რომ არ აქვს აზრი,თუ როგორ მოარგებთ დედადაფას მას.

Hyper-212-heatsink-1.jpg

Hyper-212-heatsink-4.jpg

აღსანიშნავია ისიც,რომ EVO-ს ფენის ფრთები უფრო გრძელია წინამორბედებთან შედარებით,რაც უზრუნველყოფს უფრო სიგრილეს. (იმდენი თქვენ რა გითხარით :D )

რაც შეეხება ბრუნვას,ის მერყეობს 600-1600 RPM-ამდე. (RPM- rotates per minute)

Hyper-212-evo-fan.jpg

სითბურ მილაკებზე შეამჩნევდით "შეტეხილებს" რაც იმისთვისაა საჭირო ,რომ ფენის სამაგრები კარგად მოერგოს .

Hyper-212-heatsink-2.jpg

როგორც Cooler Master-ის დიზაინს შეეფერება,საკმაოდ ლამაზად ბოლოვდება გამაგრილებელი,როცა სითბური მილაკები ბოლოვდება,ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა და კონტაქტშია.

ასევეა "შეტეხილი" ქულერის ზედაპირზე,რომელიც ის CPU-ს ეხება,რაც გამაგრილებელის ბრუნვას იცილებს თავიდან (დამაგრების შემდეგ ) :D

Hyper-212-heatsink-6.jpg

სითბური მილაკები 6 მმ სიგანისაა:

Hyper-212-heatsink-3.jpg

"მტესტავებმა" დაამაგრეს Hyper 212 EVO EVGA-ს FTW3 დედადაფაზე, Corsair Obsidian 800 D კეისში, 900 RPM ფენებთან ერთადშროდესაც ოთახის ტემპერატურა იყო 22 გრადუსიღ

გაზომეს ტემპერატურა ჯერ სტოკ სიხშირეზე და შემდეგ 3.6 GHz ოვერქლოქზე. რაც შეეხება თერმო პასტას,ეს იყო GC-Extreme.

Hyper-212-test.jpg

პირველად დაიტესტა Cooler Master-ისავე ფენით ( PWM, 9 – 31 dBA, 0.16A, 600 - 1600 rpm ),ხოლო შემდეგ სხვა ფენით,რომელიც მოაძვრეს Hyper 612S-ს. რომელიც იძაბება 1300 RPM-ზე.

საოცარი ისაა,რომ EVO-მ თვით 612S-ს აჯობა,EVO-ს ფენი სულაც არაა ხმაურიანი,მაშინაც კი,როცა მაქსიმუმ RPM-ზეა,მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ მაქსიმალური ბრუნვა 1500 გაზომეს მათ.

მაგრამ როდესაც 612S-ის ფენი მოათავსეს EVO-ზე მათ უფრო კარგი შედეგი მიიღეს,როგორც მოსალოდნელი იყო :

hyper_212_evo_2.9ghz.jpg

hyper_212_evo_36ghz.jpg

დასკვნა :

ამ კომპანიამ გამოუშვა რამოდენიმე ქულერი ბოლო ხანებში : Hyper 612S, Hyper 612PWM, Hyper 212 EVO, Hyper TX3 EVO და Gemini II M4.

EVO სულაც არ განსხვავდება დიდად წინამორბედებისგან დიზაინით,თუმცა განსხვავება წარმადობაში მაინც სესამჩნევია,რადგან ის უგებს თავისსავე ტოლს ,მაგრამ ძვირ 612S-ს.

რაც აღსანიშნავია ასევე,არ ღირს ძვირი (ძნელია ჯერ მისი ხელში ჩაგდება,თუმცა ის დაანონსდა როგორც €32-ზე მერყევი გამაგრილებელი.

ასევე აღსანიშნავია ის,რომ ის იყენებს Continuous Direct Contact ტექნოლოგიას (ანუ მე როგორც მივხვდი ,ესაა სითბური მილაკების პირდაპირი კავშირი CPU-სთან)

კიდევ ერთი დიდი პლუსი კი ისაა,რომ ის ყველა სოკეტზე მაგრდება, LGA 2011-ზეც !!!

გაფორმება და გაწითლებები მეზარება სიტყვების :xelitavi:

ბექა ათანელიშვილი

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ის 2 რადიატორიანი რომ მქონდა

მართლა ლამაზი და საყუარელი იყო :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

ის 2 რადიატორიანი რომ მქონდა

მართლა ლამაზი და საყუარელი იყო :thumbsup:

ერთი შენ არ საყვარელი და მეორე ის იყო :D:rofl2::shuatiti:

ისე საღოლ შეგძლებია რაღაც შე ბექუნა :D:baby:

ჯანდაბას +0 ჰა :D

Link to comment
Share on other sites

ეს კონსტრუქცია ნამდვილად ამართლებს, ვერაფერს იტყვი. ქულერი საკმაოდ კარგია, ნეჰალემზე არ არის გასაკვირი ასეთი ტემპერატურები, სენდიზე უფრო ნაკლები იქნება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.