Jump to content

Recommended Posts

50e8ac835db5.png

როგორც ჩანს ხალხს ჩემსავით არ სძინავს და ახალ-ახალ სათამაშოებს იგონებს. ერთ-ერთი ასეთი ნივთი, რომელმაც ძალიან მომხიბლა არის უახლესი თაობის (ე.წ. Camera 3.0) კამერა - Lytro. მინდა წინასწარ ბოდიში მოგიხადოთ თუ კი რაიმე უზუსტობა მექნება ტერმინოლოგიაში.

პლენოპტიკური კამერების მწარმოებელმა Lytro-მ დააანონსა თავისი პირველი პროდუქტი - Lytro Light Field Camera (სინათლის ველის კამერა). ის ხელმისაწვდომი 2012 წლის პირველ კვარტალიდან გახდება. გაიყიდება 8 და 16GB-იანი მოდელები, შესაბამისად 399$ და 499$-ად. 8GB მოდელს შეუძლია 350 სურათის დატევა შიდა მეხსიერებაზე, 16GB-იანს კი 750-ის.

კამერას 35-280მმ-ის ეკვივალენტური მუდმივი f/2 დიაფრაგმის მქონე ობიექტივი აქვს + სენსორი, რომელსაც კომპანია "11 MegaRay Sensor"-ს უწოდებს (11 მეგასხვივიანი სენსორი). ამ სენსორის წყალობით მიიღება სურათი, რომელზეც ფოკუსის შეცვლა სურათის გადაღების მერეც კი შეიძლება!

Lifestyle_RedHot_SoloWomaninPink.jpg

წინამორბედი თაობის კამერებისაგან განსხვავებით Lytro-ს სინათლის ველის კამერას შეუძლია სენსორზე მოხვედრილი სინათლის ყველა სხივის დაჭერა და აღქმა, რისი წყალობითაც

ის ქმნის "ცოცხალ" ინტერაქტიულ სურათებს, რომელთა "გადაფოკუსირება" :D (ახლიდან ფოკუსირება) ყოველთვის შეგეძლებათ.

Lytro ერთადერთი კამერაა დღესდღეობით, რომელსაც შეუძლია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გადაიღოს რაც თქვენ გსურთ. Light Field სენსორი იწერს ფერს,ინტენსიურობასა და იმ სინათლის სხვივების მიმართულებებს, რომელიც კამერაში გაივლის. ამის გარდა მას გააჩნია Light Field Engine, რაც საშუალებას აძლევს ეს ინფორმაცია დაამუშავოს და შექმნას ინტერაქტიული სურათი. ამის გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ იზრუნა ახალი ფორმატის "გაპიარებაზე", ხოდა უკვე შესაძლებელია სოციალ ქსელებზე ამ ფორმატის ფაილების განთავსება (არაპირდაპირი გზით, თუმცა ონლაინ რეჟიმში ახლიდან ფოკუსირება შესაძლებელი იქნება დამატებითი პროგრამის გარეშე)

Lytro-ს დიზაინი სიმარტივის პრინციპითაა შემუშავებული. არ აქვს არანაირი რეჟიმის გადამრთველი და სხვადასხვა ღილაკები, მხოლოდ ჩამკეტის ღილაკი და ჩასართავ/გამოსართავი :) იმის მიუხედავად, რომ კამერა რთულ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, მისი მოხმარება უმარტივესია.

Render_Family_RedHot_ElectricBlue_Graphite.jpg

Lytro Camera-ს შესაძლებლობები:

* კომპაქტური დიზაინი, ულტრამსუბუქი ანოდიზირებული ალუმინის კორპუსით, 8x ოპტიკური ზუმითა და მუდმივი f/2 დიაფრაგმით.

* ინოვაციური სინათლის ველის სენსორი ხედავს 11 მილიონ სინათლის სხივს (11 მეგასხივი, MegaRay). სინათლის მიმართულების ჩაწერის შემდეგ კი LF ძრავა მას HD ხარისხის ინტერაქტიულ ("ცოცხალ") სურათად გარდაქმნის.

* უსწრაფესი: Lytro-ს არ აქვს ავტოფოკუსირება, შესაბამისად არც იხარჯება დრო ფოკუსირებაზე და + მას არ გააჩნია ჩამკეტის დაყოვნება.

* დაბალი სინათლის მგრძნობელობა: დაბალი განათების პირობებს Lytro ადვილად უმკლავდება მაშუქის გარეშეც კი.

* კამერის პირველი მყიდველები (ალბათ ვინც პირველივე თვეს დაესევიან) მიიღებენ სურათების ატვირთვის უფასო სერვისს Lytro.com-ზე. შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი საშუალება იქნება ასეთი ტიპის სურათების სოციალ ქსელებში გაზიარებისთვის.

* 3D: ფუნქცია ჯერჯერბით ხელმიუწვდომელია, თუმცა ფინალურ ვერსიას უკვე ექნება. Lytro-თი გადაღებული სურათებია საერთოდ 3D-შია, შესაბამისად 2D->3D გადაფორმატება ძალიან მარტივი იქნება. გამოსახულების ნახვა ყველა ეკრანზე იქნება შესაძლებელი.

cb6389a7518a.png

კამერას თან მოყვება პროგრამა (რომელიც ჯერ მხოლოდ მაკზეა), რომლითაც შესაძლებელია ამ სურათების დათვალიერება და ახლიდან ფოკუსირება. ამ პროგრამითვე შესაძლებელი იქნება სურათების სოციალურ ქსელებზე ატვირთვა, სადაც ხლიდან ფოკუსირება HTML5-ის დახმარებით მოხერხდება.

ეს ყველაფერი სტანფორდელი მეცნიერის დრ. რენ ნგ-ს დამსახურებაა. მის გამოგონებამდე ასეთი პლენოპტიკური მექანიზმის მიღება მხოლოდ 100 ერთმანეთთან დაკავშირებული კამერითა და სუპერკომპიუტერით ხდებოდა.

3b58ecc8fabe.png

თავად კამერას ოთხკუთხა პრიზმის ფორმა აქვს, სიგრძეში დაახლოებით 11სმ არის, სიგრძის დაახლოებით 2/3 ანოდიზირებული ალუმინია. ზუსტად ამ მონაკვეთშია 35-280მმ ექვივალენტური F2 ობიექტივი. დანარჩენი ნაწილი არის მყარი რეზინის, რომელზეც განლაგებულაი 3 "ღილაკი", ერთი ჩასართავ/გამოსართავი, მეორე - ჩამკეტის ღილაკი და მესამე - მიახლოების სლაიდერი. ყველაფერი დანარჩენი ხორციელდება მის მულტისენსორულ ეკრანზე, რომელიც მთლიანად ფარავს მის უკანა მხარეს. ამ პატარა ეკრანის გაფართოებაა - 128x128.

მეხსიერების რაოდენობა და ფერების არჩევანი ალბათ Apple-ს მოგაგონებთ :D თან სიმარტივეც მასეთივე დაჰკრავს :D

მაინც რა არის ეს სინათლის ველის კამერა?

Light Field კამერა სინათლეს იწერს ძალიან განსხვავებული მექანიზმით დღევანდელ კამერებთან შედარებით. სენსორის წინ მოთავსებულია მიკროლინზების მასივი და იმის ნაცვლად რომ სინათლის ფოკუსირება ერთ პიქსელზე მოხდეს, ეს მიკროლინზები სინათლის ინფორმაციას ყოფენ სხვადასხვა პიქსელზე იმისდა მიხედვით თუ რა კუთხით დაეცა იგი ლინზაზე.

2e4bf03ce02d.jpg

დოქტორი ნგ (ხო "ნგ" სახელია)გვიხსნის: 'მიკროლინზები სინათლის კონას ყოფს სხივებად სანამ ისინი სენსორზე მოხვდებიან, ეს საშუალებას იძლევა რომ დავადგინოთ თუ რა მიმართულებით მოდიოდა სინათლის სხივი. ზუსტად ეს იძლევა საშუალებას რომ სურათის ფოკუსის ახლიდან გამოთვლა მოხდეს, ანუ რომელი სხივი სად წავიდოდა" :)

ეს ტექნოლოგია არამარტო იმის საშუალებას იძლევა, რომ ახლიდან გააკეთოთ ფოკუსირება სურათებზე, არამედ იმას რომ არ არის საჭირო ფოკუსირება ერთ კონკრეტულ წერტილზე. კამერას არ აქვს მოძრავი მოტორი და ავტოფოკუსი, რაც არის იმის მიზესი თუ რატომაა ის ასეთ სწრაფი.

სიმარტივე

გადაღების სიმარტივე ასევე კამერის კონტროლის სიმარტივეზეც აისახება. ფოკუსირებისთვის უბრალოდ სასურველ ადგილას უნდა დავაჭიროთ თითი, ორჯერ დაჭერისას კი მიახლოება ხდება. აქაც კვლავ Apple-ის სტილს ვხედავთ :D

Lifestyle_Graphite_Moleskine.jpg

ჩვეულებრივი კამერებისგან განსხვავებით Lytro-ს გამოცვლადი ბატარეა არ აქვს, ისევე როგორც მეხსიერება. დატენვა microUSB პორტიდან ხდება, დამატებითი დამტენით ან კომპიუტერთან შეერთებით.

d75b684088e8.jpg

სურათის ზუსტი გაფართოებაზე ცნობილი არ არის, მხოლოდ ის ვიცით რომ მინიმუმ "HD" იქნება (1080 ვერტიკალური პიქსელი)

კიდევ ერთი განზომილება

იმის გამო რომ სინათლის ველის სენსორი სხივის მიმართულებასაც იწერს, შესაბამისად სურათს სამგანზომილებიანი ინფორმაციაც ახლავს. მართალია დაანონსებისას 3D სურათების კამერაზე ჩვენების საშუალება არ იყო, თუმცა აჩვენეს რამდენიმე დემო სადაც შესაძლებელი იყო ხედვის წერტილის შეცვლა! ანუ წარმოიდგინეთ ჰოლოგრამა :)

აღსანიშნავია ასევე ის რომ ამ სამგანზომილებიანი სურათების ნახვა შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივ მონიტორებზე სათვალეების გარეშე, რადგან თავად სურათებს ექნებათ პარალაქსური შრეები (ამის შესახებ სხვა თემაში მიწერია - "3D სათვალეები").

Lifestyle_ElectricBlue_ThreeModels.jpg

კომპანიის CEO ასევე იმასაც ამბობს რომ ფუნქციები კამერას ეტაპობრივად დაემატება Light Field Engine-ის განახლების საშუალებით. (ჯერ-ჯერობით ვერსია 1,0)

წარმატებას ვუსურვებდი ამ კომპანიას, მართლაც რომ რევოლუციური კამერა შექმნეს, სრულიად ახალი მიდგომა ფოტოგადაღებასთან :)

დემო სურათების სანახავად შედით აქ: www.lytro.com/living-pictures

გამოყენებული რესურსები:

DPReview

Lytro

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

მადლობა ინფორმაციისთვის.

კლავენ ფოტოგრაფიას :(

მე მასე არ ვიტყოდი, წარმოიდგინე ასეთი რამე DSLR-ს რომ ჰქონდეს (თეორიულად მაინც), ისეთი RAW გექნება, რომელშიც შენ ნებაზე დააფოკუსებ და შეცვლი ყველაფერს.

გათი

Me gusta :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

სიამოვნებით ვიხილავდი ამ ტექნოლოგიას ვიდეოკამერებში. წარმოიდგინეთ რამდენნაირი ვარიანტი შეგეძლებათ შექმნათ ერთი ვიდეოთი :)

Link to comment
Share on other sites

მერე მაგას ფოტოგრაფია ქვია? სისულელეა!

ალბათ თავის დროზე ხმოვან კინოზეც მასე ამბობდნენ...

გეთანხმები, "კლასიკური" ფოტოგრაფია აღარ იქნება, მაგრამ ტექნოლოგია წინ მიდის. 3D ფილმებზე ხომ არ ამბობენ სისულელეაო? :) კლასიკა კლასიკაა მაინც. როგორც Film Noire დარჩა კლასიკად და დღემდე იღებენ ფილმებს ამ სტილში.

Link to comment
Share on other sites

ალბათ ფაილის ზომა რამოდენიმეჯერ დიდი იქნება ვიდრე ტრადიციული ფორმატები ხომ?

RGBA-ს კიდევ ერთი არხი დაემატება?

Link to comment
Share on other sites

ალბათ ფაილის ზომა რამოდენიმეჯერ დიდი იქნება ვიდრე ტრადიციული ფორმატები ხომ?

RBGA-ს კიდევ ერთი არხი დაემატება?

ჯერ-ჯერობით არ ვიცით მაგდენი, დაიდება ალბათ რევიუ, რომელსაც შემოგვთავაზებს ბ-ნი გათი :)

რთულია რამის მტკიცება ამჟამად, მაგრამ ჩვეულებრივი სენსორი არამგონია ჰქონდეს.

მწარმოებლის საიტზე წერია, რომ "Lytro Light Field Sensor" აქვს, რომელიც "11 მილიონ სხივს" იჭერს (11 Megarays)

https://www.lytro.com/camera

Link to comment
Share on other sites

ალბათ ფაილის ზომა რამოდენიმეჯერ დიდი იქნება ვიდრე ტრადიციული ფორმატები ხომ?

RGBA-ს კიდევ ერთი არხი დაემატება?

დეტალურ ინფორმაციას ბატონი ორასოიანი არ იძლევა, განსაკუთრებით ხმას არ იღებენ სურათის სტრუქტურასა და გაფართოებებზე.

თუმცა ყველაფერი მაინც Light Field Engine-ზეა დამოკიდებული და არა მატრიცაზე.

Link to comment
Share on other sites

საიტზე რაც სურათებია, რამოდენიმე "ფენადაა" დაყოფილი ანუ ფოკუსის გასწორებას იმას ვერ დაარქმევ რასაც ეგ აკეთებს. თუ პატარა მანძილზე გადააადგილებ ფოკუსს, არაფერი იცვლება. ჩემი აზრით დიდი არაფერია.

ბევრი გამოიყენებს მაგას და ალბათ ეფექტურადაც.

Link to comment
Share on other sites

მაგარი ქლიავობა იქნება! არ მომეწონა და ამათ ქარხანასაც წყალდიდობა დაამშვენებდა!

Link to comment
Share on other sites

მაგარი ქლიავობა იქნება! არ მომეწონა და ამათ ქარხანასაც წყალდიდობა დაამშვენებდა!

ნერვები ახალგაზრდავ, ნერვები :nifxav:

Link to comment
Share on other sites

ნერვები ახალგაზრდავ, ნერვები :nifxav:

ბარემ იმის საშუალებაც გამოიგონონ რომ ობიექტი შეცვალო სურათის გადაღების მერე ფოტოშოპის და ყოველგვარი პროგრამების ჩარევის გარეშე :D

Link to comment
Share on other sites

ბარემ იმის საშუალებაც გამოიგონონ რომ ობიექტი შეცვალო სურათის გადაღების მერე ფოტოშოპის და ყოველგვარი პროგრამების ჩარევის გარეშე :D

მე ამაში ვერაფერ უარყოფითს ვერ ვხედავ ვოვა!

აი ნახე ფოტო:

22095645335686373381.jpg

შენი აზრით რა არის ახლა ეს? ეს არის არაკომპეტენტურ ადამიანს რომ მიანდობ ფოტოს გადაღებას და რომ მოქაქავს კადრზე, აი ეგ! ლიტრო რომ მქონოდა ამის ნაცვლად ის კადრი გადარჩებოდა (არამარტო ის, ბევრი სხვაც სხვათა შორის). შენ თუ ხარ იმ დონის პროფესიონალი, რომ ჰაერში ააგდებ კამერას 12 წამიანი დაყოვნებით, ის ძირს ჩამოვარდნისას ავტოფოკუსს გაასწორებს, მაგარ ფოტოსაც გადაიღებს და შენ კიდევ კისერზე წამოგეცმევა, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ახალ ტექნოლოგიებს კარი რატომ უნდა დაუკეტო არ მესმის... მითუმეტეს მაშინ, როცა არც კი იცი რამდენი წლის მერე მოხდება ეგ ამბავი და საერთოდ შესაძლებელია თუ არა SLR-ებში მაგის დანერგვა...

გაზარმაცდები და "ნაურაზე" დაიწყებს სურათების გადაღებას! Wall E ნანახი გაქ? აი იქ რომ ხალხი ცხოვრობს იმათ დავემგვანებით მალე :|

Link to comment
Share on other sites

გაზარმაცდები და "ნაურაზე" დაიწყებს სურათების გადაღებას! Wall E ნანახი გაქ? აი იქ რომ ხალხი ცხოვრობს იმათ დავემგვანებით მალე :|

რატომ გავზარმაცდები? რატომ დავემგვანები? მე მე ვარ ვოვა, არ ვარ ვიღაც ტვინგამორეცხილი, რომელიც მარტო იმიტომ ყიდულობს SLR-ს, რომ ის "პროფესიონალია". და თუ მაგ კატეგორიის ხალხი იყიდის პლენოკამერას იმის გამო, რომ "მაგარია", იყიდონ, რაში გადარდებს? რა გინდა ვერ გავიგე რა. ისევ "რას გვიშვება ეს მთავრობა" იძახო ჯობია, ვიდრე ასეთი კონსერვატიზმი გამოავლინო.

Link to comment
Share on other sites

საიტზე რაც სურათებია, რამოდენიმე "ფენადაა" დაყოფილი ანუ ფოკუსის გასწორებას იმას ვერ დაარქმევ რასაც ეგ აკეთებს. თუ პატარა მანძილზე გადააადგილებ ფოკუსს, არაფერი იცვლება. ჩემი აზრით დიდი არაფერია.

არა მასეც არ არის, ზუსტადაც რომ ფოკუსის გასწორებაა რადგან კამერა არ იღებს აფტოფოკუსირებით სურათს, არც აქვს მოტორი საერთოდ. თან ამასთანავე ეგ რომც ბევრი სურათის შრე იყოს - ამდენი სურათის გადაღება "ზერო დაყოვნებით" მაინც შთამბეჭდავია.

საინტერესო ჩანს, მარა ვნახოთ ...

ისე არ დევს სადმე ამით გადაღებული ფოტო?

თემის ბოლოს იდო

www.lytro.com/living-pictures

სურათის ზომა დაახლოებით 20დან 30MB-მდე მერყეობს, იქნება ასევე ნედლი ტიპის ფაილები (RAW-ის პონტში, მაგრამ არა RAW).

Link to comment
Share on other sites

რატომ გავზარმაცდები? რატომ დავემგვანები? მე მე ვარ ვოვა, არ ვარ ვიღაც ტვინგამორეცხილი, რომელიც მარტო იმიტომ ყიდულობს SLR-ს, რომ ის "პროფესიონალია". და თუ მაგ კატეგორიის ხალხი იყიდის პლენოკამერას იმის გამო, რომ "მაგარია", იყიდონ, რაში გადარდებს? რა გინდა ვერ გავიგე რა. ისევ "რას გვიშვება ეს მთავრობა" იძახო ჯობია, ვიდრე ასეთი კონსერვატიზმი გამოავლინო.

არა რა მაინც არ მომწონს და რავქნა?! კამერასთან შენ უნდა აკეთებდე ყველაფერს და არა კამერა აგვარებდეს ყველაფერს. მირჩევნია დრო დავხარჯო, კადრი გავასწორო ყველაფერი ჩემით გავაკეთო ვიდრე 1 ჩხაკ და მერე რაღაც პროგრამაზე 1 თითის დაჭერით საოცარი ფოტო გამოვიდეს.

Link to comment
Share on other sites

არა მასეც არ არის, ზუსტადაც რომ ფოკუსის გასწორებაა რადგან კამერა არ იღებს აფტოფოკუსირებით სურათს, არც აქვს მოტორი საერთოდ. თან ამასთანავე ეგ რომც ბევრი სურათის შრე იყოს - ამდენი სურათის გადაღება "ზერო დაყოვნებით" მაინც შთამბეჭდავია.

შთამბეჭდავი რა თქმა უნდა არის მაგრამ ამის გამო

სურათის ზომა დაახლოებით 20დან 30MB-მდე მერყეობს, იქნება ასევე ნედლი ტიპის ფაილები (RAW-ის პონტში, მაგრამ არა RAW).

არ მგონია ეფექტური იყოს. რავი დრო გვაჩვენებს.

ისე ჩემი აზრით ავტოფოკუსების გამოგონებას ურჩევნიათ floating point-ის გამოსახვის საშუალებას მიაგნონ.

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.