Popular Post მიშა Posted October 19, 2011 Popular Post Share Posted October 19, 2011 დიდი ხანია იდეად მქონდა მსგავსი თემის დაწერა, მაგრამ ჩემ სიზარმაცეს რა ვუთხარი, მხოლოდ დღეს მოვაბი თავი... რათქმაუნდა იმისთვის, რომ ფოტოგადაღება ვისწავლოთ, ჯერ იმაში უნდა გავერკვეთ, კომპაქტური მოდელი გვინდა, თუ სარკიანი DSLR. რომელი აპარატი მინდა? გონიერი ადამიანი აქ ორ შესაძლო ვარიანტს ამოირჩევს: 1. იყიდის "სასაპნეს", ნახავს მოწონს თუ არა საერთოდ ფოტოგრაფია, "ამუღამებს" თუ ვერა და თუკი სერიოზულად დაინტერესდება, გადაბარგდება "პროფესიონალზე". 2. იყიდის პირდაპირ DSLR-ს და დაიწყებს მის საფუძვლიან შესწავლას. სამწუხაროდ ქართული რეალობა მწარეა - უმეტესობა იმიტომ ყიდულობს "პროფესიონალს", რომ "პროფესიონალია". მეტი არაფერი. და შემდეგ, როცა ცუდ ფოტოებს იღებენ, უკვირთ... მეგობრებო, ფოტოს ადამიანი იღებს და არა ფოტოკამერა. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს სიმართლეა. ისიც სიმართლეა, რომ თუნდაც სამოყვარულო DSLR ("პროფესიონალი") ყველა ასპექტში ჯობნის საშუალო (და ზოგჯერ მაღალი) დონის კომპაქტურ "სასაპნეებს". DSLR-ის ერთადერთი ნაკლი მისი წონაა - მაგალითისთვის, ჩემი კამერა სამი ლინზით (ჩანთაში მეტი არ ეტევა) ორ კილოგრამს იწონის, უბრალო "სასაპნე" კი 8-10-ჯერ უფრო მსუბუქია და ჩემი თავი ხშირად დამიჭერია იმის ფიქრში, თუ "როგორ მეზარება ამ ჯართის თრევა" და "ნეტა ამის მაგივრად სასაპნე მქონდეს". არადა როგორ მახსოვს, ექვსი თვე კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი ამ კამერისთვის ფულს... კამერა ვიყიდე. კიდევ რა ვიყიდო? თუკი კამერა "AA" ტიპის ელემენტებზე მუშაობს (ასეთი არამხოლოდ სასაპნეებია, Pentax უშვებს "AA"-ზე მომუშავე SLR-საც), დაგჭირდებათ ორი კომპლექტი ნორმალური აკუმულატორი. პირადი გამოცდილებით გირჩევთ არ გაეკაროთ 2500, 2800, 3000 mAh ტევადობის "სუპერელემენტებს". იყიდეთ 2000 mAh-იანი Sanyo Eneloop. რატომ 2000-იანი და რატომ მაინცდამაინც Eneloop? ახსნილია აქ: "AA" ზომის დასატენი ელემენტები არის Ni-MH შემცველობის და ახასიათებთ მალე დაჯდომა (უხმარად დების დროსაც). მაგალითად თუ დღეს ჩემი 2500mAh-იანი ელემენტები დავტენე, დავდე "ყოველი შემთხვევისთვის" და ერთი კვირის შემდეგ დამჭირდა, აღმოვაჩენ, რომ სიმძლავრის 25-30% უკვე დაკარგული აქვს და დატენილი 2500mAh-ის ნაცვლად 2000-ზეა ჩამოსული. დიდი ვერაფერი სიახლეა ხომ? სწორედ ამიტომ მწარმოებლებმა შექმნეს "ნელაგანმუხტვადი" Low Self Discharge (LSD) აკუმულატორები, რომელთაც უქმად დების დროს კვირაში შეიძლება მხოლოდ 10-15% სიმძლავრე დაკარგონ. სწორედ ასეთ აკუმულატორებს განეკუთვნება Sanyo Eneloop და ამიტომ გირჩევთ მათ გამოყენებას. რათქმაუნდა დაგჭირდებათ შესაფერისი დამტენიც. დამტენის ძირითადი მოთხოვნაა ელემენტების ცალ-ცალკე (და არა წყვილებად) დატენვა. ეს იმიტომაა საჭირო, რომ წყვილად დატენვისას თუკი ორი ელემენტიდან ერთი მაინც მიაღწევს 100%-ს, წრედი ავტომატურად ითიშება. თუკი ასეთ დროს მეორე ელემენტი მხოლოდ 70%-ზე იქნება დატენილი, დამტენი მას მაინც დატენილად ჩათვლის. Ni-MH ელემენტის არასრულად დატენვა კი მისი საექსპლოატაციო პერიოდის შემცირებას ნიშნავს. დამტენის საუკეთესო ვარიანტია La Crosse-ის წარმოების დამტენები, მაგალითად ეს: http://www.amazon.com/Crosse-Technology-BC500-Battery-Charger/dp/B0031ERMO4/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1323241609&sr=8-4 ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო უმორჩილესად გთხოვთ ერიდოთ "AA" ტიპის ელემენტების მქონე ფოტოტექნიკას, ან თუ გვერდს ვერ აუვლით, ეცადეთ და ზემოთ მოყვანილი გარემოებები გაითვალისწინეთ. აუცილებელია კამერისთვის ჩანთის ყიდვა - როგორც თქვენ არ გინდათ სიცხეში და სიცივეში ტიტლიკანა ტინტილი, ისევე არ უნდა თქვენს ციფრულსაც. იზრუნეთ მასზე, რომ დიდხანს გემსახუროთ. სასურველია ხარისხიანი ჩანთის შეძენა - მისი სქელი კედლები მეტ-ნაკლებად დაიცავს აპარატურას ძირს დაგდების შემთხვევაში და დაბალი ტემპერატურის დროს. თუკი DSLR-ს ფლობთ, სასურველია ულტრაიისფერი და სხვა ტიპის ფილტრების შეძენა, რომლებიც ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ მაინც დაგჭირდებათ და გაგახარებთ ახლებური ფოტოებით. საღ აზრს მოკლებული არაა ოპტიკის გამწმენდი საშუალებებისა და შტატივის შეძენაც. მართალია ეს აქსესუარები წელიწადში ორჯერ-სამჯერ დაგჭირდებათ (თუ მხოლოდ მოყვარული ხართ), მაგრამ მაინც სასურველია მათი ქონა. ავტოფოკუსის კაპრიზები ფოკუსის გასწორების ავტომატური ფუნქცია ყველა თანამედროვე ფოტოკამერაში გვხვდება. კამერას, მისი დონიდან გამომდინარე, ფოკუსის რამდენიმე წერტილი აქვს (დაწყებული 3-დან, დასრულებული 75-ით). ავტოფოკუსიც ორ რეჟიმში მუშაობს - სრულ ავტომატურ (ანუ არსებული წერტილებიდან ნებისმიერზე ფოკუსირებით) და არჩევით (ანუ ჩემ მიერ არჩეულ წერტილზე) ფოკუსირებით. სრულ ავტომატურ რეჟიმში როგორც წესი პრიორიტეტი გამოსახულების ცენტრთან განთავსებულ ფოკუსის წერტილს ენიჭება და აი შედეგიც: მშვენიერი ადგილი, მშვენიერი დრო, უკუღმართი ფოკუსი, ჩაბანძებული ფოტო . ეს იმის ბრალია, რომ ფოტოს გადაღებისას სრულ ავტომატურ ავტოფოკუსს იყენებდნენ. კომპაქტურ კამერებში ეს პრობლემა მარტივადაა გამოსწორებული - სახის აღმომჩენი (Face Detection) ფუნქცია, რომელსაც 5-დან 35-მდე სახის აღმოჩენა და ფოკუსის მათ შესაბამისად გასწორება შეუძლია, ამ დროს შეუცვლელია. სარკიან კამერებსაც აქვთ იგივე ფუნქცია, მაგრამ მათ შემთხვევაში იგი მხოლოდ Live View-ის დროსაა ხელმისაწვდომი რაც არც ისე მოსახერხებელია. მაგრამ მეორეს მხრივ კომპაქტურ კამერებსაც აქვთ გარკვეული მინუსი ავტოფოკუსის მხრივ - DSLR-სგან განსხვავებით, რომელსაც ავტოფოკუსისთვის ცალკე სენსორი, ან ფაზური დეტექტორი გააჩნია, "სასაპნეები" ფოკუსის გასასწორებლად იმავე სენსორს იყენებენ, რომელიც ფოტოს აღბეჭდვისთვის გამოიყენება. ამას ორი მინუსი აქვს: 1.სენსორზე ავტოფოკუსი სკანირებას ჰორიზონტალურად ატარებს, შესაბამისად, ვერტიკალურ ობიექტზე ავტოფოკუსი უკეთესად გასწორდება, ვიდრე ჰორიზონტალურზე (არ აირიოთ ) 2. დაბალი განათების დროს ISO მგრძნობელობა იზრდება, იზრდება ელექტრული ხმაურიც და იქ, სადაც "არაფერია", სენსორი "რაღაცას" ხედავს. ამიტომ უჭირს კონტრასტის მიხედვით ავტოფოკუსის გასწორება. თვალსაჩინოებისთვის, ამ სურათზე პირობითი წრეა, რომელსაც სენსორი დღისით, ISO 100-ის პირობებში დაინახავს: ამ სურათზე კი იგივე წრე, რომელიც საღამოს, ISO 400-ის პირობებში გამოჩნდებოდა: მეორე ფოტო საგრძნობლად ნაკლებკონტრასტულია და ავტოფოკუსიც აურევს. ისე სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ცუდ განათებაზე არამხოლოდ "სასაპნის", არამედ "პროფესიონალის" ავტოფოკუსიც საკმაოდ ურევს. ამის გამოსასწორებლად იყენებენ ავტოფოკუსის დამხმარე ნათურას, რომელიც სასაპნეებზე და შედარებით მაღალი დონის DSLR-ებზე ცალკე ნათურის სახით გვხვდება, ხოლო შედარებით იაფ DSLR-ებს მაშუქი (ვსპიშკა, სპიჩკა, რაც გინდათ ის უწოდეთ) ეხმარება ფოკუსის გასწორებაში. რატომ აქვს "პროფესიონალით" გადაღებულ ფოტოს გადღაბნილი ფონი და როგორ მივაღწიო იგივეს ჩემ სასაპნეზე? ყველაფერი სიმკვეთრის სიღრმეზეა დამოკიდებული. სიმკვეთრის სიღრმე ეწოდება იმ მანძილს, რომელზედაც ლინზა ინარჩუნებს მკვეთრ გამოსახულებას. მაგალითად, ამ ფოტოზე სიმკვეთრის სიღრმე სახაზავის ორსანტიმეტრიან მონაკვეთს მოიცავს: თავის მხრივ სიმკვეთრის სიღრმე ორ ძირითად პარამეტრზეა დამოკიდებული. ესენია: 1. რაც უფრო მცირეა მანძილი გადასაღებ ობიექტამდე, მით უფრო მცირეა სიმკვეთრის სიღრმე. სიტყვაზე თუ 50მმ-იანი ლინზით გადავიღებ 30 სანტიმეტრზე და 60 სანტიმეტრზე დაცილებულ ობიექტებს, 30სმ-ზე დაცილებულს უფრო მეტად გადღაბნილი ფონი ექნება. 2. დიაფრაგმის მნიშვნელობა ("f/" რიცხვი). რაც უფრო დაბალია ეს რიცხვი, მით უფრო გახსნილია დიაფრაგმა და დაბალია სიმკვეთრის სიღრმე. მაგალითისთვის: ამ ფოტოზე ზედა მარცხენა მხარე f/32-ითაა გადაღებული, ქვედა მარჯვენა - f/5.6-ით. სხვაობა საგრძნობია. სიმკვეთრის სიღრმის გასაანგარიშებლად ცალკე პროგრამებიც კი არსებობს. ერთ-ერთი ასეთია "Dofmaster". მისი გადმოწერა თავისივე საიტიდან შეგიძლიათ: http://www.dofmaster.com/ . ყოველდღიურად ნაკლებად დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც გქონდეთ, რა იცით რაში გამოგადგებათ რაც შეეხება იმავე ეფექტის კომპაქტურ აპარატზე მიღებას, ეს ძალიან რთულია. შეგიძლიათ ზემოთ მოყვანილი ორი ხერხიდან ერთ-ერთის ან ორივეს გამოყენებით მიიღოთ გარკვეულ დონეზე დაბურული გამოსახულება, მაგრამ ისეთ ხარისხს, როგორსაც სარკიან აპარატზე მიიღებდით, აქ ვერ იხილავთ. ამის მიზეზი მარტივია - კომპაქტურ კამერას პატარა სენსორი და პატარა ოპტიკა აქვს, შესაბამისად რაგინდ ახლოსაც მიიტანოთ იგი გადაღების ობიექტთან, ზემოაღნიშნული პირველი წესი მაინც ძნელად დასაცველი იქნება. ასევე ძნელია მეორე წესის დაცვაც, რადგან საშუალო სტატისტიკური "სასაპნეების" f რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო სტატისტიკური სარკიანი კამერის ლინზისა. გადაღების სხვადასხვა რეჟიმები ყველა ფოტოკამერას, მისი დონის, ხარისხის და ფასის განურჩევლად აქვს გადაღების წინასწარ დაპროგრამებული რეჟიმები. ძირითადად ესენია: 1. სრული ავტომატიკა. როგორც წესი აღინიშნება მწვანე სიმბოლოთი. ამ რეჟიმის არჩევის შემთხვევაში კამერის პროცესორი ავტომატურად განსაზღვრავს სცენის ტიპს, აყენებს დიაფრაგმას და არჩევს ექსპოზიიას. სამწუხაროდ სრულყოფილი ავტომატიკა არ არსებობს - შეცდომის დაშვების ალბათობა დიდია, რაც ძირითადად მაშუქის უადგილო ადგილას გამოყენებაში და შუქმგრძნობელობის უაზროდ შეცვლაში გამოიხატება. გამოსადეგია მათთვის, ვინც საერთოდ არ იცნობს ფოტოგადაღების თეორიას, ან უბრალოდ ეზარება პარამეტრების გასწორება. 2. პროგრამული ექსპოზიცია. როგორც წესი აღინიშნება "P" ასოთი. მუშაობს თითქმის ისევე, როგორც ავტომატი, მაგრამ შესაძლებელია ზოგი პარამეტრის რეგულირება. გამოადგებათ ფოტოგრაფიაში ცოტათი გარკვეულ მომხმარებლებს. 3. პორტრეტი. აღინიშნება ადამიანის პიქტოგრამით. რეჟიმის მთელი არსი მდგომარეობს აქცენტის წინა პლანზე არსებულ ობიექტზე (რომელიც სავარაუდოდ ადამიანი უნდა იყოს) გაკეთებაში. ხშირად იყენებს მაშუქს. Портрет 4. პეიზაჟი. აღინიშნება პეიზაჟის პიქტოგრამით. ამ რეჟიმზე კამერა ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს სიმკვეთრის სიღრმე, რომ ფოტოზე ასახული ახლოს და შორს მდებარე ობიექტები ერთნაირად მკვეთრი გამოვიდეს. 5. ღამის პორტრეტი. თუკი ღამე ავტომატური ან პორტრეტის რეჟიმით გადაიღებთ, აღმოჩნდება, რომ წინა პლანზე მდებარე ობიექტი განათებულია (შეიძლება ითქვას, გადანათებულიც), ფონი კი ჩაბნელებული. როგორც მარცხენა ფოტოზე. რაც შეეხება მარჯვენა ფოტოს, გადაღებულია "ღამის პორტრეტის" რეჟიმით, რომლის დროსაც ექსპოზიცია უფრო ხანგრძლივია და სენსორი ფონის აღბეჭდვასაც ასწრებს: 6. სპორტის რეჟიმი. გამოიყენება სწრაფად მოძრავი ობიექტების დასაფიქსირებლად. მაქსიმალურად მკვეთრი გამოსახულების მისაღებად ამ რეჟიმში კამერას ექსპოზიციის დრო მინიმუმამდე დაყავს. ამან შეიძლება ფოტოს ჩაბნელება გამოიწვიოს, რაც ყურადსაღებია. 7. ჩამკეტის უპირატესობის რეჟიმი.აღინიშნება "S"/"Sv" ასოთი. იგი ყველა სარკიან და ზოგ კომპაქტურ კამერას აქვს. ამ რეჟიმში გადაღებისას თქვენ თავად აყენებთ ექსპოზიციის დროს თქვენი სურვილისამებრ და კამერა მის მიხედვით არჩევს როგორც დიაფრაგმას, ასევე ISO მგრძნობელობას. 8. დიაფრაგმის უპირატესობის რეჟიმი. წესით აღინიშნება "A"/"Av" ასოთი. წინა რეჟიმის მსგავსად, აქვს ყველა სარკიან და ზოგ კომპაქტურ კამერას. ამ რეჟიმში თქვენ თავად აყენებთ დიაფრაგმის "f" მნიშვნელობას და კამერა დანარჩენ პარამეტრებს მის მიხედვით განსაზღვრავს. მოსახერხებელია სიმკვეთრის სიღრმის (Depth of field) კონტროლისთვის. აქვე დავძენ, რომ ეს არის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი რეჟიმი ფოტოკამერებში. 9. ხელის რეჟიმი. აღინიშნება "M" ასოთი. ამ რეჟიმში ყველაფერს თქვენ განსაზღვრავთ. სასარგებლოა მაშინ, როცა კამერა ვერ ფიქრობს, რა პარამეტრები დააყენოს (მაგალითად ღამით), ან თქვენ შემოქმედებით მოთხოვნებს დანარჩენი რეჟიმები ვერ აკმაყოფილებენ, ან კიდევ ისეთ ლინზას იყენებთ, რომელსაც თქვენი კამერა ვერ აღიქვამს (მაგალითად მე ჩემ Olympus-ზე უკონტაქტო M42 ლინზებს რომ ვამაგრებ, კამერა ვერ ხვდება რა დიაფრაგმა მაქვს დაყენებული და M რეჟიმში მიწევს გადაღება. საბედნიეროდ ექსპოზიციას მაინც ზომავს და მკარნახობს, რომელი იქნება უკეთესი). ცოტა რამ მაშუქზე გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მაშუქის გამოყენება მხოლოდ ღამის და პორტრეტის სცენებშია სასურველი, დანარჩენ დროს ყოველთვის უკეთესია ბუნებრივი განათება. გადაღებისას გაითვალისწინეთ, რომ მაშუქის მოქმედების მანძილი დამოკიდებულია f რიცხვზე (რაც ნაკლებია, მით უფრო შორს "წაიღებს"), ISO მგრძნობელობაზე (რაც მეტია, მით უფრო შორს "დაინახავს") და ექსპოზიციის რიცხვზე (ცხადზე ცხადია - რაც მეტხანს იქნება ჩამკეტი გახსნილი, მით მეტ განათებას დააფიქსირებს სენსორი). რათქმაუნდა ყველა მაშუქს თავისი სიმძლავრე გააჩნია და როგორც წესი ცალკე მოსახმარი მაშუქი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე კამერაში ჩაშენებული. როგორც ყველა დანარჩენ ფუნქციას, მაშუქსაც აქვს ავტომატური რეჟიმი, რომლის დროსაც იგი ანათებს 1/60 წამის განმავლობაში. თუ ექსპოზიცია 1/60-ს უდრის, წინა პლანზე არსებული ობიექტი კარგად განათდება, ფონი - ჩაბნელდება. თუ ექსპოზიცია 1/60-ზე ნაკლებია, ფოტო ბნელი გამოვა, ხოლო თუ 1/60-ზე მეტი, წინა პლანი გადანათდება, ფონი კი კუპრივით შავი დარჩება. ამის გამოსასწორებლად არსებობს ნელი სინქრონიზაცია (Slow sync), რომლის დროსაც მაშუქი 1/4, 1/16 ან რომელიმე სხვა დროის მონაკვეთის მანძიზე ანათებს და საშუალებას გაძლევთ არამხოლოდ წინა პლანი, არამედ ფონიც აღბეჭდოთ. კიდევ საინტერესო ფუნქციაა მაშუქის დაყოვნება - იგი ანათებს ან ჩამკეტის გახსნისას, ან მისი დახურვისას. შესაბამისად აღინიშნება, როგოც "1st curtain" და "2nd curtain". განსხვავება სხივის ტრასირებაშია: ყველაფერი გავიგე, ახლა გადაღება მასწავლე! შემოქმედება არ ისწავლება, მაგრამ შესაძლებელია ისწავლო გარკვეული ტექნიკური წესები, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. 1. ყურადღება მიაქციეთ ჰისტოგრამას. ჰისტოგრამა არის პატარა გრაფიკი, რომელზეც პროპორციულადაა ნაჩვენები ფოტოზე არსებული ბნელი და ნათელი არეები. ბნელი არე მარცხნივაა, ნათელი - მარჯვნივ. მართალია შეიძლება იღებდეთ ღამით, ან იღებდეთ განათებულ ობიექტს და ჰისტოგრამაც ან ბნელს გიჩვენებდეთ, ან ნათელს, მაგრამ ზოგადად, როდესაც პეიზაჟს ან რამე სხვას იღებთ, სასურველია ჰისტოგრამის გრაფიკი თანაბრად იყოს გადანაწილებული ყველა არეზე, როგორც მეორე სურათზეა: თუ ფოტო გადანათებული ან ჩაბნელებული გამოდის და თქვენ ამის გამოსწორება გინდათ, უმჯობესია ფოტოშოპის ნაცვლად ეს საქმე ფოტოს გადაღებამდე მოაგვაროთ. საამისოდ ყველა კამერას აქვს "exposure correction" - ექსპოზიციის წანაცვლება. ნათელი ფოტოა? დაუკელით exposure correction. ბნელია? მოუმატეთ. უფრო რთული მეთოდია ექსპოზიციის ბრეკეტინგი. ბრეკეტინგის მეშვეობით მიყოლებით შეგიძლიათ გადაიღოთ გადანათებული, ნორმალური და ბნელი ფოტო და შემდეგ სპეციალური პროგრამის დახმარებით აქციოთ ეს სამი ფოტო ერთ "HDR" (High dinamic range) სურათად, რომელიც სამივე ფოტოდან "რაღაც კარგს" აიღებს და გააერთიანებს. 2. როგორ ავიცილოთ თავიდან სურათის გადღაბნა? ბევრ ახალბედას ჰგონია, რომ რახან "პროფესიონალი" აქვთ, მკვეთრი და მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება გარანტირებული აქვთ. მაგრამ ასე არ არის. ადამიანი ქვა არ არის, მოძრაობს, ხელი უკანკალებს, სუნთქავს ბოლოსდაბოლოს და ადამიანთან ერთად მოძრაობს კამერაც. მცირე ექსპოზიციებზე (1/250-და უფრო ნაკლები) ეს პრობლემა არ არის, მაგრამ დიდ ექსპოზიციებზე (1/100 და მეტი) თავს იჩენს სურათის გადღაბნა რაც ადამიანის და კამერის მცირედი მოძრაობებითაა განპირობებული. "უსაფრთხო" ექსპოზიცია, ანუ ისეთი ექსპოზიცია, რომლის დროსაც ფოტო მკვეთრი უნდა გამოვიდეს, გამოითვლება ფორმულით t=1/e, სადაც "t" არის ექსპოზიციის დრო, ხოლო "e"- ექვივალენტური ფოკუსი. მაგალითად თუ მე ფოტოს ვიღებ 100მმ-იანი ლინზით, ექსპოზიცია უნდა დავაყენო 1/100-ზე, რადგან "t=1/100", თუკი მაქვს 20მმ-იანი ლინზა, 1/20-ითაც შემიძლია თამამად გადავიღო, რადგან ასეთ ფოკუსურ მანძილზე "ცახცახი" ნაკლებად შესამჩნევია. რათქმაუნდა ფორმულა დოგმატური არ არის, ყველაფერი "დამუღამების" ამბავია. მე მაგალითად 1/6-ზეც მშვენივრად ვიღებ 14-42 ლინზის ნებისმიერ დიაპაზონში. როცა ზემოხსენებული ფაქტორი გათვალისწინებული გაქვთ, მაგრამ მაინც ვერ იღებთ მკვეთრ ფოტოს, შეგიძლიათ გახსნათ დიაფრაგმა (შეამციროთ f რიცხვი), ან გაზარდოთ ISO მგრძნობელობა. ორივე მეთოდი საგრძნობლად ამცირებს ექსპოზიციის დროს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მაღალი ISO ხმაურს უმატებს ფოტოს და ხარისხს აუარესებს. გამოსახულების სტაბილიზაციისთვის კამერებში გამოიყენება სპეციალური სტაბილიზაციის სისტემები, მაგრამ ისინი დეფექტს სრულად ვერ აღმოფხვრიან, პირიქით - ნორმალურ პირობებში ფოტო შეიძლება გადღაბნონ კიდეც, ამიტომ უმჯობესია სტაბილიზაცია გამორთული იქონიოთ და მხოლოდ საჭიროების დროს გამოიყენოთ. მართალია თემას "ვისწავლოთ ფოტოგრაფია" ქვია, მაგრამ სანამ ფოტოგრაფიას ვისწავლიდეთ, იმდენი წვრილმანი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ გადავწყვიტე ამ თემაში მომეგროვებინა, რათა შემდეგ არ მომიწიოს მათზე ცალ-ცალკე საუბარი. დანარჩენ, უფრო მნიშვნელოვან დეტალებს, ფოტოსცენების კონკრეტულ ტიპებს, მათი გადაღებისა და შემდგომი დამუშავების ტექნიკას მომავალ თემებში გაგაცნობთ. პატივისცემით, მიხეილ რ. 16 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 წავიკითხავ მიხეილ ამას, კაკრას ასეთი რაღაც მინდოდა რო წამეკითხა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lomsa Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 :thumbsup: კაია წავიკითხავ აუცილებლად რო ნმოვალ მათემატიკიდან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 წავიკითხავ მიხეილ ამას, კაკრას ასეთი რაღაც მინდოდა რო წამეკითხა ცალკე თემატურად მოვაყოლებ მალე პეიზაჟს, პორტრეტს და ა.შ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 ცალკე თემატურად მოვაყოლებ მალე პეიზაჟს, პორტრეტს და ა.შ. კარგს იზამ არ ვიცი ამაში გიწერია თუ არა , მარა აი ამ F-ებზე, ISO-ებზე და მაიმუნობებზე დაწერე ვრცლად , ანუ ძირითადი რაც არის იმაზე და ნუ მერე პეიზაჟები და ეგენი უკვე ადვილი გახდება რა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 კარგს იზამ არ ვიცი ამაში გიწერია თუ არა , მარა აი ამ F-ებზე, ISO-ებზე და მაიმუნობებზე დაწერე ვრცლად , ანუ ძირითადი რაც არის იმაზე და ნუ მერე პეიზაჟები და ეგენი უკვე ადვილი გახდება რა გაკვრით მაქვს ნახსენები, თუ არ დაგაკმაყოფილებს, შემეკითხე და მოგიყვები ვრცლად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 წავიკითხე . რაღაც-რაღაცეები ვისწავლე ხოდა ახლა პირველ რიგში შემდეგ თემა ღამით გადაღებაზე დაწერე თავისი F-ებით , ISO-ებით , დაიფრაგმ-ექსპოზიციებით :givi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 ღამის გადაღებაზე მაისამდე არ იქნება თემა, ცივა ახლა და ვერ გავალ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 ღამის გადაღებაზე მაისამდე არ იქნება თემა, ცივა ახლა და ვერ გავალ თეორიულად დაწერე შენც კიდე ხო გახსოვს ასე თუ ისე , როდის რას აყენებდი :chojinfc: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 რამდენი რამე გავიგე მადლობა მიშა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 მაგარია მიშა ბევრს დაეხმარება მათ შორის მეც... უცხოურ ტუტორიალებზე მომიწევდა ტვინის მტვრევა... ახლა უფრო გამიადვილდება... მადლობა მიშას პს: იმენა მიშისტი ვიბაზრე ჰო კიდე რა უნდა მეკითხა... ჰიბრიდები DSLR-სკენ უფრო იხრებიან თუ სასაპნეებისკენ? :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 მაგარია მიშა ბევრს დაეხმარება მათ შორის მეც... უცხოურ ტუტორიალებზე მომიწევდა ტვინის მტვრევა... ახლა უფრო გამიადვილდება... მადლობა მიშას პს: იმენა მიშისტი ვიბაზრე ჰო კიდე რა უნდა მეკითხა... ჰიბრიდები DSLR-სკენ უფრო იხრებიან თუ სასაპნეებისკენ? DSLR არამედ SLR :P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 DSLR არამედ SLR http://en.wikipedia.org/wiki/Digital_single-lens_reflex_camera Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 ჰო კიდე რა უნდა მეკითხა... ჰიბრიდები DSLR-სკენ უფრო იხრებიან თუ სასაპნეებისკენ? ფუნქციურობით SLR-ისკენ უფრო არიან, Aperture, Shutter და Manual რეჟიმები ჰიბრიდების უმეტესობას აქვს, სასაპნეებიდან კი ძალიან ცოტას. ასევე ვიზირი (იგივე Viewfinder, იგივე ხედის მაძიებელი) სასაპნეებს თითქმის არ აქვთ, ჰიბრიდებს აქვთ, მართალია ელექტრონული, მაგრამ მაინც აქვთ და პლიუსია ეგეც. შენ თუ "იმ" პანასონიკს გულისხმობ, ეგ ჰიბრიდზე უფრო მეტია, რადგან ლინზა ეცვლება. ჰიბრიდებს ლინზა არ ეცვლებათ, ანუ "აპგრეიდის პერსპექტივა" არ აქვთ, იმ პანასონიკს კი აქვს. DSLR არამედ SLR ბექა "D" მანდ "Digital"-ია, "ციფრულს" ნიშნავს, სარკიანი აპარატები ზოგადად ყველა არის SLR და ციფრული სარკიანები არის DSLR. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 ფუნქციურობით SLR-ისკენ უფრო არიან, Aperture, Shutter და Manual რეჟიმები ჰიბრიდების უმეტესობას აქვს, სასაპნეებიდან კი ძალიან ცოტას. ასევე ვიზირი (იგივე Viewfinder, იგივე ხედის მაძიებელი) სასაპნეებს თითქმის არ აქვთ, ჰიბრიდებს აქვთ, მართალია ელექტრონული, მაგრამ მაინც აქვთ და პლიუსია ეგეც. შენ თუ "იმ" პანასონიკს გულისხმობ, ეგ ჰიბრიდზე უფრო მეტია, რადგან ლინზა ეცვლება. ჰიბრიდებს ლინზა არ ეცვლებათ, ანუ "აპგრეიდის პერსპექტივა" არ აქვთ, იმ პანასონიკს კი აქვს. ბექა "D" მანდ "Digital"-ია, "ციფრულს" ნიშნავს, სარკიანი აპარატები ზოგადად ყველა არის SLR და ციფრული სარკიანები არის DSLR. მე დავითს ვუთხარი რომ SLR-კენ მიდის მეთქი და მართალი აღმოვჩნდი :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 მე დავითს ვუთხარი რომ SLR-კენ მიდის მეთქი და მართალი აღმოვჩნდი საერთო ჯამში მასეა, მარა მაგასაც დაკვირვება უნდა, სიტყვაზე L სერიის ნიკონები რომელიც გინდა აიღე, A მაგას არ აქვს, S მაგას არ აქვს, M მაგას არ აქვს (რეჟიმები), უბრალო დიდი სასაპნეა და მეტი არაფერი ვიზირიც კი არ აქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 მე დავითს ვუთხარი რომ SLR-კენ მიდის მეთქი და მართალი აღმოვჩნდი ჰო მე მეგონა შემისწორე და მაგიტომ დავდე ის ლინკი... ხო მიშა მე იმ პანასონიკზე გკითხე... გასაგებია :rolleyes: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 ჰო მე მეგონა შემისწორე და მაგიტომ დავდე ის ლინკი... ხო მიშა მე იმ პანასონიკზე გკითხე... გასაგებია "G" სერიის პანასონიკები ძალიან კარგი კამერებია და"FZ" სერიის პანასონიკებს მართალია ლინზა არ ეხსნებათ, მაგრამ ისინიც ძალიან კარგია, მაღალი ხარისხის ოპტიკა აქვთ ძალიან, მიმიქარავს ბევრი "პროფესიონალი" Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
evolution Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 კარგია მიშ რო მოვიცლი წავიკითხავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 წავიკითხე,მთლიანად არა მარა უმეტესი,კარგი სტატიაააა. აპინეთ! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 კარგად არის ახსნილი! მადლობთ! მიშა Sanyo Eneloop ამ ელემენტმა დამაინტერესა вы можете хранить новый Eneloop в течение 3 лет и до сих пор он сохранит 75% своей мощности. Готов к использованию даже после 3 лет хранения. 1500 დამუხტვის ციკლი მაგარი ვირი მუშა ყოფილა სხვათაშორის მიშა,ბევრი ელემენტი,თუნდაც ნიკელ კადმიუმის,ლი-იონის ,როცა ასხმულია ბევრი,ცუდად იმუხტება და დამუხტვადობის სხვაობა ცუდია არამარტო ამისთვის. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gajaviki Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 წავიკითხე თავიდან ბოლომდე! მადლობა მიშა ძალიან ბევრი რამ გავიგე, ჩემი შემდეგი შენაძენი ალბათ DSLR კამერა იქნება, გეგმაში მაქვს კაი ხანია და ფულს ვერ მოვუყარე თავი, ხან ანდროიდი გამოხტა ხან აიპოდი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 :s050: :s050: მიშა :s050: :s050: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted October 19, 2011 Author Share Posted October 19, 2011 წავიკითხე,მთლიანად არა მარა უმეტესი,კარგი სტატიაააა. აპინეთ! ავპინავ მოგვიანებით კარგად არის ახსნილი! მადლობთ! მიშა Sanyo Eneloop ამ ელემენტმა დამაინტერესა 1500 დამუხტვის ციკლი მაგარი ვირი მუშა ყოფილა სხვათაშორის მიშა,ბევრი ელემენტი,თუნდაც ნიკელ კადმიუმის,ლი-იონის ,როცა ასხმულია ბევრი,ცუდად იმუხტება და დამუხტვადობის სხვაობა ცუდია არამარტო ამისთვის. ერთ-ერთი საუკეთესო Ni-MH აკუმულატორია ბაზარზე. რომელიღაც კომპანია აწარმოებს კიდევ მაგას ლიცენზიით, ზუსტად იგივე ელემენტია, უბრალოდ იმ ფირმის სახელი ქვია და 2100-იანადაა მოხსენიებული. ცალ-ცალკე დამუხტვა კარგი ზუსტად იმითია, რომ თითოეული ელემენტი მაშინ ითიშება წრედიდან, როცა 100%-ს მიაღწევს. წავიკითხე თავიდან ბოლომდე! მადლობა მიშა ძალიან ბევრი რამ გავიგე, ჩემი შემდეგი შენაძენი ალბათ DSLR კამერა იქნება, გეგმაში მაქვს კაი ხანია და ფულს ვერ მოვუყარე თავი, ხან ანდროიდი გამოხტა ხან აიპოდი გიორგი აპირებდა DSLR-ის ყიდვას ადრე, თუ არ ვცდები D5100 უნდოდა და თუ იყიდა მოსინჯე, როგორ შეეწყობით ერთმანეთს :s050: :s050: მიშა :s050: :s050: ვოვა სპეციალურად შენთვის შემობრუნებული მონა სმაილი: (შენ პოსტში "მიშა"-ს მარჯვნივ უფრო ლამაზად ჩაჯდება) :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted October 19, 2011 Share Posted October 19, 2011 ვოვა სპეციალურად შენთვის შემობრუნებული მონა სმაილი: (შენ პოსტში "მიშა"-ს მარჯვნივ უფრო ლამაზად ჩაჯდება) :s050: :s050: მიშა :miyvarxar: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.