Jump to content

სმარტფონი Motorola Droid RAZR


Recommended Posts

კომპანია Motorola Mobility-მ ოფიციალურად წარადგინა სმარტფონი Motorola RAZR რომელიც ადრე ცნობილი იყო Spyder სახელწოდებითაც (აშშ-ში აპარატს ერქმევა Motorola Droid RAZR). მისთვის RAZR შემთხვევით არ უწოდებიათ - თავის დროზე პოპულარულ ამ სერიის ტელეფონების მსგავსად, ისიც საკმაოდ თხელია და მისი სისქე 7,1 მმ-ს არ აღემატება. აუცილებელი სიმტკიცის უზრუნველსაყოფად, კორპუსის კონსტრუქცია შეიცავს ფოლადის ჩარჩოს, ხოლო უკანა პანელი კი დაფარულია კევლარის ბოჭკოვანი ზედაპირით.

e60f5628f8172704059e14192a86d133.jpg

a2d7065fd073d894050cffa29a88a08d.jpg

წინასწარი მონაცემებით, ის მიიღებს Super AMOLED ტექნოლოგიაზე დამზადებულ 960 х 540 პიქსელ გაფართოების და 4,3 დუიმიან სენსორულ დისპლეის (qHD) და ნაწრთობ მინა - Corning Gorilla Glass-ს, რომელიც მას აგრეთვე დაიცავს წყლის წვეთებისგანაც. აპარატულ შემადგენლობაში შევა 1,2 გჰზ სიხშირის პროცესორი და 1 გბ ოპერატიული და 16 გბ ფლეშ-მეხსიერება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 4G LTE (აშშ-სთვის განკუთვნილ მოდიფიკაციებისთვის), aGPS და eCompass-ის მხარდაჭერაც და ორი კამერა, ერთი 1,3 მპ-ით და უკანა პანელზე განთავსებული 8 მპ-ით, რომელსაც შეეძლება მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა 1080p ფორმატში.

მეხსიერების გაზრდა შესაძლებელი გახდება microSD ტიპის ბარათების საშუალებით (16 გბ-იანი მოდელს კი კომპლექტს თან ერთვის). ასევე ადგილზეა Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 4.0 უკაბელო ინტერფეისები, HDMI და USB 2.0 პორტები. ის თავსებადია Motorola Lapdock 500 Pro და Lapdock 100 დოკ-სადგურებთან. ხოლო კვებაზე კი იზრუნებს 1780 mAh ტევადობის ელემენტი.

გაყიდვები ნოემბრის თვეში დაიწყება და მისი ღირებულება აშშ-ში, კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, შეადგენს 299$-ს.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

მაიმუნ შუშა კაი რამეა .. ადვილად არ იჩხაპნება..

მარა ეს CDMA იქნება და ჩვენ რა სიკითე მაგით :D

ეგებ GSM-ზეც გამოუშვან

Link to comment
Share on other sites

Super AMOLED სამსუნგის "მოგონილია" ხო ?

HTC-მ S-LCD დაარქვა თავაანთი ახალი ტიპის დისპლეიბს, როგორც გავიგე ერთიდაიგივეა ორივე სხვადასხვა სახელებით

Link to comment
Share on other sites

Super AMOLED სამსუნგის "მოგონილია" ხო ?

HTC-მ S-LCD დაარქვა თავაანთი ახალი ტიპის დისპლეიბს, როგორც გავიგე ერთიდაიგივეა ორივე სხვადასხვა სახელებით

რა სამსუნგის მოგონილი, რა დაარქვაო კაცო

ამოლედი ამოლედია , ლსდ ლსდ ..

სხვადასხვაა მოკლედ რომ ვთქვა

Link to comment
Share on other sites

Super AMOLED სამსუნგის "მოგონილია" ხო ?

HTC-მ S-LCD დაარქვა თავაანთი ახალი ტიპის დისპლეიბს, როგორც გავიგე ერთიდაიგივეა ორივე სხვადასხვა სახელებით

გეშლება S-LCD სონის და სამსუნგის შექმნილია უბრალოდ HTC იყენებს

Link to comment
Share on other sites

რა ამბავია 1780 mAh :D ბატარეა აქვს თუ აკუმლატორი ?> ამას იმხელა დასხივება ექნებააა

რა შუაშია დასხივება ბიჯო :eh:

Link to comment
Share on other sites

რა ამბავია 1780 mAh :D ბატარეა აქვს თუ აკუმლატორი ?> ამას იმხელა დასხივება ექნებააა

რა განსხვავებაა მაგ ორ სიტყვას შორის? :D

ძალიან კარგი სმარტია, ვნახოთ S2-s თუ გაიწევს კონკურენციას.

Link to comment
Share on other sites

რა შუაშია დასხივება ბიჯო :eh:

რას ჰქვია რა შუაშია . ამას და შენს ტელეფონს ერთი მაჩვენებელი ექნებათ მაგ მხრივ ? რაც დიდია ბატარეა მეტია დასხივებაც

რა განსხვავებაა მაგ ორ სიტყვას შორის? :D

ძალიან კარგი სმარტია, ვნახოთ S2-s თუ გაიწევს კონკურენციას.

მანქანის აკუმლატორი ვიგულისხმე :D

Link to comment
Share on other sites

რას ჰქვია რა შუაშია . ამას და შენს ტელეფონს ერთი მაჩვენებელი ექნებათ მაგ მხრივ ? რაც დიდია ბატარეა მეტია დასხივებაც

მანქანის აკუმლატორი ვიგულისხმე :D

მაღალი ტევადობის აკუ რა შუაშია დასხივებასთან დიდი ეკრანი რომ გეთქვა ხო :chojinfc:

(ისა რომ შემოხვალ გამაფრთხილე )

Link to comment
Share on other sites

l6 მქონდა ადრე და იმის მერე მოტოროლას ვერ ვიტან იმის და მიუხედავად,რომ კარგია საკმაოდ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.