Jump to content

Recommended Posts

უკვე თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Canon-მა სამზეოზე თავისი ფლაგმანი EOS-1D Mark IV გამოუშვა. 16-მეგაპიქსელიანი კამერა Full Frame კატეგორიისაა და მართლაც უმაღლესი დონის რამ არის. და აი დღეს ჩემ რესურსზე წავაწყდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქენონი აპირებს ახალი ფლაგმანის გამოშვებას, რომელსაც EOS-1D X ერქმევა. როგორც ფოტოდან ჩანს, იგი გარეგნულად ძლერ წააგავს წინამორბედ 1D-ებს:

0fr3m.jpg

მაგრამ მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ კამერა თავიდან ბოლომდეა გადამუშავებული. აქვს 18 მეგაპიქსელიანი Full Frame ფორმატის სენსორი. აღჭურვილია Digit 5+ პროცესორით, 14-ბიტიანი მონაცემთა გადაცვლით და შეუძლია 14fps სიჩქარით მიყოლებით გადაღება (მაგრამ ავტოფოკუსით "მხოლოდ" 12fps).

კამერის ახალი პროცესორი Digic 5+ მის წინამორბედზე 17-ჯერ სწრაფია. მწარმოებელი აცხადებს, რომ კამერას ავტოფოკუსისთვის მეორე პროცესორიც ექნება (ცალკე პროცესორი სპეციალურად ავტოფოკუსისთვის!) და "ორბირთვიანი" ქენონი ყველა მის წინამორბედს გადაუსწრებს სისწრაფით, წარმადობითა და ხმაურის დონით (რათქმაუნდა ხმაური ნაკლები იქნება). ავტოფოკუსის პროცესორს თავის საქმის შესასრულებლად 100000 პიქსელიანი სენსორი აქვს გამოყოფილი, რაც ექსპოზიციის უფრო სწორ გაზომვას უზრუნველყოფს. იგი აგრეთვე იმუშავებს კამერის ახალ "EOS iTR AF" სისტემასთან (EOS Intelligent Tracking and Recognition Autofocus), რომელიც მოძრავ ობიექტებზე ფოკუსირებისთვის გამოიყენება.

რაც შეეხება სენსორს, Canon-ის რწმუნებით, მას EOS სერიაში ყველაზე ნაკლები ხმაური ექნება. მას EOS 1D Mark IV-ის სენსორთან შედარებით 1.25 მიკრონით დიდი პიქსელები აქვს, ხოლო EOS 5D Mark II-თან შედარებით - 0.55 მიკრონით. ამან მართლაც შეიძლება "დააგდოს" ხმაურის დონე. გათამამებული მწარმოებელი ISO 204800-ზეც მაღალ წარმადობას და სუფთა ფოტოებს გვპირდება.

როგორც ამ დონის კამერებს შეეფერებათ, 1D X-ს 61 წერტილიანი ავტოფოკუსი ექნება. ცენტრში განთავსებული 21 წერტილი "სტანდარტული" ცენტრალური ავტოფოკუსისთვისაა განკუთვნილი f/5.6 დიაფრაგმამდე, ხოლო მათგან კიდევ ხუთი (დიაგრამაზე მუქ ლურჯად ხატია) - f/2.8-მდე. მარჯვნივ და მარცხნივ არსებული ოც-ოცი წერტილი f/4.0-მდე მუშაობს.

7x9ll.jpg

დამატებითი ფოტოები:

წინხედი

90030738107026721232.jpg

უკანხედი (არ გამიბრაზდეთ ტერმინზე :xelitavi: )

43799018442569221363.jpg

ზედხედი

01057090556549157056.jpg

გვერდხედი

94353204424341540164.jpg

ობიექტივის სამაგრი

35255094771812549285.jpg

უკაბელო კონტროლერი

59065585331116608032.jpg

Canon EOS-1D X ხელმისაწვდომი 2012 წლის მარტში გახდება. დანარჩენ ინფორმაციასაც მაშინ მივიღებთ. მანამდე კი ცნობილია, რომ კამერის კორპუსი ("ბოდი") დაახლოებით 6800$ ეღირება, ხოლო უკაბელო კონტროლერი - 600$.

აქვე დავძენ, რომ EOS-1D X-დაანონსების დროს (ანუ დღეისთვის) Canon-ს 50 მილიონზე მეტი "EOS" სერიის DSLR აქვს გამოშვებული, ხოლო 1D X-ის სერიაში გაშვების დროისთვის მას 70 მილიონზე მეტი "Canon EF" ლინზა ექნება გამოშვებული.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი სიახლეა.

მარა ფასი რაღაც მაფიქრებს.ვითომ ჯობია ნიკონ D3s-ს ეს ნივთი??

----------------------------------------------

არა რა მე ამ ნიკონის ძალიან გადამკვდარი ფანი ვარ და რატომ არ ვიცი :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი სიახლეა.

მარა ფასი რაღაც მაფიქრებს.ვითომ ჯობია ნიკონ D3s-ს ეს ნივთი??

----------------------------------------------

არა რა მე ამ ნიკონის ძალიან გადამკვდარი ფანი ვარ და რატომ არ ვიცი :chojinfc:

ძალიან გთხოვ შემდეგში ამხელა პოსტს ნუ დააკოპირებ :xelitavi:

არაა ძვირი ახალი მოდელისთვის 7000$. ნიკონს რაც შეეხება, დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით უნდა სჯობდეს, სინამდვილეში რა იქნება, რომ გამოვა მერე ვნახავთ. ეგ კიარა, ახლა Nikon-ის ჯერია რამე ახალი რომ დააანონსოს :)

Link to comment
Share on other sites

ძალიან გთხოვ შემდეგში ამხელა პოსტს ნუ დააკოპირებ :xelitavi:

არაა ძვირი ახალი მოდელისთვის 7000$. ნიკონს რაც შეეხება, დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით უნდა სჯობდეს, სინამდვილეში რა იქნება, რომ გამოვა მერე ვნახავთ. ეგ კიარა, ახლა Nikon-ის ჯერია რამე ახალი რომ დააანონსოს :)

მაგ ფასში მანქანას ვიყიდი ან 5 ლეპს რაამბავია 7000 დოლარი

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

მაგ ფასში მანქანას ვიყიდი ან 5 ლეპს რაამბავია 7000 დოლარი

amis myidvels manqanac eyoleba, laptopebic eqneba da sheidzleba sakutari tvitmfrinavic hqondes :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

amis myidvels manqanac eyoleba, laptopebic eqneba da sheidzleba sakutari tvitmfrinavic hqondes :D

და ამას პლიუს სჭირდება კიდევაც ეს კამერა. იმიტომ რომ მაგით ცხოვრობს :D ნუ საქართველოს არ ვგულისხმობ :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Canon EOS 5D Mark III Full-Frame DSLR Spotted http://guru3d.com/news/canon-eos-5d-mark-iii-fullframe-dslr-spotted/

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

Canon EOS 5D Mark III DSLR announced http://guru3d.com/news/canon-eos-5d-mark-iii-dslr-announced/ 3500$ ეღირებაო და 22.3 მეგაპიქსელი ექნებაო ამ ახალს

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.