Jump to content

Recommended Posts

კომპაქტური MFT ფორმატის კამერების მონოპოლისტმა Olympus-მა "Olympus PEN" სერიას კიდევ ერთი, ამჯერად ყველაზე "იაფი" წარმომადგენელი მიამატა. ეს გახლავთ "Olympus PEN Mini", იგივე "PM1". კლასიკური უსარკო აპარატების მსგავსი მოყვანილობის მქონე "PEN" კამერებმა, რომლებიც კომპაქტურობითა და მოხმარების სიმარტივით გამოირჩევიან, სწრაფად დაიპყრეს ბაზარი.

n9wcp.jpg

კამერის რეკომენდებული ფასი 500 აშშ დოლარია. რათქმაუნდა გვეძვირება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფრო სრულყოფილი Olympus Pen E-PL3 (PEN სერიის ფლაგმანი) 700$ ღირს. უფროსი ძმისგან განსხვავებით პატარა PEN-ს არ გააჩნია რეჟიმების გარე გადამრთველი, მბრუნავი ეკრანი და რამოდენიმე ფუნქცია, მაგრამ იგი ინარჩუნებს ობიექტივების (ჩვენ რომ "ლინზებს" ვეძახით) შეცვლის საშუალებას. იმის გათვალისწინებით, რომ Micro 4/3 ფორმატის ლინზები საკმაოდ ძვირია, ჩვენ მათზე ვერც ვიოცნებებთ, მაგრამ მათთვის, ვისაც აქვს ლინზების გამოცვლის ინტერესი და ფინანსურადაც არაა შეზღუდული, მშვენიერი არჩევანია.

yj4cn.jpg

კამერის ძირითადი მონაცემებია:

განახლებული 12 მეგაპიქსელიანი Live MOS ტიპის სენსორი, რომელიც იღებს 4032 x 3024, 3200 x 2400, 2560 x 1920, 1600 x 1200, 1280 x 960, 1024 x 768, 640 x 480 ფორმატის ფოტოებს.

ISO 100-12800 შუქმგრძნობელობა (ავტო რეჟიმზე ISO 200-12800).

60-1/4000 წამიანი ექსპოზიცია 5.5fps-მდე მიყოლებით გადაღების ფუნქციით.

120 ჰერციანი, 35 წერტილიანი "სწრაფი ავტოფოკუსი", რომელიც ბაზარზე უსწრაფეს ავტოფოკუსის მოწყობილობას წარმოადგენს (Olympus PEN სერიის მთავარი კოზირი). ფოკუსის დამხმარე ნათურა კორპუსში ცალკეა ჩამონტაჟებული.

მოსახსნელი მაშუქი (მოყვება).

460000 წერტილიანი LCD დისპლეი.

ორბირთვიანი ( :crazy: ) პროცესორი "TruePic VI".

1920x1080@60i fps 17Mbps, 1920x1080@60i fps 13Mbps, 1280x720@60 fps 17Mbps, 1280x720@60p fps 13Mbps. ამასთან სენსორიდან გამომავალი სიგნალი 30fps-იანია და როგორც ჩანს კადრებს პროცესორი აორმაგებს. სიგნალის პირდაპირ ტელევიზორზე გასაშვებად PM1 აღჭურვილია როგორც USB/AV, ასევე უფრო მოდური და მაღალხარისხიანი mini-HDMI პორტით.

კამერა და აკუმულატორი ერთად სულ რაღაც 260 გრამს იწონის (შედარებისთვის - "პატარა" DSLR-იც კი მინიმუმ ორჯერ მეტს იწონის). აკუმულატორი 330 ფოტოს ყოფნის.

8egny.jpg

ფასისას და ტექნიკური მონაცემების მიხედვით PM1 ალბათ Sony NEX 3-ის კონკურენტი იქნება და რატომღაც მგონია, რომ ჩაძირავს კიდეც NEX-ს (შეიძლება ოლიმპასისადმი ჩემი დამოკიდებულების გამო მგონია, მაგრამ არაუშავს :))

9s7em.jpg

ინფორმაციის წყარო - Dpreview.com

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

მიშა, მაგარი გატცება გაქვს thumbsup.gif ალბათ ფოტოგრაფია რომ დაიწყო, კარგი აპარატი უნდა გქონდეს ან შინაგანად უნდა გქონდეს მაქეტკენ სწრაფვა. ჩემ ვარიანტში ალბათ პირველი უნდა 3895.gif

Link to comment
Share on other sites

მიშა, მაგარი გატცება გაქვს

თავიდან მეც მასე მეგონა :)

ალბათ ფოტოგრაფია რომ დაიწყო, კარგი აპარატი უნდა გქონდეს ან შინაგანად უნდა გქონდეს მაქეტკენ სწრაფვა. ჩემ ვარიანტში ალბათ პირველი უნდა 3895.gif

კამერის ხარისხს ნაღდად არა აქვს მნიშვნელობა. აგერ მე, DSLR მიდევს სახლში და ხავსი აქვს მოდებული, ხანდახან სინდისი შემაწუხებს ხოლმე და იმიტომ გამაქვს გარეთ, რომ ტყუილად არ მედოს შინ... ასე რომ მთავარი მაინც ინტერესი და შემართებაა, სულ არ არის აუცილებელი მაღალი დონის კამერის მფლობელი იყოს ადამიანი, იმისთვის,რომ კარგი ფოტოები გადაიღოს.

Link to comment
Share on other sites

ასე რომ მთავარი მაინც ინტერესი და შემართებაა, სულ არ არის აუცილებელი მაღალი დონის კამერის მფლობელი იყოს ადამიანი, იმისთვის,რომ კარგი ფოტოები გადაიღოს.

100% მასეა! მაგრამ მე ვუშვებ იმასაც რომ, შემთხვევით ადამიანის ხელში აღმოჩენილმა ნივთმა, (ამ შემტხვევაში ფოტო აპარატმა) გააღვიძოს დამალული ნიჭი თუ რაც გინდა დაარქვი. და მერე წამოვიდეს ის გატაცებები, ჰობი, ხელოვნება და ა.შ. მე მაგალიტად მიუხედავად ნაკლები დაინტერესებისა შინაგანად ვგრძნობ რომ საინტერესო რამეებს გადავიღებდი 3895.gif მაგრამ არა სათანადო ინტერესის გამო არ ვყიდულობ...

იყიდე, გეგდოს სახლში, ჯიბეში, მანქანაში ან კიდევ სადმე. არასდროს იცი, როდის "გამოხტება" კარგი კადრი. მე მაგალითად როცა თან დამქონდა ხოლმე, არაფერი ჩანდა გადასაღები, ახლა უფროა სასურათე მომენტები, მაგრამ ახლა თრევა მეზარება :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

მასეა ზუსტად :yes:

მართლა მაინტერესებს რეალურად რა შეუძლია 2ვეს :) დაველოდოთ J1-ს.

Link to comment
Share on other sites

მე მაინც ჩემი მირჩევნია ორივეს იმიტომ, რომ სახლში მიდევს და იმაზე ფიქრი არ მიწევს, რომ "ვაიმე შეიძლება ბრაკი აღმოჩნდეს, თუ გამოვიწერ" :D

Link to comment
Share on other sites

მე მაინც ჩემი მირჩევნია ორივეს იმიტომ, რომ სახლში მიდევს და იმაზე ფიქრი არ მიწევს, რომ "ვაიმე შეიძლება ბრაკი აღმოჩნდეს, თუ გამოვიწერ" :D

ეს სიტყვები ადრეც მახსოვს :D

Link to comment
Share on other sites

ეს სიტყვები ადრეც მახსოვს :D

ხოდა ადრეც რომ გახსოვს, ახლაც რომ გამოვიწერო რამე, ისევ იგივეს ვიტყვი და იმიტომ მირჩევნია ის, რაც სახლში მიდევს და ნაღდად ვიცი, რომ ბრაკი არაა :D

მალე ერთი წელი შესრულდება. რა მალე გავიდა დრო.

Link to comment
Share on other sites

ხოდა ადრეც რომ გახსოვს, ახლაც რომ გამოვიწერო რამე, ისევ იგივეს ვიტყვი და იმიტომ მირჩევნია ის, რაც სახლში მიდევს და ნაღდად ვიცი, რომ ბრაკი არაა :D

მალე ერთი წელი შესრულდება. რა მალე გავიდა დრო.

ეეეჰ მართლა მალე გარბის დრო :( შენი ოლიას დაბადების დღიდან მალე ჩემს აპარატსაც შეუსრულდება 1 წელი :D მემგონი 2 კვირა იყო სხვაობა თუ რაღაც ეგეთი.

Link to comment
Share on other sites

იყიდე, გეგდოს სახლში, ჯიბეში, მანქანაში ან კიდევ სადმე. არასდროს იცი, როდის "გამოხტება" კარგი კადრი. მე მაგალითად როცა თან დამქონდა ხოლმე, არაფერი ჩანდა გადასაღები, ახლა უფროა სასურათე მომენტები, მაგრამ ახლა თრევა მეზარება

ციფრული კი მაქვს სამაგისოდ მაგრამ... მასეთი აპარატები ვერ გააღვიძებს ზარმაც ნიჭს 3895.gif

Link to comment
Share on other sites

:xeli: ეგეთი რა არის?

თავის დროზე 5XX მივეცი. მგონი 5 -ზე მეტი აქვს პიქსელი. საკმაოდ კარგ ფერებშიც იღებს. ცუდს ვერ იტყვი მაგრამ მასეთ აპარატებს (ციფრულ-სამოყვარულოებს) პატივს არ ვცემ :) ეგეთები ვერაფრის გამღვიძებელია chojinfc.gif

მე 400 ლარი მივეცი ხუთი წლის წინ ექვსმეგაპიქსელიან Genius-ში (ჯერ ბრენდი ნახე :givi: ) და ჩემთვის ეგ იყო კოლოსალური კაპიტალი :drug:

კამერის ვიდეო-პრევიუ:

Link to comment
Share on other sites

აი ისიც ეგეთია ზუსტად მთლიანობაში 3895.gif იმ დროს ძმაო ბევრსაც არ ქონა ასეთი ;) ასე რომ კაი ტიპები ვიყავით მაშინ chojinfc.gif

Link to comment
Share on other sites

აი ისიც ეგეთია ზუსტად მთლიანობაში 3895.gif იმ დროს ძმაო ბევრსაც არ ქონა ასეთი ;) ასე რომ კაი ტიპები ვიყავით მაშინ chojinfc.gif

კი თან მე ხშირად მიწევდა სურათების გადაღება და მომკლა ფირის გამჟღავნება-დატენვამ, მაგიტომ გადავწყვიტე ციფრულის ყიდვა. დედა დედა ახლა რომ მახსენდება ჩემ თავზე მეცინება, ასე მითხრეს "სულ კარგებს არ გადაიღებს, მაგალითად 10-ს მაღალი ხარისხისას გადაიღებს, 15-ს საშუალოს და 25-ს დაბალისასო" და მეგონა ყოველ სესიაზე მხოლოდ ათი მაღალხარისხიანი ფოტოს გადაღების საშუალება მექნებოდა... მერე გავიგე, რომ მეხსიერებაში ეტეოდა ან 10 Hi, ან 15 Mid, ან 25 Low ფოტო :xelitavi:

Link to comment
Share on other sites

ახ... მიშა აქ ციფრულებს ჩითავენ კაი ბიჭები გაგიჟდები... 1500 ევროიანებს 300-400 ყიდიან აი მასეთებზე მქონდა ლაპარაკი :) მეზობელ ქალაქში აბაზანაში შეგიძლია შეიხედოxelitavi.gif

უიმე აქამდე სად იყავი :drug:

Link to comment
Share on other sites

ხოო..... ახლა კი გვიანია მაგრამ, ისე ყველაზე პრაკტიკული და სარფიანი მასეა, ვინმე ახლობელს გამოაგზავნიო შეღავათიან ფასში. მაგრამ რაღაცეები აკლდება კი იცი ;) ან დამტენი ან ყუთი და ა.შ. სხვა დროს გაითვაისწინე თუმცა მე მაგ კაი ბიჭებს არ ვიცნობ ჩერეზ-ჩერეზ მოხდა ჩემს ხელში :) რა ვქნა დავბერდი და აღარ ვარ კაი ბიჭიbabu.gif

რათქმაუნდა კარგი იქნებოდა ეგეთი ვარიანტი, საერთოდ რომ მცოდნოდა მსგავს ფასებად რომ იშოვებოდა პროდუქცია... მაგრამ "აწი კაი დროსია". ისე არც ვარ უკმაყოფილო ჩემი შენაძენით. დღევანდელ მდგომარეობას რომ ვუყურებ, მშვენიერ ფასად მიყიდია, ერთი წლის გახდება მალე და ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.