Jump to content

გეიმინგ სისტემა mini itx-ის ბაზაზე


Recommended Posts

რათქმაუნდა ჩვენ აქ კაცები ვართ ყველანი და ყველას გვინდა გვქონდეს დიდი... კეისი კაცო კეისი! (არა, თქვენ რა იფიქრეთ?)

მაგრამ როგორც აღმოჩნდა საფრანგეთში დიდი არ ყვარებიათ, ან აპატარავებენ, ან ახერხავენ ხოდა აგერ ფრანგულმა საიტმა cowcotland-მა გვაჩვენა, თუ როგორ უნდა ააწყო კასტრირებული მინი-გეიმინგ სისტემა. ამ სტატიას ახლა გითარგმნით და წარმოგიდგენთ.

დავიწყოთ კეისით, უფროსწორად კეისუნათი. ეს გახლავთ Silverstone SG05 და მისი ყიდვა 104 დოლარადაა შესაძლებელი. რატომ ასე ძვირად? იმიტომ, რომ მას შიგ აქვს (ისევ რა ცუდი ფრაზაა) 300 ვატიანი 80+ სტანდარტის კვების ბლოკი. კეისუნა 220x177x276მმ ზომისაა და 3.5 კილოგრამს იწონის (კვების ბლოკთან ერთად), გარეგნულად კი ასეთია:

rg44i3t85rwy2e8v9.jpg

vyc3u3zn5pltnld04n1e.jpg

5295nenw41fp4ewyz4zp.jpg

8xx3ae2aqs0e3354t8ap.jpg

ao7bmnaz5ao77bqzfwc8.jpg

პროცესორად აღებულ იქნა Intel Core 2 Quad Q9505 Yorkfield (2.83GHz). იგი მხოლოდ 65 ვატ ენერგიას მოიხმარს და აქვს 6MB L2 ქეში 1333MHz-იან FSB-სთან ერთად.

6ukc6f2n1bhbu0kryd3.jpg

კვერცხებზე ამ პროცესორის ყიდვა 229 დოლარადაა შესაძლებელი, თუმც კი დარწმუნებული ვარ ასეთი პატარა სისტემისთვის მასზე იაფი პროცესორებიც არსებობს (თუნდაც E8400).

ოპერატიული მეხსიერება - Crucial Ballistix DDR2-800 4-4-4-12 ტაიმინგებით. ფასი - 110$

vyh319ry2nd69oi9u3w.jpg

რაც მთავარია, დედადაფა. კეისისთვის, რომელშიც Mini-ITX დედადაფის მეტი მგონი არაფერი ჩაეტევა, კასტრატორმა ფრანგებმა აიღეს 160-დოლარიანი ZOTAC GF9300:

7fje9172qjny8hxcc1u.jpg

d5exittpujngf8j6qm6d.jpg

მართალია დედადაფას აქვს Nvidia-ს წარმოების ინტეგრირებული ვიდეოადაპტერი GeForce 9300, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ თუ გეტყვით, რომ გეიმინგისთვის ეს დიდი ვერაფერია. ამიტომ კეისში ჩადგეს HIS Radeon HD 5770. მას წარდგენა და ხლაფორთი არ სჭირდება, ისეც ყელში გაქვთ ამოსული. აღარც ფასს გეტყვით... უფრო მეტიც, გაგებუტეთ და სურათსაც არ დავდებ :chojinfc:

ოპრიკური წამკითხველი გახლავთ Samsung-ის წარმოების აი ასეთი DVD-RAM:

n68ziif7bdt464zfuhor.jpg

მისი ზუსტი მოდელი არ ვიცი, მაგრამ 40 დოლარი ღირსო... აქვეა Crucial M225 128GB SSD "სულ რაღაც" 430 დოლარად და 70-დოლარიანი 500GB ტევადობის MaxTor Diamond Max 23:

7wzq9ajsiko83rihq8t.jpg

ალბათ გაგიკვირდებათ, რომ მთელი ამ მინი-მაქსი ჯღან სისტემაში ჩააკვეხეს ჰიდროგაგრილების სისტემა Corsair H50, რომელიც 78 დოლარი ღირს:

4c3dmfkzhblj95zs14p.jpg

pbfxv1blniwbfma0h9fu.jpg

აწყობილი სისტემა ასე გამოიყურება:

e6zo2j16z62xd3wh0bk.jpg

zqdmnvpjfjfgu5znlo4.jpg

z1any60gtkrv2dexsnp.jpg

აბა, რა სტატია იქნება ტესტის გარეშე? ჰოდა ჩვენს ზემოაღნიშნულ სისტემას ეჯიბრება შემდეგი სისტემა:

CPU - Intel Core i7-920 @ 3.2GHz

MoBo - Gigabyte X58UD4

RAM - 3GB DDR3-133 (იდუმალი მწარმოებლის)

V-Card - GeForce GTX285 (კვლავ უცნობი მწარმოებლის)

SSD - Corsair M225 128GB

2ufzn341krgx1a3anb.jpg

3nf58hwldhl7fe7mj1b.jpg

4j41lzz27nw2vx5fub53.jpg

agbz23qq1x3ep1fuadux.jpg

ypd2wyarsosuae8381.jpg

u53t4ylwz3u782qkvta3.jpg

cgyl6h7jbw02k8hime9.jpg

zg4q0mrtvigwk9txh72.jpg

პროცესორის 3.1GHz-მდე, ხოლო ვიდეოდაფის 950/1400MHz-მდე აჩქარების შემდეგ 3DMark 2006-ის შედეგები ასე გამოიყურება:

tl0xz8ic0jjjgzu2hnnm.jpg

ეს კი ენერგომოხმარებაა:

f0cn9m05wjubxnaak9pj.jpg

მთელი ეს კურკლ-სისტემა (ბოდიში ცენზურასთან) "სულ რაღაც" 1381 დოლარი დაჯდა და ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე რა საჭირო იყო მთელი ამ მაიმუნობის მოწყობა, თუმცა სტატიის სათაურიდან გამომდინარე, რევიუს ავტორს აინტერესებდა ააწყობდა თუ ვერა კონკურენტუნარიან გეიმინგ-პლატფორმას mini-ITX დედადაფაზე. მგონი კი ააწყო, მაგრამ ჩემი აზრით მარაზმული რაღაც უფროა ეს, ვიდრე გამოსადეგი სტატია.

ნოუ? :D

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

რო ააწყობ ნემს ვერ ჩააგდებ ხო მერე შიგნით :D

Link to comment
Share on other sites

სოსო ეს ადრინდელია და ახლაც ააწყობდნენ ხო ამდაგვარს ?

კი როგორ არა

რამოდენიმე თვის წინ ვნახე xtremesystem ფორუმზე

ტიპი აწყობდა HD5870-ით ეგეთ mini ATX gaming კეისს

Link to comment
Share on other sites

კი როგორ არა

რამოდენიმე თვის წინ ვნახე xtremesystem ფორუმზე

ტიპი აწყობდა HD5870-ით ეგეთ mini ATX gaming კეისს

Nვიდია დაჩაგრეს :D

Link to comment
Share on other sites

Nვიდია დაჩაგრეს :D

ნწუ , ნვიდია რო ყოფილიყო შიგნით ყველა ნაწილზე +15 გრადუსი იქნებოდა :D

Link to comment
Share on other sites

ზნაჩიტ ფრანგებს პატარები ევასებათ? :D ამაზეა ნათქვამი უსაქმური კაცი .....-ში მახათს იყრიდაო :D ამაის დაპროექტებაზე ფიქრი რო არ ეზარებოდათ...

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...
  • 1 month later...

ისე მაგარი იქნება,HDTV-სთან დავდებდი,უკაბელო XBOX 360-ის ჯოისტიკით შევუბერავდი და გრაფიკაც ექნებოდა კონსოლზე უკეთესი

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

აუფ,რა პატარა რამეა,ეხლა უკეთესი რამის აწყობაც შეიძლება.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.