Jump to content

3D გამოსახულება


Recommended Posts

ვინაითგან ფორუმი ჩამკვდარია, ვეცდები ერთი პატარა თემით მაინც გამოვაცოცხლო. თემით, რომელიც დიდად არ მეხატება გულზე და ვფიქრობ, რომ კლასიკურ კინემატოგრაფს ვერასდროს ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც, ტექნოლოგიური სიახლეა და უნდა შევეხო... საქმე სამგანზომილებიან ჩვენებას ეხება...

 

--------------------------------------------------------------

 

რათქმაუნდა ცალი თვალით ბრმების გარდა ყველამ იცით, თუ რა არის ნივთის სამ განზომილებაში აღქმა. როდესაც გაქვს ორი თვალი, შეგიძლია მათი მოძრაობით მოახდინო სხვადასხვა მანძილზე მდებარე ამა თუ იმ ობიექტის "ფიქსაცია", მოახდინო მასზე ფოკუსირება და ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, მიიღო ინფორმაცია მისი ფარდობითი მანძილის შესახებ. აი ასე:

62wf0i385engufxf0.jpg

რათქმაუნდა სამგანზომილებიანი აღქმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არამხოლოდ მანძილი, არამედ ფორმაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც არ გაქვს სამგანზომილებიანი ხედვა, საჭირო ხდება სხვადასხვა მინიშნებები იმისთვის, რომ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. მაგალითად, ეტალონური საზომის მოყვანა გვეხმარება გარემოს ზომის აღქმაში:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-E-247586-13.jpg

სურათზე რომ ციყვი არ იყოს (რა საყვარელია :miyvarxar: ) გაგიჭირდებოდათ განგესაზღვრათ, სურათზე კლდე და უზარმაზარი ქვის ფილებია თუ პატარა აგურები და რიყის ქვები... პერსპექტივის ეფექტიც გვეხმარება სიშორის აღსაქმელად, პერსპექტივის კანონების მიხედვით ხომ რაც უფრო შორსაა ნივთი, მით პატარა ჩანს:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-R-247599-13.jpg

სიღრმის შეგრძნება და ჩრდილები:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-I-247590-13.jpg

როდესაც სურათზე ერთი ობიექტი მეორეს ფარავს, ხვდებით, რომ ის უფრო ახლოსაა, ვიდრე მის მიერ დაფარული... გარდა ამისა, ჩრდილების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ესა თუ ის სხეული ბრტყელი კიარა, გარკვეული ფორმის მქონეა...

პარალაქსი:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-A-247582-13.png

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-B-247583-13.png

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-C-247584-13.png

როდესაც სივრცეში რამდენიმე სხეულია გაბნეული, მათ მიმართ მოძრაობისას, უფრო ახლოს მყოფი უფრო სწრაფად იცვლის თქვენი ხედვის არისადმი მდგომარეობას (როგორც წინა პლანზე არსებული კუბი და სფერო).

გარდა ზემოაღნიშნულისა, შორს მდებარე ობიექტები ჰაერის სიმჭიდროვის, დაბინძურების თუ სხვადასხვა მიზეზების გამო უფრო ბუნდოვანია, გარდა ამისა როდესაც ახლომდებარე ობიექტზე ვახდენთ ფოკუსირებას, უკან მყოფი გადღაბნილი მოჩანს და ა.შ. მოკლედ, საკუთარ თვალებს კარგად იცნობთ და მეტის თქმა აღარ არის საჭირო...

 

--------------------------------------------------------------

 

ახლა სტერეოსკოპიას მივხედოთ. სტერეოსკოპია, ანუ მოცულობითი აღქმა ემყარება ფიგურის ორი სხვადასხვა კუთხიდან გადაღებას და შემდეგ ამ ორი კადრის ერთად ჩვენებას. წარმოიდგინეთ კამათელი, რომელსაც ორი ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებული კამერით ვიღებთ:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-S-247600-13.png

ორივე თვალი (და კამერაც) კამათლის სხვადასხვა ნაწილს აღიქვამს:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-T-247601-13.png

ბოლოს კი, ხდება ორივე კადრის ერთდროულად ჩვენება ისე, რომ სათვალის დახმარებით თითოეული თვალი მხოლოდ მისთვის განკუთვნილ გამოსახულებას აღიქვამდეს:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-U-247602-13.png

ცალ-ცალკე სურათებს თვალები ხედავს, აღიქვამს სამ განზომილებაში და ჩნდება ობიექტის რეალურობის განცდა. სათვალის მოქმედების ახსნა არ მომთხოვოთ, თავად დაძებნეთ, ყველაფერს მზამზარეულს ხომ ვერ მოგაწვდით. სულ გაზარმაცდა ეს ხალხი რა 129fs4468377.gif

 

რათქმაუნდა სტერეო კადრის გადასაღებად გჭირდებათ ან ორი კამერა, ან ერთი კამერა ორი ობიექტივითა ორი ჩამწერი ფირით, ჩიპით, "ორარხიანი" გამოსახულების მატარებლით ან კიდევ სხვა რამით... ისეთი, როგორიც სურათზეა:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,2-I-247626-13.jpg

ადამიანის თვალებს შორის მანძილი საშუალოდ 2.5 დუიმია, ამიტომ ობიექტივებს შორის ოპტიმალური მანძილიც სწორედ ამდენივეა, მაგრამ Panasonic AG-3DA1(სურათზე)-ს რეგულირებადი დისტანცია აქვს. საბედნიეროდ, თუკი ფილმის მაგივრად მულტფილმს იღებთ, სულ არ დაგჭირდებათ 3D კამერა, შეგიძლიათ ორი ვირტუალური კამერით დაარენდეროთ გამოსახუელბა 3D-რედაქტორში, რომელშიც ქმნით თქვენს მულტფილმს.

 

--------------------------------------------------------------

 

გამოსახულების კოდირება. რათქმაუნდა, კინოფირით ყველაფრის ჩვენება მარტივია, აიღებ ორ პროექტორს და მარჯვენათი მარჯვენა გამოსახულებას გაუშვებ, მარცხენათი - მარცხენას... ან ისეთივე "ორთვალა" პროექტორი გექნება, როგორიც კამერა იყო... მაგრამ ჩვენ ხომ კომპიუტერშიც გვინდა 3D აღვიქვათ? ამისათვის საჭიროა გამოსახულების კოდირება... რათქმაუნდა, ყველაზე მაღალი ხარისხის გამოსახულება გამოდის ორი Full HD გამოსახულების ერთად გადაცემით. ამ დროს კადრი 1920x2205 ზომისაა და შეიცავს ორ 1920x1080 გამოსახულებას, თითოს თითო თვალისთვის:

,1-F-247587-3.png

სამწუხაროდ ეს საკმაოდ "ტევადი" მეთოდია, HDMI 1.4 მაინც სჭირდება და BD ფორმატი (3D BD-ებში მართლაც იყენებენ მას). ეს არის კოდირება შეკუმშვის გარეშე.

მეორე ვარიანტია მარჯვენა და მარცხენა თვალით აღსაქმელი გამოსახულების სიგანეში შეკუმშვა ისე, რომ მივიღოთ ერთი Full HD ფორმატის კადრი, რომელსაც შემდეგ სათვალით სრულ ზომაში აღვიქვამთ:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-4-247576-13.png

თითო თვალისათვის გამოსახულება 960x1080 გაფართოებისაა.

მესამე გზა: "დაწნული" (interlaced) კოდირება. გამოსახულებას თანაბარი ზომის ზოლების სახით აკლდება ვერტიკალური გაფართოება:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-2-247574-13.png

თითო თვალისთვის კადრი გამოდის 1920x540 პიქსელი ზომის.

"ზევით/ქვევით" მეთოდი დაწნულის მსგავსია, ოღონდ აქ გამოსახულება მთლიანი და ვერტიკალურად შეკუმშულია:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-3-247575-13.png

 

კი დაგპირდით, სათვალეზე არაფერს გეტყვით-მეთქი, მაგრამ ცოტას შეგიბრალებთ... აი, ეს არის ანაგლიფური სათვალე:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-V-247567-13.jpg

სათვალე ფილტრავს გამოსახულებას და კონკრეტული თვალისთვის არასაჭირო გამოსახულების სპექტრს აკავებს, არ უშვებს თქვენამდე. ასე რომ მარჯვენა თვალი თავის გამოსახულებას ხედავს, მარცხენა - თავისას. სათვალე ყოველთვის შესაფერისი კუთხით არ არის განთავსებული ეკრანის მიმართ, ამიტომ გვერდითი მოვლენები - გამოსახულების გაორმაგება, გაწელვა, გადღაბნა, ფერების არევა (როგორც სურათზეა ნაჩვენები), ჩვეულებრივი მოვლენაა:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-W-247568-13.jpg

 

--------------------------------------------------------------

 

რათქმაუნდა სამგანზომილებიანი გამოსახულების აღსაქმელად არანაკლებმნიშვნელოვანია სპეციალური "სამგანზომილებიანი" დისპლეი. თანამედროვე დისპლეი ყველა ფერის შესაქმნელად წითელი, ლურჯი და მწვანე სინათლის სხვადასხვა კომბინაციას იყენებს. იმის მიუხედავად, რომ სინათლე დისპლეიდან თქვენს თვალამდე პირდაპირ მოძრაობს და ვრცელდება, შესაძლებელია მისი პოლარიზება. მდაბიური ენით რომ ვთქვათ, პიქსელიდან წამოსული სხივი "ბრუნავს" საკუთარი ღერძის გარშემო ან მარცხნივ:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-O-247596-13.png

ან მარჯვნივ:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-W-247604-13.png

დისპლეიზე განთავსებულია სპეციალური საპოლარიზაციო ფილტრი, რომელსაც განივი (ან თუ გნებავთ, გრძივი) საპოლარიზაციო ზოლები დაჰყვება:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-M-247594-13.png

სამწუხაროდ, ასეთ დისპლეიზე, როგორც შეამჩნიეთ, მხოლოდ "დაწნული" კოდირებით შეიძლება ფილმის ჩვენება და ნებისმიერი კოდირების მეთოდით შენახული ფილმი ხელახლა გადაკოდირდება იმისთვის, რომ დისპლეიზე სამ გამნზომილებაში აღვიქვათ. რათქმაუნდა პოლარიზებულ დისპლეისთან ერთად პოლარიზებული სათვალის გამოყენებაც მოგვიწევს მთელი მისი გვერდითი მოვლენებითაც უნდა "დავტკბეთ". ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდი ვერაფერი სიამოვნებაა უყურო სამ განზომილებაში რამეს დამახინჯებული ფერებით, ან ფორმით, ამიტომ გამოიგონეს ახალი ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის გამოსახულება არა ერთდროულად, არამედ ცალ-ცალკე, ერთიმეორის შემდეგ პროეცირდება. ამისათვის საჭირო გახდა 120-ჰერციანი განახლებადობის მქონე დისპლეის შექმნა (ანუ წამში 60 ჰერცი მარჯვენა თვალისთვის, ხოლო 60 - მარცხენასთვის). ასეთ დისპლეის მიმდევრობითკადრიანი, ან ალტერნატიულკადრიანი (Frame sequential/alternate frame displays) ეწოდება. ასეთ დისპლეიზე რამის საყურებლად "აქტიურჩამკეტიანი" (Active Shutter) სათვალე დაგჭირდებათ, მაგალითად Nvidia 3D Vision-ის სათვალე:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-D-247585-13.jpg

ამ სათვალეს ორივე ლინზა ერთი ფერის აქვს, მაგრამ პოლარიზებული. დისპლეიდან წამოსულ სიგნალს ინფრაწითელი სენსორი აღიქვამს და რიგ-რიგობით, წამში 60-ჯერ ხან მარჯვენა თვალის წინ ახდენს პოლარიზებით გამოსახულების სრულად ჩახშობას, ხან კი - მარცხენა... მოკლედ ჩათვალეთ, რომ წამში 60-ჯერ თქვენი თვალის წინ ფარდა ჩნდება და ქრება... თქვენ ამას ვერც კი ამჩნევთ. სამაგიეროდ ფერადი ლინზებით მიღებული გვერდითი მოვლენა არსადაა!

რათქმაუნდა ენვიდია სულაც არ არის ასეთი სათვალეების წარმოების მონოპოლისტი, ამიტომ აქტიურჩამკეტიანი სათვალეების მეშვეობით ტელევიზორით 3D-ტელეგადაცემების ყურებაცაა შესაძლებელი. ეს შემდეგნაირად ხდება:

თავდაპირველად იღებენ მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის სრული ზომის ორ გამოსახულებას, რომელიც შემდგომში ტელევიზიით HDMI 1.3 სტანდარტის შესაბამის ხარისხში გადაეცემა:

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,1-1-247573-13.png

მიღებული გამოსახულება დეკოდირდება, კვლავ იქმნება ცალ-ცალკე მარჯვენა და მარცხენა სურათები და პროეცირდება ეკრანზე. რათქმაუნდა გამოსახულების ნახევარი იკარგება, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის (იმედია :D). ტექნოლოგიას Digital Light Processing (DLP) ეწოდება.

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-X-247569-13.png

მეცნიერები (თუ ინჟინრები) კიდევ უფრო წინაც წავიდნენ და გვთავაზობენ ავტოსტერეოსკოპულ ეკრანებს, რომლებიც 3D გამოსახულებას სათვალის გარეშე გვაჩვენებენ. სამწუხაროდ მათ შესახებ ბევრი ვერაფერი მოვიძიე, უბრალოდ აღნიშნავენ, რომ სპეციალური ლინზები თვალ-ყურს ადევნებენ ცალკე მარჯვენა და ცალკე მარცხენა თვალს და მათ შესაბამისად აჩვენებენ კადრებს, თუმცა როგორ ხდება ეს, მე არ მაინტერესებს და თავად იპოვეთ :chojinfc: .

 

--------------------------------------------------------------------

 

3d-blu-ray-home-theater-3d-tv,0-Z-247571-1.png

 

ბლუ-რეი 3D ახალი ბლუ-რეი ფორმატია, რომელიც ბლუ-რეის ასოციაციამ შექმნა. სტანდარტის შესაბამისად, ამ ფორმატის ფილმის ჩვენებისას საჭიროა 2x სიჩქარის მქონე BD-დრაივი, შესაფერისი დისპლეი და კოდეკი MVC (Multi-video Codec), რომელიც Advanced Video Codec (AVC, იგივე H.264)-ის ბაზაზეა შექმნილი. MVC კოდეკით კოდირებული ვიდეოფაილის გამტარობა 60MB/s-ის ტოლია მაშინ, როდესაც ჩვეუელბრივი ბლუ-რეი ფილმის გამტარობა 40MB/s-ს უდრის.

 

Blu-ray 3D ფორმატის ფილმებიტ ტკბობა ახლავე შეგიძლიათ, მთავარია გქონდეთ ბლუ-რეი პლეერი და დისპლეი 120Hz განახლების სიხშირითა და HDMI 1.4 კონექტორით.

სხვათა შორის 3D ბლუ-რეის ყურება კომპიუტერითაც შეგიძლიათ. მაგრამ საამისოდ ან Core i3/i5/i7 პროცესორი დაგჭირდებათ, რომელსაც ორარხიანი ვიდეოგამოსახულების დეკოდირება ძალუძს, ან ამავე ფუნქციის მქონე Nvidia GeForce GT240, GT340, GT330, GT320, GTX470, GTX480 ვიდეოდაფის შეძენა მოგიწევთ. ATI-ც გვპირდება, რომ ახლო მომავალში ჩანერგავს Blu-ray 3D-ს დეკოდირებას თავის მეხუთე სერიის ვიდეოდაფებში, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერს აკეთებს...

 

აი, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა...

 

გმადლობთ ყურადღებისთვის. პატივისცემით,

 

მიხეილ რ.

 

აუცილებლად წაიკითხეთ ამავე საკითხზე მიძღვნილი სტატია NEIRON-ის შესრულებით:

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

 

On ‎16‎/‎02‎/‎2011 at 10:07 PM, ბექა said:

მიშა ნიკას ლინკი თუ აქაც გადმოყვვა ის თემა ჩაასწორეთ :)

 

მგონი ესაა ის თემა:

 

ჰოდა მე არ მაქვს ედიტირების უფლება.

Link to comment
Share on other sites

 

On ‎16‎/‎02‎/‎2011 at 10:12 PM, მიშა said:

მგონი ესაა ის თემა:

 

ჰოდა მე არ მაქვს ედიტირების უფლება.

 

ხო ის წაკითხული მაქვს .. მოდერმა ცაასწოროს მაშIნ :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.