Jump to content

როგორ მზადდება დედადაფები


Recommended Posts

დღეს ძველ დროს გავიხსენებ და ვინაიდან გარეთ ვერ გავდივარ, ერთ სტატიას შემოგთავაზებთ.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

ამ თემაში ნახავთ, თუ როგორ ამზადებენ კომპიუტერის დედადაფებს კომპანია Gigabyte-ს ქარხანაში.

bvxxeulzdbe1qizsiohn.jpg

ეს ქარხანა ტაივანში, ნან-პინში მდებარეობს, ჯერ კიდევ 1986 წელსაა აშენებული, თუმცა მაშინ ალბათ აქ კალოშებს ამზადებდნენ... ქარხანა 45000 კვადრატულ მეტრ სამუშაო ფართს შეიცავს. დღესდღეობით ამ ქარხანაში არის 18 ზედაპირული მონტაჟის ხაზი, 10 ხელით აწყობის ხაზი და 9 სატესტო ხაზი. ყველა ხაზის დატვირთვით ქარხანას თვეში 800000 დედადაფისა და 400000 ვიდეოდაფის გამოშვება შეუძლია (!).

პირველი საფეხური - სქემის დაფა

Gigabyte-ს ქარხანაში უკვე დამზადებული დაფა მოდის, რომელზეც დატანილია საჭირო კონტაქტები და ნახვრეტები ელექტროსქემების დასამაგრებლად. ამის მიუხედავად, სანამ დაფაზე რამეს დავამაგრებდეთ, საჭიროა მასზე სპეციალური პასტის წასმა, რასაც განსაკუთრებულ მოწყობილობაში - "DEK-პრინტერში" აკეთებენ. სურათზე ის მარცხნივაა:

8u4rlym4o4w5ueuhh3mm.jpg

სარჩილავი ("მისაპაიკებელი") პასტის წასმა თუნუქის ფირფიტაზე:

hlhrrmtgymw4d0p3pdkr.jpg

თვით პასტა და მისი კონსისტენცია:

1qqrk4flckoruzvw7uc3.jpg

პასტა წასმული (გაპასტული 905.gif) დაფები "ბუფერში" თავსდება:

v8g9h05zcvb0f0m0in.jpg

მეორე საფეხური - მონტაჟი

შემდეგ ეტაპზე დაფები გადაინაცვლებენ ზედაპირული მონტაჟის ხაზზე:

b9v3wyy8uz9pkqh89gpo.jpg

yui7halg7jok7en7gkm.jpg

FUJI CP742 ტიპის საამწყობო დანადგარი ავტომატურად ალაგებს და არჩილავს დედადაფაზე ყველა მიკროსქემას, კონდენსატორს და ა.შ. მათგან ზოგიერთები 1 მილიმეტრზე პატარაა, ასე რომ მანქანა ქირურგიული სიზუსტით მუშაობს!

დაზგის მართვის პანელი:

7jk3muo4i45vyz8cez6c.jpg

g50vs2zhz592vxlli18a.jpg

ჩვეულებრივი აპარატით გადაღებული პროცესი:

bcsxasf3vf5tcgjc404.jpg

შენელებით გადაღებული პროცესი:

ltaoxq112cexo6vbkqr.jpg

თითოეულ მანქანას აქვს 10-16 დამჭერი, რომლის მეშვეობითაც დედაფაზე მაგრდება ესა თუ ის კომპონენტი. ერთი დამჭერი თავის საქმის შესრულებას მხოლოდ 1/8 წამს ანდომებს! ორიოდე წუთში ყველა მცირე დეტალი დამაგრებული და დარჩილულია:

iz08i6cp46ukl5bfxpi.jpg

მაგრამ მსხვილი კომპონენტები ჯერ კიდევ დასამაგრებელია:

fwjdjvo026cbld4xbcq.jpg

მსხვილი კომპონენტები, ანუ MOSFET-ები (საველე ტრანზისტორები), აუდიო ჩიპები, სოკეტები და სლოტები, სპეციალური ოპტიკური დამხმარე მოწყობილობის მეშვეობით განსაკუთრებული სიზუსტით მონტაჟდება. ისინი ისეა დალაგებული, რომ ავტომატომა იოლად აიღოს:

m7ucf1fbmbaogv24h14.jpg

თითოეული ჩიპი სინათლეზე მოწმდება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას დეფექტები, შემდეგ კი დაფაზე თავსდება:

pa4qxmh3vyjzabg0gcj.jpg

y5btesbf9n83sai11auw.jpg

v9b93tewxr0y0c8eibm6.jpg

თითო ასეთ მონტაჟს ერთი, მაქსიმუმ ორი წამი მიაქვს.

მესამე საფეხური - ღუმელი

ნახევრად აწყობილი დედადაფების პარტია ცხელ ღუმელში ინაცვლებს იმისთვის, რომ ყველა დეტალი კარგად დამაგრდეს:

olke6g4zolflqlwo8a9.jpg

5qwiwjbc5aorlhsfakdy.jpg

iv7qf0c5c6szvfftvb3x.jpg

მეოთხე საფეხური - ოპტიკური ტესტირება

ოპტიკურ ტესტირებას სპეციალური დანადგარი ახორციელებს. თითოეული დედადაფა რიგ-რიგობით მაგრდება სტენდზე და ისინჯება დენის გამტარობა მნიშვნელოვან წრედებში:

ynq32tk7rv7ou2jdyk2f.jpg

ადამიანის დახმარების გარეშე ამ ეტაპზე არაფერი გამოვა

83uhqyfbt7xl08qhk8e.jpg

u3nwvkuz10gt5jajeor.jpg

rtf8xl5qd7hevkszxhqw.jpg

რათქმაუნდა დედადაფის თითოეული მოდელისთვის განსხვავებული სტენდია საჭირო.

sqe1m89pql3wp15q9j9y.jpg

მეხუთე საფეხური - საამწყობო ხაზის საწყობი

ამ საწყობში ინახება ყველა ის დეტალი, რაც დედადაფაზე უნდა დამაგრდეს. აი, როგორ ფიქრობთ, რა არის ეს:

68kbxpd6o2fp36vmwj8i.jpg

ugpij033rnjep81x2hw.jpg

ტუალეტის ქაღალდი? არა. სპეციალურ ლენტაზე დახვეული ჩიპები! უშუალოდ აწყობამდე ჩიპების დაპროგრამება მიმდინარეობს:

5hxr8bgqlyfl7eiw9717.jpg

ცხადია ამ ჩიპებს მსგავსი შენახვითა და მოპყრობით არაფერი დაუშავდებათ, მაგრამ ძვირადღირებული ჩიპები, მაგალითად GPU-ები ასეთ კამერებში ინახება:

rogidt8ock97waqcu6.jpg

v1m5ywvfd1uhlbyit1x.jpg

9akwhk014iynhvfk09.jpg

ეს გახლავთ ნესტისგან დამცავი კამერა, რომელშიც მოთავსებულია Mobility Radeon-ის ვიდეოჩიპები.

მეექვსე საფეხური - ხელით აწყობა

მართალია შეიძლება იფიქროთ, რომ ქარხანაში ყველაფერს ავტომატები ასრულებენ, მაგრამ ასე სულაც არ არის. ადამიანები საწარმოო ძალის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ის, რაც აქამდე იხილეთ, იყო პროდუქციის 35%-მდე გამზადება. დანარჩენს კი ადამიანები ახორციელებენ. აი სწორედ აქ არის ტაივანში და ჩინეთში ქარხნების განლაგების მთავარი მიზეზი - იქ ადამიანი უფრო იაფი მუშახელია, ვიდრე ევროპაში, ან ამერიკაში.

rap68xi1i0i7fuo30gr.jpg

ugc43qyxrjoz2moj8wg7.jpg

jrf1zckm83edhbjk6omn.jpg

9bc7nqq1dlt3m9ujvndu.jpg

აქ, სწორედ ადამიანის ხელით მაგრდება ყველა სოკეტი, ყველა სლოტი, კვების მიმწოდებელი შტეკერი, SATA შტეკერი და ა.შ. აი, მაგალითად, მეხსიერების სლოტები:

7xtv7v4zunc11we2cikk.jpgsyzqxnq1oznu5astls.jpg

ეს კი აუდიო კონექტორები:

mi5ytn0c4xws9g9ps53.jpg

aqzd1wqp7ojauntpvifv.jpg

მეშვიდე საფეხური - მეორადი გამოცხობა და გადარეცხვა

მეორადი გამოცხობა იმისთვისაა საჭირო, რომ ხელით აწყობისას დამაგრებული დეტალები დაირჩილოს.

d7158d9pkuujosdod0mb.jpg

q2cfwpb00e6qlnm8vchy.jpg

1dxedoar0c5bggfbzd0l.jpg

შემდეგ კი დედადაფა ცხელი კალით გადაირეცხება:

jepkw9o706v4ves2otm.jpg

8vg00th44gdnfi9c5x8g.jpg

rb6v0ehfdei46spkbrqu.jpg

6vh3f8g6mi9ybmzcn4pd.jpg

მერვე საფეხური - მეორე ტესტირება

ამ დროს უკვე მზა დედადაფა და მისი ყველა ფუნქცია ისინჯება. საბედნიეროდ, ნახევრადავტომატურ რეჟიმში:

6hvtnczw6z0sr7z89d6.jpg

kkog4ih8d431hzprkpg.jpg

773e2rytsottxco1q1bf.jpg

dirhzt9gmdnqn3fhtrx.jpg

5d7ohl5ho7iqc28hfk18.jpg

აი ამ ძიას კი არ გაუმართლა - ის ყველაფერს ხელით ამოწმებს:

og8ddqa0ywv67wruqj2.jpg

გეცნობათ? Open Stand chojinfc.gif

f9k24z1814dm2dlbac4.jpg

mjits0fywu3jj5jr6mme.jpg

მეცხრე საფეხური - სტრეს-ტესტი

სტრეს-ტესტის დროს დედადაფები "ცხელ კამერებში" იდგმება. კამერის შიგნით ტემპერატურა 40 გრადუსს უდრის. ამ პირობებში თითოეულ დედადაფაზე რამდენჯერმე ატარებენ 3DMark-ს (მგონი 2001-ია :givi: ):

h2131heooh4m41cgovgn.jpg

a228z9vmdjvkctxjcul.jpg

5umt328favy96iw0stfx.jpg

jypcrald9p1uoy89jzm.jpg

მეათე საფეხური - შეფუთვა

დამწვარ-დადაგული, ყველანაირად ნახმარი და გაუპატიურებული დედადაფები ბოლოს ყუთებში იდება:

e6fnzht1dq0r2mdkldj.jpg

nc9tfmjzhw5k2tqv3pvk.jpg

adcxylte130vemo3f09y.jpg

0i7xs8yuv72vx748glbm.jpg

94cbw1jkgywknvp9u700.jpg

mzmjy4bfty882mbyn6ld.jpg

დროებითი თავშესაფარი - საწყობი

მართალია დედადაფის დამზადების პროცესში საწყობს არავითარი "ღვაწლი" არ მიუძღვის, მაგრამ სტატიაში მაინც მოხვდა. გიგაბაიტს უზარმაზარი საწყობი აქვს, რომელშიაც უვკე დამზადებულ პროდუქციას ინახავს. საწყობს რვა სართული უჭირავს. რვა კომპიუტერიზებული, ავტომატურად მომუშავე სართული. ფაქტობრივად ცალკე ეკოსისტემა. მართალია სრულად ვერ დააფიქსირეს, მაგრამ ამ ფოტოებით გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეიქმნით. მექანიკური მონორელსი:

afsnralf4ox4qas6ku0.jpg

ლიფტი, რომელიც რვა სართულს ემსახურება:

wyz8co4nbt6rvbkwdex.jpg

ცინცხალი კომპონენტები, რომლებიც საწყობში უნდა მოთავსდეს:

7gs8lk6r0t7v9m08h8c.jpg

------------------------------------------------------------------------------------------------------------

აი, პრინციპში სულ ეს იყო 127fs4555773.gif

Overclockers.ge-სთვის, მიხეილ რ. A.k.a. Mr. Bubbles

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ადრე არ მქონდა წაკითხული :xelitavi:

საინტერესო სტატიაა როგორც ყოველთვის....! მიხეილ :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.