Jump to content

Nvidia Quadro


Recommended Posts

ავტორი - LEON

ეს ბოლო ორი დღე ATI-ს FirePro სერიას მივაკვდი და ჩემი აზრით სამართლიანობისთვის აუცილებელია, რომ შემოგთავაზოთ მოწინააღმდეგე ბანაკის - Nvidia-ს მიერ გამოშვებული პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების სერია Quadro FX-ის მცირედი მიმოხილვა.

დასაწყისისათვის როგორც ყოველთვის მოგახსენებთ, რომ სანამ ამ მიმოხილვის კითხვას დაიწყებთ, აუცილებლად ვკითხულობთ მიშას ამ სტატიას Nvidia-ს შესახებ სადაც პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების შესახებაც არის მოთხრობილი.

როგორც ესეთი, სერია Quadro FX შექმნილი ე.წ. სუპერკომპიტერებისთვის (Workstations) თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმი მუდმივად ითხოვს მობილურობას ყველა ხელსაწყოსგან, კორპორაცია Nvidia-მ შეიმუშავა ე.წ. Mobile სექტორი, რაც გულისხმობს სერია Quadro FX-ის ინტეგრაციას პორტატულ კომპიუტერებში, ანუ ლეპტოპებში. შესაბამისად უკვე გვაქვს დაყოფის ორი ჯგუფი: სტაციონარული და მობილური პროფესიონალური ვიდეოდაფები. მაგრამ ეს დაყოფა არაა საბოლოო. მაგალითად: სტაციონარულ ჯგუფში გამოყოფენ 4 კლასს:

1. Entry Products ანუ დაწყებითი კლასი (ე.წ. Low-end)

მასში გაერთიანებული არიან ის ვიდეოდაფები, რომლებიც გამოირჩევიან შედარებით მცირედი სიმძლავრით და ნაკლები ფასით. მე მოვიყვან რამდენიმე მათგანს, თქვენის ნებართვით.

Quadro FX 370

e74180c3160e.jpg

Quadro FX 370 Low Profile

33eea865951f.jpg

Quadro FX 380

4841b4f726fe.jpg

Quadro FX 380 LP

471b97d7aa9b.jpg

Quadro FX 570

134185fdfa58.jpg

Quadro FX 580

b9e40502a106.jpg

მოდელების შედარებითი ცხრილი გამარტივებული სახით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

0fa705b9929f.jpg

Mid-Range Products - საშუალო კლასი. აქ ორ ვიდეოდაფას წარმოგიდგენთ

Quadro FX 1700

82979ac4b4e2.jpg

Quadro FX 1800

57b2ada01080.jpg

ეს კი მათი ტექნიკური მახასიათებლები

5d0f02a3f5de.jpg

High-End-Solutions მაღალი დონე

Quadro FX 3700

3895beb99faf.jpg

Quadro FX 3800

81e729557bb7.jpg

ეს კი სხვაობა ორ მოდელს შორის:

d1442af8bd42.jpg

Ultra-High-End Solutions - უკომენტაროდ

Quadro FX 4600

12bbdd68da51.jpg

Quadro FX 4800

7cff4b68114d.jpg

Quadro FX 4800 for Mac

7a130bfe6c75.jpg

Quadro FX 5600

f2ebe1f65250.jpg

და ყველაზე ძლიერი Quadro FX-თა შორის: Quadro FX 5800

af3196b8e94a.jpg

შედარებითი ცხრილი:

ed54326d8ac6.jpg

რაც შეეხება Mobile სექტორს, აქ 4-ის ნაცვლად სამ კლასად არის დაყოფილი ვიდეოდაფები.

Entry Products

Quadro FX 370M

1aa430963292.jpg

Quadro FX 380M

44ac70f9c5a6.jpg

Mid-Range Products

Quadro FX 770M

c4c05c0fb4a9.jpg

Quadro FX 880M

31dde30c1682.jpg

Quadro FX 1700M

90dc830994a6.jpg

Quadro FX 1800M

b8e224461c4d.jpg

High End Products

Quadro FX 2700M

e30506af5774.jpg

Quadro FX 2800M

37c3da533943.jpg

Quadro FX 3700M

3a5781fac7b2.jpg

Quadro FX 3800M - ყველაზე მძლავრი GPU-ს მქონე ვიდეოდაფა მობილურ FX სერიაში.

a5ad6091d5c1.jpg

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მას შემდეგ, რაც წარმოგიდგინეთ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ყველა მოწყობილობა Quadro FX სერიიდან, ურიგო არ იქნებოდა ერთი მეტად საინტერესო ტესტისთვისაც გადაგვევლო თვალი. მაშ ასე, როგორც მოგახსენეთ და უცემოდაც კარგად იცით კიდეც Nvidia-ს კონკრეტულ დანაყოფში ყველაზე მძლავრ ვიდეოდაფად მიიჩნევა Quadro FX 5800. რა იქნება თუ მას გავაერთიანებთ მის იდენტურ ვიდეოდაფასთან SLI-ში? მოგვცემს კი ეს ნაბიჯი წარმადობის ერთიორად გაზრდას? ამ კითხვებზე პასუხისათვის ჩატარდა ტესტირება, სადაც ჰარდი გამოიყურებოდა შემდეგნაირად:

bc577cb99c8c.jpg

გამოყენებულია 2X Xeon W5590 პროცესორი და 12GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება 6 არხოვან რეჟიმში.

2 ერთეული FX 5800 მონაცემებით:

Interface: PCI Express 2.0 x16

Stream Processors: 240 Processor Cores

Memory Size: 4GB

Memory Interface: 512-bit

Memory Type: GDDR3

DirectX: DirectX 10

OpenGL: OpenGL 3.0

---------------------

შედეგები:

single GPU რეჟიმი

38c806286df8.jpg

SLI რეჟიმი

be565b3bad81.jpg

Unigine Heaven 2.0

f87eba9d7b9c.jpg

ცოტა არ იყოს უცნაური შედეგებია :SNEMOTICON13:

ყოველი შემთხვევისთვის Quadro FX 5800 დღესდღეობით ითვლება კორპორაცია Nvidia-ს ფლაგმანად პროფესიონალური გარფიკული ამაჩქარებლების სეგმენტში და მეტოქეობას უწევს მთავარ კონკურენტს - ATI FirePro V8800-ს. როგორც ირკვევა ATI აპირებს გამოუშვაs FirePro V9800, რომლის საპასუხოდაც მწვანე ბანაკი უკვე ფიქრობს Quadro FX 5900-ის შექმნაზე, რომელიც სავარაუდოდ 6 GB მოცულობის ვიდეომეხსიერებით იქნება აღჭურვილი.

კორპორაცია Nvidia აპირებს სერიოზული ცვლილებები მოახდინოს პროფესიონალური გრაფიკის ბაზარზე. საქმე ეხება სერია Quadro-ს ახალი თაობის გამოშვებას.

GPU რასაკვირველია GF100-ის გადაკეთებული და პროფესიონალურ გამოთვლებს მისადაგებული ვარიანტი იქნება. ენერგომოხმარება როგორც აცხადებენ 225 ვატს არ აცდება. მხარდაჭერილი იქნება OpenGL 4.1, DirectX 11, DirectCompute და OpenCL. ასევე გათვალისწინებულია AXE (Application Acceleration Engines)-ის მხარდაჭერის ჩამატებაც. NVIDIA CUDA-ს და სხვა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით დეველოპერები აქამდე მიუღწეველი გრაფიკული და ფიზიკური ეფექტების გაცოცხლებას შეძლებენ რეალურ დროში.

d45821c0c05b.jpg

მოდელთა რიგი უბრალოდ გასაოცარია. ისინი შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევიან

სისტემები მასშტაბური ვიზუალიზაციისთვის:

Quadro Plex 7000. იგი 12 GB ვიდეომეხსიერებით იქნება აღჭურვილი. მას 896 ნაკადოვანი პროცესორი ექნება და საოცრად ძვირი ეღირება - $14500

სისტემები, განკუთვნილი დესკტოპ სეგმენტისთვის:

Quadro 6000. მისი მეხსიერების მოცულობა 6 GB იქნება და რასაკვირველია GDDR5 ტიპის იქნება. 448 ნაკადოვანი პროცესორი ექნება და სიXსირეები 574/3000 MHz იქნება. მეხსიერების ინტერფეისი 384 ბიტი იქნება. TDP = 225 ვატი გახლავთ. ამ ვიდეოდაფას ერთი DVI და ორიც DisplayPort ინტერფეისი ექნება მონიტორთან დასაკავშირებლად. $4999 არის ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ ამ სიამოვნებაში.

Quadro 5000. 2.5 GB ვიდეომეხსიერებითაა აღჭურვილი. 352 ნაკადოვანი პროცესორი აქვს. სამუშაო სიხშირეები 513/3000 MHz-ია. 320 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი აქვს. TDP კი 152 ვატია. მასაც უფროსი მოდელის მსგავსად ერთი DVI და ორი DisplayPort ინტერფეისი აქვს. ფასი $2249 იქნება.

Quadro 4000. ეს ყველაზე "სუსტი" მოდელია დესკტოპ სეგმენტში. მას 2 GB GDDR5 ტიპის მეხსიერება გააჩნია 256 ბიტიანი ინტერფეისით, რომელიც 2800 MHz-ზე მუშაობს. სულ 256 ნაკადოვანი პროცესორის დათვლა შეგვიძლია მის GPU-ში. TDP = 142 ვატს. მასაც იგივე რაოდენობის და ტიპის ინტერფეისები გააჩნია, როგორც უფროს მოდელებს. ფასი კი სულ რაღაც $1199 არის.

მობილური პროფესიონალური გრაფიკის სეგმენტი:

Quadro 5000M. 2 GB ვიდეომეხსიერება 256 ბიტიანი ინტერფეისით არის არჭურვილი და 2400 MHz-ზე მუშაობს. TDP კი სულ რაღაც 100 ვატია. 320 ნაკადოვანი პროცესორი უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას.

სისტემა Quadro Plex 7000, როგორც მას Nvidia-მ უწოდა, შედგება ერთ ბლოკში გაერთიანებული Quadro 6000-ების წყვილისაგან. კორპუსი ისეა აგებული, რომ იდეალურად ინტეგრირდება სერვერის კორპუსში.

a235393b76f9.jpg

ამ ბოლო მოდელისთვის Nvidia-მ სპეციალურად გამოუშვა თავისი 3D სათვალეების ახალი მოდელი, რომელიც მასშტაბური ვიზუალიზაციების 3D-ში აღსაქმელადაა განკუთვნილი. რასაკვირველია 120 Hz-იანი მონიტორი აუცილებლობად რჩება. მასშტაბური ვიზუალიზაციების უკეთ აღქმას NVIDIA SVS უზრუნველყოფს. ახალი სათვალე ასევე საშუალებას იძლევა რომ 3D-ს ვუყუროთ როგორც ერთ, ისე მრავალ მონიტორზე ერთდროულად.

56c6e0cb9aaf.jpg

3D სათვალეები უკაბელო კავშირს 20 საათის განმავლობაში ინარჩუნებენ 45 მეტრის მანძილზე. ახალი სათვალეები ოქტომბერში გამოვა გაყიდვაში და $349 ეღირება, ხოლო რადიოგადამცემით $399.

პროგრამული მხარეში სიახლეა AXE 2.0, რომელიც რთავს NVIDIA SceniX 6, NVIDIA Cg Tooklit 3 და NVIDIA OptiX 2 და საშუალებას აძლევს დეველოპერებს გამოგვა**ვონ თავიანთი საოცარი ქმნილებებით. რასაკვირველია პროგრამული გადაწყვეტილებები სამუშაოდ იყენებენ GPU-ს.

-----------------------------------------------------------------------

UPDATED

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

Nvidia Quadro used for transformation scenes in Black Swan http://guru3d.com/news/nvidia-quadro-used-for-transformation-scenes-in-black-swan/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.