Jump to content

Cooler Master Hyper TX3 EVO და Hyper 212 EVO

Recommended Posts

კომპანია Cooler Master-მა განაცხადა Hyper 212 EVO და Hyper TX3 EVO პროცესორის ქულერების გამოსვლის შესახებ. ისინი წარმოადგენენ იმ მოდელების დახვეწილ ვარიანტებს, რომლებსაც მომხმარებელი კარგად იცნობს. ცვლილებები შეეხო რადიატორის კონსტრუქციასა და სითბური მილაკების განლაგებას. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია ფენები და მათი სამაგრებიც. მათგან პირველის ძირთან დაკავშირებულია ოთხი ჰითპაიპი, ხოლო მეორესთან კი - სამი. ორივე შემთხვევაში, ამ კომპონენტების განთავსება და ფორმა შერჩეულ იქნა ისეთი გათვლით, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური კონტაქტი პროცესორთან. თვითონ მწარმოებელი კი, ამ ტექნოლოგიას 'უწყვეტ უშუალო კონტაქტს' (Continuous Direct Contact ან CDC) უწოდებს.

e48299ffe376c9f260f391bcbb67c3ac.jpg

55868b5dc8628e9a5df3112e06012a96.jpg

Hyper 212 EVO-ს ზომებია 120 x 80 x 159 მმ, მასა კი 569 გ. მის კომპლექტაციაში შედის 120 მმ-იანი ფენი, რომლის სისწრაფეც რეგულირდება 600-2000 ბრ/წთ-ის ფარგლებში. ამასთან, ვარირებს წარმადობის - 0,7-2,353/წთ-მდე და ხმაურის დონეც - 9-36 დბ-მდე. გათვალისწინებულია მეორე ვენტილატორის დაყენების შესაძლებლობაც.

2d7055b699ac7dfbcf7c6d241a7d5f86.jpg

Hyper TX3 EVO შედარებით მცირე და მსუბუქია - 90 х 79 х 136 მმ და 379 გ. 92 მმ-იანი ფენი კი ასრულებს 800-2800 ბრ/წთ-ში, ქმნის ნაკადს 0,44-1,553/წთ-ში და ხმაურს - 17-35 დბ-მდე.

d650585d234727263adde1ad7e598e9a.jpg

ნაწარმები თავსებადნი არიან Intel LGA 775, 1155, 1156, 1366 და ასევე AMD AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1 სოკეტებთან. პრე-ორდერების მიღება უკვე წარმოებს. Hyper 212 EVO-ის ღირებულება შეადგენს 34,90, ხოლო Hyper TX3 EVO-სა კი - 23,50 ევროს. მიწოდებები კი ოქტომბრის თვიდან დაიწყება.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Cooler Master Hyper TX3 EVO and Hyper 212 EVO CPU Coolers http://guru3d.com/news/cooler-master-hyper-tx3-evo-and-hyper-212-evo-cpu-coolers/ ხო ვნახე მეც ეგ ნიუსი გურუ3დ-ზე, საკმაოთ კარგი კულერები მაგ ფასათ, მითუმეტეს ჩვენთან აქვთ ხოლმე ხშირათ კულერ მასტერის კულერები გაყიდვაში და ალბათ მაგეებსაც შემოზიდავენ იგივე ორიონტეხში

Link to comment
Share on other sites

რადგან ეს ტოპიკი ვნახე, ბარემ ცალკე ტოპიკს არ გავაკეთებ და აქვე გკითხავთ. cooler master tx3 ვიყიდე 2 კვირისწინ ალბათ ესე, ხოდა ის წინა ქულერი რაც მქონდა მოვაძვრე, პროცესორს თერმო პასტა რაც ესვა მოვაშორე და წავუსვი ეს ახალი თერმო პასტა რომელიც ქულერს მოყვა და დავაყენე ეს tx3. ხოდა ამჟამად, ოპტიმალურ რეჟიმში ვამუშავებ და მაქვს ესეთი ტემპერატურა cpu-ზე: როცა არაფერს ვაკეთებ 40-42 და თამაშის დროს მაქსიმუმ რაც ავიდა იყო 50. და მაინტერესებს, ნორმალურია ეგ ტემპერატურა ამ ქულერისგან? დავიჯერო უფრო კარგად ვეღარ აგრილებს მეტს? დიდი განსხვავება არაა იმ ბოქს ქულერისგან რაც მეყენა ტემპერეტურებში. არადა 40 ლარი მივეცი ამ ქულერში. პლიუს კიდევ პროცესორი არ მაქვს დაოვერქლოქებული.

50 დატვირთულზე კარგი ტემპერატურაა არაფერი არ არის საშიში, ისე გააჩნია რა თერმოპასტა წაუსვი და ბევრი ხო არ მოგივიდა? ქულერიც არც ისეთი კარგი არ არის ცოტა რო დაგემატებინა უკეთესი მოგივიდოდა

შემეძლო დამემტებინა და მეყიდა corsair-ის A50 თუ A70 აღარ მახოსვს ზუსტად, მაგრამ პრობლემა ის იყო რომ ის სიმაღლეში უფრო მაღალი იყო და არ ეტეოდა ჩემს კეისში და მეც ეს ვიყიდე. ის თერმო პასტა წავუსვი რაც თვითონ მოყვა ქულერ მასტერის. ეხლა კიდევ ახალი პრობლემა დაეწყო, პროპელერს ხმა გაუჩნდა როცა ძალიან იწყებს ხოლმე ტრიალს, თუ დავაყირავებ კეისს მაშინ ხმა უქრება, როგორც ჩანს თვითონ პროპელერი არ არის მოჭერილი კარგად და ტრიალის დროს წინ და უკან მოძრაობს.

Link to comment
Share on other sites

მე Corsair A50 ვიყიდე და მაგარი კმაყოფილი ვარ, E8200 რაზგონზე 42 გრადუსს არ ცდება და დაუტვირთავზე 16 გრადუსი უჭირავს გვერდი წესიერად არ იხურება ჩემთან :D

თერმოპასტა ხო არ მოგივიდა ბევრი? მაგრამ ნორმალურია ეგ ტემპერატურები

მაგას 90 მმ-იანი ფანი უყენია და შედარებით ხმა ექნება უფრო

Link to comment
Share on other sites

მე Corsair A50 ვიყიდე და მაგარი კმაყოფილი ვარ, E8200 რაზგონზე 42 გრადუსს არ ცდება და დაუტვირთავზე 16 გრადუსი უჭირავს გვერდი წესიერად არ იხურება ჩემთან :D

თერმოპასტა ხო არ მოგივიდა ბევრი? მაგრამ ნორმალურია ეგ ტემპერატურები

თერმოპასტაზე ვერაფერს ვიტყვი, საერთოდ ჩემმა მეგობარმა ჩააყენა ეგ ქულერი, მე არ ვიცი მაგდენი კარგად. ჩაყენებისას ერთი ვინტი ცოცხალი თავით არ ჩადიოდა სადაც საჭირო იყო იქ და ერთი ვინტი ვერ დავუყენეთ მაგრამ მაინც კარგად ზის, მაგის ბრალი არ იქნება. თუ ცუდი ტემპერატურა არაა, მაშინ კარგია, მაგრამ აი პროპელერის ხმას რა მოვუხერხო ეგ არ ვიცი. ჩამოვა ჩემი მეგობარი და დავშლევინებ იქნებ რამეთი გავაჩუმოთ. მადლობ პასუხისთვის. იმედია ვორნს არ დამადებენ თემას თუ გადავუხვიე.

Link to comment
Share on other sites

კეისს თუ არ აყირავებ ისე არ აქვს ხმა?

ანუ როცა ჩვეულებრივ მდოგმარეობაშია მაშინ აქვს ხმა, როცა დავაყირავებ ხოლმე მაშინ უჩუმდება.

Link to comment
Share on other sites

ბრუნების დაწევამ უშველოს შეიძლება ბიოსიდან

პროპელერი თვითონ ტრიალის დროს წინ და უკან მოძრაობს და მაგის ხმა არის. დაყირავებულზე ზემოთ აწევას ვეღარ აკეთებს და ხმაც იმიტომ არ აქვს. მოკლედ დავითარსე ამ ქულერში, არადა coolermaster-ს კარგი სახელი აქვს :mellow:

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

არ ყოფილა ქულერის ბრალი ტყუილად ვაბრალებდი. ჩართულზე ხელი დავადე და გავაჩერე და ხმა მაინც ისმოდა. მერე ვიდეო კარტის პროპელერს დავადე და გავაჩერე, მაინც ისმოდა, მერ უკანა გამწოვი მიყენია, იმასაც ეგრე, მაინც ისმოდა და ბოლოს კვება დამრჩა :D გავაჩერე მაგის პროპელერი და ხმა გაჩუმდა. მერე დავშალე და როგორც ჩანს რაღაცას ედებოდა ოდნავ. ეხლა აღარ აქვს :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.