Jump to content

მზის კოლექტორი


Recommended Posts

მზის კოლექტორი-ხელსაწყო მზის სითბური ენერგიის შესაგროვებლად,რომელიც გადააქვს ხილულ სხივებს( და ინფრაწითელ გამოსხივებას).მზის ელემენტებისაგან განსხვავებით,მზის კოლექტორი ახდენს მატერიალის-თბომატარებლის გაცხელებას.

მზის კოლექტორთა ტიპები:

ბრტყელი

ბრტყელი ელემენტი შედგება ელემენტისგან,რომელიც შთანთქავს მზის გამოსხივებას,გამჭვირვალე ფენისგან და თერმოიზოლირებადი ფენისგან.სითბოს შთამთქმნელს ელემენტს აბსორბერი ეწოდება,იგი დაკავშირებულია თბოგამტარ სისტემაში.გამჭვირვალე ელემენტია გამოწრთობილიშუშა,მეტალის მცირე % რაოდენობით მასში(რადგან სხივი უკეთ გაატაროს).

f86b27fc55d4.jpg

თბოგადაცემის არგაცემის შემთხვევაში,ბრტყელი კოლექტორი აცხელებს წყალს 190-200გრადუს ცელსიუსამდე.

რაც მეტი ენერგია გადეცემა თბომატარებელს,რომელიც კოლექტორიდან(შემკრებს ნიშნავს) მოედინება,მით მეტია მისი ეფექტურობა.სტანდარტული გადაწყვეტილება კოლექტორის ეფექტურობის გაზრდისთვის არის აბსორბერის გამოყენება -სპილენძის ფირფიტა,რადგან სითბოს უკეთ ატარებს და თვითღირებულებაც ნაკლებია უფრო თბოგამტარ მასალებთან შედარებით.

ბრტყელი მზის სხივის კოლექტორის მარგი ქმედების კოეფიციენტია 72-75%

ვაკუუმური

457b510d4635.jpg

თბომატარებლის ტემპერატურის გაზრდა შესაძლებელია 250-300 გრადუს ცელსიუსამდე ,როდესაც არ ხდება თბოგაცემა.თბოგაცემის ნაკლებ მაჩვენებლამდე დაყვანა შეგვიძლია მრავალფენიანი შუშის საფარით ,ჰერმეტიზაციით ან კოლექტორებში ვაკუუმის შექმნით.

მზის სითბუ მილს აქვს საყოფაცხოვრებო თერმოსთან საერთო,მილის მხოლოდ ზედა ფენა გამჭვირვალეა,შიდა მხარე კი მაღალსელექციური ფენითაა დაფარული,რომელიც შთანთქავს მზის სხივებს.შიდა და გარე შუშის მილს შორის არის ვაკუუმი.ვაკუუმი იძლევა სითბოს 95%-იან შენარჩუნებას.

გარდა ამისა,ვაკუუმურ სითბურ მილებში გამოყენება ჰპოვეს სითბურმა მილებმა,რომლებიც ასრულებენ სითბოს გამტარის როლს.მზის სხივებით ამ მოწყობილობის დასხივებისას ,სითხე იმყოფება მილის ქვედა ნაწილში,გაცხელებისას კი ორთქლად იქცევა.ორთქლი მიიწევს მაღლა ,მილის ზედა ნაწილში(კონდენსატორი),სადაც კონდენსირდება და სითბო გადააქვს კოლექტორზე.ამ სქემით გამაცხელებლის გამოყენება საშვალებას იძლევა მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი იქნას მიღწეული დაბალი ტემპარატურის და სუსტი განათების დროსაც კი.

ამ სისტემის მარგი ქმედების კოეფიციენტია 60-65%.

გამაცხელებლების სისტემა არის პასიური და აქტიური,ეს ეხება სითხეს ცირკულაციას მილებში,თუ სითხის ცირკულირება ხდება წყლის ნასოსის დახმარებით,მასინ მას აქტიური ეწოდება,სარქველებდან და კოლექტორებდან სითბოს ცირკულაციას კონტროლერი აკონტროლებს,ეს სისტემები უფრო ძვირიანია,მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი უფრო მაღლი აქვთ,მათი ექსპლუატაცია შეიძლება -20 -25 გრადუს ცელსიუსზეც. თუ ეს ხდება გრავიტაციის ძალის დახმარებით,ანუ ისე როგორც ზემოთ აღვწერე,მაშინ მას პასიური ეწოდება,აქ მუშა სითხე ნელა მოძრაობს ვიდრე მის დატიუნინგებულ ვარიანტში.

როგორ გამოიყურება ვაკუუმური გამაცხელებელი სისტემა შიგნიდან:

ეს არის პასიური სისტემა:

95fb84b413d8.png

70ddd3690d1a.png

ეს არის აქტიური სისტემა:

e1d9fe4cf32d.png

აქტიური სისტემები იყოფა 2 ნაწილად:

აქტიური სისტემები ღია კონტურით,რომლებიც იყენებენ ნასოსს კოლექტორის გავლით წყლის ცირკულაციისათვის .მათი ექსპლუატაცია შესაძლებელია მინუს 20-25 გრადუს ცელსიუსზეც.

აქტიური სისტემები ჩკეტილი კონტურით წარმოადგენენ წყალ-გლიკოლიან სისტემას ანტიფრიზით.თბოგადამცემები გადასცემენ მაღალ ტემპერატურას პირველი კონტურის თბომატარებლიდან წყალს,რომელიც კასრებშია აკუმულირებული.მათ აქვთ კარგი დაცვა გაყინვისგან დაბალი ტემპერატურისას,მაღალ ტემპერატურასთან ზემოქმედებისას,ამ სისტემაში არსებული ნებისმიერი ანტიფრიზი არ გამოდგება.

ამ სისტემის კოლექტორები კი იყოფა :

პანელური ტიპად ან ბრტყელი კოლექტორით.ამ ტიპს კოლექტორებს აქვთ მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი,რადგან მასში გამოყენეპულ მასალას,სპილენძს ,მაღალი თბოგამტარობა აქვს.

ვაკუუმური ტიპის კოლექტორები

ვაკუუმური კოლექტორის რამოდენიმე ტიპი არსებობს:

კოლბა კოლბაში-ამ ტიპის გამაცხელებელში თბომატარებლის გაცხელება ხდება სელექტიურ ფენასთან შეხებით.თბომატარებლად შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიფრიზი,ასევე წყალიც.ეს სისტემები კარგად მუშაობს მაღალი წნევის არქონისას,რადგან ჰიდროიზოლირება ვერ ხერხდება ეფექტურად.ამ სისტემებს ხშირად იყენებენ პასიურ სისტემებში.

კოლბა კოლბაში სითბური მილით

ამ კოლბებში გამოიყენება სპილენძის მილი,სადაც სითბო აბსორბერიდან გადაეცემა ნეკნების(გვერდების) საშვალებით.სითბური მილი გადასცემს სითბოს სითბური მილის კონდენსატორს,რომელიც კოლექტორთანაა შეერთებული ,რომელშიც ხდება სითხის ცირკულაცია.

ვაკუუმური კოლბა

კოლბა კოლბაში სითბური მილით

7b5e35b9bb77.png

მთავარი განსხვავება არის ვაკუუმური თერმოიზიოლაცია სპილენძის მილის,თუ კოლბებში (1 და მეორე ტიპის ჩამოთვლილთაგან) გამოიყენებოდა ვაკუუმური სივრცე კოლბის შუშის კედლებს შორის,ვაკუუმურ კოლბებში აბსორბერი და სითბური მილი იმყოფება დაბალი წნევის ქვეშ,გარდა ამისა , შუშის 1 ფენა ვიდრე 2,ზრდის მარგი ქმედების კოეფიციენტს.

ვაკუუმური კოლბის შიგნეულობა:

34ca49734132.png

არსებობს კოლექტორთა შემდეგი ტიპები:

2 მილიანი სისტემა:

dadbe7fec602.png

1 მილიანი სისტემა,სითბური მილის კონდენსატორი მოთავსებულია კოლექტორის მილის კოლექტორში.

e3900ec8e993.png

2 მილიანი სისტემა,სითბური მილის კონდენსატორი მოთავსებულია კოლექტორის მილებს შორის.

ef8871bbdaac.png

არსებობს აგრეთვე უფრო მარტივი ტიპის სითბური თბომომარაგების სისტემა პლასტმასის მზის სხივთა კოლექტორით.მზადდება მაღლი სიმკვრივის მქონე პოლიეთილენისგან.ასეთ კოლექტორებს დამატებითი თბოიზოლაცია არ აქვთ და გამოიყენება წყლის გამაცხელებლად ზაფხულის პერიოდში.მათი ქმედითუნარიანობა გარემოპირობებზეა დამოკიდებული,თუნდაც ჰაერის სიჩქარეზე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.