Jump to content

საუკეთესო გეიმფლეის და გრაფიკის მქონე თამაშები


Recommended Posts

მოგესალმებით ყველას განსაკუთრებით გეიმერებს.ამ ტოპიკში ვისაუბროთ როგორც იტყვიან საუკეთესო გრაფიკის და გეიმფლეის მქონე თამაშებზე ალბათ 2010 წლიდან დაიწყო დიდი გრაფიკის მქონე DX11 თამაშების გამოშვება და მინდა რომ ამ ყველა თამაშს ამ პატარა ტოპიკში მოუყაროთ თავი.ვისაუბროთ ვის რა თამაში მოგვწონებია ქონდა თუ არა ამ თამაშს კარგი ხარისხი გრაფიკა გეიმფლეი ინტერესი და ასე შემდეგ.ვისაც გაქვთ თქვენი გეიმფლეი ჩაწერილი გთხოვთ ავტვირთოთ ამ ტოპიკში მგონი ცუდი თემა არ გავხსენი და ყველასთვის საინტერესო გახდება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ ვიდეო თუ სკრინშოტები,ასევე გთხოვთ დავამატოთ ის აზრი თუ რატომ შეიძლება ამა თუ იმ თამაშის დაწყება :) ველი გეიმერების გამოჩენას

Link to comment
Share on other sites

მსგავსი თემები http://www.overclockers.ge/index.php?/forum/52-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-pc-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91/ აქ უნდა გაიხსნას.

Link to comment
Share on other sites

მე მაგალითად ძალიან მომწონს Cod ების სერია რადგან ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით ყველაფერი ჩავარდნები არ ქონია არცერთ სერიას ერთი მეორეზე უკეთესი იყო ასევე ძალიან მომწონს Battlefield ების სერიები ასევე ისინიც ერთი მეორეზე უკეთესები იყვნენ.ასევე კრიზისი რომელსაც მართლა დიდ პატივს ვცემ იმის გამო რო სიუჟეტი მაგარი იყო ყველა სერიის ასევე დიდი გრაფიკა რავი მაგარია რა :D კიდევ შეიძლება ჩემთვის დიადი თამაშია NFS most wanted თუ რატომ ალბათ თქვენც იცით

ხო ისა მოდერატორს ვთხოვ თუ არასწორად მაქ გახსნილი ტოპიკი სადაც საჭირო ა იქ გადაიტანოს :*:*

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი PC თამაშების შესახებ ქვეგანყოფილებაში გადამაქვს და ყველა ასეთი ტიპის თემა იქ გახსენით თორე ვორნების დარიგება მომიწევს, ამ რაზდელში მარტო პს რელიზების თემები იხსნება, სხვა აღარაფერი, ანუ თვითონ ცალკეულ უკვე გამოსულ თამაშზე იხსნება თემა და მერე მიდის გარჩევა, დანარჩენი იმ რაზდელში იხსნება ხოლმე ნიუსი თუ არაა, ბოლო წლებში რაც გამოვიდა საუკეთესო კრიზისის სერია იყო და DX11 რაც შეეხება metro გამოვყოფდი კიდე და ზოგადათ Dirt 3, სხვა არაფერი მახსენდება სამწუხაროთ მხეცი გრაფიკა რომ ქონოდეს გასაოცებელი, ჯერ არ დაუხვეწიათ DX11 და არ იყენებენ თამაშებში მაგის სრულ პოტენციალს და მაგიტომ, რაც შეეხება გეიმპლეის, მასეთი რა თქმა უნდა უფრო ბევრია, მე პირადათ GTA4, მასს ეფექტის სერია, ფოლაუტ 3, Dragon age, The witcher სერია, ბარნაუტი, ნფს ხოტ პურსუიტი და კიდე რამდენიმე თამაში მომეწონა, იგივე დედ სპეისის სერია მაგალითად, ეგ გეიმპლეის რაც შეეხება გრაფიკას თუ არ მივაქცევთ დიდ ყურადღებას იმიტომ რომ რაც დავასახელე მაქედან დიდი-დიდი ვიჩერ 2 თუ აქვს მაგარი გრაფიკა და ეგეც არ დამიხურია ჯერ

Link to comment
Share on other sites

ხო დირთ მაგარია ძაან გამომრჩა ალბათ მართლა საუკეთესო გრაფიკა აქ დირთს მეტროსაც მარა ცოტა ცუდი ოპტიმიზაცია აქ და თვითონ მეტროს აზრი მართლა მომეწონა უბრალოდ ხანდახან ცოტა უაზრო მისიები მხვდებოდა ხოლმე რაც შეეხება ვიჩერს მასეთი თამაშები არ მიზიდავს მასეთებს მე უფრო გრაფიკაზე ვაქცევ ყურადღებას რაც მართლა კარგი ქონდა ვიჩს GTA შეუდარებელი თამაშია ჯერ მარტო იქიდან დავიწყოთ რო 2008 წლის თამაშია და ასეთი რეალურია ბოოლო გრაფიკაზე ყველაფერი რეალურადაა ყოველ წერტილს რაღაცა მოსდის გრაფიკა დახვეწილია ახლა რაც შეეხება დეად სპეისს მართლა კარგი გამოუვიდათ მასს ეფექტები მე ცოტა არ დამევასა :( რაც სამწუხაროა და მომავალში ველოდები კიდე ძლიერ თამააშებს :)

Link to comment
Share on other sites

ესე იგი უბრალოთ RPG-ი არ მოგწონს, მე კიდე ყველაზე მეტათ ეგ ჟანრი მიზიდავს ბოლო წლებია დანარჩენები ნაკლებათ, ნუ GTA სტილის იგრებს თუ არ ჩავთლით კიდე, ეგენიც მაგარი მომწონს მაგრამ სამწუხაროთ GTA სერიის და პირველი მაფიის გარდა არცერთი 80%+ დონის თამაში არ გამოუშვიათ მაგ ჟანრში ბოლო წლებში პს-ზე, ხო კიდე სტრატეგიებიდან გრაფიკის და გეიმპლეის მხრივ Starcraft 2 და ბოლო Total war სერიებს ავღნიშნავდი, მართლა სერიოზული თამაშებია მაგ ჟანრში

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

რომელი თამაშით დავიწყო არც ვიცი. კარგი The Witcher 2-ით იყოს. ბოლოს ეს თამაში დავხურე და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. ყველაფრით მომეწონა, გრაფიკა, გეიმფლეი, ხმები. ისე ჩამითრია დილიდან დაწყებული მგონი მეორე დილამდე ვთამაშობდი (ეს ცოტა გადამეტებით :))

ასევე ავღნიშნავდი Dead Space 2-ს. კოსმოსის თემის და საშინელებათა ჟანრის შერწყმა, შესანიშნავი გრაფიკით და რაც მთავარია თავის ფუნქციას (მოთამაშის შეშინებას) მშვენივრად ასრულებს თუ შესაბამის პირობებში თამაშობთ. Fear 2 - Project Origin - ასევე ძალიან კარგი თამაშია. სტალკერის სერიები - შეიძლება გრაფიკით იმდენად მაგარი ვერ არის მაგრამ გეიფლეი და ატმოსფერო აქვს ძალიან კარგი. გრაფიკიდან გამოვყოფდი Farcry 2-ს, მაგრამ გეიფლეი მოსაბეზრებელი ქონდა. Clive barker's Jericho - ასევე საკაიფო გრაფიკით, გეიფლეით და ოპტიმიზაციით. რბოლებიდან შიფტი დამამახსორვდა. Resident evil 4-მაც თავის დროზე დატოვა კარგი შთაბეჭდილება ჩემზე, მაგრამ ეხლანდელი გადმოსახედიდან გრაფიკა რაღაც მულტიპლიკაციური მეჩვენება. და ბოლოს ჩემი 2 საყვარელი თამაში, ჩემს საყვარელ თემაზე "სპეცნაზზე": Rainbow Six vegas 2 და Swat 4. გრაფიკულად მოძველებულ თამაშებად ითვლება ალბათ, მაგრამ არც ისე ძალიან ჩამორჩებიან, რეინბოუ მითუმეტეს და თავისი დროისთვისაც საკმაოდ პოპულარული იყო მახსოვს. ძალიან კარგად არის მოთამაშის გემოვნებაზე გათვლილი ეს თამაში. უფლებას გაძლევთ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ ფორმები, იარაღები, დუამატოთ ან შეუცვალოთ მოდიფიკაციები და რათქმაუნდა მათი ფართო არჩევანი. წოდებები, მედლები, პაგონებიც ასევე გემატებათ თამაშის დროს. სხვა თამაშები ამ სტილში(გუნდზე დამყარებული ტაქტიკური შუთერები) არც გამიგია და ალბათ არც არსებობს. call of duty-ები ადრე მევასებოდა ძალიან, ეხლა რაღაც დამეკარგა მუღამი, არ ვიცი რატომ. თუმცა ავღნიშნავ ლეგენდა თამაშია.

Link to comment
Share on other sites

Vepar

აი თურმე საიდან გაქვს ავატარი :)

ჰეჰე, ჰო :)

ეს არის ორიგინალი. კაპრალი ვიყავი მაშინ, ეხლა პირველი სერჟანტი ვარ:

9pVAA.jpg

Link to comment
Share on other sites

ნამდვილთან მიახლოებული ჩვენება აქვს ყველაზე კარგი ამათ:

tomb raider underworld

call of duty 5

resident evil 5

dirt 2

dirt 3

silent hill homecoming

need for speed hot pursuit

r.u.s.e

james bond 007 blood stone

გავიხსენებ მერე კიდე

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.