Jump to content

Recommended Posts

Phantom Flex

"მსოფლიოში ყველაზე მოქნილი მონრსტრი ;)"

yyka9.jpg

მართალია ეს "ცინცხალი" და ახალთ-ახალი სიახლე არ არის, მაგრამ იმხელა შთაბეჭდილება მმოახდინა ამ კამერამ ჩემზე რომ მომინდა ამ კამერის შესახებ მცირე ინფორმაცია დამედო. ის არ არის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივ მოკვდავთათვის და არც ფასი აქვს პატარა, მაგრამ მისი შესაძლებლობები ყბას მიგდებს :)

* გადაიღეთ 5-2570 fps-ით 1920 x 1080 გაფართოებაზე.

* 1200 ISO

* HQ რეჟიმი კადრის მაღალი ხარისხისთვის.

* Raw ფორმატთან მუშაობა.

* ლინზებთან კარგი თავსებადობა.

Phantom Flex საკმაოდ ინოვაციური მოწყობილობაა. იმის გათვალისწინებით თუ როგორ ვიღებთ შესაძლებლობა გვაქვს გადავიღოთ 5-დან - 10 750 fps-მდე.

Phantom Flex გვთავაზობს გადაღების ორ რეჟიმს, ორივე მათგანი გათალისწინებულია კონკრეტულ გადაღების პირობებზე. სტანდარტულ რეჟიმში, შესაძლებელია გადაიღოთ 2560x1600 გაფართოებით (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა "ფანტომის" კამერით) 10-დან 1 455 fps-მდე. გაფართოების დაკლებით FPS იზრდება. Full HD გაფართოებაზე შესაძლებელია 2 570 FPS-ით გადაღება, HD-ზე (720p) 5 350 FPS-ით, ხოლოდ VGA-ზე (640x480)-ზე კი 10 750-ით!

HQ რეჟიმში კამერა იყენებს Vision Research-ის გამოსახულების გაუმჯობესების ტექნოლოგიას, რაც შედეგად იძლება უპრეცედენტო ხარისხს ამ high-speed კამერაში: სტაბილური შავი პიქსელები, დაბალი "ხმაური", მაღალი დინამიურობის არეალი და მრავალი სხვა. თუმცა მაქსიმალური გაფართოება და FPS ამ რეჟიმში განახევრებულია სტანდარტულთან შედარებით. რაც იმას ნიშნავს რომ მაქსიმალურად შესაძლებელია 1 275 fps-ით 1920x1080-ზე გადაიღოთ და 2 640 FPS-ით კი 1280x720.

Flex-ს რამდენიმე მუშაობის პროცესი აქვს: RAW-ის ციფრული პროცეს, ვიდეო პროცესი და ორივეს კომბინაცია მაქსიმალური კონტროლისთვის.

"ვიდეო პროცესით" Flex საშუალებას იძლება dual-link HD-SDI პორტით გადავცეთ ვიდეო სიგნალი. თუ გაფართოებას 2560x1440-ზე (16:9) მოვნიშნავთ, კამერა ავტომატურად გააკეთებს სკალირებას ვიდეო სიგნალის რენდერის დროს. ეს ტექნიკა დრამატულად ზრდის დინამიურ არეალს (თუ რანგს?) და ამცირებს "ხმაურს" ვიდეო სიგნალში.

Phantom Flex-ს აქვს მრავალ ლინზასთან თავსებადობა (მხოლოდ "ინდისტრიული სტანდარტიდან). 35მმ (PL, Canon EOS, Nikon F Panavision), Super16m და 2/3" - ყველა თავსებადია.

მთავარი შესაძლებლობები:

* სტანდარტულ რეჟიმში 1920x1080 რეზოლუციაზე 2,570 fps-ით გადაღება.

* 12-ბიტიანი პიქსელის "depth"

* 1200 ISO (ISO 12232 SAT მეთოდით გაზომილი)

* HQ რეჟიმი უმაღლესი ხარისხის მისაღწევად.

* Phantom CineMag-თან თავსებადი.

* 2 x 4:2:2 HD-SDI ვიდეო პორტი, შესაძლებელია მისი კონფიგურირება როგორც dual-link 4:4:4 ვიდეო (4:4:4 არ არის ხელმისაწვდომი 60fps ვიდეო ფორმატებში)

* გლობალური ელექტრონული ჩამკეტი 1 μწმ-მდე სიჩქარით. (ჩამკეტის "კუთხე" დამოკიდებულია რეჟიმზე, გაფართოებასა და FPS-ზე)

* Multi-cine (სეგმენტური მეხსიერების წყალობით)

* შიდა მექანიკური ჩამკეტი და დისტანციური სამართავი ("პულტი")

* კამერაზევეა შესაძლებელი რეჟიმების, პარამეტრებისა და ჩვენების კონტროლი.

* ფრეიმების ექსტერნალურ სიგნალზე სინქრონიზაცია, ანუ საშუალებას იძლევა რამდენიმე კამერა სინქრონულად ვამუშაოთ - კარგი არის სტერეო 3D-სწ ჩასაწერად :)

* სამი 12VDC, 1.5ა დამხმარე კვების გამომყვანი დამატებითი მოწყობილობის ჩასართავად. მაქსიმალურად დატვირთვა - 4ა.

* დამატებითი რაზა (საკეტელა, "ტრიგერი") სიგნალი კამერის პორტების პანელზე და ორივე 12VDC კვების პორტზე.

* Genlock სინქრონულად ვიდეო წარომოებისთვის (3D)

gcm1n.jpg

დეტალური სპეციფიკაცია ("მონაცემები"):

boa3m.png

სიჩქარე - * 6 Gpx/წმ

* მაქსიმალური სიჩქარე მთლიან გაფართობაზე (2560x1600) არის 1455 FPS სტანდარტულ რეჟიმში, ხოლო 725 HQ რეჟიმში.

* Full HD გაფართოებაზე (სტანდარტულ რეჟიმში) მაქსიმალური სიჩქარეა 2570 FPS, ხოლო HQ-ში კი 1275 FPS.

* პირდაპირ CineMag-ზე ჩაწერის შესაძლებლობა 800 Mpx/წმ-ით.

სენსორი: - * 2560 x 1600 პიქსელი

* თითოეული პიქსელის ზომა 10 µმეტრი

* 25,6მმ x 16.0 მმ

* 12-ბიტიანი "depth"

* ISO 1200

* TE

* CAR 256x8 მატებით (მდაჰ, ნეტა რა არის)

* შევსების ფაქტორი (fill factor :D ): 70%

* 45 გრადუს ცელსიუსზე: 21e ხმაური.

* 530ნმ-ზე QE: 57%

* მთლიანი ტევადობა: 11500ე.

ექსპოზიცია: - * 1 µწმ მინიმალური ექსპოზიციის დრო სტანდარტულ რეჟიმში.

* ექსპოზიციის არეალი HQ რეჟიმში დამოკიდებულია რიგ პარამეტრებზე.

* გლობალური ელექტრონლი ჩამკეტი.

მეხსიერება: - * 8 GB, 16 GB, 32 GB მაღალი-სიჩქარის შიდა RAM

* CineMag მუდმივი მეხსიერებისთვის (128 GB, 256 GB, 512 GB)

ჩაწერის დრო: - * 10,3 წამი 1000 FPS-ზე, 12-ბიტიანი depth-ით, 1920 x 1080 გაფართოებით და 32 GB შიდა მეხსიერებით (სტანდარტულ რეჟიმში), 5,1 წამი HQ რეჟიმში.

განსაკუთრებული შესაძლებლობები: - * ორი რეჟიმი, ერთი მაღალი ფრეიმების რაოდენობისთვის, მეორე მაღალი ხარისხისთვის

* დანაწევრებული მეხსიერება

* frame rate პროფილი

* frame timestamp

* IRIG in/out (მოდულაციით და არამოდულაციით)

* SMPTE in/out

* სტანდარტული შიდა მექანიკური ჩამკეტი CSR-თვის

* მეორეული IP მისამართი

* შესაძლებელია firmware upgrade

pwdyd.jpg

სიგნალი: - * Dual-link HD-SDI

* Genlock BNC

* FSYNC BNC

* რაზა BNC

* Timecode In BNC

* Timecode Out BNC

* დისტანციური მართვის პორტი.

* ვიზირის პორტი (ვიზირი - ხედმძებნი, viewfinder)

* ორი 12VDC (1.5ა) Aux პორტი. (რაზა სიგნალით)

* Ethernet პორტი

ვიდეო კორექცია: - * სიკაშკაშე

* კონტრასტი

* გამა

* ნაჯერობა (სატურაცია)

* ტონი (hue)

* თეთრის ბალანსი

* მგრძნობელობა

* გამოსახულების ამოტრიალება და მობრუნება

* სხვა და სხვა ფილტრები

ფორმატების მხარდაჭერა: - * Cine, Cine Compressed, Cine RAW, AVI, Multipage TIFF, MXF PAL, MXF NTSC, QuickTime, Windows BMP, OS/2 BMP, PCX, TGA, TIFF, LEAD, JPEG, JTIF, RAW, DNG, DPX

ენერგომოხმარება: - * 100-240 VAC, (კამერას 150 ვატიანი კვების ბლოკი აქვს)

* 20-36 VDC ბატარერეის input.

* ორი შესაერთებელი ბატარეისთვის.

მექანიკური განზომილებები: - * ზომა ობიექტივისა და სხვა ნაწილების გარეშე:): 11.5 x 5.5 x 5.0 დუიმი (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე); 29.2 x 14 x 12.7 სმ.

* წონა: (ასევე ნაწილების გარეშე): 11.75 გირვანქა; 5.33 კგ.

კომპლექტაციაში მოყვება: - * კვების ბლოკი

* Ethernet კაბელი

* Phantom PPC პროგრამული პაკეტი

* "Getting Started" გიდი

* CineMag ინტერფეისის "pin array"

* ჩასადები ჩანთა.

ფასი: 50 000$-დან 150 000$-მდე :rolleyes:

დამატებითი სურათები:

vvax9.jpggzqry.jpgsp8h9.jpg

ესეც sample video რომ ნახოთ თუ რა საოცრებაა

B)

http://www.youtube.com/watch?v=4rRgfBLdai4

გამოყენებული წყაროები:

VisionResearch

Google

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

სლო-მო ჩემი სისუსტეა :D განსაკუთრებიტ მინდა

მიზანში სროლისას მიზანს რომ გადავუღო როგორ სკდება.ისე არის რაიმე უფრო იაფიანი ვარიანტი ამის გადასაღებად?

Link to comment
Share on other sites

შემიყვარდააააააააააააააააააააააააააააააა :miyvarxar:

Link to comment
Share on other sites

სლო-მო ჩემი სისუსტეა :D განსაკუთრებიტ მინდა

მიზანში სროლისას მიზანს რომ გადავუღო როგორ სკდება.ისე არის რაიმე უფრო იაფიანი ვარიანტი ამის გადასაღებად?

ამ ორ კამერას შეუძლია, მაგრამ ხარისხზე და ა.შ.... არ ვილაპარაკოთ :D

Link to comment
Share on other sites

32GB შიდა მეხსიერება რა მათხოვრობაა რა არის :D 2 წუთი თუ ჩაეტია ვიდეო მადლობა უნდა თქვათ :D

ჩაედოთ ერთი 256GB-იანი SSD ან რამე :|

პ.ს მაგარი ბანძობაა :chojinfc: <_<

Link to comment
Share on other sites

32GB შიდა მეხსიერება რა მათხოვრობაა რა არის :D 2 წუთი თუ ჩაეტია ვიდეო მადლობა უნდა თქვათ :D

ჩაედოთ ერთი 256GB-იანი SSD ან რამე :|

პ.ს მაგარი ბანძობაა :chojinfc:<_<

მიზეზიც გასაგებია :D

ჩაწერის დრო: - * 10,3 წამი 1000 FPS-ზე, 12-ბიტიანი depth-ით, 1920 x 1080 გაფართოებით და 32 GB შიდა მეხსიერებით (სტანდარტულ რეჟიმში), 5,1 წამი HQ რეჟიმში.

Link to comment
Share on other sites

ფანტომ ფლექსით გადაღებული მეორე ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=h6vjHj9Lobc

Link to comment
Share on other sites

tech specs არ წამიკითხავს,მარა თუნდაც წუთზე ნაკლები დრო რაში უნდა გეყოს?ბარათებით უნდა ირბინო თუ რა? :unsure: მაგრა გადაღების ხარისხი მაინც მომწონს

Link to comment
Share on other sites

tech specs არ წამიკითხავს,მარა თუნდაც წუთზე ნაკლები დრო რაში უნდა გეყოს?ბარათებით უნდა ირბინო თუ რა? :unsure: მაგრა გადაღების ხარისხი მაინც მომწონს

წარმოვიდგინოთ, რომ 15 წამს იწერ 10000fps-ით. მიიღებ 150000 კადრს. ახლა 60fps-ით რომ გაუშვა ეგ გადაღებული მასალა, 2500 წამი გამოგივა, იგივე 41 წუთი (30fps-ზე 5000 წამი, ანუ საათი და 22 წუთი!). წუთზე უფრო ხანგრძლივი გადაღება არ იქნება საჭირო ამ დანიშნულების კამერისთვის.

Link to comment
Share on other sites

  • Barca unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.