NEIRON Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 პროცესორის ბირთვი შედგება ნახევარგამტარებისგან,თუ ვინმეს დაგებადათ კითხვა რატომ ნახევარგამტარი,რატომ დაენანათ სრული გამტარი რომ ყოფილიყოო?!მაშინ აიღეთ მეტალის ფირფიტა და ჩადეთ სოკეტში პროცესორის ადგილას,იმუშავებს?! (ეს მეთოდი არ მოსინჯოთ)ნახევარგამტარი კი არის ის ელემენტი,რომელიც უზრუნველყოფს პროცესორის მუშაობას. სწორედ ეს არის პირველი მომუშავე ტრანზისტორი: თანამედროვე ტრანზისტორი: ნეხევარგამტარი არის მასალა,რომელიც თავისი გამტარობით უკავია შუა ადგილი გამტარსა და დიელექტრიკს შორის. გამტარი კი არის მასალა,რომელიც ელექტრული მუხტს ატარებს(მაგ:სპილენძი) დიელექტრიკი არის მასალა,რომელიც ელექტრულ მუხტს საერთოდ ან ნაწილობრივ ატარებს. პროცესორის შემადგენელი ერთერთი ჯაჭვია ტრანზისტორი,ტრანზისტორი შემადგენლობაში (ძირითადად) შედის:გერმანიუმი,სილიციუმი,არსენიუმი-გალიუმი,რომელიც გალიუმის და დარიშხანი (არსენიუმი) შეერთებით მიიღება. ტრანზისტორი არის ხელსაწყო ნახევარგამტარი,რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან „პ“ და „ნ“ ნახევარგამტარისაგან,მათ შორის მოთავსებულია ნახევარგამტარული შრე.ტრანზისტორს აქვს 2 ადგილი „პ“ და „ნ“ ტიპის.კრისტალს 2 ნაწილს შორის ბაზური ეწოდება,შიდა ნაწილს უწოდებენ ემიტერს დაკოლექტორს. მაგ,საველე ტრანზისტორი მუშაობის პრინციპი ავხსნათ მარტივად:კაჟმიწა სპაციალურადაა მომზადებული ,ამიტომ „ნ“ ტიპის ნახევარგამტარის თვისება აქვს,ანუ ატარებს ელექტრონებს ,უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებს.თუ ჩვენ მივაწოდებთ ჩამკეტს უარყოფით მუხტს,ამ დროს ელექტრონები გადიან ჩამკეტიის ქვემოდან.,ხოლო წყაროსა და საწყისს შორის წარმოიქმნება იზოლირებული მონაკვეთი.ხოლო როდესაც დადებით მუხტს მივაწვდით,ელექტრონიბი პირიქით მიიზიდება და საწყისსა და წყარს შორის იქმნება გამტარი ზონა.პირველ შემთხვევაში საწყისსა და წყაროს შორის არ შეიკვრა წრედი,მეორე შემთხვევაში კი წრედი შეიკვრა. ტრანზისტორი მუშაობს როგორც ჩამრთველ/გამომრთველი.ასეთი მარტივი მოქმედების შემსრულებელი ნახევარგამტარისაგან კი იქმნება რთული ლოგიკური სქემა.თანამედროვე პროცესორებში ტრანზისტორები 2 000 000 000 მდეა და თითოეულმა მათგანმა უნდა იმუშაოს გამართულად. ასე გამოიყერება 45 ნანომეტრული ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი: დაუკვირდით 30 ნანომეტრის მქონე ჩამკეტს,ადამიანის თმა 5000 ჯერ უფრო სქელია. ადამიანის თმის სისქე ~0,06მმ-ია. (ეს თემა მიმოხილვის დონეზე დავწერე,რადგან არ გვჭირდება რთული ფორმულები და ტერმინები,რომელსაც თემიდან გასვლისთანავე დავივიწყებთ) ახსნილია მოკლედ,კონკრეტულად,მშრალად როგორც მშრალი ყინული პ-ნ გადასვლა(„ნ“ უარყოფითი, „პ“ დადებითი) არის ელექტრულ-ხვერელური გადასვლა,ეს გადასვლის ზონა ნახევარგამტარულ ზონად იწოდება,რომელშიც ადგილი აქვს გამტარობის თვისების სივრცობრივ ცვლილებას ელექტრონული „ნ“ დან ხვრელურ „პ“-მდე. ასეთ თვისებას საფუძვლად უდევს დონორ აქცეპტორული ბმა,დონორი ეწოდება იმ ნივთიერებას,როელიც გასცემს ელექტრონს და დადებითად იმუხტება,აქცეპტორი კი რომელიც იერთებს ელექტრონს და უარყოფითად იმუხტება. ეს არის ელექტრონების ელექტრონული ღრუბელი ატომში. 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Heartbreaker Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 კარგი თემაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.