Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'skylake'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 2 results

  1. მოგესალმებით , ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა ეხება კომპანია Intel ის მორიგ ახალ Skylake დესკტოპ პროცესორებს, კერძოდ Core i7-6700k-ს და შედარებით ქვედა დონეზე მდგომ i5-6600k მოდელებს. Intel Skylake პრცესოების შესახებ ინფორმაცია საკმაო ხანია, რაც მედიაში გავრცელდა, თუმცა მისი ასე მოულოდნელად გამოჩენას ბევრი მაინც არ ელოდა, მაგრამ ასე მოულოდნელად გამოვიდა 14ნმ. ტექნოლოგიით წარმოებული პრცესორების მორიგი სერია. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ეს არ გახლავთ კომპანიის პირველი პროცესორები, რომლებიც 14ნმ. ტექნოლოგიით არის წარმოებული, 14ნმ. პროცესორები ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა Broadwell არქიტეტურის სახით. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ Intel ის ახალი არქიტექტურა და ამ ეტაპისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი შესაბამისი Z170 ჩიპსეტი, რომელიც საუკეთესო იქნება Skylake არქიტექტურისთვის. პროცესორების შეფუთვა: როგორც ვხედავთ ინტელმა შეცვალა მაღალი კლასის პროცესორების შეფუთვა , ყუთი ახლა ცოტა უფრო თხელი და მსუბუქია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით რომ ამ პროცესორებს არ მოყვება ინტელის სტადარტული box ქულერი, შესაბამისად მომხმარებელს ქულერის ყიდვა ცალკე მოუწევს. ინტელის ეს ნაბიჯი ცოტა არ იყოს და გასაკვირია, რადგან როგორც პროცესორების შეფუთვაზე ვხედავთ ორივე K სერიის პროცესორი ტრადიციულად არის Unlocked ვერსია, რაც მომხმარებელს Overclocking ის საშუალებას აძლევს, რასაც ჭირდება კარგი გაგრილება, თუმცა ალბათ კომპანიამ ისიც გააანალიზა რომ მათი სტანდარტული ქულერი ამ საქმისთვის არ გამოდგებოდა და საერთოდ არ მოათავსა ის ყუთში. მანამ სანამ გადავალთ უშუალოდ Skylake არქიტეტურის და Z170 ჩიპსეტის განხილვაზე თვალი გადავავლოთ ინტელის გეგმას 2006 დან 2017 წლის ჩათვლით, სადაც აღსანიშნავი ფაქტია რომ პირველად კომპანია 3 წლის მანძილზე ტოვებს ერთიდაიგივე ნანომეტრიან (ამ შემთხვევაში 14ნმ-ს) არქიტექტურას, თუმცა გარკვეული გაუმჯობესებებით. Intel Skylake და Z170 ჩიპსეტი: ინტელმა ამ ახალ არქიტეტურასა და ჩიპსეტში მთელი რიგი გაუმჯობესებები ჩადო. უპირველესყოვლისა ჩიპსეტთან ერთად შეიცვალა სოკეტიც და Skylake 14ნმ. პროცესორებთან თავსებადი იქნება მხოლოდ LGA 1151 სოკეტი, თუმცა აგებულებით ის ძალიან წააგავს წინა თაობას. i7-6700k და i5-6600k სრულად იქნება თავსებადი, როგორც DDR3L ისე უახლესი DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოდულებთან, თუმცა ეფექტურობა სხვადასხვაგავრი იქნება და ამას ტესტებში ვიხილავთ. Z170 ჩიპსეტში ვხვდებით გარკვეულ გაუმჯობესებებს, უპირველესად აღსანიშნავია ის რომ მასზე შესაძლებელია მოთავსდეს მაქსიმუმ 26 ერთეული მასიური Flex-I0 ჰაბი იგივე HSIO, რომელიც მოიცავს 20 ერთეულ მაღალი გამტარობის PCIe 3.0 სლოტს და 6 ერთეულ USB 3 პორტს, მასში კი სხვადასხვაგავრად შეიძლება კონფიგურირდეს SATA და სხვა ტიპის პორტები. გამტარობა დაახლოებით 67% ით არის გაზრდილი SATA3 პორტებისთვის,რაც ახალი PCIe M.2 ინტერფეისის დამსახურებაა,რასაც Z97 ჩიპსეტშიც ვხვდებით, თუცა აღსანიშნავია რომ წინა Z97 ჩიპსეტზე ასეთი პორტების რიცხვი ჯამში მხოლოდ 18 იყო. უფრო ზუსტი წარმოდგენისათვის იხილეთ ქვედა სქემა. მნიშვნელოვანია Z170 დედა დაფებში ინტელის უახლესი Alpine Ridge Thunderbolt კონტროლერი, რაც UBS 3.1 Tupe C ს და HDMI 2.0 ის განთავსების საშუალებას იძლევა და მასში გამტარობა გაზრდილია 40Gbps მდე. Z170 ჩიპსეტის კიდევ ერთი კომპანიონი კონტროლერია ინტელის საკუთარი gigabit Ethernet I219 ქსელის კონტროლერი Jacksonville. Core i7-6700K სა და i5-6600k ში გამოყენებული იქნება კომპანიის მორიგი ახალი ონტეგირებული გრაფიკული კონტროლერი HD 530, რომელსაც ექნება 24 ფუნქციური ერთეული იგივე GT2 – 24 execution units, Direct X12, Open GL 4.4 და Open CL 2.0 ტექნოლოგიების მხარდაჭერა მეხსიერების სიხშირით 1150Mhz. მნიშვნელოვანი გაუმჯობესებებია Overlocking ის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით წინა თაობებთან შედარებით. როგორც ფოტო ვხედავთ Skylake პროცესორების აჩქარებაში შეზღუდვები უფრო ნაკლებია წინა თაობასთან შედარებით და ახლა უკვე შესაძლებელია საბაზისო სიხშირის 1Mhz ით სიხშირის ცვლილებაც კი. ეს აჩქარების არქიტეტურა დეტალებში. ამ წუთისათვის ბაზარზე არსებული წინა თაობის საუკეთესო i5 და i7 პროცესორები, სადაც, რა თქმა უნდა არ შედის ექსტრემ სერია ( LGA 2011 სოკეტი). ეს კი თავად მიკროპროცესორები: i7-6700K. i5-6600K. CPU-Z სურათები. ___ ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ტესტებზე სადაც განხილული იქნება ორი სხვადასხვა სატესტო სისტემა. თვდაპირველად ვნახოთ ორივე პროცესორის ენერგო მოხმარება ამ სისტემაზე. მნიშვნელოვანი კითხვა - DDR3L VS DDR4 და რამდენად ღირს ახალ სტადარტზე გადასვლა ახალ i7 თან ერთად ? როგორც ვხედავთ სხვაობა ძალიან დიდი არაა, ზოგ ტესტში კი DDR3 უკეთესიც კია. აქ კი წინა თაობებთან შედარებით ჩანს, რომ სხვაობა არის. ვნახოთ გეიმინგის შემთხვევაც სხავდასხვა ვიდეო ბარათების შემთხვევაში. GTA 5. როგორც ვხედავთ აქ არააა დიდი სხვაობა. ახლა კი იგივე სატესტო სისტემაზე ვნახოთ სხავდასხვა ტესტები ორივე პროცესორის შემთხვევაში. ახლა კი შევადაროთ Skylake პროცესორები კონკურენტი ბრენდის AMD ს პროცესორებსაც. Office Perfomance: Proffesional perfomance: Linux Perfomance: ახლა კი გადავიდეთ გეიმინგის ტესტებზე ინტეგრირებული და სხვადასხვა ბიუჯეტიანი ვიდეო ბარათებით: გეიმინგი საშუალო დონის ვიდეო ბარათით. გეიმინგი მაღალი კლასის ვიდეო აბრათებით: როგორც ვნახეთ ამ სისტემაზე Intel Skylake ცუდათ არ გამოიყურება, თუმცა ის საგრძნობლად ვერ ჯობნის წინა თაობის იგივე სეგმენტის პრცესორებს, უფრო სწორად კი სხვაობა მიზერულია ზოგგან კი ახალი თაობა უკან დგას ვიდრე წინა. ეს კი მეორე სატესტო სისტემა, ამჯერად Win 10 ზე: Skylake System SpecsIntel Core i7-6700K (4.0GHz - 4.2GHz)Asrock Z170 Gaming K6+16GB DDR4-2666 RAMGeForce GTX 980 TiCrucial MX200 1TBSilverStone Essential Gold 750wWindows 10 Pro 64-bit OVERCLOCKING Perfomance: ამ ყველაფრის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რა არის Skylake პროცესორების და ჩიპსეტის მომავალი ? ბუნებრივია ჩვენ ვიხილავთ უფრო იაფიან ჩიპსეტზე დაფუძნბულ დედა დაფებს და პროცესორებს. ცოტა მოგვიანებით გამოვა H170 და H110 ჩიპსეტი შესაბამისი დედა დაფებით და ქვედა სურათზე აღნიშნული პროცესორები. საბოლოო დასკვნა: მაშ ასე ჩვენ გავეცანით კომპანია Intel ის ახალ 14ნმ. ტექნოლოგიით დამზადებულ Skylake მაღალი კლასის 4 ბირთვიან პროცესორებს i5 და i7 სერიიდან, როგორც ნახეთ Z170 ჩიპსეტი ხასიათდება მთელი რიგი გაუმჯობესებებით და ის მოწონებას ნამდვილად იმსახურებს, რაც შეეხებათ პროცესორებს აღსანიშნავია, რომ წინა თაობის იგივე სერიის პროცესორებთან შედარებით ამ თაობაში კვლავ არაა რადიკალური სხვაობა პროცენტულად, თუმცა ზოგ შემთხვევაში ფასი უფრო მისაღებია, ხოლო მათთვის ვინც აწყობს ახალ სისტემას LGA 1151 სოკეტი უდაოდ კარგი არჩევანი იქნება, ხოლო მათ ვისაც ჭირდებათ სისტემის განახლება უნდა დაფიქრდნენ. ეჭვგარეშეა რომ Sandy Bridge ს დრო წავიდა და მათმა მომხმარებელმა შეიძლება იფიქრონ ახალ სისტემაზე, რაც შეეხებათ დანარჩენებს თავადაც შეგიძლიათ შეაფასოთ სხვაობა წინა თაობებთან შედარებით რაც ზოგ შემთხვევაში მიზერულია, მათ ვისაც უყვარს Overclocking ეს სერია ნამდვილად მისწრება იქნება. სხვა სიტოაციაა ექტსრემ სერიასთნ მიმართებაში სადაც LGA 2011 სოკეტის წარმომადგენლები ბუნებრივია წინ დგანან. Intel Skylake Core i7-6700K ის ფასი იქნება 350 ამერიკული დოლარი, Intel Skylake Core i5-6600K ის კი 243 ამერიკული დოლარი.
  2. სულ ცოტა ხნის წინ გავეცანით კომპანია Intel ის ახალ 14ნმ. ტექნოლოგიით დამზადებულ Skylake 6XXX სერიის პროცესორებს დესკტოპ კომპიუტერებისათვის, ახლა მინდა წარმოგიდგინოთ Skylake U სერიის პროცესორები (ულტრა დაბალი ენერგო მოხმარებით) მობილური მოწყობილობებისათვის, როგორიცაა: ნოუთბუქები, ნეთბუქები, ჰიბრიდული მოწყობილობები, All in one კომპიუტერები. Skylake U სერიის პროცესორები გამოვა კომპანიის ყველა არსებული ცალკეული ქვე სერიის ქვეშ ანუ წარმოდგენილი იქნება 2 ცალი Celeron სერიის, ერთი Pentium სერიის პროცესორები იაფიანი მოწყობილობებისათვის, რაც შეეხება საშუალო და მაღალ სეგმენტს აქ წარმოდგენილი იქნება ერთი i3 სერიის პროცესორი და ორ-ორი i5 და i7 სერიის პროცესორები. თითოეული მათგანის ენერგო მომხარება საკმაოდ დაბალია და ის მხოლოდ 15 ვატს შეადგენს, რაც მობილური მოწყობილობებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მათ ტექნიკურ მახასიათებლებს, აღსანიშნავია რომ ყველა მათგანს ექნება ახალი ინტეგირებული გრაფიკული ბირთვი HD 510 ის და HD 520 ის სახით და მათ ექნებათ DDR3L და DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოდულების მხარდაჭერა. უფრო დეტალური მონაცემები კი იხილეთ სურათზე. გარდა U სერიისა, მობილური მოწყობილობებისათვის ცალკე გამოვა უფრო მძლავრი H/M სერიის პროცესორები.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.