Search the Community
Showing results for tags 'r9 390'.
-
მოგესალმებით მეგობრებო! სულ რაღაც 2 კვირის წინ ავაწყვე ახალი კომპიუტერი და ავირჩიე დუალ Sapphire R9 390 NITRO Backplate TRI-X OC 8GB და შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთე ქროსი. ზედმეტი ჩალიჩი არ დამიწყია და Catalyst-დანვე მივუთითე Overdrive ორივე კარტაზე, ხოლო ქვემოთ ავტომატურად უკვე იყო მითითებული High Performance Memory Clock - 1500MHz (მაქსიმუმ 2000). გაგრილებაც ავტომატურ რეჟიმში როგორ იყო ისე დარჩა 75%. ტემპერატურა სტაბილურია 100% დატვირთვაზე MSI Kombustor-ში და FurMark-ში რომელიც შემოიფარგლება ~70 გრადუსით... პრობლემა რაში მდგომარეობს ახლავე აგიხსნით. მოკლედ ხშირად თამაშის დროს 20-30 წუთის შემდეგ კომპიუტერი უბრალოდ ქვავდება. ხმა ისმის, ყველაფერი დანარჩენი გაქვავებულია და არცერთ კლავიშზე არ რეაგირებს. მხოლოდ ღილაკით კომპის გადატვირთვა. პროცესორის ვოლტაჟი ბაიოსიდან გასწორებული მაქვს და მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. სხვადასხვა ფორუმებს გადავხედე და უმეტეს წილად მსგავსი პრობლემა ვიდეოკარტის ოვერქლოქის პრობლემით არის გამოწვეული როგორც იქ უმეტესობამ აღნიშნა. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ან იცით მაინც როგორ უნდა ვუშველო? ერთადერთი რაც მომდის თავში ეს არის უბრალოდ გამოვრთო ოვერდრაივი მაგრამ მაინც უარს არ ვიტყოდი გამეგო თუ რა პარამეტრებით უნდა ოვერქლოქი ზუსტად და რა პროგრამით მირჩევდით? კონკრეტულად ჰერცების და მეგავოლტების არ გამეგება წესიერად და არ ვარ მაგ სფეროში სერიოზული მცოდნე.. შესაძლოა პრობლემა კვების არასტაბილურობაში მდგომარეობს როდესაც მაღალ ჰერცზე არასაკმარისი ვოლტაჟი მიეწოედება ვიდეოკარტებს და შედეგად რაღაც დროის შემდეგ ვიდეოკარტები "ფარ-ხმალს ყრიან" და შედეგად ქვავდება კომპიუტერიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. წინასწარ გმადლობთ Cheers!