Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'msi'.



More search options

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor

Found 25 results

  1. გამარჯობა. ვიყიდი GTX 1070 TI-ს 8GB ტევადობით. სასურველია Ti ვერსია.
  2. გამოვიდა ახალი ვიდეო ადაპტერი დაბალ ბიუჯეტურ სეგმენტში GeForce GT 730 -ის რეფერენს ვერსიაში მახასიათებლები შემდეგია შეიდერები(კიდა ბირთვები): 384 VRAM(ვიდეო მეხსიერება): 1 ან 2 GB GDDR5 ან GDDR3 BUS WIDTH: 64 bit Evga GeForce GT 730 როგორც ყველა ასეთი სახის ვიდეო ადაპტერი ესეც გათვლილი ფოტო ვიდეო და ინტერნეტში სამუშაოდ ხელმისაწვდომია როგორც 1 ისე 2 GB იანი ვერსიები როგორც GDDR5 ისე GDDR3 მეხსიერებით მეტი მახასიათებლების გასაგებად მიბრძანდით PALIT GeForce GT 730 პალიტმა გადაწყვიტა ამ ვერსიაშიც შეეტანა თავისი ინოვატორული იდეები და გამოუშვა 8-მდე სხვადასხვა სერია ამ ვიდეო ადაპტერისთვის ეს სერიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფანების ფერით ფანების რაოდენობით (1 ან 2) მეხსიერებით და სხვა მახასიათებლებით ხელმისაჭვდომია 1GB/2GB GDDR3/GDDR5 მეხსიერებით. აგრეთვე ამ ვერსიაში გამოყენებულია NVIDIA 3D Vision და PhysX ტექნოლოგია აგრეთვე შესაძლებელია ითამაშოთ ისეთი თამაშები როგორიცაა World of Tanks, Infinite Crisis faster და სხვა. აქვს HDMI,VGA გამომავალი პორტებით აგრეთვე შესაძლებელია ზედ სახლის კინოთეატრის დაერთება, აქვს blu-ray და 3D საფორთი ZOTAC GeForce GT 730 ესეც მსგავსია ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეო ბარათებისა შეგიძლიათ იყუროთ ვიდეოები HD ხარისხში დაათვალიეროთ ნებისმიერი გაფართოების ფოტოები MSI GeForce GT730 ნუ შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილიდან ეს ვერსია ჩემპიონად ჩაითვალოს რადგან მისი VRAm შეადგენს 4 გბ შეიძლება აირჩეს GDDR3 GDDr5 მეხსიერებებით. როგორც ველა MSI ვიდეო კარტები ესეც გამოირჩევა დაბალი ტემპერატურებით და ძალიან კარგი ვიზუალით კარგე შედეგებს აჩვენებს DX11 ბენჩებშიდაც აგრეთვე წინებთან შედარებით. აგრეთვე მოიხმარს დაბალ ვატობას. KFA2 GeForce GT 730 EX OC ახლა კი ბოლო და ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ დაბალი სეგმენტის დაბალ ბიუჯეტურ კარტებში რომელსაც აქვს OC შესაძლებლობები ამასაც გააჩნია იგივე, 384 კუდა ბირთვი, 1/2 GB DDR3 DDR5 მეხსიერებები აგრეთვე 64 bit bus-ი მაგრამ მას შეუძლია რაზგონი რაც უფრო სწრაფს გახდის წინა ვერსიებთან შედარებით ასე რო ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა ამათ შორის
  3. მოგესალმებით, ამ თემაში განვიხილავ ნვიდიას მორიგ მონსტრს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა. მისი პერფომანსი ფასთან მიმართებაში ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო რადგან საკმაოდ კარგი ნახტომი გამოვიდა წინა სერიასთან შედარებით. MSI ის ეს მოდელი როგორ მისი წინამორბედები ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია :)) ნვიდიას "გიჟი" პერსონალის დამსახურებით არ გვიწევს დიდხანს ლოდინი ბარათების გამოსვლაზე, ახლა გადავიდეთ უშუალოდ კარტის განხილვაზე. როგორც ვიცით ეს სერია დაფუძნებულია Pascal GP104 ზე. ეს კარტა 980 ის შემცვლელია და სხვაობაც საკმაოდ დიდია ძალებში. ამ მონსტრის სიხშირეები შემდეგნაირია 1848 MHz (boost) / 1709 (base) MHz 8192 MB GDDR5X Zero Frozr ტექნოლოგიის წყალობით ვიდეოკარტა არის მაქსიმალურად ჩუმი, 60 გრადუსის შემდეგ ირთვება ფანები თუმცა მაინც იდეალურად დაბალ ხმაურის დონეს ინარჩუნებს. ასევე აქვს LED განათებაც რომელიც კონტროლირდება MSI Gaming APP ის მეშვეობით. ბარათისთვის საჭიროა 180 ვატი, თუმცა მწარმოებელი გვაძლევს რეკომენდაციას რომ დამატებით გვქონდეს 10-15 ვატი. აქვს დისპლეი პორტის 1.3/1.4 ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მზადაა როგორც 4კ ისე 8კ მონიტორებისათვის (2 კაბელის გამოყენებით). აქვს ასევე HDR interface ის საპორტი (DPR 1.4) რაც შეეხება პასკალის ახალ ტექნოლოგიებს, ერთ-ერთია SMP - Simultaneous Multi-Projection სინქრონული მულტი პროექცია, ბრწყინვალე ვარიანტია მათთვის ვინც 3 მონიტორს იყენებს. GPU Boost 3.0 მოკლედ რომ ვთქვათ ამ სიახლის შესახებ ისაა რომ მაქსიმალურად ოპტიმალურ ძაბვას იღებს ბარათი რაც საკმაოდ კარგი სიახლეა overclocker ებისათვის რადგან მაქსიმალუ სიხშირეებს მიაღწევენ ისე რომ შედარებით ადვილი იქნება ძაბვის რეგულირება რადგან ეს ტექნოლოგია თვითონ ბარათშია ჩადებული. An Update To SLI როგორც ვიცით 2 ზე მეტ ბარათს ვერ დავაყენებთ SLI ში, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ცვლილებაა რადგან 3 და 4 ბარათის დაყენება ცოტა არ იყოს ზედმეტად მეჩვენება რადგან მესამე და მეოთხე ბარათები ვერ ავლენენ მაინც თავიანთ სრულ პოტენციალს. თუმცა აქვე დავამატებ იმას რომ არის საშუალება იმის რომ გადმოვწეროთ KEY აპლიკაცია ასე ვთქვათ და გაიხსნას 3 და 4 ბარათის მხარდაჭერა. სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავალთ გაგაცნობთ ტემპერატურებს და ხმაურის დონეს როგორც ვხედავთ საკმაოდ გრილი ბარათია და ხმაურის დონეც ძალიან დაბალი აქვს რაც უფრო მეტი სიამოვნების მიღებას იძლევა გეიმინგში ზემოთ ავღნიშნე და აქაც გავიმეორებ რომ დაუტვირთავ რეჟიმში ფანები გაჩერებულია და დატვირთულზე კი ხმაურის დონე შემდეგნაირია ახლა კი ტესტები, რომელთა ნახვის შემდეგ პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რაც შეეხება ოვერქლოქინგს ბოლოს რაც შემიძლია ვთქვა, ისაა რომ იდეალურია ეს ბარათი ფასთან მიმართებაში. ვისაც აქვს შეიძენს, ვისაც არ აქვს სურვილი არა მე გისურვებთ ყველას ისეთი სისტემები გქონოდეთ როგორიც თქვენ გულს გაუხარდება. ეს ჩემი პირველი თემაა და ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით თუ რამე ვერ გამოვიდა კარგად. P.S. ეს ბარათი ნამდვილად 8 GB იანია და არა 7.5 როგორც სჩვევია ნვიდიას "მოტეხვა" 500მბ ის :))
  4. ჰელოუ გაიზ, მოკლედ ისევ დაგიბრუნდით ოღონდ დღეს უკვე AMD-ს უახლესი 3XX სერიის ყველაზე მძლავრი ვიდეო ბარათის R9 390x-ს მიმოხილვით, კონკრეტულად კი MSI Radeon R9 390x Gaming-ს მიმოხილვით... პირველ რიგში მინდა დავიწყო იმით რომ აღნიშნული ვიდეო ბარათი არის რებრენდირებული ვერსია 290x-ის რომელიც არის დაფუძნებული Hawaii-ი ჩიპზე და მონაცემებიც გვიჩვენებს რომ თითქმის ყველაფერი იდენტურია 290x-თან... მოგეხსენებათ Hawaii ჩიპი დარელზიდა 2013 წლის ოქტომბერში და მისმა პერფორმანსმა იმდენად გაამართლა რომ ის დღესაც აქტუალური გახდა ახალის ერიის გამოშვების დროსაც... შეიცვალა მხოლოდ სახელი და ის ახლა Grenada-თი ჩაენაცვლა მაგრამ მონაცემები როგროც ვახსენე იდენტური დარჩა... ახლანდელი grenada-ს ჩიპზე დაფუძნებული ვდიეო ბარათი შედგება 8 მილიარდი ტრანზისტორისგან და მისი GPU 28nm ტექნოლოგიით არის დამზადებული... რაც შეეხება მეხსიერების ინტერფეისს ის სიევ 512bit-იანია, მაგრამ გაიზარდა გამტარობა და ის 384Gb/s-ს შეადგენს, ასევე გაორმაგდა ვიდეო მეხსიერებაც და ის 8Gb-ი გახდა, ამ ყველაფერთან ერთად ოდნავ მოხდა სიხშირეების ზრდა 290x-ს სტანდარტულ ვერსიასა და 390x-ს ვერსიას შორის, სტანდარტულ 390x-ს 1050mhz აქვს ბირთვზე სიხშირე, ხოლო მემორიზე 5GHz-ს მაგივრად 6Ghz-ი, ხოლო რაც შეეხება MSI R9 390x Gaming ვერსიას კდიევ ფურო მარალი სიხშირეები აქვს მისი ბირთვის სიხშირე შეადგენს 1100-სს, ხოლო მეხსიერების სიხშირე კი 6.1Ghz-ს... გაეცანით R9 390x Gaming OC ვერსიას: შედარება 390x-ს 290-290x-თან: როგორც ხედავთ 390x-ს ბირთვების რაოდენობა შეადგენს 2816-ს, რაც მსგავსია R9 290x-ს, ხოლო რაც შეეხება ტექსტურების გაერთიანება 176-ია რომელიც ანალოგიურია ასევე 290x-ს რაოდენობის, ROPs-ს რაოდენობა არ გაიზარდა და ის სიევ 64-ს შეადგენს, რაც შეეხება გაგრილებას MSI R9 390x Gaming OC ვერსიას უყენია უახლესი TwinFrozr V გაგრილება რომელიც უზრუნველყოფს კარტის დაბალ ტემპერატურაზე მუშაობას, ასევე ბევრად ჩუმ რეჟიმში მუშაობას ვიდრე რეფერენს მოდელის შემთხვევაში... არღნიშნული ვიდეო ბარათი საკმაოდ გფრილი აღმოჩნდა ის სრულ დატვირთვაზე 75გრადუს ტემპერატურას იჭერდა რაც საკმოად კარგი მაჩვენებელია... აღნიშნულ ვიდეო ბარათს აქვს საკმარისი ძალა რომ არა მხოლოდ 1080P-ზე არამედ 1440P-ზე გეიმინგითაც გასიამოვნოთ ასევე მცირე პარამეტრების დაწევით 4K-ზეც ასე თუ ისე ეს კარტა თამაშების საკმაოდ დიდ რაოდენობას გათამაშებთ ნორმალური პარამეტრებით, სწორედ ეს გათვალა პირველ რიგში AMD-მ და ამიტომ 390-ი და 390x-ი მხოლოდ 8Gb ვიდეო მეხსიერები გამოდიან, მაგრამ ეს წინა წელსაც იქნა გათვალისწინებული და ალბათ ყველას გახსოვთ 290x-ბიც გამოიდოდა გაორმაგებული ვიდეო მეხსიერებით (8Gb-თ)...აღნიშნულ ვიდეო ბარათს უყენია უკან დამცავი ეგრედწოდებული backplate-ი, აევე ვიდეო ბარათს აქვს 1 Display port, 1 HDMI და 2 DVI კონექტორი, ვიდეო ბარატს აქვს 1 ცალი 8 პინიანი და ერთიც 6 პინიანი კვების კონექტორი, მისი ენერგომოხმარება 275w-ს შეადგენს... რეკომენდირებულია მინიმუმ 600-650W-იანი კვების ბლოკი სისტემისთვის რომელშიც 390x-ს გამოვიყენებთ... მოდით გადავავლოთ თვალი R9 3xx სერიის ვიდეო ბარათების მახასიატებლებს და დავრწმუდნეთ რომ ის უპირობო ლიდერია ამ სიაში, თუმცაღა დიდი სხვაობა არ არის 390-სა და 390x-ს შორის რასაც მის ფასზე ევრ ვიტყოდით: ახლა კი გადავიდეთ 390x-ს არქიტექტურულ მხარეზე, მისი მონაცემები ასე გამოიყურება: R9 390X (Hawaii / Grenada XT) Stream Processors 2816Clock Frequency up-to 1.05 GHz5.9 TFLOPS compute performance8 GB memory at 6.0 Gbps / 512-bit275W TDPPCI-E 3.0API - DirectX 12 (lowest feature level) / OpenGL 4.4 / Mantleპროგრამული მხარდაჭერა, მოგეხსენებათ რომ სულ მალე გამოვა DX12 და Windows 10-ი რაც იმას ნიშნავს რომ ჩნდება კითხვა აქვს თუ არა DX12-ს სრული მხარდაჭერა AMD-ს რებრენდირებულ ბარათებს, პასუხია რის ერთი: აქვვს მხარდაჭერა მაგრამ არა ყველა მოდელს, მსგავსი სიტუაცია არის Nvidia-ს წინა თაობების შემთხვევაშიც, ამ თაობის ვიდეო ბარათებს როგორც ვახსენე აქვთ DX12-ის არასრული მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს რომ საუბარია მხოლოდ 11.1 და 12.0 ვერსიის მხარდაჭერით, ხოლო Nvidia-ს Maxwell თაობას კი აქვს სრული საფორთი 12.1 მოისაზრება მაქსველის მეორე თაობა... AMD-ს წარმომადგენელმა რობერტ ჰელოქმა განაცხადა რომა რ იქნება პრობლემა DX12.1-ს ნაკლებობა, რადგან ის იმედოვნებს რომ თამაშის ძრავები და ის პროგრამული მხარე რომელიც აუცლებელია გეიმინგ ინდუსტრიაში ის დაყრდნობილი იქნება მხოლოდ DX11.1 და 12.0-ზე, ასევე საუკეთესო თამაშები არ იყოს დაყრდნობილი DX12.1 ვერსიაზე... გაეცანიტ სიას სადაც ნახავთ იმ ვიდეო ბარათების ჩამონათვალს რომლებსაც ექნებათ DX12.1-ს მხარდაჭერა: მისი არქიტექტურა: ძირიტადი შეიდერების რაოდენობას ეწოდება GCN compute გაერთიანება, რომელიც ერთდ როს გამოყენებული ზუსტად ანალოგიური სახით HD7000 სერიაში... აქ გვხვდება 16 ცალი ძირითადი SIMD unity... 64 KB registers / SIMD Unit, როგორც ჩანს გვაქვს 4 ცალი SIMD unity, თითოში 4-4-ი გაერტიანებით (compute unity ანუ CU)-ი რომლებიც 4x4 =16 მსგავსად ქმნიან 16 SIMD unity-ს... ეს 4 თითო compute ერთეული ნიშნავს, რომ თითოეული CU ერთეულის აქვს 64 shader პროცესორები. AMD R9 390x-ს აქვს 2816 shader processors... და თუ ჩვენ ვიცით რომ CU კლასტერს აქვს 64 shader პროცესორი, ესეიგი გამოდის რომ 390x-ს აქვს 64SIMDs x 44 CUs = 2816 shader processors... ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ენერგო მოხმარების გამოთვლაზე: System in IDLE = 94W, System Wattage with GPU in FULL Stress = 342W, Difference (GPU load) = 248W, Add average IDLE wattage ~10W, Subjective obtained GPU power consumption = ~ 258 Watts ახლა კი გადავიდეთ ვიდეო ბარათის ტემპერატურებზე და დატვირთულ და დაუტვირთავ რეჟიმში: ვიდეო ბარათის ხმაურის დონე დატვირთულ და დაუტვირთავ მდგომარეობაში: ახლა კი გადავიდეტ ჩემს საყვარელ მომენტზე, ტესტირების შედეგებზე, მანამდე კი სატესტო სისტემას გავეცნოთ: MB: MSI X99S XPower AC CPU: Core i7 5960X (Haswell-E) @ 4.4 GHz on all eight cores GPU: MSI Radeon R9 390X Gaming 8G OC 8GB RAM: 6 GB (4x 4096 MB) 2133 MHz DDR4 PSU: 1200 Watts Platinum Certified Corsair AX1200i თამაშების და ბენჩმარკების სია: Battlefield Hardline Grand Theft Auto V The Witcher III Metro Last Light BioShock infinite Tomb Raider 3DMark 11 3DMark 2013 FireStrike Hitman Absolution Thief Alien: Isolation LOTR Middle Earth: Shadow of Mordor გადავიდეთ უშუალოდ ტესტების შედეგებზე: 1. GTA V 2. THIEF 3. The Witcher 3 4. Middle Earth: Shadow Mordor 5. Tomb Raider 6. BioShock Infinite 7. Battlefield Hardline 8. Alien Isolation 9. Hitman Absolution 10. 3DMark 11 11. 3DMark 2013 რაც შეეხება უშუალოდ 4K-ზე პერფორმანსს: რაც შეეხება overclocking-ს: 100mhz-ით გავზარდეთ სიხშირე ბირთვზე: გადავიდეთ შედეგებზე: მოკლედ მეგობრებო რა შეიძლება ითქვას ამ ვიდეო ბარათზე, არის საკმაოდ მძლავრი, იგივე 290x-ია 5-7%-იანი პერფორმანსის გაზრდით, აქვს საკმაოდ კარგი დიზაინი MSI-ს ამ მოდელს, არის გრილი ვიდეო ბარათი და ფასიც ნორმალურია, ის შეადგენს 429$-ს, პერფორმანსით კი ის დაახლოებით GTX 980-ს კონკურენტია, მინდა გავამახვილო ყურადრება რომ ამ ტესტებში ეს OC ვერსია შედარებული იყო რეფერენს GTX 980-თან, მოკლედ სულ ეს იყო გაიზ, თქვენტვის გაისარჯა ვანო იგივე NvidiaFan-ი, მე ტრადიციულად დავასრულებ იმ სიტყვებით ამ ტემას როგორც ყოველტვის მჩვევია, გისურვებთ უკეთესზე უკეტესს ჰარდს...^^
  5. მაშ ასე თქვენს წინაშეა კომპანია Nvidia ს უახლესი "Maxwell" არქიტექტურის პირველი GeForce GTX სერიის წარმომადგენელი GTX 750 Ti , რომელიც დაფუძნებულია 28ნმ. GM107 აქქიტეტურაზე 1.87 მილიარდი ტრანზისტორით. ეს ვიდეო ბარათი დგას წინა თაობის GTX 660 სა და 760 მოდელებს შორის. ჩვენი დღევანდელი განსახილველი მოდელი იქნება კომპანია MSI ის ვერსია , რომელიც მიკუთვნება Gaming სერიას და ის Nvidia ს ქარხნულ მოდელზე 33 % ით ძვირია ( ფასი 200 დოლარი 150 ის ნაცვლად ). მაშ ასე ვნახოთ ვიდეო ბარათის მონაცემები : GTX 750 Ti როგორც ზემოთ ითქვა დაფუნძებულია ახალ Maxwell არქიტეტურაზე , მას აქვს 640 ერთეული Shader ბლოკი , 128 - bit ინტერფეისის მქონე 2GB GDDR5 მეხსიერება , 1085 MHz + ბირთვის , 1350 MHz მეხსიერების სიხშირე . Maxwell არქიტექტურაში გაუმჯობესებულია მეხსიერების და GPU ჩიპის კონტროლერი , კერძოდ მასში გამოყენებულია 5 ერთეული მულტი-პროცესორი , რომლებიც ინფორმაციის მიმოცვლას ახდენენ განსხვავებული გზით ვიდრე ეს იყო წინა Kepler არქიტეტურაში , გარდა ამისა როგორც უკვე გავიგეთ Maxwell ში CUDA ბირთვების რაოდენობა გაცილებით მეტია , ჩვენს შემთხვეავაში 640 ერთეული , თუ გავითვალისწინებთ რომ ეს საშუალო სეგმენტის ვიდეო ბარათია , ბირთვების რაოდენობა საკმაოდ კარგია. GM 107 ჩიპის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია GigaThread ძრავთან რომელიც უზრუნველყოფს Maxwell ჩიპებში ინფორმაციის უფრო სწრაფად და ეფექტურად გაცვლას L3 დონის ქეშ მეხსიერებას და bus ინტერფეისს შორის .მულტი-პროცესორები მუშაობენ 4 ჯგუფად და ინფირმაციის მიმოცვლას უზრუნველყოფენ უფრო ეფექტურად , რაც Polymorph 2.0 ძრავის დამსახურებაა. GigaThread Engine Polymorph Engine 2.0 ახლა კი ვნახოთ უშუალოდ ვიდეო ბარათი , მის შეფუთვაში მასთან ერთად შედის მხოლოდ დრაივერების დისკი და დოკუმენტაცია. ვიდეო ბარათის წინა და უკანა მხარე : ვიდეო ბარათის სიგრძეა 25.5 , ხოლო სიგანე 13 სმ. მას აქვს VGA , DVI და HDMI პორტები. ვიდეო ბარათის PCB ს წინა და უკანა მხარე : ვიდეო ბარათის გრილდება 2 ცალი ქულერით რომელებიც დამაგრებულია საკმაოდ დიდი ზომის ალუმინის Fin ებზე . ვიდეო ბარათი არ საჭიროებს დამატებით კვების კაბელს , ის დენს იღებს მხოლოდ PCI-Express სლოტიდან და მოიხმარს 75 Watt ენერგიას სტანდარტულ რეჟიმში. მომხმარებელს აქვს საშუალება ჰქონდეს როგორც სტანდარტული Legacy ისე ახალი UEFI ბიოსი ვიდეო ბარათისთვის. GDDR5 მეხსიერების ჩუპი დამზადებულია Samsung ის მიერ. GM107 გრაფიკული ჩიპი დამზადებულია ტაივანში. მოდით ახლა ვნახოთ რა შეუძლია ამ ვიდეო ბარათს. სატესტო სისტემა : როგორც ვხედავთ ვიდეო ბარათს არც ისე ცუდი პოზიცია უკავია თავის ფასთან მიმართებაში , იგი ცოტათი ჯობნის მის ქარხნულ ვერსიას. ენერგო მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში : Fan ს ხმაურიანობა Perfomance % ულობით ყველა რეზოლუციაზე : Overclocking ის შედეგი საშუალო ტემპერატურა ეს კი ტემპერატურა GTX 750 Ti ის სხვადასხვა ვერსიებთან მიმართებაში სადაც ჩანს რომ MSI ის ვერსია ყველაზე ჩუმია ახლა კი შევაჯამოთ შედეგები და ვიდეო ბარათის დადებითი/უარყოფითი მხარეები : დადებითი : ვიდეო ბარათის არის ძალიან ჩუმი აქვს დაბალი ენერგო მოხმარება აქვს კარგი Overclocking პოტენციალი არ საჭიროებს ენერგო კაბელებს აქვს დაბალი ტემპერატურა აქვს Dual BIOS აქვს CUDA/PhysX , Direct X 11.1 ტექნოლოგია უარყოფითი : აქვს მაღალი ფასი ქარხნულ ვერსიასთან შედარებით ( 50 $ ით მეტი ) მეხსიერების სიხშირე ქარხნულად არაა მომატებული არ აქვს SLI რეჟიმი ვიდეო ბარათის მონაცემების და ფასის შედარება სხვა მოდელებთან საბოლოო შეჯამება : კომპანია MSI ის უახლესი GTX 750 Ti 5% ით სჯობს მის ქარხნულ მოდელს , იგი 50 დოლარით ძვირია მასზე რაც შეუსაბამობაა , თუმცა მას აქვს შესანიშნავი გაგრილების სისტემა და ენერგო მოხმარება , ამ სპექტებში ვიდეო ბარათი მოწინავე პოზიციას იკავებს , თუმცა ეს Nvidia ს ახალი 28 ნმ. Maxwell არქიტეტურის დამსახურებაა , რომელშიც გარდა ამის აგაუმჯობესებულია უამრავი მცირე ასპექტი. MSI GTX 750 Ti Gaming მხოლოდ 3% ით ჩამირჩება GTX 650 Ti Boost ს და 10 % ით AMD ს უახლეს R7 265 ს , ვიდეო ბარათს გაააჩნია შესანიშნავი Overclocking პოტენციალი , რაც საშუალებას იძლება ითქვას , რომ მის მფლობელებს შეუძლიათ დაბალი ბიუჯეტის პირობებშიც ისიამოვნონ თანამდროვე თამაშებით . ვიდეო ბარათს შევაფასებდით 9 ბალით 10 დან. 199 $.
  6. მოგესალმებით მეგობრებო! სულ რაღაც 2 კვირის წინ ავაწყვე ახალი კომპიუტერი და ავირჩიე დუალ Sapphire R9 390 NITRO Backplate TRI-X OC 8GB და შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთე ქროსი. ზედმეტი ჩალიჩი არ დამიწყია და Catalyst-დანვე მივუთითე Overdrive ორივე კარტაზე, ხოლო ქვემოთ ავტომატურად უკვე იყო მითითებული High Performance Memory Clock - 1500MHz (მაქსიმუმ 2000). გაგრილებაც ავტომატურ რეჟიმში როგორ იყო ისე დარჩა 75%. ტემპერატურა სტაბილურია 100% დატვირთვაზე MSI Kombustor-ში და FurMark-ში რომელიც შემოიფარგლება ~70 გრადუსით... პრობლემა რაში მდგომარეობს ახლავე აგიხსნით. მოკლედ ხშირად თამაშის დროს 20-30 წუთის შემდეგ კომპიუტერი უბრალოდ ქვავდება. ხმა ისმის, ყველაფერი დანარჩენი გაქვავებულია და არცერთ კლავიშზე არ რეაგირებს. მხოლოდ ღილაკით კომპის გადატვირთვა. პროცესორის ვოლტაჟი ბაიოსიდან გასწორებული მაქვს და მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. სხვადასხვა ფორუმებს გადავხედე და უმეტეს წილად მსგავსი პრობლემა ვიდეოკარტის ოვერქლოქის პრობლემით არის გამოწვეული როგორც იქ უმეტესობამ აღნიშნა. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ან იცით მაინც როგორ უნდა ვუშველო? ერთადერთი რაც მომდის თავში ეს არის უბრალოდ გამოვრთო ოვერდრაივი მაგრამ მაინც უარს არ ვიტყოდი გამეგო თუ რა პარამეტრებით უნდა ოვერქლოქი ზუსტად და რა პროგრამით მირჩევდით? კონკრეტულად ჰერცების და მეგავოლტების არ გამეგება წესიერად და არ ვარ მაგ სფეროში სერიოზული მცოდნე.. შესაძლოა პრობლემა კვების არასტაბილურობაში მდგომარეობს როდესაც მაღალ ჰერცზე არასაკმარისი ვოლტაჟი მიეწოედება ვიდეოკარტებს და შედეგად რაღაც დროის შემდეგ ვიდეოკარტები "ფარ-ხმალს ყრიან" და შედეგად ქვავდება კომპიუტერიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. წინასწარ გმადლობთ Cheers!
  7. გამარჯობათ, დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე რამდენიმეს გექნებათ გამოცდილება გაფუჭებული ლეპტოპის მუშა დეტალების ცალ-ცალკე გაყიდვაში. ახლა აგიხსნით პრობლემას: მაქვს MSI GT70 Dominator 895 ლაპტოპი (უფრო სწორად მქონდა) გუშინ დილას უბრალოდ ჩაქრა. ყველაფერი მიუთითებს დედა პლატის გადაწვაზე (კომპიუტერი "მიაგურებულია" არანაირი რეაქცია არ აქვს არაფერზე) მიტანილი მაქვს ჩემს ნაცნობთან სერვის ცენტრში. ის კი ზუსტად დაადგენს რა ჭირს მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი დედა პლატაზე მიუთითებს, რომლის გამოცვლაც ნახმარი დეტალებით ebay-დან ჯდება $300, მე მგონი უბრალოდ არ ღირს. ამიტომ გადავწყვიტე ამ ლაპტოპის ნაწილ ნაწილ გაყიდვა და შემდგომ ცოტა ფულის დამატების შემდეგ ახალი კომპიუტერის ყიდვა. ლეპტოპისგან მინდა ამოვიღო Hard Disk რომელიც მუშა მდგომარეობაშია სხვა ყველაფრის გაყიდვა მინდა. თუ მარტო პლატა დაიწვა გადახურებისგან (იმედი მაქვს სხვა არაფერი) ხელთ მაქვს i7-4700MQ, 8GB 1600Mhz So-dimm DDR3 RAM, Nvidia GTX 870m და სხვა პერიფერიები როგორიცაა ლეპტოპის კლავიატურა, ეკრანი და ა.შ. შეგიძლიათ რაიმე ტიპის რჩევა მომცეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით? სად გავყიდო? როგორ? რამდენად? ვინმე ხომ არ იბარებს ამ დეტალებს? (ძვირად ღირებული დეტალებია ასე რომ თუ სწორად გავყიდი კარგ თანხას დავიბრუნებ ლეპტოპის ფასისგან) არასდროს არ მქონია ასეთი შემთხვევა შესაბამისად მაქსიმალურად გამოუცდელი ვარ მოცემულ საკითხში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
  8. როგორც ვიცით კომპანია AMD მ სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ვიდეო ბარათების ახალი R7 და R9 სერია , ჩვენ უკვე განვიხილეთ მოდელი , რომელიც ფასიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი პროდუქტი აღმოჩნდა. ახლა კი R9 სერიის ტოპ მოდელის ( 290X ) განხილვამდე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო ბარათი R9 270X , რომლის სტანდარტული ვერსიის ღირებულება შეადგენს 200 ამერიკულ დოლარს , თუმცა დღეს ჩვენი განხილვის საგანი იქნება კვლავ კომპანია MSI ის ვერსია > MSI R9 270X HAWK , 2 GB მეხსიერებით , მისი ღირებულება აქვე გეტყვით რომ 230 ამერიკული დოლარია , ქვემოთ კი ვიხილავთ ტესტებს და გავიგებთ რამდენად ოპტიმალური არჩევანი იქნება 230 დოლარიანი ვიდე ბარათი გეიმერთათვის . AMD ს ახალი ვიდეო ბარათების სერია ზოგადი სქემით. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ , აღნიშნული სერია არ წარმოადგენს რაიმე დიდი სახის ცვლილებებს წინა Radeon 7000 სერიისგან , ეს ძირითადად ეხება 290X მდე მოდელებს და მათ შორის ჩვენს R9 270X ს , რომელიც წარმოადგენს წინა თაობის Radeon HD 7870 GHz Edition სახესხვაობას დიზიანით და უფრო დაბალი ფასით. მოდით დავიწყოთ განხილვა ვიდეო ბარათის ტექნიკური მონაცემებით . MSI ის R9 270X ისევე როგორც AMD ს სტანდარტული ვერსია აგებულია 28 ნმ. "Pitcairn" არქიტეტურაზე , რომელსაც აქვს : 1280 Stream პროცესორი , 80 მეხსიერების ტექსტურული ერთეული , 2800 მილიონი ერთეული ტრანზისტორი , 256-bit ინტერფეისის მქონე 2GB GDDR5 მეხსიერება , 1140 MHz პროცესორის სიხშირე რაც 90 MHz ით აღემატება AMD ს სტანდარტულ ვერსიას , 1400 MHz მეხსიერების სიხშირე ( 6000 MHz GDDR5 ). ვიდეო ბარათს რა თქმა უნდა გააჩნია ყველა უახლესი ტექნოლოგია და მათ შორის უახლესი DirectX 11.2. მიმოხილვის დაწყებამდე ვნახოთ ვიდეო ბარათის შეფუთვა და შიდა "ინტერიერი" , რომელშიც MSI როგორც ყოველთვის საუკეთესოა. კომპლექტში შედის : ვიდეო ბარათი დრაივერების დისკი და დოკუმენტაცია 2 ცალი PCIe კვების კაბელი 3 ცალი ძაბვის კაბელი და ერთიც DVI გადამყვანი მოდით უფრო ახლოდან ვნახოთ ვიდეო ბარათი : MSI ის R9 270X HAWK აღჭუვილია უახლესი და მძლავრი Twin Frozr გაგრილების სისტემით რომელშიც 2 ცალი ფანი და Heatsink შედის. თქვენს დედა-დაფაზე ვიდეო ბარათი საჭიროებს 2 ცალ სლოტს. იგი აღჭურვილია შემდეგი პორტებით : 2 ცალი DVI და თითო-თითო HDMI , DisplayPort ით , ასევე მას გააჩნია HDMI 1.4a ინტერფეისი აუდიო სისტემისთვის. ეს კი PCB ს წინა და უკანა მხარე : ვიდეო ბარათი საჭიროებს 2 ცალ 6 პინიან PCI-Express კვების კაბელს . MSI იმ ამჯერადაც იზრუნა Overclocker ებისთვის , ვიდეო ბარათს გააჩნია ორმაგი BIOS. AMD ს GCN shader არქიტეტურის მქონე Pitcairn გრაფიკული ჩიპი დამზადებულია ჩინეთში. დროა დავიწყოთ ტესტებიც , სატესტო სისტემა > ენერგო მოხმარება მუშაობის სხვადასხვა რეჟიმში : ფანის ხმაურიანობა : შედეგი ამ კომპონენტში საკმაოდ კარგია ეფექტურობა სხვადასხვა რეზოლუციებზე : Overclocking ტემპერატურა ვიდეო ბარათის დადებითი მხარეები : ქარხნულად აჩქარებული საკმაოდ ჩუმია დატვირთვაზეც და სტანდარტულ რეჟიმშიც შესაძლებელია ძაბვის კონტროლი პროგრამულად აქვს ორმაგი ბიოსი აქვს HDMI და Display პორტები უარყოფითი : ენერგო-მოხმარება საკმაოდ დიდია Blu-Ray მასალის ყურებისას სტანდარტულ ვერსიაზე 30 დოლარით ძვირია , რომელსაც MSI ის ეს მოდელი მხოლოდ 4% ით სჯობს ვიდეო მიმოხილვა : შეჯამება : მაშ ასე ჩვენ განვიხილეთ კომპანია AMD ს და MSI ის ერთობილი ნაწარმი , ვიდეო ბარათი R9 270X HAWK 2GB , რომელის ღორებულებაც კიდევ ერთხელ გეტყვით რომ არის 230 ამერიკული დოლარი , რაც 30 დოლaრით ძვირია AMD ს ქარხნულ მოდელზე , უარყოფითია ის ფაქტი რომ MSI ის ეს ვერსია სტანდარტულს მხოლოდ 4% ით სჯობს , თუმცა მასზე გრილია. კონკურენტი ფირმის Nvidia ს ვიდეო ბარათებთან მიმართებაში MSI ის R9 270X HAWK არ გამოიყურება ცუდათ , იგი მხოლოდ 1% ით ჩამორჩება GTX 660 ს და 7% ით GTX 760 ს რომლის ამჟამინდელი ფასი 250 დოლარამდეა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას ,რომ MSI ის ამ ვიდეო ბარათის ფასი ცოტა ნაკლებიც უნდა იყოს , ამ ყველaფრის გათვალისწინებით ვიდეო ბარათის შეფასება არის 9 ბალი 10 დან. უფრო მეტი თვალსაჩინებისათვის იხილეთ ცხრილი სადაც მოცემულია ძირითადი ვიდეო ბარათები : > @ FC BARCELONA - Overclockers.GE
  9. საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ კომპანია AMD მ გადაწყვიტა განეახლებინა დესკტოპ ვიდეო ბარათების ხაზი ახლა უკვე განსხვავებული დიზაინის და სახელების მქონე ვიდეო ბარათებით , AMD ს გადაწყვეტილიებით ისინი გამოუშვებენ ახალ ვიდეო ბარათებს R7 და R9 სერიით. თქვენს წინაშეა AMD ს უახლესი ვიდეო ბარათების ხაზი > როგორც ხედავთ დიზაინში მცირედი ცვლილებაა , ამ ხაზიდან დღეს ჩვენი განხილვის ობიექტი იქნება მოდელი R9 280X , რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წარმოადგენს წინა თაობის HD 7970 GHz Edition ის სახე სხვაობას , მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ ახალი R9 280X ეღირება უფრო იაფი ( 75 დოლარით ) და ზოგიერთ ასპექტში იქნება მცირედ გაუმჯობესებული , რასაც ქვემოთ ვიხილავთ. AMD R9 280X ის სტადარტული ვერსიის ფასი 300 დოლარია , თუმცა მე დღეს გადავწყვიტე განსახილველად წარმოგიდგინოთ კომპანია MSI ის შესანიშნავი მოდელი R9 280X GAMING 3 GB , რომელიც სულ რაღაც 10 დოლარით ძვირია სტანდარტულ მოდელზე და მისგან განსხვავებით 2 ქულერი აქვს გაგრილებისთვის . დავიწყოთ იმით , რომ ისევე როგორც სტანდარტული ვერსია ამ ვიდეო ბარათისა , ესეც აგებულია 32 ნმ ტექნოლოგიით არქიტეტურა Tahiti ზე და ისევე როგორც წინა თაობის HD 7970 GHz Edition , გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს აქვს : 2048 ტექსტურული ერთეული ( Shader ) , 4310 მილიონი ერთეული ტრანზისტორი , 384 - Bit ინტერფეისის მქონე 3072 MB ანუ 3GB მეხსიერება სიხშირით 1500 MHz , გამტარობა 350 GB/წამი , ხოლო პროცესორის სიხშირე MSI ის ვერსიისთვის 1050 MHz , რაც 50 MHz ით მეტია სტანდარტულ ვერსიაზე და ანალოგია კვლავ წინა თაობის HD 7970 GHz ვერსიისა. მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ MSI ის R9 280X ვიდეო ბარათი , თავდაპირველად ვნახოთ მისი შეფუთვა , რომელიც ასე გამოიყურება > შეფუთვაში შედის : ვიდეო ბარათი , მისი დოკუმენტაცია და ინსტრუქცია , დრაივერების დისკი , PCIe კვების კაბელი , DVI , HDMI ადაპტერები და CrossFire bridge . ვიდეო ბარათის წინა და უკანა მხარე > MSI ის Twin Frozr გაგრილების სისტემა უკვე გამოყენებულია უამრავ ვიდეო ბარათში და როგორც ხედავთ გამონაკლისი არც ეს პროდუქტია , 2 საკმაოდ დიდი ზომის Fan მთლიანად ფარავს PCB ს და უზრუნველყოფს მის შესანიშნავ გაგრილებას. ვიდეო ბარათის სიგრძე 26.5 ხოლო სიგანე 12.5 სანტიმეტრია. იგი საჭიროებს 2 სტანდარტულ სლოტს თქვენს დედა დაფაზე. რაც შეეხება პორტებს : მას გააჩნია თითო-თითო HDMI , DVI და 2 ცალი DisplayPort , ასევე მას აქვს HDMI 1.4a ხმის სისტემისთვის და HD Blu-Ray მასალისთვის. ვიდეო ბარათის PCB ს წინა და უკანა მხარე > PCB ზე მოთავსებულია AMD Tahiti გრაფიკული პროცესორი , რომელიც დამზადებულია ტაივანში. ვიდეო ბარათი საჭიროებს 6 და 8 პინიან PCI-Express ენერგო მაკავშირებელს MSI იმ R9 280X GAMING ვიდეო ბარათში გამოიყენა ორმაგი BIOS კონფიგურაცია , რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია Overclocking ის დროს . ახლდა კი დროა გადავიდე მიმოხილვის მეორე ნაწილზე და ვნახოთ ამ ვიდეო ბარათის ტესტები > > > სატესტო სისტემა ვიდეო ბარათის ენერგო მოხმარება ფანის ხმაურიანობა ვიდეო ბარათის ეფექტურობა სხვადასხვა რეზოლუციაზე და ჯამში ც ახლა კი ვნახოთ Overclocking ის შედეგი > მატება დაახლოებით 10 FPS ა ახლდა კი ვნახოთ ამ ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შევაჯამოთ შედეგი დადებითი ვიდეო ბარათი ქარხნულად არის აჩქარებული ფასი საკმაოდ მისაღებია ამ სიძლიერის ვიდეო ბარათისთვის აქვს ორმაგი ბიოსი შესაძლებელია ვოლტაჟის კონტროლი პროგრამით გააჩნია HDMI და DisplayPort ასევე DVI გააჩნია ყველა თანამდროვე ტექნოლოგიის მხარდაჭერა , მაგალითად როგორიცაა Direct X11.1 , 3D უარყოფითი საკმაოდ მაღალია ხმაურიანობის დონე დატვირთულ რეჟიმში ასევე მაღალია ტემპერატურა მაქსიმალური ენერგო მოხმარებაც არაა ოპტიმალური MSI R9 280X Gaming ის ფასი 310 ამერიკული დოლარია. ამ ვიდეო ბარათის შედარება სხვა მოდელებთან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ვიდეო ბარათი წარმოადგენს წინა თაობის HD 7970 GHz Edition ის განახლებულ ვერსიას , თამაშების ტესტებიდან გამომდინარე R9 280X მა არაფერი დაუთმო ისეთ ვიდეო ბარათს როგორიცაა კონკურენტი ფირმის Nvidia GTX 680 და 770 , რომლებიც უფრო ძვირი ღირს , აღნიშნული ვიდეო ბარათი დაახლოებით 10 % ით სჯობს GTX 670 ს. MSI ის R9 280X ის მთავარ მინუსი გახლდათ მისი მაქსიმალური ტემპერატურა , რომელმაც 115 გრადუსს მიაღწია გარკვეულ მომენტში. მაშ ასე 300 დოლარის ფარგლებში თქვენს წინაშეა საკმაოდ კარგი ძალის მქპნე ვიდეო ბარათი , რომელიც ფასიდან გამომდინარე მართლაც რომ კარგი პროდუქტია . ესეც ვიდეო მიმოხილვა თუმცა რამდენად მისაღებია AMD ს პოლიტიკა კვლავ ძველი ტექნოლოგიის ახლით წარმოჩენსთან დაკავშირებით უფრო დაბალ ფასად , ეს სულ სხვა თემაა .... @ FC BARCELONA - Overclockers.GE
  10. ამ ლეპტოპის ყიდვა მინდა. იდეაში amazon.com-დან ვიწერდი იქიდან ძმაკაცთან უნდა გამეგზავნა რომელიც ამერიკაშია და ამოიიღლიავებდა და ჩამომიტანდა არც განბაჟება არ უნდა არაფერი მაგრამ რატომღაც ბანკი უარზეა (თანხას არ მარიცხინებს მიდი და არკვიე რატომ). სხვა რაღაცების გამოწერაზე პრობლემა არასდროს არ ქონიათ და ახლა $1300 დაინახეს და დახამდნენ ეტყობა მოკლედ ესაა, ამ ნოუთბუქის ყიდვა მინდა. გადავაკვდი მთელი ჩემი ქონება გავყიდე ამის გადამკიდე და მაინც ვერ ვეღირსები ვინმემ ხომ არიცით ადამიანს რომელსაც აქვს და ყიდის ან რაიმე კომპანიას რომელსაც ჩამოაქვს MSI-ს პროდუქცია საქართველოში იმიტომ რომ მე ვერ ვნახე ეს ლაპტოპ და ახალი რომ ნახოთ ამაზონზე ამის ფასსში ისეთი ნაგავი იყიდება აქ ნაგვის ურნაში ხელი რომ ჩაყო უკეთესს ამოიღებ... HELP? ამ მოდელს ვყიდულობდი მე, შესაბამისად თანხაც $1340 მაქვს და იმენა მაქსიმუმზე ვარ გაწელილი უკვე. მეტზე ვერ წავალ
  11. MSI GTX 660 Ti PE მუშა, უპრობლემო, მშვენიერ მდგომარეობაში. 370 ლარი 599 088883 ლაშა
  12. სულ მალე კომპანია MSI დაანონსებს ახალ არარეფერენსულ ვიდეო ბარათებს Radeon R9-ის ხაზიდან კერძდ კი Hawk და Gaming ვერსიას როგორც ერთ-ერთი ცნობილი ვებ-რესურსი VideoCardz იუწყება. სურათზე წინა პლანზეა Radeon R9 280X Gaming (R9280 TF 3GD5/OC BE) ხოლო უკან - Radeon R9 270X Hawk. ეს უკანასკნელი შემოიფარგლება ერთი CrossFireX კონექტორით, AMD Curacao XT გრაფიკული პროცესორით, GDDR5 2Gb მეხსიერებით 256 ბიტიანი ინტერფეისით, ეტალონური დიზაინის მქონე მოდელის ფასი იქნება $200. მეორე ვიდეო ბარათთან დაკავშირებით(Radeon R9 280X Gaming) შედარებით უფრო ბევრი რამ არის ცნობილი თუმცა სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანთ სჯობს დაველოდოთ ოფიციალურ რელიზს(oc.ua ©). MSI R9280 TF 3GD5/OC BE სპეციფიკაციები კი შემდეგია: GPU: AMD Tahiti XT (28-ნმ); ბირთვის კონფიგურაცია: 2048 SP, 128 TMU, 32 ROP; მეხსიერების ინტერფეისი: 384-bit; მეხსიერების მოცულობა: GDDR5, 3072Mb; სიხშირე(ბირთვის/მეხსიერების): 1000(1050)/5500Mhz; TDP : 253 ვატი; პორტები: DVI-I, HDMI, 2x Mini DisplayPort; დამატებითი: Twin Froz ქულერი,Military Class 4-ის კომპონენტები, ორი PCI-E Power 8-pin კონექტორი. ​ოფიციალური ანონსი, გაყიდვის დაწყების თარიღი და gaming ვერსიის ფასი უცნობია ჯერ-ჯერობით ​
  13. მოკლედ როგორც იქნა შევიძინე კარტა და დიდი სურვილი მაქვს დავდო ამ კარტის შედეგები ძალიან შეზღუდული ვარ ინტერნეტის გამო გადმოწერის სიჩქარე 125kb > მოკლედ MSI GTX 760 TF IV 3D mark vantage far cry 3 მინიმალური fps 47-50 მაქსიმუმ 60+ need for speed most wanted მაქსიმალურ გრაფიკაზე 60-52 fps ხშირი მინიმალური 37 და ვიდეო არ იტვირთება ბოლომდე ეგრე დაბალი როცაა fps ვიდეო 55-60 პროცენტითაა დატვირთული აი ეს გვირაბია ყველაფერი ეგ უგდებს მაგრად fps-ს და მაგ დროს ვიდეო ხედავთ სქრინზე 63 პროცენტითაა დატვირთული tomb raider ეს gta iv ხო ბანძი რამაა რა ვიდეო კარტა 40 პროცენტით ხან 45 პროცენტით იტვირთება მხოლოდ ნახევარ ძალასაც არ იყენებს ნელ ნელა დავამატებ ხოლმე საშინელი ინეტი მაქვს ბოდიშს გიხდით
  14. წინა თვეში გამოვიდა NVIDIA ს ვიდეოდაფა GTX 770. იგი არის დაფუძნებული იგივე GK104 გრაფიკულ პროცესორზე, რომელზეც - GTX 680. უმთავრესი განსხვავებაა Boost 2.0 ტექნოლოგია და უფრო სწრაფი მეხსიერების ჩიპები, ამის გამო შესამჩნევადაა გაზრდილი პერფორმანსი MSI მ გამოგვიგზავნა GTX 770 Lighting , უმცროსი ძმა შარშან დატესტილი GTX 680 Lighting-სა. ეს ვიდეოდაფა ქარხნულადაა დარაზგონებული, გრაფიკული პროცესორი 1150 მჰც მდე ხოლო მეხსიერება 1753 მჰც მდე. შეიძლება ითქვას რომ MSI ს ეს ვიდეობარათი ოვერქლოქინგის მოყვარულია. ამისთვის მას გააჩნია განახლებული ბიოსი,კარგი გაგრილება და ა.შ MSI-ს ამ ვიდეობარათის შეძენა 450$ ადაა შესაძლებელი, რაც 50$ ით მეტია NVIDIA რეფერენს ვერსიაზე. შეფუთვა: როგორც ხედავთ ყუთი საკმაოდ ინფორმატიულია და ლამაზადაა გაფორმებული. რას ვიღებთ: ვიდეობარათი დრაივერების CD + დოკუმენტები 2x PCI-E კვების კაბელი SLI ხიდი DVI ადაპტერი ეს ვიდეოდაფა იყენებს უზარმაზარ გაგრილებას. ასერომ ყიდვამდე დარწმუნდით რომ ის ჩაეტევა თქვენს კეისში. მისი სიგრძეა 29 სმ ხოლო სიმაღლე 14 სმ. ვიდეოდაგას სჭირდება 2 სლოტი. ასევე GPU Reactor ზრდის სიმაღლეს პროცესორის მიმართულებით მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ არის. ​ დისპლეისთან დაკავიშრების სისტემა შედგება ორი DVI პორტისგან, ერთი HDMI პორტისგან, და ერთი Display პორტისგან. SLI ს შემთხვევაში, თქვენ უნდა აირჩიოთ 2 ან 4 ვიდეოდაფას შორის. გაგრილების სისტემა შედგება ორი დიდი ფანისგან და 5 სითბური მილაკისგან. ვიდეოდაფას აქვს შიგნით მეორე რადიატორი, რომელიც ამცირებს მეხსიერების და ვოლტაჟის კონტროლერის ტემპერატურას. ვიდეოდაფას ჭირდება 8 პინიანი PCI-Express კვების კაბელი. ვიდეოდაფის უკან თქვენ იპოვით GPU რეაქტორს. იგი ძალიან ახლოსაა GPU სთან, და ასრულებს დამატებითი ვოლტაჟის კონტროლერის ფუნქციას. ასევე მას დეკორატიული ფუნქციაც აქვს ვიდეოდაფაძე თქვენ იპოვით გადამრთველს. მისი დახმარებით თქვენ შეგეძლებათ გადართოთ ჩვეულებრივი ბიოსი LN2 ბიოსზე. ეს ფუნქცია გამოსადეგი იქნება თუ თქვენ შეცდომა მოგივათ ბიოსის გადაფლეშვის დროს. ვიდეოდაფა იყენებს CHiL 8318 ვოლტაჟის კონტროლერს. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე, მას აქვს გაფართოებული პროგრამული კონტროლერი და მრავალი მონიტორინგის ფუნქცია. GDDR5 ჩიპები კომპანია SAMSUNG ის დამზადებულია. და მუშაობს 7000 მჰც სიხშირეზე. გრაფიკული პროცესორი GK104 დაფუძნებულია კეპლერ არქიტეკტურაზე. იგი პირველი 28ნმ ანი ჩიპია. აქ 3.54 მილიარდი ტრანზისტორია. სატესტო სისტემა: ყველა ვიდეოდაფის რეზულტატი რომელიც ამ მიმოხილვაშია შეტანილი,არის მიღებული იმავე სისტემაზე. ყოველი თამაში იყო დაყენებული უმაღლეს პარამეტრებზე AA და AF პარამეტრები იყო შეცვლილი, თამაშის დროს და არა სხვა რომელიმე გარე დრაივერით ​ ყოველი ბენჩმარკი იყო ჩატარებული შემდეგ პარამეტრებზე: 1280 x 800, 2x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დღევანდელ, მცირე ეკრანზებს (17" - 19") 1680 x 1050, 4x Anti-aliasing.იგივე გაფართოება რაც შედარებით დიდი ფართო ეკრანებს აქვთ (19" - 22') 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დიდ ფართო ეკრანებს აქვთ (22" - 26") 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. უმაღლესი გაფართოება რომელიც კი შეიძლება ვნახოთ დიდი ეკრანებზე (30") Assassin's Creed III Battlefield 3 Bioshock: Infinite Borderlnads 2 Call of Duty : Black Ops II Call of Juarez: Gunsliger Crysis Crysis 3 Far Cry 3 Grid 2 Hitman : Absolution Metro:Last Night Sleeping Dogs The Elder Scrolls : Skyrim Tomb Rider ენერგო მოხმარება: შედარებითი პერფორმანსი პერფორმანსი თითოეულ დოლარზე: ოვერქოლოქინგი GPU - 23% Memory - 24% პერფორმანსი ოვერქლოქინგის შემდეგ მატება - 10 % ტემპერატურა : დინამიური ოვერქლოქინგი: შეჯამება ამ ვიდეობარათის ფასია 449 $ კარგად დარაზგონებულია ქარხნულად 670თან შედარებით 16% მატება 7 GBs GDDR5 მეხსიერება მოყვება BackPlate ორმაგი ბიოსი CUDA და PhysX -ის მხარდაჭერა ​ მეხსიერება არაა დარაზგონებული მაღალი ფასი რეაქტორის გამო უფრო სქელია ვოლტაჟის კონტროლი შეზღუდულია Metro:Last Night კუპონი არ მოყვება ჩვენ ამ ვიდეოდაფას 9.7 ქულას ვუწერთ.
  15. ჭორები იმის შესახებ რომ კომპანია Nvidia აპირებს გამოუშვას GeForce GTX 650 Ti-ის მოდიფიკაციური ვარიანტის რომელიც უკვე ანონსირებული უშუალო კონკურენტი იქნება დადასტურდა. ქსელში გავრცელდა ტექნიკური მონაცემები GeForce GTX 650 Ti Boost-ის რომელსაც ჯერ-ჯერობით GALAXY Microsystems Ltd., Micro-Star International (MSI)და ZOTAC-ის სახით მოგვევლინება. GALAXY GeForce GTX 650 Ti Boost MSI GeForce GTX 650 Ti Boost Gaming Edition ZOTAC GeForce GTX 650 Ti Boost სამივე ბარათი დაფუძნებულია Kepler არქიტექტურაზე და 28ნანომეტრიულ გრაფიკულ ჩიპზე GK106-ზე, მას გააჩნიათ 768 CUDA ბირთვი. ვიდეო ბარათი არის PCI Express 3.0 x16 შავ ბეჭდურ პლატაზე, "ბორტზე" აქვს 2048Mb GDDR5 მეხსიერება, 192-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ხოლო სიხშირე შეადგენს 6008MHz-ს. გაგრილებაზე ზრუნავს ორიგინალური კონსტრუქციის მქონდე აქტიური ტიპის ორსლოტიანი ქულერი. ბარათები თავსებადი არიან DirectX 11.1-თან ასევე NVIDIA PhysX, NVIDIA CUDA, NVIDIA SLI, NVIDIA FXAA და Adaptive VSync. ქარხნული სიხშირე გრაფიკული ბირთვის GALAXY GeForce GTX 650 Ti Boost-ისთვის შეადგენს 980MHz-ს, ZOTAC GeForce GTX 650 Ti Boost-ის 993MHz-ს ხოლო MSI GeForce GTX 650 Ti Boost Gaming Edition-ისთვის 1033MHz-ს. NVIDIA GPU Boost ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია ამ მაჩვენებლის დინამიური ზრდა. როგორც იუწყებიან აშშ-ში ვიდეო ბარათების ფასი არ გადააჭარბებს $200-ს.
  16. M/B: MSI X79A-GD45 CPU: intel Core i7 - 2.3 @ 2.5 (8C, 16Th) 20MB Cooler: Antec Kuhler 620 RAM: G.Skill 4x4GB 1600 VGA: Axel 9500 GT HDD: Seagate 500 GB PSU: Ultra X3 1000 Case: Cooler Master CM 690 II იყიდება 1700 ლარად M/B: MSI X79A-GD45 CPU: Intel Xeon E5 2670 Cooler: Antec Kuhler 620 RAM: G.Skill 4x4GB 1600 VGA: EVGA GTX 580 SC HDD: WD Caviar Black 1TB PSU: Rosewill 1000W Case: Cooler Master CM 690 II იყიდება 2400 ლარად Samsung S27A350 27" LED Full HD - 500 ლარი 598 400 364 ლაშა
  17. კომპანია MSI იმ სულ ახლახანს წარმოადგინა გეიმერული ნოუთბუქების ახალი GE40 სერიის მოდელი ,რომელიც გახლავთ 14 ინჩიანი ,რაც მეტყველებს მის პორტატულობაზე , გარდა შედარებით მცირე ეკრანის ზომისა მას საკოამდ კარგი წონა დაახლოებით 2.0 კილოგრამი აქვს , რაც ნამდვილად კარგი მახასიათებელია სათამაშო ნოუთბუქისთვის. MSI ისგან სულ წარმოებული იქნება GE40 ის 2 მოდელი : GE40 2OC - 009US და GE40 2OC - 008US , ამ 2 მოდელს შორის არ იქნება რადიკალური განსხვავებები , სხვაობა არის მხოლოდ ის , რომ პირველ მოდელში 750GB მყარ დისკთან ერთად მოთავსებული იქნება 128GB SSD ტიპის მეხსიერება და მას არ ექნება დისკის წამკითხავი , ხოლო მეორე მოდელი აღჭურვილი იქნება DVD Super Multi წამკითხავით ,მაგრამ არ ექნება SSD ტიპის მეხსიერება. რაც შეეხება მთავარ მონაცემებს , GE40 სერიის ორივე მოდელი აღჭურვილი იქნება : კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის Haswell Core I7-4702 MQ ( 2.9-3.2 GHz ) სიხშირის მქონე 4 ბირთვიანი პროცესორით , რომელიც დაფუძნებული იქნება HM87 ჩიპსეტზე , მას ექნება 1600X900 რეზოლუციის მქონე 14 ინჩიანი HD+ Non Reflection ტიპის ეკრანი , კომპანია Nvidia ს ერთ-ერთ უახლესი GeForce GTX 760M სერიის ვიდეო ბარათი 2GB GDDR 5 ტიპის მეხსიერებით , 8GB ოპერატიული მეხეიერება სიხშირით 1600MHz და როგორც ზემოთ ითქვა 750 GB მყარი დისკი , ერთ-ერთ მოდელზე + 128GB SSD . რაც შეეხება სხვა მონცემებს , ლეპტოპი აღჭურვილი იქნება შემდეგი პორტებით და მაკავშირებელი საშუალებებით : 2 ცალი USB 3.0 , თითო-თითო USB 2.0 , HDMI 1.4 და LAN პორტებით. მას ასევე ქენბა 720P ხარისხის მქონე ვებ-კამერა , 90W იანი ბატარეა , Bluetooth 4.0 და რაღა თქმა უნდა WiFi . ნოუთბუქი რა თქმა უნდა აღჭურვილი იქნება კომპანია Microsoft ის უახლესი Windows 8 ოპერაციული სისტემით. GE40 2OC - 009US ( With 128GB SSD ) ის ფასი 1399 , ხოლო GE40 2OC - 009US 1299 ამერიკული დოლარი იქნება !
  18. დიდი ხანი არ არის რაც გავრცელდა ხმა რომ კომპანია MSI აპირებდა გამოეშვა ახალი სათამაშო ნოუთბუქი GX70 და ესეც მოხდა, შედგა მისი ოფიციალური ანონსი, მიიღო კომერციული სახელი MSI GX70 3BE. მის კონფიგურაციაში შედის ოთხ ბირთვიანი AMD A10-5750M (2,5/3,5 GHz) პროცესორი, DDR3L-1600 ოპერატიული მეხსიერება(მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 32Gb), Radeon HD 8970M ვიდეობარათი 2Gb მოცულობით, 500Gb ან 750Gb მყარი დისკი, DVD ან Blu-ray დისკწამყვანი, ასევე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია RAID 0 მასივის ჩამონტაჟება 2 SSD-თი(თითოეული 64Gb). ახალ მოდელს ასევე აქვს Wi-Fi (802.11 b/g/n), Bluetooth v4.0 და Gigabit Ethernet ქსელის მოდულები, HD-ვებ კამერა, 7800 მილიამპერიანი ბატარეა, იმყოფება OS Windows 8 ოპერაციული სისტემის ქვეშ. MSI GX70 3BE-ს ასევე აქვს Eyefinity ტექნოლოგიის მხარადჭერა- გამოსახულების გამოტანა 3 დისპლეიზე, ამისათვის ერთდროულად იყენებს HDMI, Mini-DisplayPort და D-Sub პორტებს. მის მახასიათებლებში ასევე შედის Creative Sound Blaster Cinema და SteelSeries კლავიატურა LED განათებით, 17,3 დიუმიანი FHD დისპელეი(1920x1080 პიქსელი). ნოუთბუქის მასა შეადგენს 3,9კგ-ს ხოლო სისქე კი გახლავთ 55მმ.
  19. როგორც ცნობილია ჩვენთვის კომპანია MSI-მ CeBIT 2013-ზე წარადგინა ახალი მონობლოკი MSI WindTop AG2712 სპეციალურად გეიმერებისთვის რომელიც უკვე ევროპაისა და რუსეთის ბაზარზეც გამოჩნდა. Wind Top AG2712-ის შემადგენლობაში შედის FHD გაფართების 27 ინჩიანი დისპელია(1920x1080 პიქსელი) LED განათებით და მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად 10 თითის გამოყენებით შეასრულოს საჭირო მოქმედება. მონობლოკის "გული" არის ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i7-3630QM (2,4/3,4 MHz), აქვს 16 (4x4) Gb ოპერატიული მეხსიერება SO-DIMM DDR3-1333. ამასთან ერთად AG2712-ს აქვს 1Tb მყარი დისკი(7200 ბრუნი/წუთში), GeForce GTX 670MX ვიდეო ბარათი 3 Gb GDDR5 მეხსიერებით, ქსელის ადაპტერი Wi-Fi(802.11 b/g/n სტანდარტის) და Gigabit Ethernet. DVD-დისკწამყვანი და ასევე მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით 128GB მოცულობის SSD-ს დამატება. მონობლოკს გააჩნია USB 3.0 (2x),USB 2.0 (2x),HDMI და D-Sub პორტები. 2Mp კამერა, ასევე SD/MMC/MS ქარდრიდერი. მონობლოკი მუშაობს Windows 8 ოპერაციულ სისტემაზე. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიტ ოფ. საიტს.
  20. სპეციალურად მათთვის ვისაც უყვარს ექსკლუზივები და ლამაზი დიზაინი კომპანია Micro-Star International (MSI) -მ გამოუშვა შეზღუდული რაოდენობით სათამაშო ნოუთბუქი GT70 ორიგინალური შესრულებით Dragon Edition. ეს პორტატული კომპიუტერი გვთავაზობს წითე-შავ ფერში შესრულებულ კორპუსს, რომელსაც ზევითა ხუფზე და ასევე კლავიატურის პანელთან მეტი ეფექტურობისტვის გამოსახული აქვს დრაკონი. ეხლა კი მისი ტექნიკური მონაცემები: 17,3 დიუმიანი LCD დისპლეი Full HD-გაფართოების 1920 x 1080, შუქდიოდური განათებით. Ivy Bridge თაობის Intel Core i7 პროცესორი. Intel HM77 Express ჩიპსეტი DDR3 ოპერატიული მეხსიერეა 32GB-მდე. NVIDIA GeForce GTX 675MX გრაფიკული კარტა 4 GB GDDR5 მეხსიერებით. HDD 1.5 TB და SSD 256 GB( შესაძლოა სხვადასხვა კომბინაციის არჩევა). Blu-ray ოპტიკური დისკწამყვანი. Dynaudio აუდიოსისტემა THX TruStudio PRO ტექნოლოგიის მხადაჭერით. SteelSeries-ს კლავიატურა შუქდიოდიანი განათებით. უსადენო ქსელის ადაპტერი Killer Wireless-N 1202 და Killer E2200 ქსელის კარტა. 428 x 288 x 55მმ გაბარიტები. 3,9კგ წონა. მისი სავარაუდო ფასი კი $1800-მდე იმერყევებს.
  21. კომპანია Micro-Star International (MSI)-მა ეკონომიური მომხმარებლებისათვის გამოუშვა ბიუჯეტური პლანშეტი Enjoy 71 რომელიც დაფუძნებულია ორბირთვიან Amlogic AML8726-MX პროცესორზე რომელიც მუშაობს 1,5გჰზ-ზე, აღჭურვილია 7 ინჩიანი დისპლეითა და IPS მატრიცით 1024 x 600 გაფართოებით და შუქდიოდური განათებით. მოწყობილობის გავარიტებია 191 x 119 x 8,9მმ, გარს აკვირა ალუმინის კორპუსი, ამ მოდელის მასა კი შეადგენს 299გრამს, ტაბლეტი მუშაობს Android 4.0 (Ice Cream Sandwich)-ზე და მის ასორტიმენტში შედის ასევე: 1Gb DDR3 ოპერატიული მეხსიერება; 8Gb შიდა ფლეშ მეხისერება; ორი ინტეგრირებული კმაერა(წინა 0,2მპ ხოლო უკანა 2მპ); microSD/SDHC სლოტი; G-სენსორი; Wi-Fi 802.11b/g/n მოდული; Mini HDMI და Micro USB 2.0 პორტები; 3,5მმ მინი ჯეკი ყურსასმენებისთვის; 3200 მილიამპერიანი ბატარეა; აღნიშნული მოწყობილობის გაყიდვა ტაილანდში უკვე დაიწყო და მისი ფასია $172.
  22. კომპანია Micro-Star International-მა გადაწყვიტა გამოუშვას კიდევ ერთი Gaming Series ნოუთბუქი MSI GX60 სახელწოდებით, ის არის AMD A10-Series 4-ბირთვიან პროცესორზე და Windows 8 ოპერაციულ სისტემაზე. ნოუტბუქი იწონის 3.5კგ, აქვს ეფექტური და ლამაზი დიზაინი, მისი გაბარიტებია:395 x 267 x 55მმ, აქვს 15,6დიუმიანი ეკრანი Full HD გაფართოებით 1920 x 1080 პიქსელი, ნოუთბუქი აღჭურვილია კლავიატურის შუქდიოდიანი განათებით. მოდელი აღჭურვილია AMD Radeon HD 7970M ვიდეოკარტით, რომელსაც აქვს 2GB GDDR5 მეხსიერება, აქვს 2.1-არხიანი აუდიოსისტემა THX TruStudio PRO ტექნოლოგიის მხადაჭერით, საკმაოდ მოსახერხებელი კლავიატურა კიდე SteelSeries-ისგან არის. მის განსაკუთრებულობას ემატება ასევე Super RAID ტექნოლოგიაც,ბორტზე აქვს RAID 0-დონის და ორი SSD 128GB mSATA ინტეფეისით, მყარი დისკი კი 750GB ეს კი მისი მოკლე ინფორმაცია კონფიგურაციის შესახებ: AMD A10-Series პროცესორი AMD Radeon HD 7970M ვიდეოკარტა AMD AM70 FCH ჩიპსეტი 16GB-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერება 1600MHz სიხშირის Blu-ray და DVD ოპტიკური დისკწამყვანი ინტეგრირებული ვებ-კამერა HD-ვიდეო ჩაწერის მხადაჭერით Killer E2200 ქსელის კარტა Wi-Fi 802.11b/g/n ქსელების მხადაჭერა Bluetooth 4.0 მოდული ჩაშენებული ქარდრიდერი 5-B-1 D-Sub, HDMI 1.4 და USB 2.0,ასევე სამი USB 3.0 პორტი Full HD დისპლეი გაყიდვა დაიწყება ამ თვეში და მისი ფასი იქნება $1300 და უფრო ბევრი.
  23. კომპანია msi დაა ანონსა 5 ახალი ლეპტოპი: GT70, GE70, GT60, GE60 და GX60 ისინი აღჭურვილნი იქნებიან AMD და Intel პროცესორებით ხოლო ვიდეო ბარათები ექნებათ NVIDIA და AMD რაც მთავარია ამ შესანიშნავ ნოუთბუქებს ექნებათ OS windows 8, გარდა ამის ექნებათ SteelSeries მანათობელი კლავიატურა კლავიატურა იმედია არ მიწყენთ რადგან მათ მონაცემებს წარმოგიდგენთ ცხრილის სახით
  24. ყველა დედაპლატა არის ახალი, ყუთებით და აქსესუარებით, ბიოსტარს აკლია მხოლოდ რაღაცეები... ყველა მაზერი გატესტილია და ხოშიანად მუშაობს... კომპ/ნაწილების და კომპ/პერიფერიის სანდო და აქტიური იუზერები 598 400 364 ლაშა Gigabyte GA-P67-UD7-B3 - 200$ ASUS P8Z68-V PRO - 250 ლარი MSI Z68A-GD65 - 250 ლარი Biostar TZ68A+ - 100$
  25. როგორც იქნა გამოვნახე პატარა დრო და დავწერე ნიუსი . დღეს განვიხილავთ HD 6970 - ს. Specifications: (მახასიათებლები) Packaging (შეფუთვა) ყიდვის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ: • ვიდეო კარტას • დრაივერების დისკს და საბუთებს • 2x PCI-Express კაბელს • DVI to VGA ადაპტერს • CrossFire Bridge • Mini-DisplayPort to DP adapter cable • 3x Voltage Measurement Cable ალბათ შეამჩნევდით რომ იგი Twin Froz III - გაგრილებაზეა. მას ასევე მხარდაჭერა აქვს Blu-ray 3D ფილმების რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდება შემდეგ წელს როდესაც პირველ Blu-ray 3D ფილმს ვიხილავთ. გატესტილ იქნა შემდეგ კონფიგზე: თვითოეული ტესტი გატარდა: •1024 x 768, No Anti-aliasing •1280 x 1024, 2x Anti-aliasing •1680 x 1050, 4x Anti-aliasing •1920 x 1200, 4x Anti-aliasing •2560 x 1600, 4x Anti-aliasing Aliens vs. Predator Battlefield: Bad Company 2 Call of Duty 4 Call of Juarez 2 Civilization 5 Crysis Formula One 2010 Far Cry 2 Tom Clancy's HAWX Metro 2033 World of Warcraft: Cataclysm 3DMark 11 Unigine Heaven 2.0 ენერგიის მოხმარება Fan Noise Performance Summary Performance per Watt Performance per Dollar და აი ნანატრი Overclocking 370 ობამა ლევან ლომსაძე იგივე lomsa
×
×
  • Create New...