Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'lumia'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 3 results

  1. თანამდროვე სმარტფონების ბაზარი სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება , სმარტფონები კი თანდათანობით იხვეწება და ფასიც უკვე ოპტიმალურ ნიშნულს უახლოვდება. დღეს მომხმარებელი მრავალი ალტერნატივის წინაშე დგება სმარტფონის შეძენისას. ალბათ თითოეული თქვენგანისთვის უკვე კარგადაა ცნობილი ,რომ თანამდროვე ბაზარზე არსებობს რამდენიმე წამყვანი მობილური ოპერაციული სისტემა ,რომელთა შორისაც უკვე არის კომპანია Microsoft ის უახლესი Windows Phone სისტემა , რომელზე დაფუძნებული სმარტფონებიც უკვე მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც გამოჩნდა. ამ სისტემის მთავარი ღირსება მისი სისწრაფე და სიმარტივეა ,რაც სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს , აღსანიშნავია ,რომ სულ ცოტა ხნის წინ (2012 წლის 29 ოქტომბერს ) კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა უახლესი Windows Phone 8 მობილური ოპერაციული სისტემა ,თუმცა აქამდე კომპანია Microsoft მა და მისმა პარტნიორმა ფირმებმა გამოუშვეს და გაყიდვების საკმაოდ დიდ იშნულს მიაღწიეს Windows Phone 7 და 7.5 სმარტფონების გაყიდვებით, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ ახალ ოპერაციულ სისტემას ,რომელსაც ექსპერტები და ანალიტიკოსები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ .Windows Phone 8 ბაზაზე დაფუძნებულ სმარტფონებს 100 % ით შეუძლიათ შეასრულონ იგივე სამუშაო რაც კონკურენტ სმარტფონებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემის მარკეტი სულაც არაა იმ მოცულობის რაც Android ან IOS მარკეტი, თუმცა აპლიკაციების და თამაშების რაოდენობა დღითიდღე მატულობს Android - მა და IOS მაც ხომ სწორედ ასე დაიწყეს ... აღნუშნულ ბრძოლაში Microsoft-ს აქვს საშუალება მისი შესაძლებლობები წარმოგვიდგინოს რამდენიმე წამყვანი მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის მეშვეობით , ესენია : Nokia ( რომელიც ასევე აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებს აღნიშნულ სისტემაზე ) , HTC , Samsung და Huawei, რომლებიც აქამდე მხოლოდ Android სმარტფონების წარმოებით იყვნენ დაკავებულნი, მართალია ბოლო 3-მა ფირმამ ამ ეტაპზე ჯამში მხოლოდ 5 ( ერთი Samsung მა და ორ-ორიც Huawei -მ და HTC მ ) Windows Phone 8 სმარტფონი გამოუშვეს ,მაგრამ ეს ყოველივე იმის მომასწავლებელია, რომ ეს კომპანიები დაინტერესდნენ ახალი ოპერაციული სისტემით, რაც უდიდესი დარტყმა იქნება Google სთვის, რადგან Android ამ კომპანიის საკუთრებაა. თავისთავად ეს არც კომპანია Apple-ს აძლევს ხელს. ახლა კი დროა უფრო ახლოს გავეცნოთ აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას და მასზე დაფუძნებულ სმარტფონებს. სისტემის ინტერფეისი საკმაოდ ლამაზი , დახვეწილი და მარტივია , ისევე როგორც ყველა სისტემას და მასზე დაფუძნებულ სმარტოფნებს , ამასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი : სმარტფონებს ამ სისტემაზე გააჩნია მინიმუმ 2 ბირთვიანი პროცესორები და ზოგ მოდელს HD რეზოლუცია DirectX გრაფიკის მხარდაჭერა Microsoft Office მხარდაჭერა გააჩნია SkyDrive , Windows Live , Xbox Live სერვისები Wireless sync ტექნოლოიგა შესაძლებელია Micro SD ბარათის მეშვეობით მეხსიერების გაზრდა USB Mass Storage რეჟიმი Multi-tasking DivX/XviD ვიდეო ფორმატის მხარდაჭერა Nokia-powered Bing Maps Class-leading JavaScript performance NFC ტექნოლოგიის მხარდაჭერა Bluetooth fileh file ტრასფერი სისტემის უარყოფითი მხარეები : არ აქვს : System-wide file მენეჯერი Lockscreen shortcuts ახლა სურათების და ვიდეო მეშვეობით გავეცნოთ სისტემის ინტერფეისს დეტალურად: Lock Screen Message Interface Photo Albums Xbox Live Windows Phone 8 სა და კომპიუტერს შორის ფაილების მიმოცვლა ხორციელდება პროგრამა Zune ით Web browser: Internet Explorer Store Maps Microsoft Office Suite მიმოხილვას დავიწყებთ კომპანია Samsung ის ერთადერთი Windows Phone 8 სმარტფონ - Samsung Ativ S I8750 ით ,რომელიც თავისი ტექნიკური მახასიათებლით მართლაც უნდა მივიჩნიოთ როგორც აღნიშნულ ოპერაციულ სისტემაზე ისე სხვა ტოპ სმარტფონებს შორის. Ativ S ს აქვს საკმაოდ დიდი ზომის 4.8 ინჩიანი Super AMOLED ტიპის ეკრანი ,რეზოლუციით 720 x 1280 , მისი წონა საკმაოდ დიდი ეკრანის ფონზე მისაღებია და იგი მხოლოდ 135 გრამს შეადგენს, არსებობს სმარტფონის 2 ვარიანტი 16 და 32 GB შიდა მეხსიერებით ,თუმცა ორივე მათგანში შესაძლებელია დამატებით Micro SD ბარათის დამატება მაქსიმუმ 32GB ტევდობით ,რაც სრულიად საკმარისია , მისი ოპერატიული მეხსიერება 1GB ია , სმარტფონი აღჭურვილია 2 ბირთვიანი Krait 1.5 GHz პროცესორით და Adreno 225 გრაფიკული ჩიპით ,რაც სრულიად საკმარისია ნებისმიერი თამაშის თუ სხვა საქმისთვის,მას გააჩნია: 3264x2448 რეზოლუციის მქონე 8 Mega-Pixel უკანა და 1.9 Mega-Pixel იანი წინა კამერა 1080P ხარისხის გადაღების შესაძლებლობით და ბოლოს Li-Ion ტიპის 2300 mAh ტევადობის მქონე ბატარეა. Samsung ის ამ სმარტფონსი წონაა 135 გრამი. მომდევნო ორი Windows Phone 8 სმარტფონი კომპანია HTC ისგანაა, ესაა: HTC Windows Phone 8X და HTC Windows Phone 8S. პირველ მათგანს აქვს : 4.3 ინჩიანი S-LCD2 ეკრანი რეზოლუციით 720 x 1280 პიქსელი , 16GB შიდა მეხსიერება , 1GB ოპერატიული მეხსიერება , 3264 x 2448 პიქსელის მქონე 8 Mega-Pixel იანი უკნა და 2.1 Mega-Pixel წინა კამერა , 1080P ხარისხის ვიდეო გადაღების შესაძლებლობით, ორ ბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორი და Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , სმარტფონის წონა სულ რაღაც 130 გრამია ,ხოლოდ ბატარეის სიმძლავრე 1800 mAh ,რაც ცოტა არ იყოს არასაკმარისია ასე სიძლიერის მქონე სმარტფონისთვის. რაც შეეხება მეორე მოდელს , იგი ტექნიკური თვალსაზრისით ყველანაერად ჩამორჩება 8X ს , HTC 8S ს აქვს : 480 x 800 გაფართოების მქონე 4 ინჩიანი S-LCD ეკრანი , 4GB შიდა მეხსიერება Micro SD ბარათის დამატების შესაძლებლობით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 2592х1944 გაფართოების მქონე 5 Mega-Pixel იანი უკანა კამერა 720P ხარისხის ვიდეო გადაღებით , მას არ გააჩნია წინა კამერა , მას ასევე აქვს : ორ ბირთვიანი თუმცა შედარებით სუსტი 1 GHz Krait პროცესორი , Adreno 305 გრაფიკული ჩიპი და 1700 mAh ტევადობის Li-Po ტიპის ბატარეა, სმარტფონის წონა 113 გრამია. იგი ითვლება ერთ-ერთ ბიუჯეტურ Windows Phone 8 მოწყობილობად. Huawei ს 2 Ascend სერიის სმარტფონი W1 და W2 Windows Phone 8 სმარტფონები ამ დროისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ მოდელებს ბაზარზე. W1 ს აქვს : 480x800 გაფართოების მქონე 4 ინჩიანი ეკრანი 4GB შიდა მეხსიერება , Micro SD ბარათით მაქსიმუმ 32GB , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 5 Mega-Pixel იანი კამერა 2592x1944 გაფართოებით , წინა VGA კამერა , 2 ბირთვიანი 1,2 GHz Krait პროცესორი , Adreno 305 გრაფიკული ჩიპი და Li-Po 1950 mah ბატარეა , სმარტფონი იწონის სულ რაღაც 130 გრამს. რაც შეეხეაბ უფრო ახალ მოდელ , W2 ს , მას უკვე აქვს 4.3 ინჩიანი IPS LCD ეკრანი რეზოლუციით 480X800 პიქსელი , 8GB შიდა მეხსიერება 32GB გაზრდის საშუალებით Micro SD ბარათით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 5 Mega-Pixel იანი კამერა რეზოლუციით 2592 x 1944 , არ აქვს წინა კამერა . W2 დაფუძნებულია უფრო ახალ Qualcomm MSM8230 Snapdragon 400 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს , 1.4 GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიანი Krait პროცესორი და Adreno 305 გრაფიკული ჩიპი , მისი ბატარეის სიმძლავრეა 1700 mah , წონა 160 გრამი. ახლა კი მინდა განვიხილოთ კომოპანია Microsoft ის მთავარი პარტნიორი ,კომპანია რომელიც თავის მომავალს სწორედ ამ ოპერაციულ სისტემაში ხედავს , ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ცნბილი კომპანია Nokia . ჯერ კიდევ Windows Phone 7 და 7.5 ის გამოჩენისას Nokia-მ გადადგა უდიდესი ნაბიჯები ამ მიმართულებით და გამოუშვა უკვე ბევრისთვის კარგად ნაცნობუ Lumia სერიის რამდენიმე სმარტფონი ,რომლებმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა ამ სრულიად ახალ ოპერაციულ სისტემას , შეიძლება ითქვას ,რომ Microsoft-ს სწორედ ამ შედეგმა გადააწყვეტინა ბრძოლის გაგრძლება და ზრუნვა სისტემის ახალ ვერსიაზე , საბოლოოდ კი ჩვენ მივიღეთ Windows Phone 8 ის ბაზაზე დაფუძნებული ყველა მძლავრი სმარტფონების სერია Nokia სგან , Lumia Windows Phone 8 ოჯახზე საუბრას დავიწყებ ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური სმარტფონ Lumia 520 ით. ამ სმარტფონს აქვს : 480x800 გაფართოების მქონე 4 ინჩიანი IPS LCD ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება Micro SD ბარათის მეშვეობით მაქსიმუმ 64GB მდე გაზრდის შესაძლებლობით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 5 Mega-Pixel კამერა რეზოლუციით 2592x1936 და 720P ვიდეო გადაღების ხარისხით , არ აქვს წინა კამერა ვიდეო ზარებისთვის , სმარტფონი აღჭურვილია 1 GHz Krait პროცესორით , Adreno 305 გრაფიკული ჩიპით და იგი დაფუძნებულია Qualcomm MSM8227 ჩიპსეტზე , მისი ბატარეის ტევადობაა Li-Ion 1430 mAh , მისი წონა კი შეადგენს 124 გრამს. 520 ის მომდევნო მოდელი Lumia 525 ფაქტობრივად მხოლოდ ერთი უპირატესობით გამოირჩევა წინა მოდელისგან , 525 ს გააჩნია 1GB ოპერატიული მეხსიერება ნაცვლად 512MB ისა , სხვა მხრივ კი ეს 2 სმარტფონი ერთი და იგივეა. მომდევნო მოდელია Nokia Lumia 620 , მას აქვს პრაქტიკულად იგივე მონაცემები რაც 520 ს , თუმცა მისგან განსხვავებით ეს მოდელი დაფუძნებულია ოდნავ ძლიერ Qualcomm Snapdragon S4 ჩიპსეტზე , მისი ზუსტი მონაცემები კი ასეთია : 480 x 800 გაფართოების მქონე 3.8 ინჩიანი TFT ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება , Micro SD ის მეშვეობით მაქსიმუმ 64GB მდე გაზრდის შესაძლებლობით , 512MB ოპერატიული მეხსიერება , 2592х1936 გაფართოების მქონე 5 Mega-Pixel უკანა კამერა 720P ვიდეო გადაღების ხარისხით, ორ ბირთვიანი 1 GHz Krait პროცესორი , Adreno 305 გრაფიკული ჩიპი , Li-Ion ტიპის 1300 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , მისი წონა 127 გრამია. მომხმარებელს საშუალება ექნება არჩევანი გააკეთოს Lumia 620 ის 6 სხვადასხვა ფერს შორის. Nokia ს მომდევნო მოდელ Lumia 625 ს, Lumia სერიის სმარტფონებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი 4.7 ინჩიანი IPS LCD ტიპის ეკრანი აქვს რეზოლუციით 480X800 , მსგავსად შედარებით დაბალფასიანი მოდელებისა ამ მოდელსაც აქვს მხოლოდ 512MB ოპერატიული მეხსიერება , შიდა მეხსიერების მოცულობა კი არის 8GB მაქსიმუმ 64GB გაზრდის საშუალებით Micro SD ბარათით. სმარტფონი აღჭურვილია უკანა 5MP იანი 2592х1936 LED განათების მქონე კამერით , ხოლო მისი წინა VGA კამერა არის სტანდარტული 1.3 MP იანი. Lumia 625 დაფუძნებულია Qualcomm MSM8930 Snapdragon ჩიპსეტზე , ამის შესაბამისად მას აქვს 1.2 GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიანი Krait პროცესორი და Adreno 305 გრაფიკული ჩიპი. სმარტფონს გააჩნია 2000 mah სიმძლავრის მქონე ბატარეა , მისი წონაა 159 გრამი. კიდევ ერთი მომხიბვლელი მოდელი Lumia ოჯახიდან გახლავთ Lumia 720 , ეს მოდელი აღჭურვილია : 4,3 ინჩიანი Corning Gorilla Glass 2 IPS LCD ეკრანით , წინა ორ მოდელის მსგავსად ამასაც აქვს 512MB ოპერატიული მეხსიერება და 8GB შიდა მაქსიმუმ 32GB მდე გაზრდის შესაძლებლობით , თუმცა 720 ს გააჩნია კამერა ორივე მხარეს , წინა კამერა არის 6,7 Mega-Pixel იანი , რეზოლუციით 22848 x 2144 ასევე აღჭურვილია Carl Zeiss optics, autofocus, LED flash ტექნოლოგიით , მეორე კამერა კი არის 1,3 Mega-Pixel იანი ( 720p@30fps ) , სმარტფონი წინა 2 მოდელის მსგავსად აღჭურვილია 1 GHz Krait პროცესორით და Adreno 305 გრაფიკული ამაჩქარებლით . მისი ბატარეის ტევადობაა 2000 mAh , წონა კი 128 გრამი. ახლა კი გადავიდეთ Lumia სერიის სხვა მოდელებზე , მომდევნოა Nokia Lumia 810 , რომელსაც აქვს: 480 x 800 გაფართოების მქონე 4.3 ინჩიანი AMOLED ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება , Micro SD ბარათის დამატებით 64GB , 1GB ოპერატიული მეხსიერება, 3264x2448 გაფართოების მქონე 8 Mega-Pixel უკანა 1080P ვიდეო გადაღებით და 1.2 Mega-Pixel წინა კამერა 720P ვიდეო გადაღებით, ორ ბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორი , Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , Li-Ion 1800 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , სმარტფონის წონა 145 გრამია. შემდეგი მოდელია Lumia 820 , რომელსაც აქვს : 480 x 800 გაფართოების მქონე 4.3 ინჩიანი AMOLED ეკრანი , 8GB შიდა მეხსიერება , 64GB Micro SD ბარათის მეშვეობით , 1GB ოპერატიული მეხსიერება , 3264x2448 გაფართოების მქონე 8 Mega-Pixel Carl Zeiss Tessar lens, F2.2 1080P უკანა და წინა VGA კამერა , ორბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორი , Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , Li-Ion 1650 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , მისი წონა 160 გრამია. მომდევნო მოდელია Lumia 822 ,რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ მობილურ ქსელ Verizon ის მომხმარებლებისთვის ( შესაბამისად საქართველოსთვის არა ! ) , აღნიშნული მოდელი ტექნიკური მახასიათებლით დიდად არ განსხვავდება Lumia 820 ისგან , მას იგის სჯობს მხოლოდ იმით ,რომ მას აქვს უფრო მეტი შიდა მეხსიერება - 16GB , უკეთესი წინა კამერა და უფრო დიდი ტევადობის მქონე ბატარეა - Li-Ion 1800 mAh , იგი ასევე უფრო მსუბუქია და მისი წონა 142 გრამია. მივადექით უკვე ერთ-ერთ საუკეთესო Windows Phone 8 მოწყობილობად აღიარებულ Nokia Lumia 920 ს ,რომელმაც თავისი შესაძლებლობებით ყველა გააოცა , მოდით ვნახოთ რა შეუძლია ამ სმარტფონს, მას აქვს: 768 x 1280 გაფართოების მქონე 4.5 ინჩიანი IPS TFT ტიპის ეკრანი ,რომელიც დაცულია Corning Gorilla Glass 2 - PureMotion HD+ ClearBlack ტექნოლოგიით ,რაც ასევე განაპირობებს მისი სენსორის ეფექტურობას.Lumia 920 ში არ თავსდება Micro SD ჩიპი ,თუმცა მას აქვს 32GB შიდა მეხსიერება , 1GB ოპერატიული მეხსიერება , 3264 x 2448 გაფართოების მქონე Carl Zeiss optics, optical image stabilization dual-LED flash 8 Mega-Pixel უკანა 1080P და წინა 1.3MP 720P კამერა , ისევე როგორც უმეტესობა Windows Phone 8 სმარტფონი ეს მოდელიც აღჭურვილია ორ ბირთვიანი 1.5 GHz Krait პროცესორით და Adreno 225 გრაფიკული ჩიპით , მას გააჩნია Li-Ion 2000 mAh ტევადობის მქონე ბატარეა , ყველაფერ ამასთან ერთად მისი წონა 185 გრამია ,რაც ყველაზე დიდია არსებულ Windows Phone 8 სმარტფონებთან ,თუმცა აღსანიშნავია მისი ეკრანის საკმაოდ დიდი ზომა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ Lumia 920 ის კამერას ,რომელიც ხარისხით აღემატება თანამედრო სმარტფონების უდიდეს ნაწილს ,მათ შორის Apple ს Iphone 5 ს ამას განაპირობებს PureView ტექნოლოგია ,რომელიც სრულიად ახალი Nokia ს სმარტოფნებში. Lumia 920 ის დატენვა შესაძლებელია დენის წყაროსთან მობილურის უშუალოდ შეერთების გარეშე , ტექნოლოგია Nokia wireless charging ით. ამ საკმაოდ მომხიბვლელი მოდელის შემდეგ Nokia მ წარადგინა კიდევ 2 ახალი მოდელი , რომელთა მთავარი ღირსებაც გაუმჯობესებული კამერაა, პირველი მათგანია საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილი Lumia 925 ,რომელსაც აქვს , შემდეგი მონაცემები : 4.5 ინჩიანი დისპლეი რეზოლუციით 768x1280 , ეკრანი დაცულია Corning Gorilla Glass 2 ტექნოლოგიით , რაც შეეხება სენსორს , გამოყენებულია კვლავ PureMotion HD+ ClearBlack display , სმარტფონს გააჩნია 16GB შიდა მეხსიერება , თუმცა არ ამატება SD ბარათი , აქვს 1GB ოპერატიული მეხსიერება , 2 ბირთვიანი 1.5GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი და როგორც მსგავი სიძლიერის WP 8 სმარტფონები ესეც დაფუძნებულია Qualcomm MSM8960 Snapdragon ჩიპსეტზე , რაც შეეხება გრაფიკულ ამაჩქარებელს , ამ მოდელშიც გამოყენებულია Adreno 225 , სმარტფონის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება კვლავ მისი კამერაა - 8 MP, 3264 x 2448 pixels, Carl Zeiss optics, autofocus, dual-LED flash , რომელიც აღჭურვილია PureView ტექნოლოგიით და 1080P ხაირისხით ვიდეო გადაღების უნარით , სმარტფონს გააჩნია წინა 1.3 მეგა-პიქსელიანი კმაერაც , ყველაფერ ამასთან ერთად მისი ბატარეის ტევადობაა 2000 mah , წონა კი 140 გრამი. სმარტფონს მსგავსად წინა მოდელისა აქვს უნიკალური Wireless charging ტექნოლოგია Nokia Lumia სერიის მომდევნო და ამ დროისთვის ბოლო მოდელია Lumia 928 ,რომელიც განკუთვნილი იქნება ამერიკული ბაზრისთვის , კერძოდ Verzion ის ქელის მომხმარებლებისთვის, ამ სმარტფონის მონაცემები პრაქტიკულად ანალოგიურია 925 მოდელისა , იმ განსხვავებით ,რომ ამ მოდელს აქვს 32GB შიდა მეხსიერება და ოდნავ განსხვავებული დიზაინი. მისი წონა 162 გრამი. მივადექით ამ დროისთვის არსებული Windows Phone 8 სმარტფონების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წარმოამდგენელს , ისევ და ისევ კომპანია Nokia ს Lumia სერიის სმარტფონს Lumia 1020 ს , რომლის მთავარი ღირსება გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ტოპ მოდელების სმაგვსად არის მისი 41 Mega-Pixel იანი Carl-Zeis ოპტიკური კამერა (38 MP effective, 7152 x 5368 pixels) , რომელსაც გააჩნია თანადროვე ფოტო კამერისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ფუნქცია , როგორიცაა სურათის ოპტიკური სტაბილიზატორი , ავტო-ფოკუსი , Nokia ს PureView ტექნოლოგია , Geo-tagging, Face detection, Dual capture, Panorama და რაც მთავარია მისი გადაღების ხარისხია 1080p@30fps - 4 მაგი ზუმის ფუნქციით , სმარტფონს ასევე გააჩნია წინა 1.2MP იანი 720P ხარისხის კამერა. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს : სმარტფონს აქვს 4.5 ინჩიანი AMOLED ტიპის ეკრანი Corning Gorilla Glass 3 დამცავით + PureMotion HD+ ClearBlack ტექნოლოგიით , ეკრანის რეზოლუცია კვლავ 768 x 1280 პიქსელია , ეს გახლავთ პირველი WP 8 სმარტფონი რომლის ოპერატიული მეხსიერების სიდიდე არის 2GB , მისი შიდა მეხსიერების მოცულობა კი შეადგენს 32/64 GB ს , მასში არ ტავსდება Micro SD ბარათი. სმარტფონში გამოყენებულია Dolby Digital Plus აუდიო სისტემა , იგი აღჭურვილია თანამადროვე სმარტფონისთვის შესაბამისი ყველა ფუნქციით. სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm MSM8960 Snapdragon ჩიპსეტზე ისევე როგორც სხვა Lumia სერიის Top მოდელები , ამის შესაბამისად მას აქვს ისევ და ისევ 2 ბირთვიანი 1.5 GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი , Adreno 225 გრაფიკული ჩიპი , მისი ბატარეის სიმძალვრეა 2000 mah , წონა კი 158 გრამი. ზემოთ განხილული სმარტფონების შემდეგ დროა ვიხილოთ Nokia ს ორი გრეთწოდებული ფაბლეტი , 6 ინჩიანი WP 8 სმარტფონები Lumia 1320 და 1520. Lumia 1320 ს გააჩნია 6 ინჩიანია IPC LCD ეკრანი რეზოლუციით 720X1280 პიქსელი და Corning Gorilla Glass 3 დამცავით , მისი შიდა მეხსიერებაა 8GB , Micro SD ბარათით 64GB მდე გაზრდის საშუალებით , ოპერატიული მეხსიერება 1GB , კამერა 5 მეგა-პიქსელიანი რეზოლუციით 2592х1944 პიქსელი , 1080P ვიდეო გადაღების საშუალებით , წინა კამერა კი სტანდარტული VGA. სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon S4 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს 2 ბირთვიანი 1.7 GHz სიხშირის მქონე პროცესორი და Adreno 305 გრაფიკული ჩიპი. სმარტფონს ასევე გააჩნია საკმაოდ მძლავრი 3400 mah ბატარეა , მისი წონა კი შეადგენს 220 გრამს. რაც შეეხება Lumia 1520 ს , ეს საკმად მძლავრი 6 ინჩიანი სმარტფონია , რომელსაც აქვს : Full HD 1080X1920 გაფართოების მქონე IPS LCD ეკრანი , 32GB შიდა მეხსიერება , ასევე დამატებით 64GB Micro SD ს მეშვეობით , 2GB ოპერატიული მეხსიერება , 20 მეგა-პიქსელიანი Carl Zeiss კამერა 1080P გადაღების საშუალებით , წინა 1.2 MP 720P კამერა . სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm MSM8974 Snapdragon 800 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას გააჩნია 4 ბირთვიანი 2.2 GHz სიხშირის მქონე Krait 400 პროცესორი და Adreno 330 გრაფიკული ჩიპი. მისი ბატარეის სიმძლავრეა 3400 mah , სმარტფონის წონა კი შეადგენს 210 გრამს. ზემოთ განხილული Lumia 928 ის მსგავსად Nokia მ გამოუშვა კიდევ ერთი სმარტფონი , რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ აშშ სთვის და კერძოდ Verizon ქსელის მომხმარებლებისთვის. ეს არის Lumia Icon , ერთადერთი WP 8 სმარტფონი , რომელსაც არ აქვს რიცხვითი დასახელება. მისი მონაცემები ასეთია : 5 ინჩიანი ეკრანი OLED ტექნოლოგით და Full HD 1080P ( 1920X1080 - 440 ppi ) რეზოლუციით , ასევე Gorilla Glass 3 დამცავით და ClearBlack, Sunlight readability ტექნოლოგიით. სმარტფონი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon 800 ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად ის აღჭურვილია 4 ბირთვიანი 2.2 GHz პროცესორითა და Adreno 330 გრაფიკული ჩიპით , სმარტფონის ოპერატიული მეხსიერების სიდიდეა 2GB , შიდა მეხსიერების კი 32GB ( დამატებით Micro SD ბარათი ) , რაც შეეხება კამერას , ამ მოდელს აქვს 20 MP PureView, ZEISS optics ტექნოლოგიის მქონე კამერა ორმაგი განათებითა და Full HD ვიდეოს გადაღების ფუნქციით , ასევე წინა 720P კამერა. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს , Lumia Icon ს აქვს Wireless Charging ტექნოლოგიის მქონე 2420 mah ტევადობის მქონე ბატარეა , Bluetooth 4.0 LE . მისი წონა კი შეადგენს 166 გრამს. Windows Phone 8 სისტემის მიმოხილვა HTC 8X ზე http://www.youtube.com/watch?v=8MGPpNI0mBk ეს გახლდათ დღეისათვის ბაზარზე არსებული Windows Phone 8 სმარტფონების მცირე მიმოხილვა , აღნiშნული მოწყობილობები სულ მალე გაეშვება კიდევ უფრი ფართო წარმოებაში და ვუმედოვნოთ ,რომ მიმხმარებელი სწორ არჩევანს გააკეთებს ,რადგან ეს მომავლის სისტემაა....
  2. 6 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე გიგანტმა კომპანია Microsoft-მა საზოგადოებას უამრავი ახალი და საინტერესო გაჯეტი წარუდგინა, ასევე სმარტფონებისთვის განკუთვნილი Windows 10 ახალ სმარტფონებთან ერთად. დღეს ჩვენი ყურადღება სწორედ კომპანიის სმარტფონების Lumia ხაზის 2 ახალი მოდელისკენ იქნება მიპყრობილი, Microsoft Lumia 950 და 950 XL. აღნიშნული სმარტფონების წარდგენამდე უამრავი ჭორი იწერებოდა მათი მონაცემების შესახებ, რაც საბოლოო ჯამში მართალიც აღმოჩნდა. Microsoft-მა საზოგადოებას 2 ფლაგმანური მოდელი წარუდგინა, Lumia 950 რომელსაც ექნება 5.2 ინჩიანი ეკრანი და მისი უფროსი ძმა XL ვერსია ძველი Lumia 1520 ის შემცვლელი, თუმცა ამჯერად 5.7 ინჩიანი ეკრანით. ორივე სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა მცირედი განსხვავებებით, დავიწყოთ Lumia 950 ით: ეკრანი: 5.2 ინჩიანი AMOLED ტიპის, QHD 2560x1440 გაფართოების მქონე (~564 ppi), რომელიც დაცულია Gorilla Glass 3 დამცავით, მისი სმარტფონის ტანთან შეფარდება 70.5 %-ია, მასში გამოყენებულია ClearBlack Display ტექნოლოგია, რაც შავი ფერის უმაღლეს გამოსახულებას უზრუნველყოფს. ჩიპსეტი: 6 ბირთვიანი Qualcomm MSM8992 Snapdragon 808, რომელის 2 ბირთვი მუშაობს Cortex-A57 პროცესორზე 1.82GHz სიხშირით, ხოლო 4 ბირთვი Cortex-A53 პროცესორზე 1.44 GHz სიხშირით. ჩიპსეტი ასევე მოიცავს Adreno 418 გრაფიკულ ამაჩქარებელს და LTE Cat 6 სტანდარტის ქსელის მხარდაჭერას. მეხსიერება: სმარტფონს აქვს 3GB ოპერატიული მეხსიერება, რაც შეეხება შიდა მეხსიერებას მისი მოცულობა 32GB არის, ასევე შესაძლებელია მასში მოთავსდეს დამატებით 200GB მოცულობის Micro SD ბარათი. კამერა: ეს კომპონენტი კვლავ რჩება Lumia სმარტფონების უმთავრეს იარაღად, ახალ Lumia 950 ში გამოყენებულია ყველასთვის ნაცნობი PureView ტექნოლოგიის მქონე 1.12 µm პიქსელის ზომის 20MP იანი სენსორი, ზომით 1/2.4" და Carl Zeiss ის ლინზა, რომლის სურათის გაფართოება შეადგენს 4992x3744 პიქსელს, მას გააჩნია პანორამული რეჟიმი, HDR, სამმაგი ფლეშ განათება, მე-5 თაობის ოპტიკური სტაბილიზაცია. მისი წინა 1080P კამერა სელფის მოყვარულთათვის საკმაოდ კარგია და 5MP ს შეადგენს. რაც შეეხება ვიდეო გადაღებას, მას შეუძლია 4K 2160P@30FPS ვიდეოს გადაღება. კომუნიკაცია: Microsoft ის ახალ სმარტფონებში გამოყენებულია ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, როგორიცაა: Wi-Fi 802.11 a/b/g/n/ac, A-GPS, Bluetooth 4.1, უკაბელო და სწრაფი დატენვა (30 წუთში 50% მდე) და რაც მთავარია უახლესი USB Type-C 1.0 მაერთებელი. ბატარეა და ზომა/წონა: ამ საკმაოდ მძლავრ სმარტფონს აქვს Li-Ion ტიპის 3000 mah სიმძლავრის მქონე ბატარეა, მისი გამოცვლა კი პრობლემა არ იქნება რადგან სმარტფონს უკანა ხუფი ეხსნება. მისი წონა 150 გრამია, სისქე კი 8.2 მმ. რაც შეეხება უფროს მოდელს, Lumia 950 XL-ს: ეკრანი: ამ კომპონენტში ეს სმარტფონი უმცროს მოდელზე დიდია და მას აქვს 5.7 ინჩიანი AMOLED ტიპის, QHD 2560x1440 გაფართოების მქონე (~518 ppi) ეკრანი, რომელიც დაცულია Gorilla Glass 4 დამცავით, მისი სმარტფონის ტანთან შეფარდება 74.3 %-ია, მასშიც გამოყენებულია ClearBlack Display ტექნოლოგია. ჩიპსეტი: 8 ბირთვიანი Qualcomm MSM8994 Snapdragon 810, რომელის 4 ბირთვი მუშაობს Cortex-A53 პროცესორზე 1.5 GHz სიხშირით, ხოლო მეორე 4 ბირთვი Cortex-A57 პროცესორზე 2.0 GHz სიხშირით. ჩიპსეტი ასევე მოიცავს Adreno 430 გრაფიკულ ამაჩქარებელს და LTE Cat 6 სტანდარტის ქსელის მხარდაჭერას. მეხსიერება: XL ვერსიასაც აქვს 3GB ოპერატიული მეხსიერება, რაც შეეხება შიდა მეხსიერებას მისი მოცულობა 32GB არის, ასევე შესაძლებელია მასში მოთავსდეს დამატებით 200GB მოცულობის Micro SD ბარათი. კამერა: ამ კომპონენტში სხვაობა არაა და XL მოდელსაც ანალოგიური კამერის სენსორი გააჩნია. კომუნიკაცია: ანალოგიურად კამერისა ამ მხრივაც ერთია ორივე მოდელი. ბატარეა და ზომა/წონა: ამ საკმაოდ მძლავრ სმარტფონს აქვს Li-Ion ტიპის 3340 mah სიმძლავრის მქონე ბატარეა, რომლის გამოცვლა არც ამ მოდელშია პრობლემა. სმარტფონის წონა 165 გრამია, სისქე კი 8.1 მმ. ზემოთ წარმოდგენილი ორივე სმარტფონი მუშაობს Microsoft ის უახლეს Windows 10 ოპერაციულ სისტემაზე, რომელიც მაქსიმალურად არის ადაპტირებული დესკტოპ გაჯეტებთან. ახალ სმარტფონებში კომპანიამ კვლავ გამოიყენა საფირმო PureView კამერის ტექნოლოგია, უკვე ინოვაციური USB Type-C 1.0 პორტი და წყლის გაგრილების სისტემა. რაც შეეხება ფასებს: Lumia 950 ის გასაყიდი ფასი 649, ხოლო XL ვერსიის ფასი 749 ამერიკული დოლარი იქნება. ამასთანავე გამოვა მათი 2 სიმბარათიანი ვერსიებიც. ეს კი ვიდეო მიმოხილვა:
  3. კომპანია Nokia-მ წარადგინა ახალი სმარტფონი Lumia 525 რომელიც პოპულარული სმარტფონის Lumia 520-ს მემკვიდრეა. როგორც მისი წინამორბედი, ახალი სმარტფონი აღჭურვილია 4-დუიმიანი სენსორული ეკრანით რომლის რეზოლუციაც შეადგენს 480x800 პიქსელს, ორბირთვიანი Qualcomm Snapdragon S4 პროცესორით რომლის სიხშირეც შეადგენს 1 GHz-ს, 5 მეგაპიქსელიანი კამერა და 8 GB ინტეგრირებული ფლეშ მეხსიერება რომელის ზომაც შესაძლოა გაიზარდოს microSD ბარათის მეშვეობით. წინამორბედთან განსხვავებით ოპერატიული მეხსიერება გაორმაგებულია და შეადგენს 1 GB-ს Lumia 525 სმარტფონს ასევე გააჩნია Wi-Fi (IEEE 802.11 b / g / n) და Bluetooth 4.0, ნავიგაციის სისტემა GPS / GLONASS, სტანდარტული 3.5 მმ-იანი აუდიო ჯეკი, microUSB პორტი. 1430 mAh ტევადობის ბატარეა, და იგი თავსებადია შემდეგ მობილურ ქსელებთან WCDMA 900/2100 MHz and GSM 850/900/1800/1900 MHz. ახალი სმარტფონი მუშაობს Windows Phone 8 ოპერაციულ სისტემაზე და მასზე დაყენებულია Nokia-ს ტრადიციული აპლიკაციები, Lumia 525-ის გაყიდვები დაიწყება დეკემბერში და მისი სავარაუდო ფასი შეადგენს 180 დოლარს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.