ხალხნო და ჯამაათნო
კაი ხანი მეგდო Coollaboratory Liquid Pro თერმოპასტა, მაგრამ აქამდე არ მიცდია წასმა, ძველ პასტაზეც კაი ტემპერატურები ქონდა.
დღეს საექსპერიმენტოდ ვცადე პასტის წასმა Core 2 Duo E8500 @ 4.3Ghz-ზე, გავაკეთე ისე როგორც ვიდეოშია მაგრამ შედეგი ესეთი გამომივიდა:
Idle temps : 28-33
AIDA64 CPU Stress: 55*C
AIDA64 FPU Stress: OVER 80*C!!!
როცა იგივე სიხშირეებზე და ძაბვებზე Prolimatech PK-3-ზე იყო შედეგები:
Idle temps : 33-35
AIDA64 CPU Stress: არ მიცდია
AIDA64 FPU Stress: 60-65*C
ვცადე waterblock-ის გაწევ-გამოწევა, აქეთ-იქით მეტ-ნაკლებად მოჭერა მოშვება მარა შედეგი არ იცვლება.
ვინმეს ხომ არ გქონიათ შეხება თხევადი მეტალის პასტებთან რომ დამეხმაროთ?