Search the Community
Showing results for tags 'lga2066'.
-
კომპანია Intel კვლავ განაგრძობს წინსვლას, სულ ცოტა ხნის წინ გამოფენა Computex 2017-ზე კომპანიამ დააანონსა მიკროპროცესორების ახალი X სერია, რომელიც ენთუზიასტებზე იქნება გათვლილი, ეს მოიცავს ახალ არქიტექტურა Kabylake-X და Skylake-X-ს , რომელთან ერთადაც ვიხილავთ სოკეტ LGA 2066-სა და X299 ჩიპსეტის მქონე დედა დაფებს. X299 ჩიპსეტზე თავსებადი იქნება 4, 6, 8, 10, 12, 14, 16 და 18 ბირთვიანი პროცესორები, თუმცა აღსანიშნავია, რომ Kabylake-X 2017 არქიტექტურაზე დაფუძნებული იქნება მხოლოდ 4 ბირთვიანი Core i5 სერიის პროცესორები, რომელთაც შეეძლებათ იმუშაონ 2 არხიან DDR4 2666 MHz ოპერატიული მეხსირების მოდულებთან ერთად, ხოლო Skylake-X 2017 არქიტექტურაზე ვიხილავთ უფრო მაღალი სერიის Core i7 და ახლა უკვე Core i9 სერიის პროცესორებსაც, რომელთა შორისაც იქნება აქამდე არნახული სიმძლავრის მქონე 16 ბირთვიანი მოდელებიც კი, ისინი იმუშავებენ 4 არხიან DDR4 2666 MHz მოდულებთან, თითოეულ მათგანს (გარდა i5-ებისა) ექნება Hyper Threating ტექნოლოგია, რაც როგორც ვიცით ითვალისწინებს თითოეული ბირთვის 2 ნაკადად მუშაობას. ეს პირველ ჯერზე ხელმისაწვდომი პროცესორების სერია ამ ეტაპზე უძლიერესი პროცესორი მცირე ინფორმაცია ახალ ჩიპსეტზე: კომპანია Asus-ის მხრიდან კი წარმოდგენილი იყო X299 დედა დაფების ახალი მოდელები