Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'iphone'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 8 results

  1. ...მე Microsoft Lumia 640 მქონდა, დიდი ხანი საკმაოდ და, როცა უკვე ნათელი გახდა, რომ MS ამ სისტემას კლავდა, ახალ სმარტფონზე დავიწყე ფიქრი. ან iPhone უნდა მეყიდა, ან Google Pixel (განახლებების გამო). Pixel 2 საშინლად არ მომეწონა, ამიტომ ვაშლი გავსინჯე და... მომეწონა. ახლა ორივე მხარეს ვცხოვრობ - სმარტფონებში Apple-ის მხარეს, დანარჩენ მოწყობილობებში - Microsoft-ის მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი iPhone 6-ის მერე დიდად არ შეცვლილა, Apple-ის დიდი უპირატესობა მისი პროცესორი და გრაფიკული ადაპტერია, რომელიც დღესაც ბაზარზე უკონკურენტოა. iPhone 7-თან შედარებით სიახლეები ბევრი არაა, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი: ახალი პროცესორი - Apple A11 Bionic, რომელსაც ერთდროულად 6-ვე ბირთვის გამოყენება შეუძლია; ახალი Apple-ის მიერ დამზადებული 3-ბირთვიანი გრაფიკული ადაპტერი; ახალი ეკრანები - მიუხედავად იგივე გარჩევადობისა, ეკრანები განახლებულია და უკეთესი. + გაჩნდა TrueTone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ეკრანის განათებას გარემოს უხამებს (და ძალიან კარგია თვალებისთვის, მინდა აღვნიშნო); ახალი OLED ეკრანი აქვს iPhone X-ს; წონა - მინის ზურგის გამო ახალი სმარტფონები ოდნავ მძიმეა და ხელშიც უკეთ ზის. თუმცა მისი დაზიანება საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება; ბატარეა - ზომები შემცირდა, თუმცა ტესტები აჩვენებს, რომ ახალი ჰარდვეარის გამო 8-ები უფრო მეტხანს ძლებენ, ვიდრე 7-ები (მე პირადად 8 მიძლებს ნორმალური გამოყენებისას 1.5-2 დღე თითქმის, რასაც Lumia 640-ზე ვერ ვახერხებდი, 1 დღე ძლივს მყოფნიდა); უმავთულო დატენვა - Qi ტექნოლოგიით (გასაკვირია ხომ Apple-ისგან, არსებული ტექნოლოგია რომ გამოიყენეს?) ახალი კამერის მოდულები მინიმალური სტორიჯის მოცულობა გაიზრდა 64 გბ-მდე და გაუქმდა 128 გბ-იანი მოდელი Bluetooth 5.0 ახალი პროცესორი და გრაფიკული ადაპტერი საშუალებას იძლევა სმარტფონები გამოყენებული იქნას AR/VR გარემოსთვის განსაკუთრებული სიახლე ვიზუალური კუთხით ახალი iPhone X-ია (10 და არა "იქსი". ჰო, Windows 10-დან მოიპარეს იდეა, 9 ორივემ გამოტოვა), რომელსაც ჩარჩოები აღარ აქვს და Touch ID-ს ნაცვლად იყენებს Face ID-ს, სახის ამოცნობის ტექნოლოგიას (Windows Hello-ს ანალოგი). Apple iPhone iPhone 7 iPhone 7 Plus iPhone 8 iPhone 8 Plus iPhone X SoC Apple A10 Fusion 2 x 2.3 GHz Hurricane 2 x little cores Apple A11 Bionic 2 x High-Perf 4 x High Efficiency GPU 6 Core PowerVR GPU 3-Core Apple Custom Display 4.7-inch 1334 x 750 IPS LCD DCI-P3 5.5-inch 1920 x 1080 IPS LCD DCI-P3 4.7-inch 1334 x 750 IPS LCD DCI-P3 5.5-inch 1920 x 1080 IPS LCD DCI-P3 5.8-inch 2436x1125 OLED DCI-P3 Size / Mass 138.3 x 67.1 x 7.1 mm 138 grams 158.2 x 77.9 x 7.3 mm 188 grams 138.4 x 67.3 x 7.3 mm 148 grams 158.4 x 78.1 x 7.5 mm 202 grams 143.6 x 70.9 x 7.7mm 174 grams Battery 1960 mAh (7.55Whr) 2900 mAh (11.17Whr) 1821 mAh 2691 mAh 2716 mAh Wireless Charging - - Qi Qi Qi Rear Cameras 12 MP f/1.8, OIS Wide Color Gamut Quad LED True Tone Flash 12 MP, f/1.8, OIS Wide Color Gamut Quad LED True Tone Flash - 12MP ƒ/2.8 Telephoto,2x Optical Portrait Mode - 12 MP f/2.8 Telephoto, 2x Optical Portrait Mode, Portrait Lighting 12 MP f/2.4 Telephoto, OIS 2x Optical Portrait Mode, Portrait Lighting Front Camera 7MP ƒ/2.2 Wide Gamut Retina Flash 7MP ƒ/2.2Wide GamutRetina Flash 7MP f/2.2 Wide Gamut Retina Flash Portrait Mode, Portrait Lighting Storage 32 / 128 / 256 GB 64 / 256 GB I/O Apple Lightning connector Apple Lightning connector WiFi 2.4 / 5GHz 2T2R 802.11a/b/g/n/ac, NFC BlueTooth 4.2 2.4 / 5GHz 2T2R 802.11a/b/g/n/ac, NFCBlueTooth 5.0 Launch Price 32 GB: $649 128 GB: $749 256 GB: $849 32 GB: $769 128 GB: $869 256 GB: $969 64 GB: $699 256 GB: $849 64 GB: $799 256 GB: $949 64 GB: $999 256 GB: $1149 აღსანიშნავია, რომ Face ID-ს ჯერჯერობით პრობლემები აქვს ტყუპებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ტესტში (Mashable) ტყუპებმა მოახერხეს Face ID-ს მოტყუება და სისტემაში შესვლა (ვიდეო ქვემოთ). შედარებისთვის, Windows Hello-ზე მსგავსი პრობლემა აღმოჩენილი არ არის. საინტერესოა ამ ორი ტექნოლოგიის შედარება ერთსა და იმავე ტყუპებზე, რადგან თუ Apple-მა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევა იქნება უსაფრთხოების კუთხით. სპეციფიკაციები iPhone 8 iPhone 8 Plus iPhone X რევიუები iPhone 8 - GSMArena iPhone 8 Plus - GSMArena iPhone X - GSMArena Hands On, The Verge პრობლემები პრობლემების გარეშე როგორ შეიძლება აბა ჩემს iPhone 8-ზე ყველაზე დიდი პრობლემა რაც მაქვს - ძალიან ხშირად Wi-Fi-ზე როცაა ტელეფონი მიერთებული, ვერ ვიწერ/ვანახლებ აპლიკაციებს. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ჯერ კიდევ დაუფიქსავია. ნუ, ფაილების სინქრონიზაციისთვის iTunes-ის გამოყენება, ოვერფრაისდ აქსესუარები და ა.შ. რომ შემაწუხებელია, ვიცი და ვეგუები
  2. ბევრისთვის საყვარელმა კომპანია Apple-მ ტრადიცია არც წელს დაარღვია და 7 სექტემბერს კალიფორნიაში,კუპერტინოში გამართულ ღონისძიებაზე თავისი საფირმო სმარტფონ iPhone-ის 2 ახალი მოდელი iPhone 7 და iPhone 7 Plus წარმოადგინა. მოლოდინი ყოველ წელს საკმაოდ დიდია ამ სმარტფონების მიმართ, Apple-ც მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ინოვაცია შეთავაზოს, თუმცა ბოლო წლებში მათ ეს ნაკლებად გამოსდით, მიუხედავად ამისა კომპანიის სმარტფონები გაყიდებით ჩვეულ მაღალ პოზიციებს იკავებენ. მაშ ასე განვიხილოთ უახლესი iPhone 7 და მისი უფროსი ძმა 7 Plus. როგორც ფოტოზე ვხედავთ ახალი აიფონების დიზაინში მკვეთრი ცვლილებები არაა, ისინი კვლავ 7000 სერიის ალუმინისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია 2 ახალი ფერი, რომელსაც ყველა დიდხანს ელოდა,Black და Jet Black (მინის ზედაპირით), რამაც უნდა ვაღიაროთ რომ სმარტფონები უფრო ლამაზი გახადა. ალბათ შემჩნევდით რომ მის ქვედა მხარეს არ გვხდება 3.5 მმ.-იანი აუდიო ჯეკი, რომლის ფუნქციაც Apple Lightning პორტმა იტვირთა, თუმცა ეს ერთგვარ პრბლემასაც ქმნის მათთვის ვისაც უნდა ერდროულად მოუსმინოს მუსიკას და დატენოს სმარტფონი, უფრო სწორად ეს დამატებითი ხარჯია ადაპტერისთვის, რომელიც ამის საშუალებას იძლევა Lightning Audio + Charge . სამაგიეროდ კი ახალი აიფონებს Stereo სპიკერები აქვს.სიახლე შეეხო Home ღილაკსაც, რომელიც სრულიად გაერთიანებულია კორპუსთან ანუ მთლიანად სენსორულია. გარდა ამისა სურათზე ნათლად ჩანს iPhone 7 Plus ის 2 ლინზიანი კამერა რომელსაც ქვემოთ უფრო ფართოდ შევეხებით. ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე კი გახლვათ ის, რომ ახალ აიფონებს გააჩნიათ IP-67 სერთიფიკატი, რაც მათ ანიჭებს წყლის და მტვრის მიმართ "იმუნიტეტს". Apple-მ ორივე მოდელში დატოვა Retina IPS LCD ტიპის ეკრანი, იმავე 4.7" 750x1334 - 326ppi (7 ისთვის) და 5.5" 1920x1080 - 401ppi (7+ ისთვის), რაც გასულ წლებში, თუმცა ახალი თაობის ეკრანი 25% ით უფრო ნათელია ვიდრე წინა წლის მოდელებში იყო გამოყენებული (625 cd/m2) და რა თქმა უნდა უცვლელია 3D Touch ტექნოლოგია. Apple-ს ორივე ფლაგმანში გამოყენებულია ახალი 16nm.-იანი 64-ბიტიანი A10 Fusion ჩიპსეტი M10 Motion Coprocessor-თან ერთად, რომელიც წინასწარი ტესტების საფუძველზე სიმძლავრით აღემატება Qualcomm Snapdragon 820-სა და Exynos 8890-ს,წინა თაობის A9 ჩპზე კი 40% ით სწრაფია. Apple ს განცხადებით ეს არის მსოფლიოში ამ დროისთვის ყველაზე სწრაფი ჩიპი, რომელიც მოიცავს 4 ბირთვიან პროცესორს, საიდანაც 2 ბირთვის სიხშირეა 2.23 GHz, ხოლო მეორე 2 ის უფრო ნაკლები ენერგომოხმარების შესამცირებლად, ასევე 6 ბირთვიან გრაფიკულ ადაპტერს. iPhone 7 ს აქვს 2GB, ხოლო უფროს ძმას 7+ ს 3GB LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, გარდა ამისა მათი მინიმალური შიდა მეხსიერება ახლა უვე 32GB დან იწყება, მოხმარებელს კი აქვს საშუალება შეიძინოს 128 ან 256GB მეხსიერების მქონე აიფონიც. ახალი მოდელებში საკმაოდ გაუმჯობესებულია LTE ინტერნეტი და მისი მოდული, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 450 mbps მდეა. კამერა ყოველთვს იყო ამ სმარტფონების მთავარი უპირატესობა, სწორედ ამიტომ წელს ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ორივე მოდელში მთავარ კამერად მოთავსებულია 12MP f/1.8 დიაფრაგმის მქონე 28მმ.-იანი ფართეკუთხოვანი კამერის მოდული: 4K ვიდეოს გადაღების,ოპტიკური სტაბილიზაციის, 4 მაგი LED განათების, პანორამის, HDR ფუნქციით, ხოლო უფროს მოდელში კომპანიამ გამოიყენა ორმაგი 12MP კამერა, მეორე მათგანი არის 56mm. Telephoto ლინზა, რომლითაც შესაძლებელია რეალური 2 ჯერადი ოპტიკური და 10 ჯერადი ცუფრული ზუმით სურათის გადაღება. გარდა ამისა ფერების სიღრმის რეგულირებისთვის გამოყენებულია ახალი პროგრამული უზრუნველყოფა iOS 10 თან ერთად. რაც შეეხება წინა კამერას, ის გაიზარდა 7MP f/2.2 მდე FHD ვიდეოს გადაღების ფუნქციით. აკუმლატორი ყოველთვის იყო აიფონების ერთ-ერთი სუსტი წერტილი, კომპანია არც ამ მოდელებში შემოგვთავაზა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა აკუმლატორის ხანგრლივობით 7 და 7+ აქამდე არსებულ მოდელებზე ყველაზე მძლავრია. iPhone 7 ის აკუმლატორის ტევადობა 1960, ხოლო 'უფროსი ძმის" 2900 mah-ს შეადგენს. ცოტა რამ iOS 10-ზე. რაც შეეხება ფასებს და წინა მოდელებს. Apple-მ გადაწყვიტა, რომ გაყიდვაში დატოვოს მხოლოდ: iPhone SE 16 და 64GB ვერსია, ასევე iPhone 6s და 6s Plus ახლა უკვე 32 და 128GB მეხსიერებით და თანაც 100 დოლარით იაფად.(იგივე ცვლილებებ შეეხო iPad ებს.) რაც შეეხება ახალ მოდელებს ფასები ასეთია: თუმცა აღსანიშნავია, რომ Jet Black ფერი გაიყიდება მხოლოდ 128 და 256GB ვერსიებად, უფრო მოგვიანებით ვიდრე სტანდარტული ფერები. სმარტფონების გაყიდვები ოფიციალურად 16 სექტემბრიდან დაიწყება. გარდა ახალი სმარტფონებისა Apple ს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საინტერესო აქსესუარი, როგორიცაა: ახალი უკაბელო ყურსასმენი Airpods, რომლის ცალკე ღირებლება 159$-ს შეადგენს და სმარტ საათის მეორე სერია, რომელის ფასიც იწყება 369$-დან ახლა უკვე წყალგამძლე და უფრო მლავრია. ეს კი ოფიციალური ვიდეო რგოლი ახალი აიფონებზე.
  3. გილოცავთ შობას და ახალ წელს, ერთი რამე მაინტერესებს რა ბიძაშვილითვის მინდა გამოვიწერო აიფონი მარა ვერ ვერკვევი კარგად და იქნებ გამარკვიოთ რომელი ჯობია აქედან და ამაზონის იფონები ხო ახლებია ან რამე დეფექტი ხო არ აქვთ?http://www.amazon.com/Apple-iPhone-Verizon...B+Black+Verizonhttp://www.amazon.com/Apple-iPhone-Verizon...B+Black+Verizonhttp://www.ebay.com/itm/221954917312და რაღაცა კარტები არ თავსდებაო (NOTE: This product does not have a SIM card slot.) და იქნებ ეგეც ამიხსნათ
  4. მოკლედ მაქვს შემდეგი მოდელების ეკრანის დამცავები: Iphone 4 - 3 ცალი წყვილად ეკრანისთვის და უკანა პანელისთვის. Iphone 5 - 3 ცალი Samsung Galaxy Grand 1 ცალი Sony Xperia C - 2 ცალი Sony Xperia S - 3 ცალი თითოს ფასი 3 ლარი
  5. ისევ მომიწია ეს ბინძური საქმიანობა ... სისტემამკვდარი iPhone 3GS-ით მომადგნენ, ხოდა ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე ჩამოვწერ ახლა რა გავაკეთე და როგორ. ნუ jailbroken iPhone იყო, დაჟე iPad-ის ბეიზბენდი ეყენა მგონია + SHSH არ იყო შენახული... რადგან 4.1 მივაწოდე, დაყენდა და არ ჩაიტვირთა სისტემა. არ მოვყვები ახლა რა ვცადე და როგორ ვცადე გადავალ პირდაპირ საქმეზე. მოკლედ და კონკრეტულად რომ იყოს ყველაფერი დასაწყისში მოვათავსებ საჭირო ფაილებს ლინკებითურთ ნუ აიტუნსის ლინკს არ დავდებ :დ iFaith 1.5.6 - გადმოწერაIPSW 5.1.1 iPhone 3GS - გადმოწერაiReb R7 - გადმოწერაP.S. შეიძლება ვინმეს გამოადგეს IPSW-ების ნაკრები iPhone-ებისათვის > ლინკი //აქვე დავამატებ - ვწერ იმას რაც პირადად გავაკეთე, ჩემთან იმუშავა და თქვენთან თუ რაიმე გაფუჭდება არ ვარ პასუხისმგებელი. სტარტი: დივაისი(iPhone) გადავიყვანოთ Recovery Mode-ში, ჩავრთოთ iTunes და გავაკეთოთ რესთორი. 6.1.3 დაყენდება (26.04.2013 პოსტის დაწერის თარიღი). დაახლოებით 20-25 წუთი დაჭირდა ალბათ ან ნაკლები.შეაერთეთ დივაისი, ამოვაარქივოთ iFaith 1.5.6 და გავუშვათ ადმინისტრატორის უფლებებით (Run As Administrator). iFaith თვითონვე მიხვდება მოდელს და შემოგთავაზებთ SHSH Blobs-ის გადმოწერას, დაეთანხმეთ და აირჩიეთ თქვენთვის მისაღები SHSH, ეს გზამკვლევი დაწერილია 5.1.1-ის გამოყენებით, ასე რომ გადმოვწეროთ 5.1.1. რადგან ISPW-ც 5.1.1 გვაქვს. დავბრუნდეთ მთავარ მენიუში (Main Menu) და ვირჩევთ - 'Build *signed* IPSW w/', შემდეგ 'Browse for SHSH Blobs” აქ ვუთითებთ ჩვენ მიერ გადმოწერილ SHSH Blobs-ს სახელად "0000005CA610550F_5.1.1-9B206_cydia.shsh" - Next ვუთითებთ IPSW-ს 'Browse for an IPSW', რომელიც ალბათ უკვე გადმოწერილი გაქვთ (ლინკი დასაწყისში დავდე) თუ არადა შეუძლია ავტომატურად გადმოწეროს ღილაკით 'Download it for me'. უკვე მითითებული ან გადმოწერილი გვაქვს IPSW, ვკლიკავთ ღილაკზე Build და დაიწყება პროცესი, რომელსაც ბოლომდე უნდა დაველოდოთ რომ მორჩება გავთიშოთ ტელეფონი(კომპთან მიერთებული უნდა იყოს) და ადმიონისტრატორის უფლებებით გავუშვათ iReb r7, გავამზადოთ ტელეფონი, პროგრამაში ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მოდელი - ამ შემთხვევაში iPhone 3GS და მივყვეთ ინსტრუქციას - 5 წამი მომზადება ტელეფონის ასაღებად, შემდეგ 10 წამი Home და Power ღილაკებით ერთდროულად დაჭერა, 10 წამის შემდეგ ვუშვებთ Power ღილაკს, ისევ გვიჭირავს Home, სულ რაღაც 22 წამზე გაეშვება Exploit, გამოვა საბოლოოდ ასეთი ფანჯარა და გავთიშავთ პროგრამას. საბოლოო ეტაპი(!) - ვრთავთ iTunes-ს (აუცილებელია მე-10 ან უფრო მაღალი ვერსია) მიხვდება Recovery Mode-შიაო. კლავიატურაზე ვაწვებით ღილაკს SHIFT და iTunes-ში 'Restore iPhone', ვუთითებთ iReb r7-ის შექმნილ iPSW-ს((!)არ შეგეშალოთ ორიგინალში, თავდაპირველად გადმოწერილ ვერსიაში), ჩემთან ასეთი სახელი ერქვა - '0000005CA610550F_iFaith_iPhone_3GS-5.1.1_(9B206)_signed'გადაიტვირთება თქვენი აიტელეფონი და დაიწყება არც ისე მოკლე პროცესი, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ ჯეილბრეიკი თქვენვის მომინდია. მაგის დაწერის დრო არ მაქვს How to Jailbreak - Click © ANuB1S
  6. ე.ი. მეგობრებო დროა ჩემი მტერი შევიცნო 4გ უნდა ვიყიდო.მაინტერესებს რა გავითვალიწინო მისი ყიდვისას,ნუ AT&Tზე თუ იქნება სიმ ფრის უპრობლემოდ გავხდი ეგ გასაგებია,სხვა? სხვა ოპერატურზე თუ იქნება მაშინ როგორ მოვიქცე,ვიყიდო?
  7. gamarjobat,vezebe da ver vipove ios shesaxeb da iphones shesaxeb tema, minda kvelam visaubrot jailbreack ze axali update ze flush player ze da gauziarot ertmanets gamocdileba mec maq bevri kitxvebi da darcmunebuli var bevrs gamoadgeba es tema davickot imit rogor sheizleba davakenot flush playeri gasatexia ro apple eseti seriozuli pirmaa da kvela telepona ajoba flush player it marto amas araaq da chalichi unda didi dakenebas da jailbreack i aris sajiro me ise ar gamigia ,axali mibmuli jaili kide ar gamosula da es axali 6.0.1 IOS ze tu aris rame normaluri rogor gavtexot rogor davakenot da mokled kvelaperi IOS shesaxeb davcerot aq,madlobt cinascar es bevrs daexmareba
  8. სალამი ხალხნო მოგესხენებათ ვაშლის გაგებაში არ ვარ და პატარა კითხვა მაქვს თქვენთან ნაცნობს აქვს iphone 3gs ,არ ვიცი აქ რითი ამუშავებს და უთხრეს ,რომ შესაძლებელია გარკვეული თანხი გადახდით გახადოს სიმ ფრი.(1-2 დღიანი პროცესიაო) აქ 100 ლარს ითხოვენ მაგის გაკეთებაში და არის რაიმე საშუალება უფრო იაფად რომ გავაკეთო?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.