Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ios10'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. ბევრისთვის საყვარელმა კომპანია Apple-მ ტრადიცია არც წელს დაარღვია და 7 სექტემბერს კალიფორნიაში,კუპერტინოში გამართულ ღონისძიებაზე თავისი საფირმო სმარტფონ iPhone-ის 2 ახალი მოდელი iPhone 7 და iPhone 7 Plus წარმოადგინა. მოლოდინი ყოველ წელს საკმაოდ დიდია ამ სმარტფონების მიმართ, Apple-ც მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ინოვაცია შეთავაზოს, თუმცა ბოლო წლებში მათ ეს ნაკლებად გამოსდით, მიუხედავად ამისა კომპანიის სმარტფონები გაყიდებით ჩვეულ მაღალ პოზიციებს იკავებენ. მაშ ასე განვიხილოთ უახლესი iPhone 7 და მისი უფროსი ძმა 7 Plus. როგორც ფოტოზე ვხედავთ ახალი აიფონების დიზაინში მკვეთრი ცვლილებები არაა, ისინი კვლავ 7000 სერიის ალუმინისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია 2 ახალი ფერი, რომელსაც ყველა დიდხანს ელოდა,Black და Jet Black (მინის ზედაპირით), რამაც უნდა ვაღიაროთ რომ სმარტფონები უფრო ლამაზი გახადა. ალბათ შემჩნევდით რომ მის ქვედა მხარეს არ გვხდება 3.5 მმ.-იანი აუდიო ჯეკი, რომლის ფუნქციაც Apple Lightning პორტმა იტვირთა, თუმცა ეს ერთგვარ პრბლემასაც ქმნის მათთვის ვისაც უნდა ერდროულად მოუსმინოს მუსიკას და დატენოს სმარტფონი, უფრო სწორად ეს დამატებითი ხარჯია ადაპტერისთვის, რომელიც ამის საშუალებას იძლევა Lightning Audio + Charge . სამაგიეროდ კი ახალი აიფონებს Stereo სპიკერები აქვს.სიახლე შეეხო Home ღილაკსაც, რომელიც სრულიად გაერთიანებულია კორპუსთან ანუ მთლიანად სენსორულია. გარდა ამისა სურათზე ნათლად ჩანს iPhone 7 Plus ის 2 ლინზიანი კამერა რომელსაც ქვემოთ უფრო ფართოდ შევეხებით. ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე კი გახლვათ ის, რომ ახალ აიფონებს გააჩნიათ IP-67 სერთიფიკატი, რაც მათ ანიჭებს წყლის და მტვრის მიმართ "იმუნიტეტს". Apple-მ ორივე მოდელში დატოვა Retina IPS LCD ტიპის ეკრანი, იმავე 4.7" 750x1334 - 326ppi (7 ისთვის) და 5.5" 1920x1080 - 401ppi (7+ ისთვის), რაც გასულ წლებში, თუმცა ახალი თაობის ეკრანი 25% ით უფრო ნათელია ვიდრე წინა წლის მოდელებში იყო გამოყენებული (625 cd/m2) და რა თქმა უნდა უცვლელია 3D Touch ტექნოლოგია. Apple-ს ორივე ფლაგმანში გამოყენებულია ახალი 16nm.-იანი 64-ბიტიანი A10 Fusion ჩიპსეტი M10 Motion Coprocessor-თან ერთად, რომელიც წინასწარი ტესტების საფუძველზე სიმძლავრით აღემატება Qualcomm Snapdragon 820-სა და Exynos 8890-ს,წინა თაობის A9 ჩპზე კი 40% ით სწრაფია. Apple ს განცხადებით ეს არის მსოფლიოში ამ დროისთვის ყველაზე სწრაფი ჩიპი, რომელიც მოიცავს 4 ბირთვიან პროცესორს, საიდანაც 2 ბირთვის სიხშირეა 2.23 GHz, ხოლო მეორე 2 ის უფრო ნაკლები ენერგომოხმარების შესამცირებლად, ასევე 6 ბირთვიან გრაფიკულ ადაპტერს. iPhone 7 ს აქვს 2GB, ხოლო უფროს ძმას 7+ ს 3GB LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, გარდა ამისა მათი მინიმალური შიდა მეხსიერება ახლა უვე 32GB დან იწყება, მოხმარებელს კი აქვს საშუალება შეიძინოს 128 ან 256GB მეხსიერების მქონე აიფონიც. ახალი მოდელებში საკმაოდ გაუმჯობესებულია LTE ინტერნეტი და მისი მოდული, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 450 mbps მდეა. კამერა ყოველთვს იყო ამ სმარტფონების მთავარი უპირატესობა, სწორედ ამიტომ წელს ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ორივე მოდელში მთავარ კამერად მოთავსებულია 12MP f/1.8 დიაფრაგმის მქონე 28მმ.-იანი ფართეკუთხოვანი კამერის მოდული: 4K ვიდეოს გადაღების,ოპტიკური სტაბილიზაციის, 4 მაგი LED განათების, პანორამის, HDR ფუნქციით, ხოლო უფროს მოდელში კომპანიამ გამოიყენა ორმაგი 12MP კამერა, მეორე მათგანი არის 56mm. Telephoto ლინზა, რომლითაც შესაძლებელია რეალური 2 ჯერადი ოპტიკური და 10 ჯერადი ცუფრული ზუმით სურათის გადაღება. გარდა ამისა ფერების სიღრმის რეგულირებისთვის გამოყენებულია ახალი პროგრამული უზრუნველყოფა iOS 10 თან ერთად. რაც შეეხება წინა კამერას, ის გაიზარდა 7MP f/2.2 მდე FHD ვიდეოს გადაღების ფუნქციით. აკუმლატორი ყოველთვის იყო აიფონების ერთ-ერთი სუსტი წერტილი, კომპანია არც ამ მოდელებში შემოგვთავაზა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა აკუმლატორის ხანგრლივობით 7 და 7+ აქამდე არსებულ მოდელებზე ყველაზე მძლავრია. iPhone 7 ის აკუმლატორის ტევადობა 1960, ხოლო 'უფროსი ძმის" 2900 mah-ს შეადგენს. ცოტა რამ iOS 10-ზე. რაც შეეხება ფასებს და წინა მოდელებს. Apple-მ გადაწყვიტა, რომ გაყიდვაში დატოვოს მხოლოდ: iPhone SE 16 და 64GB ვერსია, ასევე iPhone 6s და 6s Plus ახლა უკვე 32 და 128GB მეხსიერებით და თანაც 100 დოლარით იაფად.(იგივე ცვლილებებ შეეხო iPad ებს.) რაც შეეხება ახალ მოდელებს ფასები ასეთია: თუმცა აღსანიშნავია, რომ Jet Black ფერი გაიყიდება მხოლოდ 128 და 256GB ვერსიებად, უფრო მოგვიანებით ვიდრე სტანდარტული ფერები. სმარტფონების გაყიდვები ოფიციალურად 16 სექტემბრიდან დაიწყება. გარდა ახალი სმარტფონებისა Apple ს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საინტერესო აქსესუარი, როგორიცაა: ახალი უკაბელო ყურსასმენი Airpods, რომლის ცალკე ღირებლება 159$-ს შეადგენს და სმარტ საათის მეორე სერია, რომელის ფასიც იწყება 369$-დან ახლა უკვე წყალგამძლე და უფრო მლავრია. ეს კი ოფიციალური ვიდეო რგოლი ახალი აიფონებზე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.