Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'gtx 460'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 4 results

  1. ესეიგი ვიყიდე აღნიშნული ვიდეოკარტა, რომელსაც გაგრილება არ ძვრებოდა არც ფანები ქონდა მხოლოდ რადიატორი. EVGA GTX460 SUPERCLOCKED EE ბევრი წვალების შემდეგ რაღაცნაირად იმ ჭანჭიკების დახმარებით, რომელიც ჩვენმა მეგობარმა გიორგიმ გამომიგზავნა ესპანეთიდან მოვხსენი რადიატორი გავასუფთავე როგორც წესია და MX4 წავუსვი. IMG შემდეგ ისევ და ისევ ჩვენი მეგობარი გიორგის მიერ ნაჩუქარი ფანები შევკარი და რადიატორზე საიმედოდ დავამაგრე. IMG ბოლოს კი ჩავრთე Furmark ში და რამოდენიმე თამაშში დავტესტე... იმის გამო რომ DVI კაბელი არ მქონდა სხვა მონიტორზე მომიწია დატესტვა, მაგრამ Furmark ში FULL HD ზე (1920X1080) ზე დავტესტე. ახლა კი იხილეთ შედეგი: დაუტვირთავზე... GAMES BF3 Metro Last Light Redux Watch Dogs
  2. უამრავი თემა იხსნება იმასთან დაკავშირებით თუ რა განსხვავებაა 460-ების 3 ვერსიას შორის, რომელი სჯობს და ა.შ. მე, ზვიადმა(Inferno) და ილომ(R.I.P)ვიფიქრეთ რომ ყველასთვის(ნუ ხორხესა და ესტრელას ფანებზე არ მაქვს საუბარი ) საინტერესო იქნებოდა პირადად შეგვედარებინა ეს სამი ვიდეო დაფა და მოგვეთხრო ამ დიდი შერკინების შესახებ... გაიხარეთ! 3 სეხნიას კიდევ 2 კონკურენტი გამოუჩნდა, რაც უფრო დაძაბულსა და საინტერესოს ხდის მომავალ შერკინებას... Nvidia GeForce: GTX 460(768 MB) vs GTX 460 SE vs GTX 460 1GB vs GTX 550, GTX 560 ვიდეო დაფები რა თქმა უნდა ჩვენმა ერთგულმა სპონსორმა ჯიტეკმა მოგვაწოდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობას ვუხდით ! წარმოგიდგენთ დღევანდელი დღის გმირებს: ახლა კი პირადად გავესაუბროთ თითოეულ მონაწილეს: #1 - მაშ ასე თქვენ წინაშეა GTX 460-ის 768 მეგაბაიტიანი ვერსია: სიმართლე გითხრათ მონაწილეებს შორის ყველაზე პატარა მეხსიერება კი აქვს თუმცა... ხომ გაგიგიათ პატარა ვიდეო კარტას ან GPU აქვს დიდი ან, ან, ან... ჰო მოვიფიქრე, ან DVI აუთპუთიო #2 - შემდეგი მონაწილე: GTX 460 SE, სიმართლე გითხრათ ამ SE-ს ზუსტად არ ვიცი, ამის გამო გუგლს მივაკითხე(სახლში არ დამხვდა და შესასვლელთან წარწერა დაეტოვებინა, ოჯახი წავიყვანე ქობულეთში დასასვენებლად, ძმაკაცმა გამიჩითა კოიკა 10 ლარად, მეც ცოტა ფული მოგროვებული მქონდა და წავედი, 10 დღეში ჩამოვალ, იქამდე იაჰუ ან ბინგ იხმარეთო) მეც მივაკითხე ბინგს და ვიპოვე ერთ-ერთი უცხოური ფორუმი სადაც უამრავი ვერსია მოვისმინე: Special Edition, Second Edition, Sucky Edition, **** edition, Slow Edition, Stripped Edition და ა.შ. ქართველები კი მას Sexual Edition-ს ვეძახით (© ავთო ჩხეტია, Allmark ) თქვენ წინაშეა ფოტო და მისი სექსუალურობის მაჩვენებლის განსაზღვრა კი თქვენთვის მომინდია: #3 - ყურადღება ! თქვენ წინაშეა სრულყოფილი GTX 460 ! ის გამოირჩევა არა მხოლოდ მონაცემებით, არამედ გაგრილების სისტემითაც! როგორც ხედავთ სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით მხოლოდ მას შეუძლია თბილი ჰაერის გარეთ განდევნა. (სიმართლე გითხრათ NVIDIA-მ მეორე სერიის შემდეგ ვიდეო დაფებში გაგრილების სისტემის ხარისხი აშკარად გააუარესა, ნუ ტემპერატურას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ გაგრილების სისტემის მასალის ხარისხს, ხელში რომ დაიჭირო GTX 260 და GTX 560 აშკარა განსხვავებას დაინახავ... მე ძალიან არ მომწონს ეს ფაქტი და თქვენი არ ვიცი...) ატი ! შემოდი შიგნით, კარებზე რომ მოგიდია ყური ასინეთასავით და უსმენ ენვიდიას ლანძღვას, შენც გეხება ეგ, შემოდი შემოდი, ნუ აიტუზე კარებთან, 5770-ს თავიდან მშვენიერი გაგრილება ჰქონდა, მაგრამ კი გამოუშვით მერე ბუსკვერცხი ედიშენები, ასევე თავიდან 6850-საც მშვენიერი გაგრილება ჰქონდა, თუმცა მაღაზიებს რომ გადავხედოთ ერთ რეფერენს ქულერიან 6850-ს ვეღარ ვიპოვით ! ნუ მიყურებ შრეკის კატის თვალებით, დამნაშავე რომ ხარ აღიარე #4 - როგორც ზემოთ ვთქვი კიდევ 2 მონაწილე დაემატა მეთქი ჩვენს მარათონს... ერთ-ერთი მათგანია მწვანეთა ბოლო სერიის წარმომადგენელი, GTX 550: #5 - შეჯიბრის ბოლო და თეორიულად ყველაზე ძლიერი მონაწილე GTX 560: თითოეული მონაწილის დეტალური მონაცემები: გავეცნოთ ტესტვის მეთოდსა და სისტემას: როგორც ხედავთ სისტემა არცერთ ვიდეო კარტას არ შეუქმნიდა ბოთლის ყელს(Bottleneck) ანუ არ დაალიმიტებდა. მეთოდს რაც შეეხება, თითოეული ტესტი 3-ჯერ გავატარეთ და საშუალო ქულებია მოცემული გრაფებში. ყურადღება გაამახვლიეთ იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მინიმალური FPS! ჩვენ სანამ სისტემასა და ტესტებზე ვსაუბრობდით ახალგაზრდები მოხუცისგან იღებდნენ რჩევა-დარიგებებს... ტესტი #1 - Alien VS Predator: როგორც ხედავთ საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა ყველა ვიდეო კარტამ, გარდა GTX 560-სა, თუმცა ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა... გეიმ დეველოპერების ბოლო მიღწევებით სიამოვნება Full HD გაფართოებაზე მხოლოდ GTX 560-ით შეიძლება... სამწუხაროდ ეს ტესტი მხოლოდ საშუალო FPS-ს გვიჩვენებს... ტესტი #2 - Batman: Arkham Asylum: ამჯერად ყველა მონაწილემ კარგი შედეგი აჩვენა, ერთადერთი არასასიამოვნო ფაქტი 768MB-იანი GTX 460-ის 14 FPS-მდე ვარდნა იყო... ტესტი #3 - STALKER: Call Of Pripyat : ბევრს ვერაფერს ვიტყვი აქ, შედეგებს თქვენ თვითონვე ხედავთ, რომ ყველა მონაწილემ მშვენიერი შედეგი აჩვენა და ნებისმიერი მათგანი გაუმკლავდება სტალკერის დატვირთვას. ასევე გეტყვით, რომ ესაა ყველაზე დიდი ტესტი, რაც კი ოდესმე გამიტარებია ტესტი #4 - Crysis 2 : მივადექით ვიდეო დაფების მტკივნეულ თემასაც როგორც ხედავთ Full HD გაფართოებაზე, Extreme რეჟიმში ამ ვიდეო დაფებით(გარდა ერთისა) მაქსიმალურ მონაცემებზე არც ისე კარგი შედეგები მივიღეთ. ერთადერთ GTX560-ის მინიმალური FPS-ის მაჩვენებელი მიუხალოვდა 20-ს... AA-ს გათიშვისა და რეჟიმის შეცვლის შემდეგ შეგვეძლება ნორმალური FPS-ის მიღება. ტესტი #5 - Crysis Warhead: არც ძველ კრიზისშია მთლად განსაცვრიფრებელი შედეგები, აქ როგორც ხედავთ GTX 560-მა ისევ და ისევ მშვენიერი FPS-ები აჩვენა, ხოლო 550-ს კიდევ სერიოზული ჩავარდნა აქვს მინიმალურ FPS-სთან მიმართებაში... ტესტი #6 - Lost Planet 2: ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა, ფასების პროპორციულად მივიღეთ FPS-ები. თუმცა 768MB-იანმა 460-მა საკმაოდ დაბალი საშუალო FPS გვიჩვენა... ჩაუწიეთ თამაშის დეტალიზაციას და ითამაშეთ... ტესტი #7 - Metro 2033(DirectX 10) : თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ოპტიმიზაციის მქონდე თამაში... შედეგებიც... ტესტი #8 - Metro 2033(DirectX 11) : ესეც DirectX11-ის შედეგები... იგივეს ხომ არ დავწერ რაც DX10-ის ვერსიაზე დავწერე ტესტი #9 - Resident Evil 5: ყველაფერი ლოგიკურად, ფასის პროპორციულად წარიმართა... ტესტი #10 - 3D Mark 06: როგორც ხედავთ GTX 560-მა საკმაოდ შთამბეჭდავი ქულა აიღო! სამწუხაროდ NVIDIA-მ ჯერ კიდევ ვერ გამოასწორა 06-ში მულტივიდეო კარტების სკალირების პრობლემა... GTX 560-სა და GTX 560-ების SLI-ს შორის სხვაობა მხოლოდ 1690(!) ქულაა!!! ტესტი #11 - 3DMark 11 : ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მომენტია SLI-ში ასეთი სკალირება! თითქმის 90 %-იანი მატებაა! ტესტი #12 - 3DMark Vantage: GTX 560-ების SLI-მ მოგვცა 58 %-იანი მატემა. ხოლო GTX 550-ების SLI-მ 80(!) %-იანი! ტემპერატურა თითოეულ ვიდეო კარტაზე 10 წუთით გავატარეთ მოცემული სტრეს ტესტი. შედეგები თქვენ წინაშეა... დასკვნა: ვფიქრობთ ამომწურავი პასუხი გავეცით იმას, თუ რომელი GTX 460 სჯობს და რამდენად. 768MB-იანი ვერსია აღმოჩნდა ყველაზე სუსტი, რადგან სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით მეხსიერების სალტის სიხშირე 256 ბიტიდან 192-მდე შეამცირეს, ბირთვის სიხშირე 763MHz-დან 675 MHz-მდე ხოლო მეხსიერების სიდიდე 1024MB-დან 768MB-მდე. რაც შეეხება სექსუალურ ედიშენს(), ის შეიქმნა შეიდერების 336-დან 288-მდე შემცირების შედეგად... GTX 560 ბაზარზე გამოვიდა GTX 460-ის ჩასანაცვლებლად და როგორც ნახეთ საკმაოდ აჯობა წინამორბედს... GTX 550 საკმაოდ კარგი ვიდეო დაფაა, თუმცა ფასი თუ 300 ლართან მიახლოვდება უფრო მიმზიდველი იქნება მომხმარებლისათვის... ბოდიშს გიხდით დროის უკმარისობის გამო Futuremark-ების სრულყოფილი შედარება ვერ გავაკეთეთ... მხოლოდ GTX 560-სა და GTX 550-ების შედეგებით დავჯერდით... თქვენთვის გაირჯნენ Inferno(ზვიად ხარატიშვილი), ზარალა(ილია თენეიშვილი) იგივე R.I.P და ეგრეთ წოდებული მე კიარადა ანუბისა(გიგა ჩოხელი) მხოლოდ და მხოლოდ Overclockers.GE-სთვის! დიდი მადლობა ყურადღებისთვის :xelebi:
  3. msi cyclones-ს როგორღაც მოატყდა 1 ფრთა და ნაგრუსკის დროს ვიბრაციას იძლევა. ვინმეს ხო გექნებათ ცალკე გასაყიდად? კერძოდ ეს მოდელია
  4. გამარჯობათ ვიდეო კარტა მაქ gtx 460 და bf 3 low ზე მიყენია და fps კიდე დაბალია გამოვშტერდი 20 დან 40 ადის მარტო ონლაინში რისიბრალია ? ? ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.