Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'geforce'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 21 results

  1. მას შემდეგ რაც NVIDIA მ მოულოდნელად შემოგვთავაზა GeForce GTX TITAN, NVIDIA მ მიიქცია ჩვენი ყურადღება ახლი GTX 700 სერიით. ამ სერიის წარმომადგენელი GTX 780, დღეს ჩვენი სტუმარია. GTX Titan არც 600 და არც 700 სერიის წარმომადგენელი არაა, იგი მხოლოდ 3 თვეა რაც გამოსულია, ლიდერობს ერთ ბირთვიან ვიდეოდაფებში და 1000 $ ღირს. მის გამოსვლას არ უმოქმედია არც 680ის და არც სხვა ვიდეოდაფების ფასებზე, ასერომ Titan NVIDIA-მ, პრემიუმ სეგმენტისთვის გათვალა. მისი მფლობელები ალბათ კმაყოფილი არიან, მაგრამ ხომ არ შეუშლის ახალი GTX 780 მათ ბედნიერებას ხელს? GTX TITAN-ს და GTX 780-ს ბევრი საერთო აქვთ. ორივე დაფუძნებულია ერთდაიგივე 28 ნმ-ან GK110 -ზე, მათ აქვთ თითქმის ერთნაირი PCB და მსგავსი გაგრილება. ჩვენ შეგვილია 780 ასევე შევადაროთ 680ს. 780ს აქვს 50 %ით მეტი , CUDA ბირთვები, 50% ით მეტი მეხსიერება და memory bandwidth. მაგრამ იგი ჩამორჩება GTX TITAN ს. GTX 680 და GTX 780 ორივე დაფუძნებულია კეპლერის მიკროარქიტექტურაზე, 780 ბევრად უფრო აღემატება 680ს ვიდრე 580 აღემატებოდა 480ს. NVIDIA მ ჩართო მხოლოდ 12 მულტიპროცესორი არსებული 15 - დან, რომებიც ერთად იტევენ 2,304 CUDA ბირთვს. 780 ს აქვს 192 TMU და 48 ROP ერთეული. ამ ვიდეოდაფას აქვს 3 GB GDDR5 მეხსიერება, არარეფერენს მოდელებს აქვთ საშუალება ქონდეთ 6GB GDDR5 მეხსიერება. ასეთ მოდელებს შემდგომში ვიხილავთ. ა780ს აქვს ასევე Boost 2.0 ტექნოლოგია (დინამიური ოვერქლოქინგის ტექნოლოგია) რომელიც პირველად Titan ს ქონდა. ეს ტექნოლოგია ზრდის სიხშირეს და ვოლტაჟს , ტემპერატურის , დატვირთვის და ენერგომოხმარების მიხედვით. ყველაზე საინტერესო კი მისი ფასია, იგი 649.99 $ ღირს. რაც მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე 499.99$, რამდენიც ღირდა 680, მაგრამ ნაკლებია $999.99ზე რამდენიც ღირდა GTX TITAN. ასერომ ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ვიდეოდაფა, რომელიც არ ჩამოუვარდება GTX TITAN ს , TITAN ის ფასის 2/3 ში ვიდეო ბარათს თქვენ მიიღებთ შავ, საკმაოდ ლამაზ ყუთში. როგორც ჩანს NVIDIA ს პროდუქტებს, უკვე ასეთი შეფუთვით მიიღებთ. ვიზუალურად 780 გამოიყურეაბ ზუსტად ისევე როგორც TITAN, განსხვავება მხოლოდ წარწერაშია. მეტალის კორპუსი ძალიან მაღალი ხარისხისაა. ვიდეობარათი არის 26.5 სმ სიგრძის და 11 სმ სიმაღლის. ვიდეოდაფის დასაყენებლად თქვენ 2 სლოტი დაგჭირდებათ თქვენს დედადაფაზე. გამოსახულების გამოტანის სისტემა შედგება DVI პორტებისგან, ერთი HDMI პორტისგან და ერთი Display პორტისგან. შესაძლებელია სამივე საშუალების ერთდროულად გამოყენება, ასერომ 3 მონიტორზ თამაში მხოლოდ ერთი ვიდეოდაფით შესაძლებელია. შესაძლებელია ვიდეოდაფის SLI კონფიგურაციით გამოყენება, 3 დედადაფით ან 2 დედადაფით. NVIDIA მ გააუქმა ად ვიდეოდაფაზე 4 way SLI ეს არის ვიდეოდაფის წინა და უკანა ნაწილი. NVIDIA ს ქულერი რთული აგებულებისაა. იგი მოიცავს ფანსაც და რადიატორსაც. იგი აგრილებს ყველა ნაწილს. ვიდეოდაფას არ მოყვება Backplate. ვიდეოდაფას ჭირდება ერთი 6-პინიანი და ერთი 8-პინიანი PCI-Express კვების კაბელი. დაფა იყენებს იგივე OnSemi NCP4206 კონტროლერს, რომელიც აქვს TITAN ს. თუ დავუკვირდებით, ის ისე ზის PCB ზე რომ მისი შეცვლა შეილება, ასერომ არარეფერენს ვიდეოდაფები შეიძლება იყენებდნენ სხვა ვოლტაჟის კონტროლერს. GDDR5 მეხსიერების ჩიპები დამზადებულია SAMSUNG ის მიერ. ისინი მუშაობს 6000 მჰც სიხშირეზე. GK-110 გრაფიკული პროცესორი თავდაოირველად მხოლოდ NVIDIA TESLA სთვის იყო გათვლილი. მოგვიანებით იგი GEFORCE შიც გამოიყენეს. აქ ტრანზისტორების რაოდენობა 7.1 მილიარდია სატესტო სისტემა ყველა ვიდეოდაფის რეზულტატი რომელიც ამ მიმოხილვაშია შეტანილი,არის მიღებული იმავე სისტემაზე. ყოველი თამაში იყო დაყენებული უმაღლეს პარამეტრებზე AA და AF პარამეტრები იყო შეცვლილი, თამაშის დროს და არა სხვა რომელიმე გარე დრაივერით ​ ყოველი ბენჩმარკი იყო ჩატარებული შემდეგ პარამეტრებზე: 1280 x 800, 2x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დღევანდელ, მცირე ეკრანზებს (17" - 19") 1680 x 1050, 4x Anti-aliasing.იგივე გაფართოება რაც შედარებით დიდი ფართო ეკრანებს აქვთ (19" - 22') 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დიდ ფართო ეკრანებს აქვთ (22" - 26") 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. უმაღლესი გაფართოება რომელიც კი შეიძლება ვნახოთ დიდი ეკრანებზე (30") Assassin's Creed III Batman: Arkham City Battlefield 3 Bioshock: Infinite Borderlnads 2 Call of Duty : Black Ops II Crysis Crysis 3 Far Cry 3 F1 2012 Hitman : Absolution Metro: 2033 Sleeping Dogs The Elder Scrolls : Skyrim Tomb Rider ენერგიის მოხმაერება: ხმაურის დონე: შედარებითი პერფორმანსი პერფორმანსი თითოეულ ვატზე პერფორმანსი თითოეულ დოლარზე ოვერქლოქინგი GPU ს სიჩქარის 22% ით გაზრდა მოხერხდა და 24% ით მეხსერების. ოვერქლოქინგის შემდეგ ეს დაფა უტოლდება და ზოგ შემთხვევაში ჯობნის კიდეც GTX TITAN ს. პერფორმანსი ოვერქლოქინგის შემდეგ დაახ. 18% მატება. ტემპერატურა: Boost 2.0 შეჯამება NVIDIA ს ეს ვიდეობარათი 649$ ღირს ფაქტიურად ისეთივე სწრაფია როგორც GTX TITAN კარგი ოვერქლოქინგის პოტენციალი ჩუმი თამაშის დროს დაბალი ენერგო მოხმარება ძალიან ჩუმი როცა დაუტვირთავია ოთხი აქტიური გამოსახულების გამოტანის საშუალება Cuda და PhysX -ის მხარდაჭერა მაღალი ფასი არ გვაქვს BackPlate არ მოყვება Metro : ​Last Night ის კუპონი ამ დაფას 9.2 ქულას ვუწერთ.
  2. მეგობრებო არიქა მიშველეთ თამაშს რო ვრთავ ერთი 3-5 წუთის მერე ჭედვას იწყებს და ითიშება კომპიუტერი . ფურემარკი გადმოვწერე და ტესტი გავუშვი 58 გრადუსზე ავიდა და გაითიშა, რა პრობლემა უნდა ქონდეს და რით შეგიძლიათ დამეხმაროთ??
  3. NVIDIA-მ GeForce GTX 1070 Ti გამოუშვა, Vega 56/64-თან უკეთესი კონკურენციისთვის. რეალურად, 1070 Ti არის დაახლოებით 13%-ით უფრო სწრაფი ჩვეულებრივ 1070-თან შედარებით და 8%-ით ნელი, ვიდრე 1080. რევიუები AnandTech Guru3D Review: GeForce GTX 1070 Ti Founder Edition Review: GeForce GTX 1070 Ti 2-way FCAT SLI review Review: MSI GeForce GTX 1070 Ti Gaming Review: Palit GeForce GTX 1070 Ti Super Jetstream GTX 1080 GTX 1070 Ti GTX 1070 CUDA Cores 2560 2432 1920 Texture Units 160 152 120 ROPs 64 64 64 Core Clock 1607MHz 1607MHz 1506MHz Boost Clock 1733MHz 1683MHz 1683MHz Memory Clock 10Gbps GDDR5X 8Gbps GDDR5 8Gbps GDDR5 Memory Bus Width 256-bit 256-bit 256-bit VRAM 8GB 8GB 8GB FP64 1/32 1/32 1/32 TDP 180W 180W 150W GPU GP104 GP104 GP104 Transistor Count 7.2B 7.2B 7.2B Manufacturing Process TSMC 16nm TSMC 16nm TSMC 16nm Launch Date 05/27/2016 11/02/2017 06/10/2016 Launch Price MSRP: $599 Founders: $699 MSRP: $449 Founders: $449 MSRP: $379 Founders: $449
  4. გუშინ ვიყიდე ლეპტოპი და Windows 10-ის დაყენების შემდეგ მთავარ ვიდეო დაფად ვერ ვაყენებ Nvidia GeForce 950M-ს. Windows ისევ ინტეგრირებულ ვიდეო დაფაზე მუშაობს. რამე გამოსავალი არსებობსს?
  5. გამარჯობათ, მოკლედ დარწმუნებული ვარ რომელიმე თქვენგანს მაინც მოგსვლიათ მსგავსი რამ, თამაშის დროს (თუმცა ინტერნეტში ფორუმებზე ხალხი წერს რო არა მარტო თამაშის დროს, კინოს ან ვიდეოს ყურებისას, მაგრამ მე მხოლოდ თამაშისას) ეკრანი იფრიზება, არ იკეცება თამაში რამოდენიმე წამით დისპლეი ხდება უმართავი, და თუ მოვასწარი ჩაკეცვა, მარჯვენა კუთხეში წერს ერორს : nvidia windows kernel mode driver(driveris versia) has stopped working and successfully recovered. ამ ერორის მე პირადად მინიმუმ 10 ფიქსი და სოლვი ვნახე რომელიც ლაიქების მიხედვით ვაფასებდი რამდენს ქონდა ნანახი და რამდენი ლაიქი ქონდა იმიტომ რომ ბევრი ძალიან არაადეკვატური სოლვებიც შემხვდა, როგორიცაა ვინჩესტერის დაფორმატება, რამი შეამოწმე, კომპიუტერის ნაწილებს რომ ეხება მსგავსი სოლვები, ოღონდ ნვიდიას არ დაბრალდეს არაფერი და ახალ კომპიუტერს აგაწყობინებენ, ეს ერორი გავრცელებულია უფრო ხშირად 500 სერიებში თუმცა 600 700 სერიებშიც შემხვედრია პირადად მე ფორუმებზე. დღეს ჩამომივიდა სსდ, ძველი ვინჩესტერი ნუ ძველი რა, 1 კვირის უკან დაფორმატებული და ვინდოუს გადაყენებული, ხელახლა გავასუფთავე კომპიუტერი და შევბერე გეიმერულ ენაზე ერთი 6,7 საათი გაუჩერებლად, და ერრორ არ ამოუგდია ვიფიქრე მეშველა მაგრამ მსი აფთერბურნერის ჩართვა და ქლოქების დაწევა დამვიწყებია და ეგრევე ამოაგდო ერორ, მოკლედ თუ იცით რეალური სოლვი და ფიქსი ამ ერორის გარდა იყიდე ახალი ვიდეო კარტა, ნვიდია არ ვარგა, ატის არ აქ მსგავსი პრობლემები და ასე შემდეგ. პ.ს თუ ეს ტოპიკი არასწორ ადგილას გავხსენი მოდერატორს ვთხოვ გადაიტანოს სწორ ადგილას და ვორნი არ მომცეს
  6. მოკლეთ რა მაინტერესებს აუცილებელია თუ არა რომ მეყენოს GFE იმიტო რო მაინც არცერთ მაგის ფუნქციას shadowplay,optimal settings და ა,შ .მაინტერესებს რამეზე ხო არ იმოქმედებს იმიტო რო მგონია ტყვილათაა ყოველი დრაივერის განახლებისას ჩემ კოპმიუტერში და ეხლა ვაპირებ ძველ დრაივერზე გადასვლას და ეს არ უნდა მივუთითო ანუ დაყენებისას ?
  7. წარმოგიდგენთ NVIDIA-ს პასუხს AMD-ს პროდუქციაზე კერძოდ AMD Radeon R9-290X-ზე რომლის ფასი ძალიან სასიხარულო იყო ყველასთვის , საპასუხოდ მწვანეებმა მომენტალურად დააგდეს GTX 780-ის ფასი და სასწრაფოდ შეუდგნენ Ti ვერსიის დამუშავებას. ამ პროდუქტით კომპანია ფაქტობრივად წურავს GK110 ის პროცესორს, მისი შესაძლებლობები მართლაც რომ გასაოცარია. იყენებს თუ არა ეს ბარათი პროცესორის სრულ რესურსებს ? თქვენ თვითონ განსაჯეთ, ვიდეოდაფა შედგება 2 880 CUDA ბირთვისგან და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს GTX 780 Ti არის Titan-ზე მაღალი სიხშირეების მქონე ბარათი. ამ სურათში თვალსაჩინოდ ჩანს ყველაფერი ბარათი არის 384 ბიტზე აგებული, აქვს 3GB მეხსეიერება 1750Mhz სიხშირეზე , ასევე ბირთვის სიხშირე შეადგენს 876Mhz. რაც შეეხება ბარათის ვიზუალს- NVIDIA-მ ამ პროდუქტში გამოიყენა GTX TITAN-ის რეფერენს ქულერი რომელიც გამოიყენება ნამდვილად ძალიან დამაჯერებლად მეტალის კორპუსი ძალიან ლამაზი დიზაინისაა. ვიდეობარათის ერთ-ერთი მინუსი ისაა რომ მას არ აქვს Backplate Ti-ვერსიას როგორც მის უმცროს ძმას სჭირდება 2 სლოტი დედაპლატაზე მონიტორზე შესაერტებელი საშუალებებია 2 DVI ,1 HDMI და 1 Display პორტები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამივე ერთად, ამიტომ 3 მონიტორიანი გეიმინგი ამ ბარათით არის გარანტირებული. გადავიდეთ Benchmark-ებზე ესეც სისტემა რომელსაც იყენებდნენ ტესტების დროს 1. Assassins Creed III 2. Battlefield 3 3. Crysis 3 4.Metro Last Light ახლა ვისაუბროთ ვიდეობარათის ენერგომოხმარებაზე. მხრივ ბარათი არც ისე მაჯერებლად გამოიყურება. IDLE ზე იყენებს 10w დატვირთულზე 229w ხოლო რესურსების გამოყენების პიკზე 260w-ს სამაგიეროდ ბარათი არც ისე ხმაურიანია ესეც შედეგები დეციბელებში რაც შეეხება რაზგონს - ამ შემთხვევაშიც მშვენიერი შედეგი აქვს GTX 780 Ti -ს ტემპერატურის მხრივ ბარათს არც ისე კარგად აქვს საქმე, დაუტვირთავზე - 30C დატვირთულზე - 83C დატვირთულზე და + დარაზგინებული - 83C ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ რეფერენს ქულერები. NVIDIA GeForce GTX 780 Ti- ს ფასი არის 699$ + შესანიშნავი პერფორმანსი თამაშებში არის საკმაოდ ჩუმი იდეალური რაზგონის პოტენციალი აქვს 3 მონიტორის გამოყენების შესაძლებლობა (სადაც პერფორმანსის მხრივ ძალიან კარგად გამოიყურება) მოჰყვება Assassins Creed IV, Batman Arkham Origins, Splinter Cell Black List-ის კუპონები - არის ძვირი არ აქვს დამაჯერებელი ტემპერატურა არ აქვს backplate შეფასება: 9.5
  8. წარმოგიდგენთ NVIDIA-სა და ASUS-ის ახალ შვილობის-უფრო სწორად რომ ვთქვათ ტყუპებს, რადგან განსაკუთრებული ASUS ROG GTX 760 MARS-ს ის აქვს რომ იგი აღჭურვილია არც მეტი არც ნაკლები 2 GTX 760-ის ჩიპით. ბარათი გამოიყურება საკმაოდ დამაჯერებლად, მისი ბირთვის სიხშირე არის 1006 Mhz რომელიც დატვირთვის დროს იზრდება 1072 Mhz-მდე და დეველოპერების თქმით ბარათი უტოლდება AMD-ს მხეც R9-290X-სა და NVIDIA-ს ახალ იარაღს GTX 780 Ti-ს, მაგრამ არის თუ არა ეს სიმართლე მომდევნო ტესტებში ვიხილავთ.აგრეთვე ვიდეო ბარათს აქვს ნადმვილად სასიამოვნო დიზაინი. 2 ცალი 90 მილიმეტრიანი ფანი იმედს გვაძლევს რომ ბარათი არის გრილი. რაც შეეხება კვებას , ვიდეო-დაფას სჭირდება 6 და 8 პინიანი შესაერთებლები კვებისათვის. გამომცემელის თქმით ბარათი მოიხმარს მაქსიმუმ 300ვატს. ესეც ზოგადი მიმოხილვა. ახლა დავაკვირდეთ ბარათს და შევუდგეთ მის დეტალურ განხილვას. დამეთანხმებით რომ ბარათი არის ვიზუალურად კარგად დამუშავებული და ერთი შეხედვით იწვევს სიმპათიას. ესეც ბარათიდ უდიდესი პლუსი-მას გააჩნია Backplate. ენერგომოხმარება. როგორც ზემოთ ვახსენეთ ბარათი მოიხმარს 300W ენერგიას ესეც მისი შედარებები სხვა ბარათებთან რაც შეეხება ტემპერატურას ASUS-მა ამაზეც იზრუნა ტემპერატურის სტაბილურობა დამოკიდებულია გაგრილებაზე, რაც უფრო მძლავრია გაგრილება მისგან ნაკლებად სასიამოვნო ხმაური გამოდის ასევეა ეს ბარათიც, ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე: დასატესტი სისტემა ასეთი გახლავთ: CPU: Core i7 3960 Extreme (Sandy Bridge E) @ 4.6 Ghz MB: MSI Big Bang XPower II VGA: ASUS GeForce GTX 760 MARS 4GB RAM: 8192 (2x 4096 MB) DDR3 PSU: 1200 W Platinum Corsair AX1200i Monitor: Dell 3007WFP-QHD up to 2560x1600 DX11: Hitman Absolution Tomb Raider Battlefield 4 Metro Last Light Crysis 3 აგრეთვე შედეგები 4K გაფართოებაზე DX11 FutureMark Benchmarks ჩემი აზრით, ბარათი არის კარგი, უფრო სწორად ვუწოდებდი-არასტაბილურად კარგს, რადგან ზოგ შემთხვევაში ბარათი მოწოდების სიმაღლეზეა ხოლო დანარჩენ სიტუაცებში მასე მაღლა ძალიან ბევრი 1 ბირთვიანი ბარათი დგას, არ დაგვავიწყდეს რომ MARS-ი არის 2 ჩიპიანი ბარათი. Overclocking Stock: Core Clock 1006 MHz Boost Clock: 1072 MHz Memory Clock: 6008 MHz Overclocked: Core Clock: 1147 MHz Boost Clock: 1212 MHz Memory Clock: 6408 MHz ესეც შედეგი: შეფასება: - ვიდეობარათი ხელმისაწვდომია 630$-ად * ბარათი არის გრილი * აქვს კარგი ვიზუალი * 2 ბირთვიანი ვიდეო-დაფისთვის მოიხმარს ცოტა ენერგიას * ხშირ შემთხვევაში ჯობს High-End ვიდეო ბარათებს * გააჩნია BackPlate * აქვს დიდი Overclocking პოტენციალი * აქვს 4 GB -იანი მეხსიერება * მაღალი ფასი * არის 2 ჩიპიანი რაც (შეიძლება) გახდეს არასტაბილურობის მიზეზი * არის ხმაურიანი * მომენტებში არ გამოიყურება დამაჯერებლად 2 ბირთვიანი ბარათის კვალობაზე * (სუბიექტური აზრი) სხვა 2 ბირთვიან ბარათებთან შედარებით უსუსურია საბოლოო შეფასება: 7.0
  9. კომპანია Inno3D-მ CES 2014-ის გამოფენაზე დაანონსა ძლიერი გრაფიკული ამაჩქარებელი iChill GeForce GTX 780 Ti Accelero Hybrid დესკტოპ სათამაშო სისტემებისთვის. ვიდეო ადაპტერი აღჭურვილია საფირმო Accelero Hybrid სისტემური გაგრილებით რომელიც შედგება წ ყ ლის ბლოკისა და ვენტილიატორისგან. სტანდარტულ ვერსიას თუ შევადარებთ ასეთ გაგრილებას დავინახავთ რომ ეს ტიპი გაგრილების ორჯერ უფრო ეფექტურია სიგრილის მხრივ და ამასთან ერთად ხმაურის დონეს მაქსიმუმამდე ამცირებს დაახლოებით ათჯერ. ვიდეო ბარათს ბორტზე აქვს GDDR5 ტიპის 3Gb მეხსიერება, 384-ბიტიანი ინტერფეისი, 2880 CUDA ბირთვი, კარგი გაგრილების ხარჯზე მისი სიხშირეები მომატებულია, გრაფიკული ბირთვის შეადგენს 1085MHz-ს(რეფერენს მოდელს 875/925MHz აქვს) ხოლო მეხსიერების სიხშირე გაზრდილია 7000MHz-დან 7280MHz-მდე. გრაფიკული ამაჩქარებელი თავსებადია DirectX 11და OpenGL 4.3-თან ასევე ტრადიციულად Nvidia-ს საფირმო ტექნოლოგიებთან SLI, PureVideo, 3D Vision და PhysX. გრაფიკული გამოსახულების გამოსატანად და მონიტორთან შესაერთებლად აქვს HDMI, DisplayPort, Dual Link DVI-I და Dual Link DVI-D პორტები. გაყიდვის თარიღთან და საორიენტაციო ფასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არის.
  10. დღეს დღეობით უკვე ასე თუ ისე საჭირო გახდა ახალი ვიდეო ბარათებისთვის 4Gb მეხსიერება, ამასთან დაკავშირებით კი კომპანია Palit-მა გამოუშვა GeForce GTX 760 JetStream 4Gb მეხსიერებით რომელიც ასევე გამოირჩევა თავისი ვიზუალითა და სიხშირით(ქარხნული აჩქარებით), მას აქვს 1072/1137MHz ბირთვის ხოლო 6200MHz მეხსიერების ტაქტიკური სიხშირე. ვიდეო ბარათის გაგრილებაზე ზრუნავს ორი ვენტილიატორი რომლებიც შედგება 15-ფრთისგან და სპილენძის სითბური მილაკები. როგორც ზევით ითქვა ბარათს აქვს 4Gb GDDR5 ტიპის მეხსიერება,1152 ნაკადიანი პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი, გამოსახულების გამოტანას ახდენს DVI-I, DVI-D, HDMI და DisplayPort 1.2 პორტების საშუალებით, აქვს API DirectX, OpenGL 4.4, Nvidia SLI, CUDA, PhysX, 3D Vision, Surround, Adaptive Vertical Sync, TXAA, FXAA და GPU Boost 2.0 ტექნოლოგიების მხარდაჭერა, შესაძლებელია ერთდროუალდ ოთხი მონიტორის შეერთება. როგორც იუწყებიან Palit GeForce GTX 760 JetStream 4GB-ის დაახლოებითი ფასი იქნება ~$300
  11. როგორც ერთ-ერთი უცხოური გამოშვება იუწყება Nvidia გეგმავს გამოუშვას ახალი ვიდეო ბარათი AMD-სთვის აბაროტის ასაღებად რომლის სახელწოდება იქნება GeForce GTX 770 Ti (სხვა წყაორს მიხედვით შეიძება იყოს — GTX 780i). ის მიიღებს 1920 ნაკადიან პროცესორს, 160 ტექსტურული ბლოკით(TMU), 48 units ბლოკით (ROP) და 384 ბიტიან ინტერფეისს. იმის შესახებ თუ რომელ გრაფიკულ ბირთვს ჩადებს Nvidia ინფორმაცია არ არის, შესაძლებელია ეს იყოს Nvidia GK110-ის შემცირებული ვერსია ან გამოიყენებს სრუალიად ახალ 28ნმ ჩიპს. როგორც GPU-Z სქრინზე ჩანს რომელიც სავარაუდოდ GTX 770Ti-ს უნდა იყოს მას ექნება GDDR5 3Gb მეხისერება და საკმაოდ ეფექტური სიხშირე 6008MHz, ბირთვი კი იმუშავებს 1033MHz-ზე ხოლო ტურბორეჟიმში 1150MHz-ზე. ასევე კიდევ ერთი ძლიერი კარტა 1920 შეიდერული ბლოკით უნდა იყოს GTX 760 Ti რომელიც როგორც ირკვევა მხოლოდ OEM დისტრიბუციისთვის იქნება ანუ მხოლოდ მზა/აწყობილ კონფიგებში. ეს მოდელი მოხსენიებულია Nvidia-ს GeForce 331.40 დრაივერის სიაში: "NVIDIA_DEV.1193 = "NVIDIA GeForce GTX 760 Ti OEM"
  12. ინტერნეტ რესურსმა VideoCardz.com-მა გამოაქვეყნა როგორც თავად იუწყებიან ფინალური/სრული მახასიათებლები GeForce 700 სერიის ორი ახალი ვიდეო ბარათის 780-სა და 770-ის. GeForce 770 და 780 დაფუძნებულნი არიან Kepler არქიტექურაზე ხოლო მონაცემები ასე გამოიყურება: 770 დაფუძნებულია 28-ნანომეტრიულ ჩიპზე GK104-425-ზე, 1536 CUDA ბირთვით, 128 ტექსტური მოდულით(TMU) და 32 ROP ბლოკით. ის ხელმისაწვდომი იქნება GDDR5 2Gb და 4Gb მეხსიერების მოცულობით, 256-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 7008 MHz-ს, ბირტვის ქარხნული სიხშირეა 1046MHz, მისი გაზრდა შესაძლებელი იქნება 1085MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0 ტექნოლოგიის წყალობით. TPD-ს დონე შეადგენს 230ვატს. 780 დაფუძნებულია 28-ნანომეტრიულ ჩიპზე GK110-300-ზე, 2304 CUDA ბირთვით, 192 ტექსტური მოდულით(TMU) და 48 ROP ბლოკით. ის ხელმისაწვდომი იქნება GDDR5 3Gb მეხსიერების მოცულობით, 384-ბიტიანი ინტერფეისითურთ, ტაქტიკური სიხშირე შეადგენს 6008 MHz-ს, ბირტვის ქარხნული სიხშირეა 863MHz, მისი გაზრდა შესაძლებელი იქნება 902MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0 ტექნოლოგიის წყალობით. TPD-ს დონე შეადგენს 250ვატს ორივე მოდელს ექნება კომპანიის საფირმო ტექნოლოგიების მხარდაჭერა: GPU Boost 2.0, PhysX, CUDA, SLI და 3D Vision Surround ასევე DirectX 11.1-ის. 780-ის საშუალო ფასი იქნება $599 ხოლო 770-ის $449
  13. ერთ-ერთმა ვებ-რესურსმა VideoCardz.com-მა მოახერხა მოეპოვებინა ოფიციალური სურათი სამი ახალი ვიდეო ბარათის GeForce GTX 770-ის რომლებსაც ამზადებს კომპანია Palit Microsystems. ახალი მოდელებს აქვთ არასტანდარტული დიზაინი, არარეფერნული კარტებისთვის დამახასიათებელი, სამივე მათგანს აქვს სამ ვენტილიატორიანი გაგრილების სისტემა. დაფუძნებულნი აირან PCI Express 3.0 x16 ბეჭდურ პლატაზე, აქვთ 28ნანომეტრიული GK104 გრაფიკული ჩიპი 1536 CUDA ბირთვით და Kepler არქიტექურით. ასევე GDDR5 ტიპის მეხსიერება 256-ბიტიანი ინტერფეისით და 7010MHz ტაქტიკური სიხშირით. ვიდეო ბარათებს აქვთ DirectX 11.1-ის მხარდაჭერა, ასევე NVIDIA-ს საფირმო ტექნოლოგიების:NVIDIA PhysX, NVIDIA CUDA, NVIDIA SLI და NVIDIA 3D Vision Surround. დამატებითი კვებისთვის უზრუნველყოფისთვის საჭიროა 8-პინიანი და 6-პინიანი კონექტორები. უკანა პანელზე განთავსებული აქვს HDMI, DisplayPort და DVI პორტები. ძირითადი მახასიათებლები კი ასე გამოიყურება: Palit GeForce GTX 770 2GB (NE5X7701042-1045F): 6+2 ქვესისტემის ფაზის კონფიგურაცია; ქარხნული ბირთვის სიხშირე:1046MHz; 1085MHz-მდე გაზრდა GPU Boost 2.0-ის მეშვეობით; 2028Mb მეხსიერება; Palit GeForce GTX 770 JetStream 4GB (NE5X7701042-1041J): 8+2 ქვესისტემის ფაზის კონფიგურაცია; ქარხნული ბირთვის სიხშირე:1046MHz; 1085MHz-მდე გაზრდა GPU Boost 2.0-ის მეშვეობით; 4096Mb მეხსიერება; Palit GeForce GTX 770 JetStream 2GB (NE5X7701042-1045J): 8+2 ქვესისტემის ფაზის კონფიგურაცია; ქარხნული ბირთვის სიხშირე:1050MHz; 1202MHz-მდე გაზრდა GPU Boost 2.0-ის მეშვეობით; 2028Mb მეხსიერება; NVIDIA-ს მიერ GTX 770-ის პრეზენტაცია იგეგმება 30 მაისს, ხოლო Palit-ის ვიდეო ამაჩქარებლების ფასი და გაყიდვაში ჩაშვების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
  14. VGA: ZOTAC GeForce GTX 660 2GB ახალივით - 300 ლარი 598 400 364 ლაშა
  15. რამდენიმე კვირის წინ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია იმაზე რომ კომპანია Asus ამზადებს GeForce GTX 670 (GK104)-ის მინიატურულ ვერსიას. ახალი მოდელი GeForce GTX 670 Direct CU Mini ძირითადად განკუთვნილი იქნება Mini-Tower და Mini-ITX კორპუსებისთვის, მისი სიგრძე იქნება 17სმ. ახალი მოდელი აღჭურვილი იქნება 8-პინიანი კონექტორით PCI-E Power,შესაძლებელი იქნება 2-way SLI ტექნოლოგიიის გამოყენება, მოდელს ექნება DVI-I, DVI-D, DisplayPort და HDMI პორტები. მის გაგრილებაზე ზრუნავს ერთიერთი არცთუ ისე იდიდ ქულერი და სითბური მილაკები. მის დიზაინში გამოიყენება Super Alloy Power-ის ელემენტები GPU-ს სტაბილური კვებისთვის. ახალი მოდელს არსენალში აქვს 1344 ნაკადიანი პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი GDDR5 2Gb მეხსიერების მოცულობით. გრაფიკული ბირთვის სიხშირე GeForce GTX 670 DirectCU Mini-ისტურბო რეჟიმში აღწევს 1006Mhz-ს, მეხსერება მუშაობს "ეფექტურად" 6008Mhz-ზე. ვიდეო ბარათის ოფიციალური ანონსი Asus-ისგან შედგება აპრილის ბოლოს.
  16. ინტერნეტ რესურსმა Expreview-მა მიიღო ერთი ეგზემლიარი კომპანია InnoVISION Multimedia Limited (Inno3D)-ს ახალი ვიდეო ბარათის GeForce GTX 780-ის რომელიც გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით და შედის კომპანიის საფირომო ხაზში iChiLL Series-ში. პირველად აღსანიშნავია ახალი მოდელის ქულერი რომელიც კომპანიის საფირმო ხაზში შედის ეს არის HerculeZ 3000, მის გაგრილების სისტემაში ასევე შედის ხუთი სპილენძის სითუბრი მილი, ორ სექციად დაყოფილი ალუმინის პლასტინები და სამი დიდი ვენტილიატორი. ვიდეო ამაჩქარებელის "გული" არის 28 ნანომეტრიანი GK110 ჩიპი 2304 CUDA ბირთვით Kepler არქიტექუტრაზე დაფუძნებული. ბორტზე აქვს 3072Mb GDDR5 მეხსიერება 384-ბიტიანი ინტერფეისით და 6008MHz ტაქტიკური სიხშირით. გრაფიკული ბირთვის ქარხნული სიხშირეა 863MHz და შესაძლებელია დინამიური ზრდა 902MHz-მდე NVIDIA GPU Boost 2.0-ის დახმარებით. ვიდეო ბარათს აქვს DirectX 11.1-ის მხარდაჭერა, ასევე NVIDIA-ს საფირმო ტექნოლოგიების:NVIDIA PhysX, NVIDIA CUDA, NVIDIA SLI და NVIDIA 3D Vision Surround. დამატებითი კვებისთვის უზრუნველყოფისთვის საჭიროა 8-პინიანი და 6-პინიანი კონექტორები. უკანა პანელზე განთავსებული აქვს HDMI, DisplayPort და DVI პორტები. ბარათის ფასი და თარიღი გამოსვლის ჯერ-ჯერობით უცნობია.
  17. როგორც მოგეხსენაბთ თებერვალში Nvidia-მ გამოუშვა ერთჩიპიანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიდეო ბარათი , ამის შემდეგ ცნობილი გახდა რომ კომპანიამ "მიატოვა" ამ ხაზის გაგრძელება და უფრო ძლიერი ამაჩქარებელის გამოშვება( Titan-ს გააჩნია მხოლოდ 14 ნაკადიანი მულტიპროცესორი(SMX) 15-დან და 195 შეიდერული ბლოკი თითოეულს. ყოველივე ამის ფონზე კი ჩნდება შეხედულებაც რომ შესაძლოა ველოდოთ მისი გაძლიერებული ვერსია, სწორედ ამაზე საუბრობს გერმანელი PCGH-ს ჟურნალისტი რომელმაც უწოდა GeForce GTX Titan Ultra. მისი თქმით ამჯერად გააქტიურებული იქნება ყველა SMX-ბლოკი, Ultra-ვერსიაში GK110-ის ბირთვისა და მუშაობის სიხშირე გაზრდილი იქნება, თუკი "ჩვეულებრივ" ვერსიას აქვს 837(876)/6008Mhz გაუმჯობესებულ ვარიანტს ექნება 902(941)/6608Mhz, მეხსიერების მოცულობა იგივე დარჩება (6Gb, 384-Bit ინტერფეისი). GeForce GTX Titan Ultra-ს გაყიდვის დაწყებას პროგნოზირებენ Nvidia-სა და ATI-ს ახალი სერიის კარტების გამოშვებასთან ერთად ანუ სადღაც 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში. წყარო
  18. ცნობილი ვიდეო ბარათების მწარმოებელი კომპანია Zotac აპირებს გამოუშვას ახალი ვიდეო ბარათი რომელიც დაუძნებული იქნება GK110 ჩიპზე — GeForce GTX Titan AMP! Edition. ჯერ-ჯერობით არასტანდარტული ვერსია რომელიც გამოსული არის უკვე აქვს EVGA-ს ცოტა ხანში კი მას Zotac-იც შეუერთდება. Titan AMP!-ში გამოყენებული არის რეფერენსული სისტემური გაგრილება. ახალ მოდელს აქვს 2688 ნაკადიანი პროცესორი, 386-ბიტიანი 6Gb მეხსიერება სტანდარტული GDDR5 ტიპის, ტაქტიკური სიხშირე იზრდება დაახლოებით 10%-ით რეკომენდებულზე მეტად 837(876)/6008MHz( ზუსტი MHz მოგვიანებით გახდება ცნობილი). ვიდეო ბარათს მოყვება კუპონი რის მეშვეობითაც უფასოდ გადმოიწერთ Assassin's Creed-ს და ასევე გააჩნია მწარმოებლის გარანტია(სტანდარტულზე უფრო დიდი დროის) Pre-order უკვე დაწყებულია და მისი ფასი შეადგენს 1014 ევროს
  19. ჩინურმა კომპანია Colorful-მა გადაწყვიტა გამოუშვას ახალი ვიდეო ბარათი GeForce GTX 660 Glorious Mission რომელიც გაფორმებული იქნება მილიტარულ სტილში და ექნება შტამბეჭდავი სისტემის გაგრილება. მოდელი აღწურვილი იქნება ორი დამატებითი PCI-E Power 6-pin კვების კონექტორით მიუხედავად იმისა რო რეფერენსული ადაპტერი შემოიფარგლება მხოლოდ ერთით. ორ სლოტიანი ქულერს აკრავს რკინის გარსაცმები("ჩარჩო"), აქვს 92მმ-ანი ვენტილიატორები,ალუმინის რადიატორი, 5 ნიკელის სითბური მილაკები და უკან პლასტინის გამაძლიერები რომელიც ასევე რადიატორის როლსაც ასრულებს. "სახელური" კონსტრუკციის უკანა მხარეს არის კარტის საიმედოდ ფიკსაციისთვს კორპუსში. Colorful GTX 660 Glorious Mission იქნება Nvidia GK106-400-A1 ჩიპზე(960-შეიდერი, 24 ROP, 80 TMU, 192-ბიტიანი ინტერფეისი) და GDDR5 არქიტექტურაზე 2GB მოცულობის მქონე. გეიმერებს განსაკუთრებითBattlefield-ის ფანატებს ძალიან მიიზიდავს ვიდეო ბარათის დიზაინი. ფაქტები მის ტაქტიკურ სიხშირეზე, ფასსა და გამოსვლის თარიღზე ჯერ-ჯერობით უცნობია.
  20. ჩემი მეგობარი მუშაობს 3D-ზე. აქვს GTX 280. აქვს FX 4800-ის ყიდვის ვარიანტი 250$-დ და ექნება განსხვავება დიდი? და საერთოდ, ჩვეულებრივი GeForce და Quadro ვიდეობარათებს შორის საგრძნობი სხვაობაა წარმადობაში?
  21. მაინტერესებს, რამდენად შეიძლება გაიყიდოს ეს ნაწილები: CPU - Intel Core 2 Duo E4300, 1,8GHz MB - Asus P5 KPL RAM - Kingston D2N5 2GB PC 6400 5-5-5-18 GPU - Palit Geforce Super+1GB DDR2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.