მოგესალმებით მეგობრებო, დიდი პაუზის შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ სიახლე, რომელიც ეხება ყველასათვის ნაცნობ კომპანია G.SKILL-ს და მის ახალ DDR4 ოპერატიული მეხსიერების მოდულს, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფია.
Trident Z RGB სერიის 16GB (2x8GB) DDR4 ტიპის მოდულებს ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი 4700 MHz სიხშირე აქვს, ტაიმინგებით CL19-19-19-39, ვოლტაჟი 1.45V.
აღნიშნული მეხსიერების მოდულების სერია ჯერ კიდევ 2016 წელს ვიხილეთ და იმ დროისთვისაც ყველაზე მაღალი DDR4-4266 MHz სიხშირით, წელს კომპანიამ გადაწყვიტა გაეახლებინა მისი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი. მოცემული მოდულები დაიტესტა: MSI Z370I GAMING PRO CARBON AC დედა-დაფაზე, Intel Core i7-8700K პროცესორთან ერთად.
მეხსიერების მოდულები გაყიდვაში წლის მეორე კვარტლიდან იქნება !