Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'datafest'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 4 results

  1. 22-24 მაისს მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით დაბრუნდა. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. DataFest Online-მა თავი მოუყარა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. მონაცემთა ფესტივალმა უმასპინძლა 36 არაჩვეულებრივ სპიკერსა და ტრენერს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა. დეტალური ინფორმაცია DataFest Online-ის სპიკერების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://datafest.ge/speakers.html მოკლედ გადმოგცემთ იმ ცოდნასა და განწყობას, რომელიც ამ ღონისძიებამ დაგვიტოვა. მონაცემთა ფესტივალის პირველმა დღემ სპიკერების ინსპირაციული გამოსვლების ფონზე ჩაიარა, მეორე დღე დაეთმო ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს, ხოლო მესამე დღეს კი გაიმართა დატათონები და ჩატარდა ვორქშფები. დატათონები 2 მიმართულებით წარიმართა ერთი მიმართულება დაეთმო მონაცემთა ვიზუალიზაციის თამეტიკას, ხოლო მეორე კი მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტს. დღის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა დატათონში გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც გრანტის სახით და დაჯილდოვდნენ 3 000 EUR-მდე მინი გრანტებით. მონაცემთა ფესტივალი უნიკალური იყო იმით, რომ იძლეოდა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას. წლევანდელი ვირტუალური ფესტივალი მოიცავდა 4 თემას: მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; მონაცემთა ვიზუალიზაცია; ფინანსური ინტელექტი; მონაცემთა აქტივიზმი. მონაცემთა ვიზუალიზაცია ასეთი აქტუალური არასდროს ყოფილა. ამას ცხადყოფდა DataFest Online-იც. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ღონისძიების მრავალი სპიკერის ყურადღება დაეთმო სწორედ მონაცემთა ვიზუალიზაცია იყო. ასევე, წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემთა ვიზუალიზაციის მნიშვნელოვნებას მონაცემთა ჟურნალისტიკაში. არანაკლებ იგრძნობოდა COVID-19 პანდემიის როლი როგორც სპეკერებში ასევე დატათონის მონაწილეებში. განსაკუთრებით საინტერესო ისტორია ჰქონდა Harry Stevens-ს. ჰარი მონაცემთა ჟურნალისტია ვაშინგტონ პოსტში. მას აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ჰარის სტატიამ ვაშინგტონ პოსტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ჯერ კიდევ სტატიის დაწერამდე 2 წლით ადრე ჰარიმ გასართობად დაწერა კოდი, რომლის საშუალებითაც ეკრანზე პატარ-პატარა წრეები გამოდიოდა. როგორც მან თავის პრეზენტაციაში აღნიშნა, წარმოდგენა არ ჰქონდა გასართობად დაწერილ კოდს ოდესმე სტატიისთვის თუ გამოიყენებდა. მისი სტატია თვალნათლივ ვიზუალურ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება კორონა ვურუსი სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეზღუდვების შემოღებითა თუ სხვა. აღნიშული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.washingtonpost.com/graphics/2020/world/corona-simulator/. ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI, პარტნიორებღან ერთად: Bank of Georgia FinTech; Institute for War and Peace Reporting (IWPR); Prague Civil Society Centre, Olmait და სხვა მრავალი. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.
  2. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით 22-24 მაისს Ბრუნდება. DataFest Online უმასპინძლებს არაერთ სპიკერსა და ტრენერს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორკ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა. გაგაცნობთ DataFest Online-ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი სპიკერებს: Yaryna Serkez გრაფიკული რედაქტორი @ New York Times | გერმანია Yaryna Serkez არის დატა ჟურნალისტი. იგი მოღვაწეობს გერმანიში. Yaryna არის ნიუ იორკ თაიმსის (New York Times) გრაფიკული რედაქტორი. მანამ ის მუშაობდა უოლ სტრიტის (Wall Street) ჟურნალში, სადაც მან შექმნა ინტერაქტიული მონაცემების ისტორიები. მის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს შორისაა დიზაინისთვის საჭირო მახვილი თვალი და უნარი რათა შექმნას ვებზე დაფუძნებული 3D გამოკვლევები. Nadieh Bremer მონაცეთა ვიზუალიზაციის დიზაინერი @ Visual Cinnamon | ნიდერლადები Nadieh Bremer პროფესიით არის ასტრონომი, რომელმაც შეიცვალა პროფესია და გახდა მონაცემთა მეცნიერი, მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი. იგი მოღვაწეობს ამსტერდამში და ფრილანსერად მუშაობს Visual Cinnamon-ში. ის თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა, Google News Lab და UNESCO მცირე სტარტაპებისთვის, ასევე, ბეჭდურ გაზეთებთან, ინტერნეტ ინტერაქტიული გამომცემლებთან სარეკლამო პრესრელიზების, მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტებისა და მონაცემთა ხელოვნების მიმართულებით. Gabrielle Merite მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი | აშშ Gabrielle Merite დამოუკიდებელი ფრანგი მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერია. Gabrielle ყოფილი მეცნიერული ჟურნალისტია სპეციალიზირებული ჯანმრთელობისა და ბიოლოგიის დარგში. მან შეიცლა პროფესია და გახდა მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი, რათა ერთმანეთისთვის შეერწყა მეცნიერებისადმი და ხელოვნებისადმი სიყვარული. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია გააშუქოს მონაცემების მიღმა დამალული ისტორიები. ის თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო დონის ლიდერებთან, როგორიცაა: ფრანგული სააგენტო (French Agency for Research on AIDS, Viral Hepatitis), გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) ისეთი დამოუკიდებელი კომპანიებისთვის როგორიცაა ViiV HealthCare და Cleo Capita. Sonja Kuijpers დამფუძნებელი @ STUDIO TERP | ნიდერლანდები სონია მართავს საინფორმაციო გრაფიკულ სტუდიას - STUDIO TERP. 2013 წელს მან დაარსა სტუდია და დაიწყო ინფოგრაფიკებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციების შეთავაზება კლიენტებისთვის. მას, როგორც ყოფილ საჯარო სივრცის/ლანდშაფტების არქიტექტურის დიზაინერს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის მიმართულებით. ის აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობს საკუთარ dataviz და dataart პროექტებზე. მას პროექტ „A view on despair“-ზე მუშაობამ მოუტანა ოქროს ჯილდო. სონიასთვის მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნა ნიშნავს ადამიანებისთვის რიცხვების მნიშვნელოვნებაზე ხაზგასმას, ინფორმაციისა და მონაცემთა ესთეტიკის წარმოჩენას. Amanda Makulec უმცროსი მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტი @ Excella | აშშ ამანდა უმცროსი მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტია Excella-ში. მას აქვს ბოსტონის უნივერსიტეტის საჯარო ჯანდაცვის სკოლის მაგისტრის ხარისხი. სანამ ამანდა კომპანია Excella-ს შეუერთდებოდა ის 8 წლის მანძილზე მუშაობდა მონაცემთა ანალიტიკის განხრით, კერძოდ კი, საერთაშორისო ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით. ამანდა მოხალისედ მუშაობს „მონაცემთა ვიზუალიზაციის საზოგადოების“ (Data Visualization Society) დირექტორად და არის Data Visualization DC-ს ს თანაორგანიზატორი. DataFest Online თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 22, 23 და 24 მაისს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე). ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.
  3. სამი წარმატებული წლის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება. DataFest Online თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online 22, 23 და 24 მაისს ჩატარდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე). ვინ არიან DataFest Online-ის სპიკერები? უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა წარმოაჩინა თავისი ორგანიზაცია DataFest Tbilisi-ზე. ვარსკვლავური სპიკერების სიმცირით არც DataFest Online გამოირჩევა და ის უმასპინძლებს სპიკერებსა და ტრენერებს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა. ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.
  4. DataFest Tbilisi 2019: ნოემბერში საქართველო რეგიონის ყველაზე დიდ მონაცემთა ფესტივალს უმასპინძლებს ორი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, მესამე და ყველაზე მასშტაბური გამოშვებით ბრუნდება! DataFest Tbilisi 2019 მზადაა დამსწრეები შთააგონოს ახალი იდეებით და დაუთმოს მათ სივრცე ცოდნის გასაზიარებლად. ფესტივალი ჩატარდება 14-16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში. წელს, ღონისძიების მასშტაბი გაორმაგდა ვინაიდან მას დაესწრება ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე. ვინ არიან DataFest Tbilisi 2019-ის სპიკერები? უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, 80-მდე ვარსკვლავურმა სპიკერმა და ტრენერმა წარმოაჩინეს თავიანთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: Google, Facebook, Amazon და 30-მდე სხვა გლობალური კომპანია. იხილეთ, მოკლე ჩამონათვალი სპიკერების სრული სიიდან: • კრის კენედი, Berkeley Institute for Data Science • მარეკ მილერი, Google News Lab • დანიელ დიაზ დუსანი, Booking.com • ჰარი სტივენსი, Washington Post • კრისტიან დრეშერი, Mercedes-Benz • გიორგი მამალაძე, Siemens • ლივიუ პოპი, Romanian Academy, Folklore Archive • მილენა მარინი, Tactical Research, Amnesty International • ესტეფანია გუალი, Strands • ილია ბოიანდინი, Teralytics • ჯოუი ჩერდარჩუკი, Darkhorse Analytics • ანჟელა ტოდოროვიჩი, Createsi GmbH • ლორენა რივერო დელ პასო, Global Initiative for Fiscal Transparency • რუდოლფ ერემიანი, Windsor.AI • ტიციანა ალოჩი, Market Café Magazine • მაიკ სეიგერი, EMILY’s List • იაკოპო ოტავიანი, Code for Africa • პიერო ზაგამი, Market Café Magazine, Encode: Data Journeys • ტარიკ გრაციდა, Global Initiative for Fiscal Transparency ღონისძიების ორგანიზატორია ფორსეტი, Tbilisi Startup bureau და MaxinAI.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.