Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'cruden professional driving simulators'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. Racer (simulator) Racer - სრული სახელი: Racer Free Car Simulation არის სრულიად უფასო (freeware) და ყველასათვის ხელმისაწვდომი (source available) ვიდეო თამაში - სიმულატორი (simulator), რომელიც მუშაობს Microsoft Windows, Linux, და Mac OS X პლატფორმაზე. Racer-ი შეიქმნა როგორც მართვის სიმულატორი და მას გააჩნია ყველა ის თვისება, რომლის ნახვაც ჩვეულებრივ შესაძლებელია სხვა სარბოლო სიმულატორებში. კონკრეტულად კი ისეთი ფუნქციების როგორიცაა: შეჯიბრი ბოტ (AI) მანქანებთან ან რეალურ ოპონენტებთან და მრავალი მოთამაშის რეჟიმის (multiplayer mode) გამოყენება. თუ Racer-ს შევადარებთ სხვა კომერციულ სარბოლო თამაშებს, მაშინ მის სუსტ მხარეებად ჩაითვლება ის რომ: სიმულატორში არ არის ცვეთა/დაზიანების ფიზიკა და კარიერის რეჟიმი (career mode). Racer-ი რენდერისთვის იყენებს OpenGL-ს და არა DirectX-ს. უფასო ვერსიასთან ერთად არსებობს ფასიანიც და ესაა: Cruden-ი. Cruden-ზე საუბარი მეხუთე გადაცემაში (Fifth Gear): Racer-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება არის გახსნილობა. პროგრამული უზრუნველყოფა შენარჩუნებულია მხოლოდ შემქმნელის რუდ ვან გალის მიერ, მაგრამ მანქანები, გზები და სხვა ინფორმაცია მოცემულია და ახსნილია დოკუმენტებში. ასევე, მანქანის და გზების შექმნის ინსტრუმენტები მოთავსებულია თამაშის მთავარ საქაღალდეში. სწორედ ამის შედეგად შეიქმნა და გამოიცა დიდი რაოდენობით მანქანები შემდეგი სახესხვაობით: Formula One, GT, vintage, სატვირთო, სედანები და ა. შ. აგრეთვე, გავრცელდა სხვადასხვა სახის გზები: დაწყებული ჭეშმარტი სარბოლო გზებით და დამთავრებული დრაგით (drag strips), მთიანი გზებით და თქვენ წარმოიდგინეთ ავტოსადგომებითაც. Racer პირველად გამოვიდა 2000 წლის 29 აგვისტოს და ამ დღიდან მოყოლებული მუდმივ განახლებაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში Racer-ის მოყვარული საზოგადოების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. Racer-ის მთავარი ფორუმი და სპეციალური განყოფილება გახსნილია და დიდი ხანია არსებობს RaceDepartment-ის ფორუმზე. ლიცენზია: Racer-ის პროგრამა არის სრულიად უფასო (freeware) მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას არაკომერციული მიზნებისთვის იყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს კოდის ძველი ვერსია, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია (source code). მანქანებს და გზებს გააჩნია სხვადასხვა სახის ლიცენზია და მათი გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, Racer-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის მისი ღია ფორმატი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მისი სუსტი მხარეა: მისი დახურული წყარო (closed-source stance) და დეველოპერების გუნდი. Racer-ის საზოგადოება ხელს უწყობს ტესტირებას და ხშირად რჩევას აძლევს დეველოპერებს რა ფუნქციები დაამატონ თამაშს მომავალში. სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, რომ Racer-ის დეველოპერები ძალიან არიან დამოკიდებულნი დროზე და ამიტომ ვერ ახერხებენ არსებულის განვითარებას, რაც განაპირობებს იმას, რომ განახლებები ხდება ძალიან იშვიათად. თუმცა როდესაც განახლება გამოდის, ის შეიცავს არაერთ სიახლეს, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს საკუთარი მანქანების ან გზების მოდიფიკაციასა და განვითარებაში. თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://racer.nl მოდები და გზები: Racer Free Car Simulation | ВКонтакте ჩემი გადაღებული სურათები: თამაშის გადმოსაწერი ბმული მოდებით: Racer Free Car Simulation (Racer Pack 2 - V0.8.45) მოთხოვნები: Windows XP/2003-Server/Vista/Windows 7 (32/64 bits); Pentium IV ან AMD პროცესორი. ნებსიმიერი 1Ghz-იანი იმუშავებს ნორმალურად, მაგრამ კარგი ვიდეო დაფის ქონდა მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ, რომ სიმულატორის beta ვერსიებს არ აქვს Windows 95/98/ME (პრობლემები font-ებთან დაკავშირებით) მხარდაჭერა. კარგი 3D ვიდეო დაფა (OpenGL-ის და Cg-ის მხარდაჭერით) ისეთი როგორც nVidia (სასურველია) ან AMD/ATI. დეველოპერები ძირითადად მუშაობენ მხოლოდ nVidia-ს ბარათებზე (და drivers-ებზე), ასე რომ რეკომენდირებულია მისი ქონა Race-ისთვის. nVidia 8800GT ან ნებისმიერი ახალი ვიდეო დაფის ქონა სასურველია. DirectX9.0c ან უკეთესი. ვიდეოები: ehune01 და Skybh (გადმოსაწერი ბმულის სანახავად ჩამოშალეთ ვიდეოს აღწერა). დროა გავაკეთო პატარა სერვერზე შესვლის გზამკვლევი. იმისთვის, რომ Racer-ი ითამაშოთ მეგობრებთან ერთად, ამისთვის საჭიროა გქონდეთ: - Racer-ის 090RC6-ზე ახალი ვერსია (სასურველია RC10). ბევრი წვალება რომ არ დაგჭირდეთ, ამიტომ გავაკეთე თამაშის ვერსია სადაც უკვე დავამატე სერვერზე შესასვლელად საჭირო ყველა მანქანა და გზა. ამიტომ გადმოწერეთ ეს ვერსია: Racer v0.9.0 RC10 (22-8-2014) ამაარქივების შემდეგ ჩართეთ თამაში (დაყენება არაა საჭირო) და გაასწორეთ რეზოლუცია და კონტროლები. ამის შემდეგ მიყევით ინსტრუქციას პუნქტების და სურათების მიხედვით. 1) თამაშის მენიუში ნახეთ "Multiplayer lobby" და შედით. 2) დააწკაპუნეთ მაუსი nl lobby-ზე (<= Server-ზე) 3) წაშალეთ lobby.racer.nl 4) და ჩააკოპირეთ df-racing.ddns.net 5) შემდეგ დააჭირეთ Ok-ს. ამის შემდეგ გაიგებთ ხმას და ქვემოთ დაინახავთ წარწერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ Lobby-ს df-racing.ddns.net-ზე. 6) ზემოთ მარჯვენა მხარეს დაინახვთ გრაფას Nick და დააწკაპუნეთ მასზე მაუსის ღილაკით, რადგან შეცვალოთ ორიგინალი სერვერის მიერ მინიჭებული სახელი. 7) წაშალეთ MyNick და 8) ჩაწერეთ თქვენი სახელი. ბოლოს დააჭირეთ Ok-ს. 9) პუნქტს "Hide unjoinable races" მოუშალეთ მონიშვნა, რადგან დაინახოთ თავისუფალი სერვერი. 10) მონიშვნის მოხსნისთანავე გამოჩნდება სერვერი 11) დააწკაპუნეთ სერვერის სახელზე ორჯერ ან უფრო უკეთესია მონიშნოთ სერვერი (მაუსის მის დასახელებაზე ერთი დაკლიკებით) და დააჭიროთ ღილაკ Join-ს. ღილაკზე დაჭერისთანავე გაიგებთ ხმას და დაიწყება 30 წამიანი ათვლა სერვერზე შესასვლელად. 30 წამის გასვლის შემდეგ გამოჩნდება გზის ჩატვირთვის სურათი (რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ). სერვერზე შესვლისთანავე ირთვება შუქნიშანი და იწება რბოლა. სულ ეს არის, სასიამოვნო გართობას გისურვებთ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.