Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'asus'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. პირველ რიგში მოგესალმებით დიდიხანია თემა არ გამიხსნია და მინდა Asus Republic of Gamers Phone წარმოგიდგინოთ. ყველა Gamer სთვის ცნობილმა და საყვარელმა კომპანიამ ASUS მა მობილურ სამყაროშიც გამოიჩინა თავი და წარადგინა თავისი ROG (Republic of Gamers) სმარტფონი, რომელიც უდაოდ უკონკურენტოა თავისი დიზაინით და რაღათქმაუნდა მონაცემებით. მობილური დაანონსდა 2018 წლის იანვარში ხოლო მისი გაყიდვაში ჩაშვება 2018 წლის შემოდგომას იგეგმება. სანამ მონაცემებზე გადავალ ჯერ კორპუსის შესახებ ვისაუბროთ როგორც გვპირდებიან მობილური იქნება წყალგაუმტარი. მობილურ ტელეფონს აქვს ალუმინის კანტი უკანა მხარე კი დაფარულია Gorilla Glass ის მინის ზედაპირით, მისი წონა 200 გრამს შეადგენს. მთლიანი კორპუსის ზომები ასეთია : (სიგრძე:158.5მმ) (სიგანე 76.2მმ) (სისქე 8.6მმ) რაც შეეხება მის მონაცემებს მას აქვს 6 ინჩიანი (1080x2160) AMOLED 90 Hz (1ms pixel response time) HDR ეკრანი უფრო გასაგები და ადვილად გამოსარჩევი რომ იყოს მონაცემებს ჩამოვწერ. სანამ დავიწყებ აქვე ავღნიშნავ რომ მან Antutu ში 304183 ქულა აიღო ჩიპსეტი : Chipset Qualcomm SDM845 Snapdragon 845 პროცესორი : Octa-core (4x2.96 GHz Kryo 385 Gold & 4x1.7 GHz Kryo 385 Silver) გრაფიკული ჩიპი : Adreno 630 ოპერატიული მეხსიერება : 8GB ელემენტი: 4000mAh მას არ გააჩნია Micro SD Card ის სლოტი რამაც პირადად მე გამაკვირვა თუმცა შეგიძლიათ შეიძინოთ 128 GB ან 512 GB ინტეგრირებული მეხსიერებით. ახალ ASUS ROG Phone ის უკანა მხარეს განთავსებულია 2 კამერა 12MP და 8MP phase detection autofocus , რომელიც ხელს უწყობს ახალი კადრის სწრაფ ფოკუსირებაში რაც ძალიან ეფექტური და პრაქტიკულია როგორც სურათების ასევე ვიდეოების გადაღებისას. მას შეუძლია გადაიღოს 4K UHD (3840 by 2160) გაფართოვების ვიდეო 30/60 fps (frame per second) ით მთავარი უკანა კამერებით - ხოლო წინა მხარეს განთავსებული აქვს 8MP კამერა. რაც შეეხება დინამიკებს მას აქვს სტერეო სისტემა რომლის არ ქონაც Gamer ებს იმედებს გაგვიცრუებდა. დამეთანხმებით Gaming ში ხმა არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც FPS ასე რომ ამ სმარტფონში გვაქვს Stereo სისტემა რომელიც ხმას სუფთად და თანაბრად გაანაწილებს მარცხნივ და მარჯვნივ. მობილურს ექნება 2 Nano სიმ ბარათის სლოტი : Dual SIM dual standby Slot 1: 2G/3G/4G Nano SIM Card Slot 2: 2G/3G/4G Nano SIM Card ასევე Gaming სმარტფონს აქსესუარებიც ბევრი და საინტერესო მოყვება: კომპლექტში იქნება AeroActive Cooler რომელიც მობილურს დაეხმარება გაგრილებაში AeroActive Cooler - ს აქვს ქულერი, რომლის ბრუნიც შეგიძლიათ მობილურიდან აკონტროლოთ ასევე მას აქვს დამტენის პორტი AeroActive Cooler ის დაყენების შემდეგ მობილური შეგიძლიათ დატენოთ ისე რომ Gaming კონფორტული გახდეს და დამტენის შნურმა არ შეგაწუხოთ რაც ბევრად პრაქტიკულს გახდის თამაშს მობილურის დატენვისას ამის საიდუმლო კი ის არის რომ დამტენის პორტი შუაში ხვდება ასევე AeroActive Cooler ს აქვს 3.5მმ იანი ნაოშნიკების პორტიც რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტისთვის. AeroActive Cooler მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. AeroActive Cooler სურათებისთვის გახსენით სპოილერი. ასევე ROG Phone ს მოყვება Mobile Desktop Dock : რაც თითქმის იდეალურ კომფორტს გვიქმნის მობილურის და Desktop კომპიუტერის ჰიბრიდის შექმნაში მისი საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ კლავიატურა და მაუსით როცა მობილური Dock ში დევს. მას აქვს HDMI, DisplayPort, LAN SD Slot პორტი და ასე შემდეგ სპოილერში იხილეთ სრულად. პირდაპირ ჩამოვწერ დოკის მონაცემებს : Mobile Desktop Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Mobile Desktop Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock: რაზეც უკვე სიტყვები ზედმეტია ამ დოკში ინტეგრირებულია მეორე ეკრანი მათთვის ვისაც მოსწონს თამაშების LIVE ში გაშვება twitch ზე ან სხვა Stream სერვერებზე მათთვის იდეალური კომფორტია. შეგიძლიათ თამაშის დროს თან twitch ზე იჩათაოდ და ასე შემდეგ. ასევე მას აქვს უკანა მხრიდან მარცხნენა და მარჯვენა მხარეს კნოპკები როგორც ჯოისტიკს. TwinView Dock ში მოთავსებულია 6000mAh იანი ელემენტი რომელიც ალბათ მეორე Screen ის გამოყენებისას აუცილებელიც კი იყო რათა უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო იყოს თამაში TwinView Dock თან ერთად. TwinView Dock - ს აქვს 3.5მმ ყურსასმენების ჯეკი ასევე მას აქვს ახალი Type-C პორტი დასამუხტად და SD slot მეტი მეხსიერებისთვის. ასევე გათვალისწინებულია ის რომ თუ თქვენ TwinView Dock ში მოათავსებთ მობილურს დოკი თავისი 6000mAh იანი ელემენტით ტენის მობილურის 4000mAh ელემენტს. TwinView Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock ანალოგ ჯოისტიკი Gamepad ი რომლის საშუალებითაც თქვენ გექნებათ სრულფასონავი Gamepad ი თქვენს მობილურზე. ასევე მას მოყვენა WiGig Dock რომელიც უკავშირდება TV - ს და თქვენ გექნებათ საშუალება ითამაშოთ მობილურიდან ტელევიზორზე Wireless ის საშუალებით. Gamevice Controller მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. WiGig Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. მობილურის და აქსესუარების რეალურ სურათებსაც შემოგთავაზებთ: მობილურის რეალური სურათები აქსესუარების რეალური სურათები: AeroActive Cooler Gamevice Controller Mobile Desktop Dock TwinView Dock ბოლოს კი ვიდეო მიმოხილვა ... იმედი მაქვს თქვენც მოხიბლული დარჩით ამ სმარტფონით. მადლობა ყურადღებისთვის. თემის სხვა პორტალზე დაკოპირების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო : Overclockers.ge თემის ავტორი @zaqrinio
  2. ჩვენ უკვე ვიხილეთ Nvidia ს ახალ 28 ნმ GM107 Maxwell არქიტეტურაზე დაფუძნებული პირველი ვიდეო ბარათი ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ GTX 750 , ამჯერად კომპანია Asus ისგან. როგორც ხვდებით ეს ვერსია ჩამორჩება Ti მოდელს და შესაბამისად უფრო იაფიც ღირს , GTX 750 ქარხნული ვერსიის ფასი 120 , ხოლო ჩვენს მიერ განსახილველი Asus ის OC ვერსიის ფასი 140 ამერიკული დოლარია. მოდით განვიხილოთ ამ ვიდეო ბარათის მოანცემები : მას გააჩნია 512 ერთეული CUDA ბირთვი ( იგივე Shader ) , 1.87 მილიარდი ერთეული ტრანზისტორი , 128 - bit ინტერფესის მქონე 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება ,1059 MHz+ ბირთვის ( ქარხნული ვერსიის 1020 ) და 1253 MHz მეხსიერების სიხშირე. ვიდეო ბარათის შეფუთვაში შედის ვიდეო ბარათი და დრაივერების დისკი + დოკუმენტაცია. უფრო ახლოდან ვნახოთ ვიდეო ბარათი. ის აღჭურვილია მხოლდო ერთი ცალი ქულერით , რომლის ქვემოთ მოთავსებულია გაგრილების Fin ები. რაც შეეხება პორტებს მას აქვს VGA , DVI და HDMI პორტები. ისევე როგორც 750 Ti ეს მოდელიც არ საჭიროებს დამატებით კვების კონექტორს და ის ენერგიას იღებს პირდაპირ PCI-Express სლოტიდან , ენრგო მოხმარება კი შეადგენს 75 ვატს. PCB ს წინა და უკანა მხარე . GDDR5 მეხსიერების ჩიპი დამზადებულია Hynix ის მიერ . GM 107 გრაფიკული პროცესორი კი კვლავ ტაივანში. ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე და ვნახოთ რა შეუძლია ამ ვიდეო ბარათს . სატესტო სისტემა : ენერგო მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში. Fan იხ ხმაურიანობა . ეფექტურობა ყველა რეზოლუციაზე . ახლა კი ვნახოთ Overclocking ის შედეგი. ტემპერატურა ახლა კი შევაჯამოთ შედეგები , ჯერ ვნახოთ ვიდეო ბარათის დადებითი და უატყოფითი მხარეები : დადებითი ვიდეო ბარათი არის საკმაოდ ჩუმი სიხშირე მომატებული აქვს ქარხნულად აქვს ნორმალური დონის Overclocking პოტენციალი არ საჭიროებს დამატებით კვების კონექტორს აქვს დაბალი ტემპერატურა და ენერგო მოხმარება გააჩნია CUDA/PhysX , Direct X 11.1 ტექნოლოგიები უარყოფითი მიუხედავად ყველაფრისა არ აქვს ოპტიმალური ფასი მეხსიერების სიხშირე არაა ქარხნულად მომატებული ვიდეო ბარათი თავისუფლად არის შესაძლებელი ყოფილიყო ერთ სლოტიანი არ აქვს SLI ტქენოლოგიის მხარდაჭერა ვიდეო ბარათის შედარება სხვა მოდელებთან > საბოლოო დასკვნა : Nvidia/Asus ის GeForce GTX 750 OC ვიდეო ბარათი წარმოდგენს საშუალო სეგმენტის პროდუქტს , რომლის ღირებულება გახლავთ 140 დოლარი , იგი ახლოს დგას AMD ს R7 260X თან , 8% ით სწრაფია წინა თაობის HD 7790 თან და GTX 650 Ti სთან შედარებით .Asus GTX 750 OC 14 % ით ჩამორჩება GTX 750 Ti ს , 23 % ით GTX 650 Ti Boost ს და მთელი 31 % ით კონკურენტ AMD R7 265 ს . აქედან გამომდინარე შეძლება ითქვას რომ ისევე როგორც GTX 750 Ti არც GTX 750 არ არის ოპტიმალური ვარიანტი შედარებით დაბალაფასიან სეგმენტში მიუხედავად ვიდეო ბარათის ახალი არქიტეტურისა რის წყალობითაც ის საკმაოდ გრილი , ჩუმი და ეკონომიურია. 140 $
  3. კომპანია Asus მა წარმოადგინა ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Dual-band სტანდარტის მქონე 3 ანტენიანი როუტერი , მოდელი AC1900 რომელიც Dual-band სტანდარტის შესაბამისად მუშაობს როგორც 2.4 GHz ასევე 5 GHz სიხშირეებზე , ასევე მას გააჩნია დღეისთვის არსებული ყველა Wi-Fi ქსელის სტანდარტი როგორიცაა : IEEE 802.11a , IEEE 802.11b , IEEE 802.11g , IEEE 802.11n , IEEE 802.11ac , IPv4, IPv6 რაც შეეხება მის სიჩქარეს ლოკალურ ქსელში , ყველა სტანდარტის შესაბამისად სხვადასხვაა სიჩქარეც , იგი 11Mbps დან 1300Mbps მერყეობს. როუტერის დაცვის სისტემაში გაერთიანებულია დღეისათვის არსებული ყველა ძირითადი სტადნარტი , როგორიცაა: 64-bit WEP, 128-bit WEP, WPA2-PSK, WPA-PSK, WPA-Enterprise , WPA2-Enterprise , WPS support რაც შეეხება პორტებს , როუტერს აქვს შემდეგი სახის პორტები : 4 x RJ45 LAN, 1 x RJ45 WAN , თითო-თითო USB 2.0 და 3.0 პორტები. მისი განსაკუთრებული უპირატესობებია Asus ის ექსკლუზიური ტექნოლოგიები როგორიცაა : 3G/4G data sharing, AiCloud, Printer server, Download Master, AiDisK, Multiple SSIDs, Parental Control კომპანია Asus ის უძლიერესი AC1900 ის წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია და მისი ფასი 210 დან 220 დოლარამდე მეეყეობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ საიტს !
  4. დღეს წარმოგიდგენთ NVIDIA-ს ახალი თაობის ვიდეობარათს GTX 980-ს ASUS-ს უძლიერეს ვერსიას, რომელიც ასე გამოიყურება ეს ვიდეობარათი დაფუძნებულია GM 204 ჩიპზე. მას აქვს 2048 CUDA core-ები, 64 Raster Operating Units (ROPs), 128 Texture Mapping Units (TMUs), 4 GB GDDR5 ტიპის მეხსიერება 224.4 GB/s გამტარობით. ჩიპს გააჩნია 16 Streaming Multiprocessors “Maxwell” (SMM) მისი სიხშირეებია base clock -> 1178MHz boost clock -> 1279MHz. მას აქვს DirectX 12 API-ს მხარდაჭერა და OPenGL 4.4-ს მხარდაჭერაც. აქვს ASUS-ს 3 წლიანი გარანტია. მასში არის 5.2 მილიარდი ტრანზისტორი, ხოლო თავად ჩიპის ფართობი შეადგენს 398 mm2-ს ეს ვიდეობარათი რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ 165 w-ს ანუ კარგ 500 W-იანზე თავისუფლად იმუშავებს. მას მხოლოდ 2 ცალი 6 pin-იანი შესაერთებელი სჭირდება. შეიძლება ითქვას რომ MAXWELL არის სასწაული OVERCLOCKER ASUS-ს ვიდეოს შედეგები არ მაქვს მაგრამ განახებთ Gigabyte-ს 980 windforce-ს შდეგებს, რომელიც ასე გამოიყრება ეს უკვე ხუმრობა არაა 1547 MHZ boost-ზე ჰაერზე რაც 980-ს სტოკ boost-დან 331 MHZ-თ მაღლაა. + მეხსიერებაც 1000 MHZ-თ დარაზგონებულია და დგას 8 GHZ-ზე გვაქვს soft-ს მხრივაც წინსვლა. მას ექნება ახალი თაობის ფიზიკის მხარდაჭერა და ასევე ახალი თაობის aliasing-ს მხარდაჭერა (MFAA) რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე არსებული MSAA და დაახლოებით MFAA2x >= MSAA 4x ესეც MFAA-ს დემონსტრაცია მას ასევე აქვს ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერა Dynamic Super Resolution (DSR) ეს გავს Downsampling-ს (ამის შესახებ დაწვრილებით აქ მიწერია ---> ). ანუ თქვენ თუ გაქვთ 1080p მონიტორი შეგიძლიათ ითამაშოთ 4k გაფართოებაზე და გამოსახულება ბევრად უფრო კარგი იქნება. AA-ც არ დაგჭირდებათ (პირადად მაქვს ნაცადი მსგავსი რამ გემახსოვრებათ თემაც მქონდა გახსნილი) ფაქტიურად 4k gaming ხარისხი 1080p მონიტორზეც კი ეს DSR-ს დემონსტრაცია აქვს კიდევ ერთი ახალი ტექნოლოგია Voxel Global Illumination (VXGI) ეს არის NVidia GameWorks-ს ნაწილი (GameWorks-ზე დეტალურად აქ მიწერია ) რომელიც გამოიყენება დინამიური ნათების ეფექტების შესაქმნელად. ესეც მისი დემონსტრაცია მას აქვს NVIDIA surround-ს მხარდაჭერა მაქსიმუმ 4 მონიტორით. განლაგება ასეთია NVidia-ს მიხედვით ვიდეობარათების სიმძლავრე ძალიან საინტერესო შედარება GTX 980 vs GTX 780 Ti vs R9 290X CRYSIS 3-ში ტესტები გატარებულია i7 3770K-ზე 1080p გაფართოებაზე როგორც ხედავთ ჯამში 980 ჯობია ამ ორივე ბარათს. ამ ტესტში 980-მა 290x-ს 14%-თ ხოლო 780 ti-ს 5%-თ აჯობა. შედარებისთვის ეს ბარათი GTX 680-ს ჯობს 61%-თ და მოიხმარს იგივე ენერგიას და არის იგივე memory bus-ზე 256 bit ესეც ბენჩები იგივე ვიდეოებზე სხვადასხვა თამაშებში. კერძოდ: Battlefield 4 CRYSIS 3 Metro LL Tomb Raider 2013 Bioshock Infinite შედეგები ეს კი იგივე ბენჩები 1440p გაფართოებაზე შედეგები გვაქვს 4 way SLI-ს გაკეთების შესაძლებლობაც ეხლა კი წარმოგიდგენთ GTX 980 3 WAY SLI-ს 4K გაფართოებაზე. ტესტები ჩატარდა i7 5960x-ზე რომელიც მუშაობდა 4.6 GHZ-ზე. აღსანიშნავია რომ მოცემული ვიდეობარათებიდან თითოეული მოიხმარდა idle-ზე 13 w-თ ხოლო დატვირთვაზე 97 w-თ ნაკლებ ენერგიას GTX 780 Ti-სთან შედარებით. უფრო დაწვრილებითი ტესტები ----> http://www.guru3d.com/articles_pages/gigabyte_geforce_gtx_980_g1_gaming_review,12.html ესეც მაგარი შედეგი ესეც ბენჩმარკი ამ მხეცუნაც ფასი იქნება 549$ Amazon-ზე უკვე დევს გასაყიდად http://www.amazon.com/Gigabyte-GeForce-Overclocked-Graphics-GV-N980D5-4GD-B/dp/B00NH2D2M6/ref=sr_1_13?ie=UTF8&qid=1411115140&sr=8-13&keywords=nvidia+gtx+980 მოკლედ ეს ვიდეო რაც ვნახე 780 ti-ზე ძლიერია და ძალიან მაგრად რაზგონდება. გაითვალისწინეთ რომ ახალი არქიტექტურაა და დრაივერები რო გამოვა performance კიდე უფრო გაიზრდება NVIDIA მაგაში მაგარია და ჩემ 660-ზეც დავრწმუნდი. მოკლედ MAXWELL-მა ნამდვილად გაამართლა. და ეს ყველაფერი არაა GTX 980 Ti კიდევ წინაა... მადლობთ ყურადღებისთვის თემა მოამზადა matusala-მ
  5. იყიდება Asus RT-N10 და Cisco Linksys WRT54G2 V1.5 ფასი : Asus-30 ლარი ; Cisco-30 ლარი ორივე არის ნახმარი მაგრამ იდიალურად მუშაობენ 595011418
  6. M/B: ASUS Maximus IV Extreme Z CPU: Intel Core i7 2700K სასურველია i3 ან i5 ისევ 1155 სოკეტზე. 599 088883 ლაშა
  7. კომპანია Asus მა წარმოადგინა მორიგი 10 ინჩიანი ახალი Trasformer Pad ანუ ნახევრად ნეთბუქი და ნახევრად პლანშეტი , მოდელი TF701T . მისი გადაკეთება პლანშეტად ძალიან მარტივი მას უბრალოდ უნდა მოხსნათ კლავიატურა. , რომელიც ასევე მისი სატენი Dock არის. ამ Trasformer Pad ს აქვს 10 ინჩიანი IGZO-TFT ტიპისა და IPS ტექნოლოგიის მქონე სენსორული ეკრანი რეზოლუციით 2560 x 1600 , რაც ამ ზომის პადისთვის მართლაც რომ ძალიან კარგია , მისი ხედვის კუთხე 178 გრადუსია. ეს Trasformer Pad დაფუძნებული იქნება Nvidia Tegra 4 პლათფორმაზე და მას ექნება , 4 ბირთვიანი ARM Cortex-A15 პროცესორი და 72-core GeForce სერიის გრაფიკული ჩიპი. იგი აღჭურვილი იქნება 1.2 მეგა-პიქსელიანი წინა და 5 მეგა-პიქსელიანი უკანა კამერით 1080P ხარისიხის მქონე ვიდეო გადაღების საშუალებით , ასევე HDMI პორტით შესაძლებელია 4K ხარისხის მასალის გაშვება . გარდა HDMI პორტისა მას ექნება USB 3.0 პორტიც და SDXC ბარათის წამკითხავი , როდესაც სხვა პადებს აქვს მხოლოდ microSDXC წამკითხავი. პადის სიცოცხლის ხანგრძლივობა სრულად დატენვის შემთხვევაში მისი Dock კლავიატურის მეშვეობით არის 13-17 საათი. Aus Transformer Pad TF701T იმუშავებს Android ოპერაციული სისტემის ქვეშ !
  8. წარმოგიდგენთ NVIDIA-სა და ASUS-ის ახალ შვილობის-უფრო სწორად რომ ვთქვათ ტყუპებს, რადგან განსაკუთრებული ASUS ROG GTX 760 MARS-ს ის აქვს რომ იგი აღჭურვილია არც მეტი არც ნაკლები 2 GTX 760-ის ჩიპით. ბარათი გამოიყურება საკმაოდ დამაჯერებლად, მისი ბირთვის სიხშირე არის 1006 Mhz რომელიც დატვირთვის დროს იზრდება 1072 Mhz-მდე და დეველოპერების თქმით ბარათი უტოლდება AMD-ს მხეც R9-290X-სა და NVIDIA-ს ახალ იარაღს GTX 780 Ti-ს, მაგრამ არის თუ არა ეს სიმართლე მომდევნო ტესტებში ვიხილავთ.აგრეთვე ვიდეო ბარათს აქვს ნადმვილად სასიამოვნო დიზაინი. 2 ცალი 90 მილიმეტრიანი ფანი იმედს გვაძლევს რომ ბარათი არის გრილი. რაც შეეხება კვებას , ვიდეო-დაფას სჭირდება 6 და 8 პინიანი შესაერთებლები კვებისათვის. გამომცემელის თქმით ბარათი მოიხმარს მაქსიმუმ 300ვატს. ესეც ზოგადი მიმოხილვა. ახლა დავაკვირდეთ ბარათს და შევუდგეთ მის დეტალურ განხილვას. დამეთანხმებით რომ ბარათი არის ვიზუალურად კარგად დამუშავებული და ერთი შეხედვით იწვევს სიმპათიას. ესეც ბარათიდ უდიდესი პლუსი-მას გააჩნია Backplate. ენერგომოხმარება. როგორც ზემოთ ვახსენეთ ბარათი მოიხმარს 300W ენერგიას ესეც მისი შედარებები სხვა ბარათებთან რაც შეეხება ტემპერატურას ASUS-მა ამაზეც იზრუნა ტემპერატურის სტაბილურობა დამოკიდებულია გაგრილებაზე, რაც უფრო მძლავრია გაგრილება მისგან ნაკლებად სასიამოვნო ხმაური გამოდის ასევეა ეს ბარათიც, ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე: დასატესტი სისტემა ასეთი გახლავთ: CPU: Core i7 3960 Extreme (Sandy Bridge E) @ 4.6 Ghz MB: MSI Big Bang XPower II VGA: ASUS GeForce GTX 760 MARS 4GB RAM: 8192 (2x 4096 MB) DDR3 PSU: 1200 W Platinum Corsair AX1200i Monitor: Dell 3007WFP-QHD up to 2560x1600 DX11: Hitman Absolution Tomb Raider Battlefield 4 Metro Last Light Crysis 3 აგრეთვე შედეგები 4K გაფართოებაზე DX11 FutureMark Benchmarks ჩემი აზრით, ბარათი არის კარგი, უფრო სწორად ვუწოდებდი-არასტაბილურად კარგს, რადგან ზოგ შემთხვევაში ბარათი მოწოდების სიმაღლეზეა ხოლო დანარჩენ სიტუაცებში მასე მაღლა ძალიან ბევრი 1 ბირთვიანი ბარათი დგას, არ დაგვავიწყდეს რომ MARS-ი არის 2 ჩიპიანი ბარათი. Overclocking Stock: Core Clock 1006 MHz Boost Clock: 1072 MHz Memory Clock: 6008 MHz Overclocked: Core Clock: 1147 MHz Boost Clock: 1212 MHz Memory Clock: 6408 MHz ესეც შედეგი: შეფასება: - ვიდეობარათი ხელმისაწვდომია 630$-ად * ბარათი არის გრილი * აქვს კარგი ვიზუალი * 2 ბირთვიანი ვიდეო-დაფისთვის მოიხმარს ცოტა ენერგიას * ხშირ შემთხვევაში ჯობს High-End ვიდეო ბარათებს * გააჩნია BackPlate * აქვს დიდი Overclocking პოტენციალი * აქვს 4 GB -იანი მეხსიერება * მაღალი ფასი * არის 2 ჩიპიანი რაც (შეიძლება) გახდეს არასტაბილურობის მიზეზი * არის ხმაურიანი * მომენტებში არ გამოიყურება დამაჯერებლად 2 ბირთვიანი ბარათის კვალობაზე * (სუბიექტური აზრი) სხვა 2 ბირთვიან ბარათებთან შედარებით უსუსურია საბოლოო შეფასება: 7.0
  9. Asus Zenbook. i5-ის პროცესორზე 128 გბ სსდ. ულტრა თხელი და უმაღლესი ხარისხის ლეპტოპი. არის ახალი. მოყვება ელეგანტური ჩასადები. მარკეტის სურათები ნახეთ აქ MyMarket.ge ფასი ოვერლოქერის ფორუმელებისთვის 1350 ლარი Acer Aspire S3. i3-ის პროცესორზე. ძალიან თხელი და მსუბუქი ლეპტოპი. ესეც ახალი , თავის ყუთით და სიყვარულებით.. დამატებითი ინფორმაცია mymarket.ge ფასი ესეც ექსკლუზიურად 850 ლარი.
  10. რომელს მირჩევდით ამ სამიდან ასუს http://www.ebay.com/itm/281244754041?_trksid=p2055119.m1438.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT დელ http://www.ebay.com/itm/261401671360?_trksid=p2055119.m1438.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT ჩპ http://www.ebay.com/itm/370946392191?_trksid=p2055119.m1438.l2649&ssPageName=STRK%3AMEBIDX%3AIT ვერ გადავწყვიტე, პროცესორი HP და დელს ერთნაირი აქვს და ასუს ჯობია, მარა ვიდეო კარგა არ მომწონს ჰპ-ს 740M არის, რომელს იყიდიდით და რატო. მე დელი მაქვს ი5-ზე სამი წელია და ძაან კმაყოფილი ვარ.
  11. კომპანია Asus მა სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თავისი მორიგი 7 ინჩიანი Android პლანშეტი Nexus 7 2 , რომელიც გახლავთ გასულ წელს გამოშვებული Nexus 7 ის მომდევნო მოდელი , ამას გარდა ვინც არ იცით გეტყვით , რომ აღნიშნული პლანშეტი იწარმოება უშუალოდ Google თან შეთანხმებით და ამის შესაბამისად იგი ყველაზე ადრე იღებს Android სისტემის განახლებებს , ასევე გეტყვით იმასაც ,რომ ეს არის პირველი მოწყობილობა , რომელიც გაყიდვაში ჩაეშვება უახლესი Android OS 4.3 Jelly Bean ოპერაციული სისტემით. გარდა ზემოთ აღნიშნულისა მაინც რა უპირატესობა გააჩნია ახალ Nexus 7 2 ს ? პასუხი მარტივია , მისი მთავარი ღირსება არის დაბალი ფასი და კარგი მონაცემები , ამ პლანშეტის საწყისი ფასი სულ რაღაც 230 ამერიკული დოლარი იქნება. რაც შეეხეაბ მის მონაცემებს , პლანშეტს ექნება : 7 ინჩიანი LED-backlit IPS LCD ტიპის ეკრანი , რეზოლუციით 1200 x 1920 (~323 ppi pixel ) , რა თქმა უნდა ექნება Multitouch , რომელიც ერთდროულად აღიქვამს 10 თითის მოძრაობას , ეკრანი დაცული იქნება Corning Gorilla Glass ტექნოლოგიით. პლანშეტის შიდა მეხსიერება იქნება 16/32 GB მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად , მასში არ თავსდება Micro SD ბარათი , მისი ოპერატიული მეხეიერების სიდიდე წინა თაობის Nexus 7 თან შედარებით უფრო მეტია და შეადგენს 2GB ს. აღნიშნული პლანშეტი აღჭურვილი იქნება როგოც წინა ასევე უკანა კამერით , ფოტო/ვიდეო გადაღებებეისათვის მას აქვს 5 MPიანი 1080P ხარისხის და 2592х1944 პიქსელის მქონე კამერა Autofocus ით , ხოლო წინა კამერა არის 1.2 MP იანი. რაც შეეხება მის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს : პლანშეტი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon S4Pro ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს , 4 ბირთვიანი 1.5 GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი , Adreno 320 გრაფიკული ამაჩქარებელი . გარდა ჩაშენებული WiFi და BlueTooth 4.0 ტექნოლოგიებისა პლანშეტი გამოვა ჩაშნებეული Micro-SIM სლოტითაც , რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს : 2G GSM , 3G HSPA , LTE 4G მობილური კავშირი ინტერნეტისთვის. გარდა ამ ყველაფრისა , Google Nexus 7 2 ს აქვს A-GPS ტექნოლოგია , HDMI პორტი , Wireless charging ტექნოლოგია და მისი ბატრეის სიმძლავრე შეადგენს 3950 mAh ს , წონა კი 2090-300 გრამს. აღნიშნული პლანშეტი მონაცემებით მართლაც ბევრად სჯობს წინა მოდელს , ამისტვის კი ვნახოთ მათი შედარება > სხვაობა მართლაც რომ დიდია . და მაინც ამ პლანშეტის ერთ-ერთ დიდ უპირატესობად Google თვლის მის პროგრამულ უზრინვეყოფას , Android OS ის ახალ 4.3 Jelly Bean ვერსიას , რომელშიც საკმაოდ ბევრი რამაა გაუმჯობსებული > პლაშნეტის Unboxing Android 4.3 Nexus 7 ( 2013 ) ზე Asus Google Nexus 7 2 ის საწყისი ფასი 16GB იანი მოდელისთვის იქნება 229 ამერიკული დოლარი , 32GB იანი ვერსიის ფასი იქნება 269 დოლარი , ხოლო Sim ბარათიანი ვერსიის საწყისი ფასი 349 დოლარი !
  12. ქსელში გავრცელდა Asus-ის ახალი ვიდეო ბარათი ROG Mars 760 რომელიც არის ორ GK104-425 ჩიპზე (GeForce GTX 760) ის ურთიერთქმედებს/მოქმედებს PLX PEX8747 ხიდის მეშვებით. მოდელს თავის არსენალში აქვს 2x 1152 ნაკადიანი პროცესორი, ორი 256-ბიტიანი ინტერფეისი, 2x2Gb VRAM GDDR5 მეხსიერება. ვიდეო ბარათის ფასზე ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის ცნობილი თუმცაღა იციან რომ მაღალი ფასის დადებაც არ არის მიზანშეწონილი, Asustek Computer-ის სპეციალისტები ცდილობენ გონივრულად განკარგონ გამოყოფილი ბიუჯეტი როგორც წერენ. Asus ROG Mars 760-ში გამოყენებულია ორსლოტიანი ქულერი ორი რადიატორით( თითოეული 4 სითბური მილაკით), თითო 100მილიმეტრიანი ვენტილიატორი, ახალი ბარათი შესრულებულია Republic of Gamers-ის სტილში. უკანა პანელზე აქვს ორი DVI-I, DVI-D და ერთი mini displayPort. კარტის კვებაზე ზრუნავს ორი 8-პინიანი PCI-E Power ქონექტორი, ხოლო SLI-ს ჯეკს შეუძლია შექმნას Quad-SLI კონფიგურაცია ორი Mars 760-ის მეშვეობით. კარტის რელიზი შედგება ხვალ.
  13. როდესაც ვსაუბრობთ "ოვერქლოქინგზე" , ASUS-ის ROG (Republic Of Gamers) სერია უდაოდ პედესტალზე დგას და შანსებს არ უტოვებს თავის კონკურენტებს, ენთუზიასტებისთვის ეს დედა-დაფა არის მართლაც რომ რჩეული და უსაყვარლესი პერსონალური კომპიუტერის კომპონენტი. უსაზღვრო "რაზგონის" შესაძლებლობები, ტოპ შედეგები ბენჩმარკინგში და დახვეწილი დიზაინი ხდის ამ დედა დაფას მართლაც რომ დომინანტს თავის კლასსში. ASUS MAXIMUS VI EXTREME , დეველოპერების თქმით არის გამოშვებული სპეციალურად მსოფლიო რეკორდების მოსახსნელად, ბენჩმარკინგსა თუ რაზგონში. ეს დედა-დაფა ბოლომდე იყენებს ყველა High-end ნაწილს რომელიც მასზე არის დაყენებული, ესეც დედა დაფის სურათი სპეციფიკაციები: Intel Z87 Chipset სრულიად ახალი სიტყვა Intel-ისგან რომელიც გამოვიდა 2013 წლის ივნისში Socket 1150 ის პლატფორმა, ახალი ინტელის Z87 ჩიპსეტით იკავებს პირველ ადგილს თავისი ფუნქციებით და პერფორმანსით ამ ფლატფორმაზე. მე-4 თაობის Intel Core-ის პროცესორი არის 64ბიტზე აგებული 2 ბირთვიანი 22ნანომეტრიანი ჩიპი. Z87 ის დახმარებით ამ ტიპის მქონე K-ვერსიის პროცესორები გაძლევენ საშუალებას თქვენ თვითონ შეცვალოთ: ბირთვის, მეხსიერების თუ სხვა სიხშირეები. ეს გაძლევთ საშუალებას, "დაარაზგონოთ" კომპიუტერის კომპონენტის ერთი ნაწილი და დატოვოთ სხვა - Stock სიხშირეებზე. რაც ძალიან ხელსაყრელია ბევრი თანამედროვე გეიმერისა თუ "რაზგონის" მოყვარულთათვის. შეფუთვა ASUS-ს არ შეუცვლია ROG-ის შეფუთვა, ისინი იყენებენ ძველ მაგრამ ეფექტურ დიზაინს, რა დევს ყუთში: * მომხმარებლის გიდი * I/O ფარი * 10 X სატა 6GB/s კაბელი * 1 X ASUS 2T2R Wi-Fi მოძრავი ანტენები (Wi-Fi 802,11a/b/g/n/ac) * 1 X 3-Way SLI ბრიჯი * 1 X 4-Way SLI ბრიჯი * 1 X SLI ბრიჯი * 1 X Crossfire კაბელი * 1 X ROG დასაკავშირებელი კაბელი * 1 X 12 ერთში ROG კაბელი * 1 X ROG მაგნიტი * ოვერქლოქერის პანელი: - 1 X OC პანელი - 1 X OC პანელი 5.25-ინჩიანი მეტალის ქეისი - 1 X OC პანელის კაბელი ესეც დაფა ახლოდან როგორც ხედავთ სხვა ვიდეო-დაფებისგან განსხვავებით EXTREME-სერიას აქვს უფრო მეტი ადგილი 4 ვიდეობარათის ჩასატევად. გათბობის რადიატორი მყარად ზის დედა დაფაზე - გათვალისწინებულია დიდი ზომის პროცესორის ქულერების მოთავსებაც ქეისში და ასეთი ტიპის გაგრილებისთვის სრულიად ოპტიმალური ადგილი გამოყოფილი მეორე სურათში ნათლად ჩანს I/O პანელი ტესტები: სისტემა: პროცესორის დატესტვის შედეგები: SuperPi: WinRAR & wPrime AIDA64 3D ტესტების შედეგები: Overclocking: The ASUS ROG OC Panel სურათები პერფორმანსი: შეჯამება: * ASUS MAXIMUS VI EXTREME ხელმისაწვდომია 399.99$ ად * დაკომპლექტებულია high-end ნაწილებით რომლებიც ხელს შეუწყობს სისტემას სტაბილურობაში * იდეალური stock და overclocked პერფორმანსი * ყველა გაგრილების ცალ-ცალკე კონტროლის საშუალება * მოჰყვება Wi-Fi Bluetooth და NGFF სლოტები * ადვილი და მრავალფუნქციური ბიოსი * ფასი საბოლოო შეფასება: 9.8
  14. სალამი სასტავს, მოკლედ მცირე აპგრეიდი გავაკეთე პროციკას და ვიდეოს.... აქ დავალაგებ ბენჩებს და შეაფასეთ . უფრო გამოცოცხლდება ფორუმი
  15. სასწრაფოდ! სულ ახალი, უხმარი, მარტო ყუთი გავხსენი რომ ჩამეხედა. გამოვიწერე და აღარ დამჭირდა. ვყიდი თავის ფაზე იაფად (გამოწერიან - ჩამოტანიანათ) ალტაში 220 ლარი ღირს *** დარეკეთ თუ ნამდვილად გინდათ ყიდვა *** 100 USD 599646409 http://www.amazon.com/Asus-F2A85-M-CSM-Desktop-Motherboard/dp/B00BRELPRU/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1381768295&sr=8-2&keywords=Asus+F2A85-M%2FCSM+Socket+FM2+Motherboard
  16. კორპორაცია Asus-მა ერთი დღით ადრე წარადგინა 12 ახალი ვიდეო ბარათი Radeon R9 და Radeon R7-ის ხაზის, მათ შორის არის Matrix R9 280X (Matrix-R9280X-3GD5) და Matrix R9 280X Platinum (Matrix-R9280X-P-3GD5) რომლებიც განეკუთვნებიან Asus-ის საფირმო ხაზს Republic of Gamers. გამართლდა ის ინფორმაცია რო ტოპ მოდელს ექნება Matrix HD 7970 Platinum-ის დიზაინი- 20 ფაზიანი კვების სისტემა(16 ფაზა GPU-სთვის) და სამ სლოტიანი ქულერი ხუთი სპილენძს სითბური მილაკით 8მმ დიამეტრი და ორი 100მმ ვენტილიატორით. ჭორები იმის შესახებ რო მოდელი იმუშავებს შედარებით დაბალ სიხშირეზე დადასტურდა, Matrix-R9280X-3GD5-ს ექნება 1000MHz ბირთვის 6000MHz კი მეხსიერების სიხშირე, პლატინის ვერსია Matrix-R9280X-P-3GD5 კი 1100/6400MHz-ით აღიჭურვება. როგორც მათ აღწერაშია მოცემული ახალ მოდელებს ექნებათ VGA Hotwire(ძაბვის კონტროლი),TweakIt(ოვერქლოქის პანელი),Turbo Fan Activator(ღილაკი ფანების მაქსიმალური ბრუნვის გასააქტიურებლად) და GPU Tweak(უტილიტი ოვერქლოქინგისთვის) ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ახალი ბარათები გაყიდვაში ჩაეშვება ამ თვის ბოლოს.
  17. Asus Maximus VI Hero — MotherBoard Intel Z87 (Socket 1150) Maximus სერიის პირველი დედადაფა, Asus-მა წარადგინა 2007 წელს, რომელიც განკუთვნილი იყო ენთუზიასტებისთვის და მოთამაშეებისთვის. ისინი რა თქმა უნდა იყვნენ ერთერთი ყველაზე თანამედროვე და სასურველი დედადაფები, თუ საქმე დგებოდა მაქსიმალური წარმადობის მისაღებად და რეკორდების დამყარებაზე. წელს მომხმარებლებმა გაიცნეს, ცნობილი ბრენდის, უკვე მეექვსე თაობის პროდუქტი. ახალ LGA1150 პლატფორმაზე, ამჟამად წარდგენილია R.O.G. Maximus სერიის ხუთი დედადაფა. ძველ Maximus VI Extreme-ს აქვს მხარდაჭერა ოთხი ვიდეობარათის კონფიგურაციის, სამართავი პანელი OC Panel და სხვა ტექნოლოგიების, რომელიც საჭიროა რეკორდების დასამყარებლად. მიუხედავად ამისა, მას ჩამოართვეს SupremeFX და GameFirst II, რომელიც არც ისეთი საჭიროა მაქსიმალური აჩქარების შემთხვევაში. Maximus VI Formula, მას შეუძლია იამაყოს, პროცესორის ენერგიის მართვის სისტემის რადიატორების (CrossChill), წყლის გაგრილების სისტემის მხარდაჭერით და დამატებით დაცვითი ელემენტით ROG Armor, რომელიც წააგავს თამაშების სერიას TUF (The Ultimate Fighter). R.O.G. სერიის მოთავსება mATX ფორმატში მოთავსების გადაწყვეტილება უკვე შეგვხვდა წინა თაობაში. Maximus VI Gene მწარმოებლისგან აღწერილი იყო, როგორც საუკეთესო, მაღალი წარმადობის დაფა, კომპაქტური სათამაშო სისტემებისთვის. მწარმოებელი ამას არ დასჯერდა და ამ წელს წარადგინა R.O.G. სერიის გადაწყვეტილება miniATX-ისთვის Maximus VI Impact. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საუბარი გვექნება სხვა ახალბედაზე. მიმოხილვაში ჩვენ გავიცნობთ ახალ მოდელს - Maximus VI Hero. ATX ფორმატის პროდუქტს, გააჩნია R.O.G. სერიის ძირითადი მახასიათებლები - ფერადი სქემა, მაღალი ხარისხის კომპონენტები, ენერგომომარაგება Extreme Engine Digi+ III, სამართავი პანელის მხარდაჭერა OC Panel, ხმის რეგულატორი SupremeFX და ქსელის ადაპტერი GameFirst II. ყველაფერთან ერთად, ის გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი ღირებულებით, წინამორბედ პროდუქტებთან შედარებით, მაგრამ ასევე არ შეიძლება ჩავთვალოთ იგი ხელმისაწვდომად. მწარმოებელმა აღნიშნა ახალი გადაწყვეტილები მოთამაშეებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ მაღალი ხარისხის და საიმედო გადაწყვეტილება რეალურ ფასად. დედადაფის ფუნქციები დაფა არის ATX ფორმატის, სტანდარტული ზომები - 304×244 მმ და სამონტაჟო ცხრა ხრახნები. გარეგნულად Maximus VI Hero დიდად არ გამოირჩევა მისი ძმებისგან. შესაძლოა შევამჩნიოთ მხოლოდ mPCIe Combo II სლოტის არქონა. ყველა დანარჩენი მახასიათებლები თან ახლავს: შავ-წითელ ფერთა გამა, შავი ფერის გაგრილების სისტემის რადიატორები, ჩამრთველი და გადამტვირთავი ღილაკები, წითელი მანათობელი დიოდები, გამოყოფილი აუდიო რეგულატორის ბლოკი. პროდუქტი განკუთვნილია მეოთხე თაობის Intel-ის პროცესორებთან სამუშაოდ, სოკეტზე LGA1150. ასევე კომპანია Intel-ის რეკომენდაციით, დაფას გააჩნია საჭირო სივრცე, იმისათვის რომ დამონტაჟდეს გაგრილების სისტემა პროცესორისთვის. სტანდარტული 95x95 მმ ადგილის გარდა, შეგვიძლია გამოვთვალოთ დამატებითი სივრცე ოპერატიული მეხსიერების მიმართულებით და დიდი ადგილი ვიდეო ბარათის მხარეს. დიდი დრო გავიდა რაც მეხსიერების სლოტების კონფიგურაცია არ შეცვლილა, იზრდება მხოლოდ სიხშირეები. ასერომ ოთხი სლოტი DDR3 მაქსიმალური რაოდენობით 32GB, დღესდღეობით არის სტანდარტული ვარიანტი. ოფიციალურად პროცესორებს ახალ პლატფორმებზე აქვთ მხარდაჭერა 1600 MHz მოდულების, მაგრამ დიდი რაოდენობის მწარმოებლები იძლევიან მაღალ სიხშირეზე მუშაობის საშუალებას. მოცემულ პროდუქტზე სიხშირეები გამოცხადებულია 2800 MHz-მდე, მისი ჩათვლით. რათქმაუნდა ასევე პარამეტრების კონტროლისთვის აქვს XMP პროფილის მხარდაჭერაც. BIOS პროდუქტში გამოიყენება BIOS მხარდაჭერით UEFI, შემუშავებული AMI ბაზაზე. მისი გაფორმებისთვის შერჩეულია R.O.G. სერიის ფერები - წითელი, შავი და თეთრი. აქვს რამოდენიმე ენის მხარდაჭერა და შესაძლებელია თაგვით ("მაუსით") მუშაობა. ბევრჯერ შევხვედრივართ ისეთ BIOS-ებს, რომლებსაც არ გააჩნიათ გამარტივებული პარამეტრების რეჟიმი. EZ Mode-ში მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ სისტემის მდგომარეობა (პროცესორის მოდელი, ტემპერატურები, ფანების მუშაობის სისწრაფე), XMP მეხსიერების მოდულებისთვის, ფანების მუშაობის რეჟიმის დამონტაჟება, ჩამტვირთავი მოწყობილობის არჩევა. წარმადობაზე გავლენას ახდენს ასევე ერთი საერთო სამ მდგომარეობაში გადამრთველი: Power Saving, Normal, Asus Optimal. BIOS-ის პარამეტრების პროგრამების სრული ვერსია შედგება ექვსი ჯგუფისგან და My Favorites გვერდისგან, რომელშიც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის საჭირო პუნქტები. შემცველობა ჯგუფებში: Extreme Tweaker: მთავარი განყოფილება, რათა აირჩიოთ პროცესორის და მეხსიერების მუშაობის რეჟიმი (ასევე სიხშირეები და ძაბვა); Main: ინფორმაცია დაფაზე, პროცესორზე და ოპერატიულ მეხსიერებაზე, თარიღის შექმნა, დრო და ენა, წვდომის კონტროლი; Advanced: პროცესორის მუშაობის პარამეტრები, ჩიპსეტის პარამეტრები და პერიფერიული რეგულატორები, რომელიც გამორთავს მანათობელ დიოდებს; Monitor: ძაბვის კონტროლი, ტემპერატურების, ფანების, ფანების მუშაობის რეჟიმის პარამეტრები; Boot: ჩატვირთვის პარამეტრები, მოწყობილობის არჩევა; Tool: განახლების უტილიტი BIOS EZ Flash 2, SSD გასუფთავების მოდული, პროფილების პარამეტრებთან მუშაობა, ინფორმაცია SPD მეხსიერების მოდულებიდან, პანელის სეთინგები ROG OC Panel. ჯამში Asus-ს გამოუვიდა BIOS, რომელიც ასევე მოერგება დამწყებ მომხმარებლებსაც, რომლებმაც საკმარისია მხოლოდ ჩართონ სტანდარტული პარამეტრები და აირჩიონ ჩამტვირთავი მოწყობილობა. ექსპერტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, პროცესორის და ოპერატიული მეხსიერების პარამეტრების ტუნინგის ფართო შესაძლებლობის საშუალებით, გახსნან თავიანთი აპარატული კონფიგურაციის პოტენციალი. ფუნციონალობა დედადაფის შესაძლებლობების ჩამონათვალი: 6 შიდა პორტი SATA 6 GB / ჩიპსეტის ბაზაზე; 2 შიდა პორტი SATA 6 GB / ASMedia ASM1061 ბაზაზე; 6 ჩიპსეტის პორტი USB 3.0: 4 უკანა პანელზე, 2 შიდა შემაერთებელზე; 8 ჩიპსეტის პორტი USB 2.0: 4 უკანა პანელზე, 2 - 2 შიდა შემაერთებლებზე; Gigabit Ethernet რეგულატორი Intel WGI217V მიკროსქემის ბაზაზე; ხმის რეგულატორი SupremeFX HDA-კოდეკის ბაზაზე Realtek ALC1150 ფორმატი 7.1, ოპტიკური ციფრული გამავალით დაფის უკანა და შიდა პანელზე; უნივერსალური პორტი PS/2 უკანა პანელზე. მცირე სიის მიუხედავად, უმეტესი კონფიგურაცია სრულიად საკმარისი იქნება, ასევე მაღალი წარმადობის სათამაშო სისტემისთვის. აჩქარების შესაძლებლობა სტანდარტული პარამეტრებით, დაფა იყენებდა სატესტო პროცესორს Intel Core i7-4770K, რომელიც იყო 3.9 GHz რეჟიმზე, დატვირთულ მდგომარეობაში. ფუნქცია 4-Way Optimization, Ai Suite III-ში ითვლება როგორც ოთხი ბლოკი ერთი სამართავი პროფილით - პროცესორის აჩქარება, ენერგიის ეკონომია, სისტემის კვების და ფანების მუშაობის მართვა. მისი დახმარებით შესაძლებელია პროცესორის სიხშირის გაზრდა 4.2, 4.4 და 4.6 GHz-მდე და ოპერატიული მეხსიერების მუშაობის რეჟიმის მართვა - 2133 MHz-ზე. ამჟამად პროდუქტის საშუალო ფასი გახლავთ - 200$
  18. M/B: ASUS P9X79 LGA 2011 Intel X79 CPU: Intel Core i7 - 2.3 @ 2.5 (8 Cores, 16 Threads) 20MB Cache Cooler: Intel Thermal Solution Air 2011 RAM: Corsair Vengance 4x4GB 1866 VGA: ZOTAC GeForce GTX 660 2GB Sound Card: Creative Sound Blaster Z SSD: OCZ RevoDrive 3 120GB HDD: Western Digital Caviar Black 1 TB PSU: Rosewill Xtreme Series RX950-S-B 950W Case: ASUS Vento TA-21 Black 2400 ლარი Monitor: Samsung S27A350 27" LED Full HD - 450 ლარი ძალიან კარგია, როგორც სათამაშოდ, ასევე გრაფიკაზე სამუშაოდ, ასევე სარენდეროდ, ასევე პოკერის სათამაშოდ, სასერვეროდ და ა.შ. ყველა საქმის პროფია და დაავალეთ რაც გინდათ. შესაძლებელია ნაწილების ამოღება, ჩადგმა ან შეცვლა. გადახედეთ სხვა ნაწილებსაც ▶ იყიდება / იცვლება ნაწილები 2011-ზე და არა მარტო 598 400 364 ლაშა
  19. მოგეხსნებათ,რომ უკვე საკმაოდ ხანია რაც არაერთი კომპანიისგან ვიხილეთ უახლესი Ultra Full HD რეზოლუციის მქონე მონიტიორები და ტელევიზორები. შეგახსენებთ რომ ამ რზოლუცის მეორენაერად 4K ეწოდეება რაც 3840 x 2160 პიქსელია , ეს ბევრად აღემატება ახლანდელ Full HD გარჩევადობას. კომპანია Asusმა კი სულ ცოტა ხნის წინ წარმოგვიდგინა ახალი31.5 ინჩიანი LED-backlit 4K Ultra HD მონიტორი ( 140 პიქსელი თითო ინჩზე ) ,რომელსაც აქვს 10 ბიტიანი RGB ანუ ესაა სამი ფერის Red Green და Blue ფერების გამა ,რაც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ვიხილოთ ღრმა ფერების მქონე სურათები ჩვენს მონიტორში. მონიტორში ასევე გამოყენებულია Indium Gallium Zinc Oxide (IGZO) ტექნოლოგია , რაც ნიშნავს იმას რომ LCD პანელის ქვემოთ გამოყენებული სილიკონი სხვა უფრო უკეთესი ხარისხისაა და რაც ხელს უწყობს მონიტორის სისქის შემცირებას , ამის გამო მისი სისქე 3.5 სანტიმეტრია. რაც შეეხება მონიტორის სხვა მახასიათებლებს , მას აქვს : 176 გრადუსიანი ხედვის კუთხე , 350cd/m² სიკაშკაშე , 8ms ( მილიწამი ) რეაგირების დრო , ერთი DisplayPort და 2 იც HDMI პორტი , ასევე ჩაშენებული აქვს 2W იანი სტერეო დინამიკები ეს საკმაოდ მომხიბვლელი მონაცემების მქონე მონიტორი უმეტესად პროფესიონალური საქმინობისთვის არის განკუთვნილი. ამ შესანიშანვი მონიტორის ფასი 3500 დოლარია !
  20. კომპანია Asus მა წარმოადგინა MX299Q Ultrawide სერიის 29 ინჩიანი მონიტორი , რომლის რეზოლუცია არის 2560 x 1080 პიქსელი , ხოლო Aspect Ratio 21:9 , რაც საკმაოდ არასტადარტული მაჩვენებელია , თუმცა უნდა ითქვას , რომ აღნიშნული რეზოლუცია და Aspec Ratio იძლევა საკმაოდ საჭირო შესაძლებლობებს მაღალი HD ხარისხის მასალის ყურებისას , უფრო ზუსტად , მომხმარებელს ხელს აღარ შეუშლის HD მასალაზე არსებული ზედა და ქვედა შავი ხაზები , რაც ბევრისთვის არც ისე კომფორტულია. რაც შეეხება მონიტორის სხვა ღირსებებს , აღნიშნული მონტორის ეკრანი დამზადებულია უახლესი AH-IPS მატრიცაზე , რომლის ხედვის კუთხე სტადარტული 178 გრადუსია , თუმცა ამის გარდა მასში ჩაშენებულია ASUS SonicMaster აუდიო სისტემა 2 ცალი დინამიკით ჯამში 3W სიმძლავრით. მონიტორი დაახლობით 33 % ით უფრო განიერია სტადარტულ Full HD მოდელებთან შედარებით , LED-backlit AH-IPS მატრიცის მქონე ამ შესანიშნავ მონოტორს აქვს 80,000,000:1 Asus Smart კონტრასტი , 300cd/m² სიკაშკაშე , 6 დონის განათება , რომნელშიც შედის სპეციალური განათება , ფილმებისთვის , თამაშებისთვის , ღამისთვის და ა.შ. რაც შეეხება პორტებს , აღნიშნულ მონიტორს გააჩნია : DisplayPort, Dual-link DVI და HDMI/MHL (Mobile High-Definition Link) სახის პორტები , ამ უკანასკნელი MHL პორტით შესაძლებელია ერთი კაბელით სმარტფონზე ენერგიის მიწოდებაც და ვიდეო სიგანლის გადაცემაც , ეს ტექნოლოგია უკვე იქნა აღიარეებული როგორც ინოვაცია CES 2013 ზე. მონიტორის სისქე სულ რაღაც 16.4 მილიმეტრია.
  21. კომპანია Asus მა გააფართოვა თავისი VivoBook ნოუთბუქების სერია , ამჯერად ახალი ულტრა-პორტატული ნეთბუქით მოდელ X102BA ით , რომელსაც აქვს 10.2 ინჩიანი სენსორული ეკრანი რეზოლუციით 1366X768 , ნეთბუქი დაფუძნებული იქნება AMD ს ბაზაზე და იგი აღჭურვილი იქნება 1GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიანი A4-1200 პროცესორით და ამასთანავე მასში ინტეგრირებული HD 8180 გრაფიკული ჩიპით .მისი ენერგო მოხმარება მხოლოდ 3.9 W იქნება. ნეთბუქს ექნება 2GB ოპერატიული მეხსიერება 4GB მდე გაზრდის საშუალებით და 320GB მყარი დისკი 500GB მდე გაზრდის შესაძლებლობით. მას ასევე გააჩნია 2 ცალი USB 2.0 , თითო-თითო USB 3.0 , VGA , HDMI , SD card reader პორტები და რა თქმა უნდა WiFi და Bluetooth კავშირი. ნეთბუქს მოყვება ოფიციალური Windows 8 ოპერაციული სისტემა Microsoft Office HOme & Student 2013 თან ერთად. ამ ნეთბუქის ფასი ევროპაში 330 ევრო იქნება.
  22. M/B: ASUS P9X79 CPU:Intel Core i7 - 2.3 @ 2.5 ( 8 ბირთვი, 16 ნაკადი ) 20MB ქეშით Cooler: Intel Thermal Solution Air 2011 RAM: Corsair Vengance 4x4GB 1600 VGA: Zotac Geforce GTX 660 2GB SSD: OCZ RevoDrive 3 120GB HDD: Seagate Barracuda 750GB PSU: Super Flower 1000W 80+ Bronze Case: ASUS Vento TA-21 Black 2400 ლარი Monitor: Samsung S27A350 27" LED Full HD - 500 ლარი ძალიან კარგია, როგორც სათამაშოდ, ასევე გრაფიკაზე სამუშაოდ, ასევე სარენდეროდ, ასევე პოკერის სათამაშოდ, სასერვეროდ და ა.შ. ყველა საქმის პროფია და დაავალეთ რაც გინდათ. შესაძლებელია ნაწილების ამოღება, ჩადგმა ან შეცვლა. გადახედეთ სხვა ნაწილებსაც 598 400 364 ლაშა
  23. ამ დედაპლატას აქვს ინტეგრირებული ვიდეობარათი? http://www.asus.com/Motherboards/P5LD2X1333/
  24. კომპანია ASUSTeK Computer-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია და ტექნიკური მახასიათებლები სამი ახალი დედა დაფის რომლებიც დაფუნებულნი არიან უახლეს მიკროსქემაზე Intel Z87 Express-ზე, განკუთვნილი არიან Intel Core-ს მეოთხე თაობის პროცესორებისათვის(კოდური სახელწოდება Haswell) და მიეკუთვნებიან Asus-ის საფირმო გეიმერულ სერიას R.O.G. Series. სამივე პლატა შესრულებული არის შავ-წითელ ფერებში, ასევე მათ აქვთ ფართო სპექტრი, ფუნქიები ოვერქლოქინგისათვის. ASUS R.O.G. Maximus VI Extreme: ფორმ-ფაქტორი- ATX; პასიური გაგრილების სისტემა ოთხი რადიატორით, აქედან სამი დაკავშირებულია ერთმანეთთან სპილენძის სითბური მილაკებით; 12-ფაზიანი კვების ქვესისტემა; ოთხი 240-პინიანი DIMM-სლოტი ოპერატიული მეხსიერებისთვის DDR3 ტიპის 2800MHz-მდე სიხშირის; ოთხი PCI Express 3.0 x16 სლოტი, ასევე ერთ-ერთი PCI Express 2.0 x16 და PCI Express 2.0 x4 სლოტები; SATA III-ის ათი პორტი; 2 გიგაბიტიანი Ethernet-კონტროლერი; აუდიოკოდეკი 7.1-კანალიანი HD Audio სისტემა; 6xUSB 3.0 პორტი, 2xUSB 2.0,HDMI და DisplayPort ინტერფეისი, ასევე სპეციალური ჯეკი mPCI-E Combo II-თან დასაკავშირებლათ; ASUS R.O.G. Maximus VI Gene: ფორმ-ფაქტორი- Micro-ATX; პასიური გაგრილების სისტემა სამი რადიატორით, აქედან ორი დაკავშირებულია ერთმანეთთან სპილენძის სითბური მილაკებით; 12-ფაზიანი კვების ქვესისტემა; ოთხი 240-პინიანი DIMM-სლოტი ოპერატიული მეხსიერებისთვის DDR3 ტიპის 2800MHz-მდე სიხშირის; ორი PCI Express 3.0 x16 სლოტი, ასევე ერთი PCI Express 2.0 x4 სლოტი; SATA III-ის რვა პორტი; გიგაბიტიანი Ethernet-კონტროლერი; SupremeFX 7.1-კანალიანი HD Audio სისტემა; 6xUSB 3.0 პორტი, 4xUSB 2.0, HDMI ინტერფეისი, ასევე სპეციალური ჯეკი mPCI-E Combo II-თან დასაკავშირებლათ; ASUS R.O.G. Maximus VI Hero: ფორმ ფაქტორი- ATX; პასიური გაგრილების სისტემა ოთხი რადიატორით, აქედან სამი დაკავშირებულია ერთმანეთთან სპილენძის სითბური მილაკებით; 12-ფაზიანი კვების ქვესისტემა; ოთხი 240-პინიანი DIMM-სლოტი ოპერატიული მეხსიერებისთვის DDR3 ტიპის 2800MHz-მდე სიხშირის; ორი PCI Express 3.0 x16 სლოტი, ერთი PCI Express 2.0 x16 და სამი PCI Express 2.0 x1 სლოტი; SATA III-ის რვა პორტი; გიგაბიტიანი Ethernet-კონტროლერი; SupremeFX 7.1-კანალიანი HD Audio სისტემა; 4xUSB 3.0 პორტი,4xUSB 2.0,HDMI ინტერფეისი; მწარმოებლებს ჯერ არ განუცხადებიათ როდის ჩაუშვებენ ბაზარზე გასაყიდად და რა ქინება მათი ფასი.
  25. http://www.asus.com/Motherboards/P8Z68_DELUXEGEN3/ am mazers vyidulob da ra azris xart? an ra rchevas momcemdit?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.