Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'apple'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 21 results

  1. გამარჯობათ მეგობრებო.ლომბარდში შევიძინე აიპოდი.სამწუხაროდ ეფლ აიფი დამეკარგა.არც იმეილი მაქვს ხელთ რომ აღვადგინო.შეგიძლიათ მირჩიოთ რამე რომ მოვხსნა ძველი ეფლ აიდი?
  2. 9 სექტემბერს გიგანტმა კომპანია Apple-მ თავის ერთგულ მომხმარებლებს და საზოგადოებას ფლაგმანური სმარტფონ iphone-ების მორიგი ახალი მოდელები 6s და 6s Plus წარუდგინა. ალბათ ყველას გახსოვთ 12 თვის წინ წარდგენილი iphone 6 და iphone 6 Plus ახალ iOS 8 ოპერაციულ სისტემასთან ერთად, ეს ორი ფლაგმანი კი სწორედ მათ განახლებას წარმოადგენს ასევე ახალი iOS 9 ოპერაციული სისტემით. როგორც ქვედა სურათზე ვხედავთ ტექნიკურ სიახლეებთან ერთად კომპანიამ თავის ფლაგმანურ სერიას უკვე მეოთხე ფერიც დაამატა, რომელსაც ისინი Rose Gold ს უწოდებენ, აქედან გამომდინარე მომხმარებელს შეეძლება აარჩიოს შემდეგი ფერის iPhone ები: Space Grey, Silver, Gold და უკვე ნახსენები Rose Gold. უკვე არავის უკვირს, რომ კომპანია ყოველ წელს მხოლოდ მცირე გაუმჯობესებებს მიმართავს ხოლმე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წელს დიზაინის და ეკრანის ზომის გარდა ფაქტობრივად ყველა კომპონენტით გაუმჯობესდა ახალი iPhone 6s და 6s Plus. ახალი სმარტფონები ახლა უკვე დამზადებულია 7000 სერიის მეტალისგან, რაც მას მეტ გამძლეობას სძენს. ორივე ფლაგმანში ჩადებულია ახალი Fingerprint სენსორი Touch ID 2. როგორც უკვე აღვნიშნეთ იგივე დარჩა ორივე მოდელის ეკრანის ზომები და გაფართოება: 4.7 ინჩი (750x1334 პიქსელი 326 ppi-ით) და 5.5 ინჩი (1080x1920 პიქსელი 401 ppi-ით.), რაღა თქმა უნდა ისინი კვლავ Retina IPS LCD ეკრანით არიან აღჭურვილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი გაიმჯობესებაა Apple ს ახალი 3D Touch, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა ახალ iPhone-ებში. როგორც იცით გასულ წელს ორივე მოდელში გამოყენებული იყო Apple A8 ჩიპსეტი, რომელიც 2 ბირთვიანი იყო 1.4 GHz სიხშირით და 4 ბირთვიანი გრაფიკული ადაპტერით, წელს კი iPhone 6s სა და 6s Plus ში მოთავსებულია ახალი A9 ჩიპსეტი, რომელიც 16ნმ. ტექნოლოგიით დამზადებული და მოიცავს 2 ბირთვიანი პროცესორს, რომლიც მუშაობს 1.8 GHz სიხშირით, რაც შეეხება გრაფიკულ ამაჩქარებელს, წინა A8 ჩიპსეტში ის 4 ბირთვიანი გახლდათ, ახლა კი ახალ ჩიპში მოთავსებულია 6 ბირთვიანი გრაფიკული ამაჩქარებელი 8MB L3 ქეშ მეხსიერებით. A9 ჩიპსეტში ასევე მოთავსებულია M9 კო-პროცესორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ხმოვანი ასისტენტი Siri იქნება მუდმივად ჩართული და ასევე სხვა სერვისების მუშაობას. ორივე მოდელს ექნება 2GB LPDDR4 ოპერრატიული მეხსიერება. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, მომხმარაბელს კვლავ ექნება შეიძინოს 16,32 ან 128GB მეხსიერების მქონე iPhone 6s ან 6s Plus. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სმარტფნების კამერებს შეეხო, 8MP იანი სენსორი ახლა უკვე შეიცვალა Sony ის ახალი 12MP იანი Exmor RS IMX315 სენსორით, რომელსაც აქვს 4608x2592 სურათის გაფართოება და 4K 2160P ხარისხის ვიდეოს გადაღების საშუალება 30 კადრი/წამში სიჩქარით, ასევე ოპტიკური სტაბილიზაცია როგორც ფოტო ასევე ვიდეო გადაღებისას, პანორამული რეჟიმი მაქსიმუმ 43MP გაფართოების მქონე სურათით, HDR, ორმაგი ფლეშ განათება. ასევე გაუმჯობესდა წინა კამერაც და ის ახლა უკვე იქნება 5MP იანი 1080P ვიდეოს გადაღების შესაძლებლობით და საინტერესო სიახლით, მომხმარებელს შეეძლება გამოიყენოს ეკრანის განათება როგორც Flash, რა დროსაც ეკრანის სიკაშკაშე 2 ჯერ იმატებს სელფის გადაღებისას და ფოტო უფრო ნათელი გამოდის. ასევე ძალიან სასიამოვნო სიახლეა Live Photos > რაც შეეხება, ბატარეის მაჩვენებელს, ახალი iPhone 6s ის ბატარეის ტევადობა შემცირდა წინა მოდელთან შედარებით და 1810 mah დან გახდა 1715 mah, რაც გამოწვეული უფრო ენერგოეფექტური ჩიპსეტით და სისტემით, რაც შეეხება დიდ მოდელს 6s Plus ს, მისი ტევადობა წინა წლის მოდელის მსგავსად 2915 mah იქნება. გაუმჯობესდა LTE ქსელის მხარდაჭერაც და ახალ iPhone ებს ახლა უკვე 23 LTE Band ის მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება სმარტფონების წონას და სისქეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ iPhone 6s სა და 6s Plus ში 7000 სერიის ალუმინია გამოყენებული სწორედ ამიტომ 6s წინა მოდელთან შედარებით უფრო მძმეა და მისი წონა 129 დან 143 გრამამდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა სისქეც 6.9 დან 7.1მმ.-მდე, რაც შეეხება უფროს 5.5 ინჩიან მოდელს 6s Plus ის წონა 172 დან 192 გრამამდე გაიზარდა, სისქე კი 7.1 დან 7.3მმ-მდე. კომპანია Apple-ს ახალ iPhone 6s სა და 6s Plus ს ში საკმაოდ ბევრ სიახლეს ვხვდებით, სმარტოფონებს დაემატა ახალი ფერი,გაუმჯობესდა კორპუსის მასალა, მათში მოთავსადა უფრო სწრაფი ჩიპსეტი, გაუმჯობესდა წინა და უკანა კამერა, ეკრანის სენსორს ახლა უკვე გააჩნია 3D Touch და ახალი ოპერაციული სისტემა iOS 9 მცირედი გაუმჯობესებებით.
  3. ...მე Microsoft Lumia 640 მქონდა, დიდი ხანი საკმაოდ და, როცა უკვე ნათელი გახდა, რომ MS ამ სისტემას კლავდა, ახალ სმარტფონზე დავიწყე ფიქრი. ან iPhone უნდა მეყიდა, ან Google Pixel (განახლებების გამო). Pixel 2 საშინლად არ მომეწონა, ამიტომ ვაშლი გავსინჯე და... მომეწონა. ახლა ორივე მხარეს ვცხოვრობ - სმარტფონებში Apple-ის მხარეს, დანარჩენ მოწყობილობებში - Microsoft-ის მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი iPhone 6-ის მერე დიდად არ შეცვლილა, Apple-ის დიდი უპირატესობა მისი პროცესორი და გრაფიკული ადაპტერია, რომელიც დღესაც ბაზარზე უკონკურენტოა. iPhone 7-თან შედარებით სიახლეები ბევრი არაა, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი: ახალი პროცესორი - Apple A11 Bionic, რომელსაც ერთდროულად 6-ვე ბირთვის გამოყენება შეუძლია; ახალი Apple-ის მიერ დამზადებული 3-ბირთვიანი გრაფიკული ადაპტერი; ახალი ეკრანები - მიუხედავად იგივე გარჩევადობისა, ეკრანები განახლებულია და უკეთესი. + გაჩნდა TrueTone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ეკრანის განათებას გარემოს უხამებს (და ძალიან კარგია თვალებისთვის, მინდა აღვნიშნო); ახალი OLED ეკრანი აქვს iPhone X-ს; წონა - მინის ზურგის გამო ახალი სმარტფონები ოდნავ მძიმეა და ხელშიც უკეთ ზის. თუმცა მისი დაზიანება საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება; ბატარეა - ზომები შემცირდა, თუმცა ტესტები აჩვენებს, რომ ახალი ჰარდვეარის გამო 8-ები უფრო მეტხანს ძლებენ, ვიდრე 7-ები (მე პირადად 8 მიძლებს ნორმალური გამოყენებისას 1.5-2 დღე თითქმის, რასაც Lumia 640-ზე ვერ ვახერხებდი, 1 დღე ძლივს მყოფნიდა); უმავთულო დატენვა - Qi ტექნოლოგიით (გასაკვირია ხომ Apple-ისგან, არსებული ტექნოლოგია რომ გამოიყენეს?) ახალი კამერის მოდულები მინიმალური სტორიჯის მოცულობა გაიზრდა 64 გბ-მდე და გაუქმდა 128 გბ-იანი მოდელი Bluetooth 5.0 ახალი პროცესორი და გრაფიკული ადაპტერი საშუალებას იძლევა სმარტფონები გამოყენებული იქნას AR/VR გარემოსთვის განსაკუთრებული სიახლე ვიზუალური კუთხით ახალი iPhone X-ია (10 და არა "იქსი". ჰო, Windows 10-დან მოიპარეს იდეა, 9 ორივემ გამოტოვა), რომელსაც ჩარჩოები აღარ აქვს და Touch ID-ს ნაცვლად იყენებს Face ID-ს, სახის ამოცნობის ტექნოლოგიას (Windows Hello-ს ანალოგი). Apple iPhone iPhone 7 iPhone 7 Plus iPhone 8 iPhone 8 Plus iPhone X SoC Apple A10 Fusion 2 x 2.3 GHz Hurricane 2 x little cores Apple A11 Bionic 2 x High-Perf 4 x High Efficiency GPU 6 Core PowerVR GPU 3-Core Apple Custom Display 4.7-inch 1334 x 750 IPS LCD DCI-P3 5.5-inch 1920 x 1080 IPS LCD DCI-P3 4.7-inch 1334 x 750 IPS LCD DCI-P3 5.5-inch 1920 x 1080 IPS LCD DCI-P3 5.8-inch 2436x1125 OLED DCI-P3 Size / Mass 138.3 x 67.1 x 7.1 mm 138 grams 158.2 x 77.9 x 7.3 mm 188 grams 138.4 x 67.3 x 7.3 mm 148 grams 158.4 x 78.1 x 7.5 mm 202 grams 143.6 x 70.9 x 7.7mm 174 grams Battery 1960 mAh (7.55Whr) 2900 mAh (11.17Whr) 1821 mAh 2691 mAh 2716 mAh Wireless Charging - - Qi Qi Qi Rear Cameras 12 MP f/1.8, OIS Wide Color Gamut Quad LED True Tone Flash 12 MP, f/1.8, OIS Wide Color Gamut Quad LED True Tone Flash - 12MP ƒ/2.8 Telephoto,2x Optical Portrait Mode - 12 MP f/2.8 Telephoto, 2x Optical Portrait Mode, Portrait Lighting 12 MP f/2.4 Telephoto, OIS 2x Optical Portrait Mode, Portrait Lighting Front Camera 7MP ƒ/2.2 Wide Gamut Retina Flash 7MP ƒ/2.2Wide GamutRetina Flash 7MP f/2.2 Wide Gamut Retina Flash Portrait Mode, Portrait Lighting Storage 32 / 128 / 256 GB 64 / 256 GB I/O Apple Lightning connector Apple Lightning connector WiFi 2.4 / 5GHz 2T2R 802.11a/b/g/n/ac, NFC BlueTooth 4.2 2.4 / 5GHz 2T2R 802.11a/b/g/n/ac, NFCBlueTooth 5.0 Launch Price 32 GB: $649 128 GB: $749 256 GB: $849 32 GB: $769 128 GB: $869 256 GB: $969 64 GB: $699 256 GB: $849 64 GB: $799 256 GB: $949 64 GB: $999 256 GB: $1149 აღსანიშნავია, რომ Face ID-ს ჯერჯერობით პრობლემები აქვს ტყუპებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ტესტში (Mashable) ტყუპებმა მოახერხეს Face ID-ს მოტყუება და სისტემაში შესვლა (ვიდეო ქვემოთ). შედარებისთვის, Windows Hello-ზე მსგავსი პრობლემა აღმოჩენილი არ არის. საინტერესოა ამ ორი ტექნოლოგიის შედარება ერთსა და იმავე ტყუპებზე, რადგან თუ Apple-მა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევა იქნება უსაფრთხოების კუთხით. სპეციფიკაციები iPhone 8 iPhone 8 Plus iPhone X რევიუები iPhone 8 - GSMArena iPhone 8 Plus - GSMArena iPhone X - GSMArena Hands On, The Verge პრობლემები პრობლემების გარეშე როგორ შეიძლება აბა ჩემს iPhone 8-ზე ყველაზე დიდი პრობლემა რაც მაქვს - ძალიან ხშირად Wi-Fi-ზე როცაა ტელეფონი მიერთებული, ვერ ვიწერ/ვანახლებ აპლიკაციებს. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ჯერ კიდევ დაუფიქსავია. ნუ, ფაილების სინქრონიზაციისთვის iTunes-ის გამოყენება, ოვერფრაისდ აქსესუარები და ა.შ. რომ შემაწუხებელია, ვიცი და ვეგუები
  4. ბევრისთვის საყვარელმა კომპანია Apple-მ ტრადიცია არც წელს დაარღვია და 7 სექტემბერს კალიფორნიაში,კუპერტინოში გამართულ ღონისძიებაზე თავისი საფირმო სმარტფონ iPhone-ის 2 ახალი მოდელი iPhone 7 და iPhone 7 Plus წარმოადგინა. მოლოდინი ყოველ წელს საკმაოდ დიდია ამ სმარტფონების მიმართ, Apple-ც მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ინოვაცია შეთავაზოს, თუმცა ბოლო წლებში მათ ეს ნაკლებად გამოსდით, მიუხედავად ამისა კომპანიის სმარტფონები გაყიდებით ჩვეულ მაღალ პოზიციებს იკავებენ. მაშ ასე განვიხილოთ უახლესი iPhone 7 და მისი უფროსი ძმა 7 Plus. როგორც ფოტოზე ვხედავთ ახალი აიფონების დიზაინში მკვეთრი ცვლილებები არაა, ისინი კვლავ 7000 სერიის ალუმინისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია 2 ახალი ფერი, რომელსაც ყველა დიდხანს ელოდა,Black და Jet Black (მინის ზედაპირით), რამაც უნდა ვაღიაროთ რომ სმარტფონები უფრო ლამაზი გახადა. ალბათ შემჩნევდით რომ მის ქვედა მხარეს არ გვხდება 3.5 მმ.-იანი აუდიო ჯეკი, რომლის ფუნქციაც Apple Lightning პორტმა იტვირთა, თუმცა ეს ერთგვარ პრბლემასაც ქმნის მათთვის ვისაც უნდა ერდროულად მოუსმინოს მუსიკას და დატენოს სმარტფონი, უფრო სწორად ეს დამატებითი ხარჯია ადაპტერისთვის, რომელიც ამის საშუალებას იძლევა Lightning Audio + Charge . სამაგიეროდ კი ახალი აიფონებს Stereo სპიკერები აქვს.სიახლე შეეხო Home ღილაკსაც, რომელიც სრულიად გაერთიანებულია კორპუსთან ანუ მთლიანად სენსორულია. გარდა ამისა სურათზე ნათლად ჩანს iPhone 7 Plus ის 2 ლინზიანი კამერა რომელსაც ქვემოთ უფრო ფართოდ შევეხებით. ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე კი გახლვათ ის, რომ ახალ აიფონებს გააჩნიათ IP-67 სერთიფიკატი, რაც მათ ანიჭებს წყლის და მტვრის მიმართ "იმუნიტეტს". Apple-მ ორივე მოდელში დატოვა Retina IPS LCD ტიპის ეკრანი, იმავე 4.7" 750x1334 - 326ppi (7 ისთვის) და 5.5" 1920x1080 - 401ppi (7+ ისთვის), რაც გასულ წლებში, თუმცა ახალი თაობის ეკრანი 25% ით უფრო ნათელია ვიდრე წინა წლის მოდელებში იყო გამოყენებული (625 cd/m2) და რა თქმა უნდა უცვლელია 3D Touch ტექნოლოგია. Apple-ს ორივე ფლაგმანში გამოყენებულია ახალი 16nm.-იანი 64-ბიტიანი A10 Fusion ჩიპსეტი M10 Motion Coprocessor-თან ერთად, რომელიც წინასწარი ტესტების საფუძველზე სიმძლავრით აღემატება Qualcomm Snapdragon 820-სა და Exynos 8890-ს,წინა თაობის A9 ჩპზე კი 40% ით სწრაფია. Apple ს განცხადებით ეს არის მსოფლიოში ამ დროისთვის ყველაზე სწრაფი ჩიპი, რომელიც მოიცავს 4 ბირთვიან პროცესორს, საიდანაც 2 ბირთვის სიხშირეა 2.23 GHz, ხოლო მეორე 2 ის უფრო ნაკლები ენერგომოხმარების შესამცირებლად, ასევე 6 ბირთვიან გრაფიკულ ადაპტერს. iPhone 7 ს აქვს 2GB, ხოლო უფროს ძმას 7+ ს 3GB LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება, გარდა ამისა მათი მინიმალური შიდა მეხსიერება ახლა უვე 32GB დან იწყება, მოხმარებელს კი აქვს საშუალება შეიძინოს 128 ან 256GB მეხსიერების მქონე აიფონიც. ახალი მოდელებში საკმაოდ გაუმჯობესებულია LTE ინტერნეტი და მისი მოდული, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 450 mbps მდეა. კამერა ყოველთვს იყო ამ სმარტფონების მთავარი უპირატესობა, სწორედ ამიტომ წელს ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ორივე მოდელში მთავარ კამერად მოთავსებულია 12MP f/1.8 დიაფრაგმის მქონე 28მმ.-იანი ფართეკუთხოვანი კამერის მოდული: 4K ვიდეოს გადაღების,ოპტიკური სტაბილიზაციის, 4 მაგი LED განათების, პანორამის, HDR ფუნქციით, ხოლო უფროს მოდელში კომპანიამ გამოიყენა ორმაგი 12MP კამერა, მეორე მათგანი არის 56mm. Telephoto ლინზა, რომლითაც შესაძლებელია რეალური 2 ჯერადი ოპტიკური და 10 ჯერადი ცუფრული ზუმით სურათის გადაღება. გარდა ამისა ფერების სიღრმის რეგულირებისთვის გამოყენებულია ახალი პროგრამული უზრუნველყოფა iOS 10 თან ერთად. რაც შეეხება წინა კამერას, ის გაიზარდა 7MP f/2.2 მდე FHD ვიდეოს გადაღების ფუნქციით. აკუმლატორი ყოველთვის იყო აიფონების ერთ-ერთი სუსტი წერტილი, კომპანია არც ამ მოდელებში შემოგვთავაზა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა აკუმლატორის ხანგრლივობით 7 და 7+ აქამდე არსებულ მოდელებზე ყველაზე მძლავრია. iPhone 7 ის აკუმლატორის ტევადობა 1960, ხოლო 'უფროსი ძმის" 2900 mah-ს შეადგენს. ცოტა რამ iOS 10-ზე. რაც შეეხება ფასებს და წინა მოდელებს. Apple-მ გადაწყვიტა, რომ გაყიდვაში დატოვოს მხოლოდ: iPhone SE 16 და 64GB ვერსია, ასევე iPhone 6s და 6s Plus ახლა უკვე 32 და 128GB მეხსიერებით და თანაც 100 დოლარით იაფად.(იგივე ცვლილებებ შეეხო iPad ებს.) რაც შეეხება ახალ მოდელებს ფასები ასეთია: თუმცა აღსანიშნავია, რომ Jet Black ფერი გაიყიდება მხოლოდ 128 და 256GB ვერსიებად, უფრო მოგვიანებით ვიდრე სტანდარტული ფერები. სმარტფონების გაყიდვები ოფიციალურად 16 სექტემბრიდან დაიწყება. გარდა ახალი სმარტფონებისა Apple ს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საინტერესო აქსესუარი, როგორიცაა: ახალი უკაბელო ყურსასმენი Airpods, რომლის ცალკე ღირებლება 159$-ს შეადგენს და სმარტ საათის მეორე სერია, რომელის ფასიც იწყება 369$-დან ახლა უკვე წყალგამძლე და უფრო მლავრია. ეს კი ოფიციალური ვიდეო რგოლი ახალი აიფონებზე.
  5. ერთი კარგი კაფე არ გვაწყენდა... ვისაუბროთ განვიხილოთ და გავუზიაროთ საჭირო და საინტერესო ამბები ერთმანეთს. ახალბედებს (მაგალითად მე) მაინტერესებს ყოველდღიური, საინტერესო და პროდუქტიული აპლიკაციები, მაგრამ მიწევს ინტერნეტში ძებნა. გამოცდილ იუზერებს კიდევ ამ ყველაფრის გამარტივება შეუძლიათ. მე რაც ამ ეტაპზე გადმოვწერე და დავაყენე არის: პროგრამერებისათვის: Xaramin Studio - C# დეველოპერებისათვის IntelliJ - Web/Java/Android და ა.ს. Multi ფუნქციონალურ/ენობრივი IDE. xCode - ეფლის ნეითივ დეველოპმენთ იარათი. SublimeText 2 - უფასო ტექსტ ედიტორი. ReadKit ვიპოვე ნიუსებისათვის, მაგრამ არც ისე აღფრთოვანებული ვარ. ტორენტებისათვის: Deluge ხო კიდევ ერთი Chrome-ისათვის ოფიციალურად არაა Desktop App Launcher და შეგვიძლია ასე ჩავრთოთ: ქრომში: chrome://flags მოძებნეთ Enable App Launcher OSX app bundle ჩართეთ, თავიდან ჩემთან დაეკიდა და ლოგაუთი დამჭირდა, თუმცა მინირესტარტის მერე გამოჩნდა გუგლის აპლიკაციების ცენტრი. ნუ რაც მოყვება ის მეილ კლიენტი მშვენიერია იდეაში. Feature: 3 Finger Click - 3 თითით შეხებისას სიტყვასთან დაკავშირებულ ინფოს ძებნას იწყებს, რაც მე პირადად ძალიან გამიხარდა All in all: Welcome
  6. თანამედროვე მძლავრი სმარტფონების უდიდესი ნაწილის ეკრანის ზომა დღეისათვის 4.7 და ზემოთ მერყეობს, მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის კი დიდი ეკრანი უფრო მისაღებად ითვლება ვიდრე მცირე ზომის, თუმცა Apple-ში ასე არ ფიქრობენ... 21 მარტს გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გიგანტმა კომპანია Apple-მ საზოგადოებას მორიგი 4" ინჩიანი სმარტფონი iPhone SE წარუდგინა, კომპანიის განცხადებით დღეს არსებული iPhone ის მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს კვლავ 4" ინჩიანი მოდელი აქვს, ნახევარზე მეტისთვის კი ამ ზომის iPhone იყო მათთვის პირველი და სწორედ ამიტომ მათ ეს ზომა ძალიან უყვართ, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მომხმარებელი არსებობს ვისთვისაც დიდი ეკრანი არაა მისაღები კომპანიამ გადადგა ეს ნაბიჯი და ერთგვარი სახეცვლილი iPhone 5S წარუდგინა საზოგადოებას. გარდა კომპაქტური ზომისა, კიდევ რის გამო შეიძლება იყიდოს მომხმარებელმა 2016 წელს 4" ინჩიანი სმარტფონი ? რა თქმა უნდა Apple-ში ამაზე იფიქრეს და სწორედ ამიტომ ახალ iPhone SE ში მოათავსეს პრაქტიკულად იგივე ნაწილები რაც უკვე კარგად ნაცნობ iPhone 6s სა და 6s Plus შია გამოყენებული. როგორც ვხედავთ iPhone SE სიმძლავრით უტოლდება iPhone 6S ს და 2-ჯერ აღემატება ძველ 5S მოდელს. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ მისი ტექნიკური მახასიათებლები: ეკრანი: მსგავსად 5S ისა ახალ SE მოდელს აქვს 4" ინჩიანი Retina IPS ტიპის ეკრანი, რეზოლუციით 1136x640 (~326 ppi). ჩიპსეტი: iPhone SE ში როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოყენებულია იგივე პროცესორი და გრაფიკული ადაპტერი რაც 6S/6S Plus ში, შესაბამისად მასში მოთავსებულია Apple A9 ჩიპსეტი კო-პროცესორ M9 სთან ერთად, რაც მოიცავს 2 ბირთვიან 1.84GHz სიხშირის მქონე Twister პროცესორს და 6 ბირთვიან PowerVR GT7600 გრაფიკულ ამაჩქარებელს. მეხსიერება: iPhone SE გამოვა მხოლოდ 16 და 64GB შიდა მეხსიერებით, ტრადიციულად მას არ ექნება Micro SD სლოტი. მისი ოეპრატიული მეხსიერების ოდენობა კი 2GB ს შეადგენს. კამერა: iPhone ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, აქ Apple-მა მომხმარებლებს გული არ დაწყვიტა და მთავარი კამერის სენსორი არის იგივე რაც მათ ფლაგმანებში, შესბამისად SE მოდელს აქვს 12MP იანი 1/3" Sensor, f/2.2, 29მმ მთავარი კამერა 4K@30fps, 1080P@60fps ხარისხის ვიდეოს გადაღების ფუნქციით, 63MP იანი პანორამული რეჟიმით, ორმაგი ფლეშ განათებით, Live Photos და HDR რეჟიმით, თუმცა მათ Selfie კამერისთვის ვერ გაიმეტეს ფლაგმანის მონაცემები და ის კვლავ 1.2MP f/2.4-იანია, რითაც შესაძლებელია 720P ფოტო/ვიდეოს გადაღება განათებისთვის კი გამოიყენება ეკრანი რომელიც 3 ჯერ უფრო მეტად ნათდება სიბნელეში Selfie ს გადაღებისას. აკუმლატორი/სისქე/წონა: iPhone SE ს აკუმლატორის მოცულობა 1642 mah არის, რაც აღემატება 5S-ის მახასიათებელს, მისი სისქე 7.6mm-ია, ხოლო წონა 113 გრამი. სხვა მახასიათებლები: iPhone SE ში ქარხნულად მოთავსებულია განახლებული iOS 9.3 ოპერაციული სისტემა, Bluetooth 4.2 კავშირი, სმარტფონს რა თქმა უნდა აქვს Fingerprint ანაბეჭდის სენსორი და Apple Pay სერვისი. iPhone SE წარმოდგენილი იქნება 4 ფერში, ისევე როგორც 6S და 6S Plus. როგორც ვნახეთ ახალი iPhone SE კომპაქტური და საკმაოდ მძლავრი მოწყობილობაა, თუმცა კომპანიის მთავარ ფლაგმანებთან შედარებით მას არ აქვს 3D Touch ტექნოლოგია და მისი წინა კამერა არის მხოლოდ 1.2MP f/2.4 HD ხარისხის, თუმცა Apple ში ამას უწოდებენ - "A Big Step For Small"... Apple iPhone SE-ს 16GB-იანი ვერსიის ფასი 399, ხოლო 64GB იანის 499 ამერიკული დოლარი იქნება.
  7. სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Apple მ გაყიდვაში ჩაუშვა პლანშეტ Ipad ის ახალი წარმომადგენელი Ipad Air , რომელიც გამოირჩევა თავისი ლამაზი დიზაინითა და დახვეწილობით. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა ახალ Ipad ში გაუმჯობესებულია პროგრამული უზრინვეყოფაც , მას მოყვება Apple IOS 7 ის ბოლო ვერსია 7.0.3 , რომელიც მას უფრო მოქნილს და კომფორტულს ხდის. Ipad Air ის საწყისი ფასი მხოლოდ WiFi ვერსიისთვის არის 499 ამერიკული დოლარი , ხოლო +4G ქსელის მხარდაჭერით 639 დოლარი. დანარჩენი ვერსიის ფასები შეგიძლიათ იხილოთ > ოფიციალურ საიტზე. სანამ გადავიდოდეთ IOS 7 ზე მანადე მიმოვიხილოთ ახალი Ipad დეტალურად და დავიწყოთ მისი ტექნიკური მახასიათებლებით. Ipad Air ს გააჩნია 9.7 ინჩიანი Retina ტიპის LED-backlit IPS LCD სენსორული ეკრანი 264 პიქსელით თითოეულ ინჩზე , რომლის საერთო რეზოლუცია კვლავ საკმად მაღალია და შეადგენს 2048 x 1536 პიქსელს , რაც ამ პლანშეტის ერთ-ერთი უდიდესი პლიუსია. პლანშეტი დაფუძნებულია კომპანია Apple ს A7 ჩიპზე , რომელიც დაფუძნებულია 64-ბიტიან არქიტეტურაზე , რაც კიდევ ერთი სიახლეა ზოგადად პლანშეტების სფეროში. A7 ში ერთიანდება 2 ბირთვიანი 1.4 GHz Cyclone (ARM v8-based) პროცესორი M7 მიკრო პროცესორთან ერთად და 4 ბირთვიანი PowerVR G6430 გრაფიკული ჩიპი. მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულება კვლავ 1GB არის. რაც შეეხება წინა და უკანა კამერას , Ipad Air აღჭურვილი იქნება უკანა 5MP იანი კამერით 1080P ვიდეო გადაღების ხარისხით და წინა 1.2MP იანი 720P კამერით. კამერის გამოყენება შესაძლებელი იქნება ვიდეო ზარებისთვის სკაიპის მეშვეობით მის WiFi ს გააჩნია ყველა სახის არსებული სტანდარტი 802.11 a/b/g/n , მასში WiFi კავშირისთვის ჩაშენებულია 2 ცალი მიმო ანტენა. Ipad Air ს ასევე გააჩნია Bluetooth 4.0 , GPS with A-GPS და GLONASS საკომუნიკაციო სისტემები , თუმცა აღსანიშნავია ერთი რამ , რომ GPS გააჩნია მხოლოდ WiFi+4G ვერსიის მქონე მოდელებს. რაც შეეხება მის ზომებს და წონას, ახალი Ipad ის სისქე მხოლოდ 7.5 მილიმეტრია , სიგრძე 24 სმ და სიგანე 17 სმ. წონა მხოლოდ 469 გრამი . წინა მოდელებთან შედარებით ზომები მართლაც უკეთესია. Ipad 4 და Ipad Air სისქე კვლავ Ipad 4 VS Ipad Air გრდა პლიუსები Ipad Air ს აქვს უარყოფითი მხარეები : მისი მეხსიერრების გაზრდა კვლავ შეუძლებელია , აუცილებელია Itunes ის გამოყენება ფაილების მიმოცვლისთვის , გააჩნია მხოლოდ Apple Lightning პორტი , WiFi ვერსიებს არ აქვს GPS. Apple კვლავ გვთავაზობს თავის Smart Cover ებს პლანშეტისთვის , რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია. მოდით ვნახოთ რეალურად რა შეუძლია Ipad Air ის პროცესორს და გრაფიკულ ჩიპს. CPU Tests > GPU Tests > გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia ს სათამაშო მოწყობილობა Shield ს . ეკრანის რამდენიმე ტესტი > Ipad Air ით გადაღებული სურათები > WiFi ბტარეის ტესტი > დატენვის დრო ცოტა რამ Apple IOS 7 ზე > ამ ახალ სისტემაში Apple მ ბევრი ცვლილება განახორციელა , ძირითადად ვიზუალის თვალსაზრისით. მისი ხმოვანი "მბრძანებელი" Siri ახლა უფრო უკეთესია მართალია IPad Air არ იძლევა დარეკვის საშუალებას თუმცა ეს არაა პრობლემა Iphone ებზე , მათზე კი Phonebook სე გამოიყურება > Email Text სურათების გალერეა Iphoto , Imovie , Music Player , Icloud Safari Browser Iwork , Pages , Calendar რუკები და App Store Ipad Air ვიდეო მიმოხილვა > ამით ჩვენი მიმოხილვა Apple Ipad AIr სა და IOS 7 ზე დასრულებულია , რა შეიძლება ითქვას ? ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ლამაზი დიზაინის მქონე პლანშეტი Apple სგან , რომლის საწყისი ფასი 500 ამერიკული დოლარია , კომპანია Apple ს ამ პლანშეტს გააჩნია ყველა საჭირო ფუნქცია რომელიც IOS 7 ის მეშვეობით ხორციელდება ,გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia Shield ს , თუმცა მას მაინც საკმაოდ კარგი ადგილი უჭირავს ზოგადი თვალსაზრისით , უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ მხოლდო WiFi ვერსიის Ipad Air ს არ აქვს GPS , მისი მეხსიერების მომატება კვლავ შეუძლებელია რითაც Apple ახდენს აწესებს სხვადასხვა ფასს ერთ მოდელზე , ეს შეიძლება მინუსად ჩაითვალოს , რადგან აღნუშნული ფასის ფარგლებში Ipad Air ს ეყოლება ისეთი კონკურენტები როგორიცაა: Nokia Lumia 2520 , რომელსაც ანალოგიურ ფასშI აქვს 4G მხარდაჭერა , Samsung ის 10.1 ინჩიანი ახალი Galaxy Tab და Sony ს Xperia Z Tablet , თუმცა მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხიბლავს Apple ს ულამაზესი და მოქნილი Ipad Air თავის IOS 7 თან ერთად , რომელმაც საკმაო ცვლილებები განიცადა წინა ვერსიებთან მიმართებაში.
  8. დიდი ლოდინის შემდეგ კომპანია Apple იმ ოფიციალურად წარმოადგინა iPhone სმარტფონების მორიგი 2 ახალი მოდელი როგორც ეს მოსალოდნელი იყო. შეგახსენებთ რომ პირველი iPhone კომპანია Apple მ 2007 წელს წარადგინა და მისი ეკრანის ზომა 3.5 ინჩი იყო , მიმდინარე წელს კი როგორც მომხმარებელთა დიდი ნაწილი ელოდა კომპანიამ 2 სხვადასხვა ზომის ეკრანის მქონე iPhone წარადგინა , პირველი 4.7 ინჩიანი iPhone 6 და 5.5 ინჩიანი iPhone 6 Plus , უახლეს IOS 8 ოპერაციულ სისტემასთან ერთად. მსგავსად წინა iPhone 5S ისა აღნიშნული ორი მოდელიც გაყიდვაში გამოვა 3 ფერში: Space Grey , Gold და Silver. ერთ-ერთი მთავარი სიახლე გახლდათ ის რომ კომპანია Apple ამ ეტაპზე აღარ გამოუშვა ტრადციულად 32GB იანი ვერსია და მის ნაცვლად 16GB იანი ვერსიის შემდეგ იქნება პირდაპირ 64GB იანი iPhone ები , ამასთანავე დაემატა 128GB იანი ვერსიებიც ბიზნეს კლასის მომხმარებლებისთვის. ახალი აიფონების მთავარი სიახლე მისი დახვეწილი დიზაინია , iPhone 6 ის სისქე სულ რაღაც 6.9 , ხოლო iPhone 6 Plus ის 7.1 მილიმეტრია. გარდა ლამაი დიზაინის და თხელი კორპუსისას ორივე მოდელს უამრავი ღირსება გააჩნია , ერთ-ერთი უმთვარესი კი კვლავ Apple ის Retina ეკრანია. როგორც ხედავთ ახალ აიფონებს სხვადასხვა რეზოლუცია გააჩნიათ. მოდით დავიწყოთ iPhone 6 ის მონაცემების განხილვა , რომელიც ასე გამოიყურება: 4.7 ინჩიანი Retina IPS-LCD ეკრანი რეზოლუციით 1334x750. Apple A8 ჩიპსეტი , რომელიც აერთიანებს 1.4GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიან პროცესორს M8 Co პროცესორს , 4 ბირთვიან PowerVR GX6450 გრაფიკულ ჩიპს და 1GB ოპერატიულ მეხსიერება , ეს უკანასკნელი მაჩვენებელი ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ასევე ბევრი ელოდა კამერის მკვეთ გაუმჯობესებას , თუმცა iPhone 6 ს კვლავ 8MP კამერა აქვს ამჯერად გაუმჯობესებული ლინზით F/2.2 1080P@30FPS ვიდეო გადაღების ფუნქციით და 720P@120 და უკვე 240FPS გადაღების ფუნქციით , 1.2MP F/2.2 წინა კამერა BSI სენსორით და HDR ით. 16/64/128 GB შიდა მეხსიერება Touch ID სენსორი და 1810mah ბატარეა , რომელსაც არც ისე ცუდი შედეგები აქვს > რაც შეეხება iPhone 6 ის უფროს ძმას iPhone 6 Plus ს , მისი ტექნიკური მახასიათებლები გარდა ეკრანისა დიდად არ განსხვავდება უმცროსი მოდელისგან , მისი მონაცემები ასეთია: 5.5 ინჩიანი Retina IPS-LCD ეკრანი Full HD 1920x1080 გაფართოებით ისევე როგორც iPhone 6 ს მასაც აქვს Apple A8 ჩიპსეტი იგივე მახასიათებლებით > 1.4GHz სიხშირის მქონე 2 ბირთვიან პროცესორი M8 Co პროცესორთან ერთად , 4 ბირთვიანი PowerVR GX6450 გრაფიკულ ჩიპი და 1GB ოპერატიული მეხსიერება. ასევე იგივეა წინა და უკანა კამერის მახსიათებლებიც 8 და 1.2MP F/2.2 უკანა კამერის 720P@30,120 და 240FPS ვიდეო გადაღების ფუნქციით. 16/64/128GB შიდა მეხსიერება Touch ID სენსორი რაც შეეხება ბატარეას , ბუნებრივი დიდი ზომის გამო ამ მაჩვენებლით წინ დგას iPhone 6 Plus და მას აქვს 2915 mah ბატარეა > დიდი ზომის გამო კი 6 ისგან განსხვავებით 6 Plus ს აქვს Landscape Mode iPhone 6 სა და 6 Plus ს საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ , უმთავრესი კი Apple ს უახლესი 20ნმ ტექნოლოგიით დამზადებული 64-ბიტიანი A8 ჩიპსეტია. CPU Performance GPU Performance როგორც ვხედავთ A8 ს არც ისე ცუდი მაჩვენებლები აქვს. რაც შეეხება კამერას , ამ მხრივ ახალი აიფონები საკმაოდ კარგ პოზიციებს იკავებენ და არაერთი ექსპერტის აზრით ამ სმარტფონებს საუკეთესო კამერები აქვთ. შედარება სხავდასხვა ფლაგმანებთამ iPhone 6 iPhone 6 Plus ახლა კი ცოტა რამ iOS 8 ზე , რომლის ინტერფეისიც წინა iOS 7 ისგან პრაქტიკულად არ შეცვლილა ,თუმცა მას ბევრი რამ დაემატა, 6 Plus Lanscape Mode ესეც სისტემის ვიდეო მიმოხილვა კომპანია Apple ს უახლესი 4.7 ინჩიანი iPhone 6 და 5.5 ინჩიანი iPhone 6 Plus უკვე გაყიდვაშია მსოფლიო მასშტაბით , არის თუ არა ეს მსოოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სწორი ნაბიჯი ამას დრო გვიჩვენებს...
  9. სულ რამდენიმე წუთის წინ კომპანია Apple მა თავის მორიგ ღონისძიებაზე საზოგადოებას ახალი MacBook წარუდგინა , რომელსაც გასაოცარი 12 ინჩიანი Retina ეკრანი ექნება , რეზოლუციით 2304 x 1440 პიქსელი. ახალი მაკბუკიდან გაქრა სახელწოდება Air და ის უბრალოდ იწოდება MacBook 12" ად. "ვაშლის" ამ ახალი ქმნილების სისქე სულ რაღაც 13.1 მილიმეტრია , ხოლო წონა 907 გრამი. ეფლის ეს ულტრაბუქი იქნება მთლიანად მეტალკის , მასში გამოყენებული იქნება USB პორტის უახლესი C სახეობა , რომელიც მისთვის იქნება როგორც კვების წყაროს მიღების საშუალება ისე ინფორმაციის და ვიდეო სიგანის გადაცემის , რაც მართლაც ინოვაციური მიღწევაა. UBS-C ს გარდა მასში გამოყენებული იქნება სტანდარტული 3.5მმ. აუდიო ჯეკი , კომპანიის საფირმო Touchpad > "The trackpad" გაუმჯობესბული მახასიათებლებით , ამასთანავე გაუმჯობესდა კლავიატურაც. როგორც Apple აცხადებს MacBook 12" შექმნილია მუდმივი კავშირისთვის ინტერნეტ სამყაროსთან , რასაც უზრუნველყოფს მიდი საკმადო ეკონომიური ბატარეა, მას რაღა თქმა უნდა გააჩნია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.0 კავშირის საშუალებაც. ახალ MacBook ში კომპანია გამოიყენებს Intel ის უახლეს Core M სერიის პროცესორებს , რომელიც ორიენტირებული იქნება დაბალ ენერგი მოხმარებაზე და ამასთანავე სიმძლავრეზე , მის სტადარტულ კონფიგურაციაში ვიღებთ Intel ის 2 ბირთვიან Core M პროცესორს სიხშირით 1.1GHz , 4MB Cache (ტურბო რეჟიმით 2.5Ghz) , 8GB ოპერატიული მეხსიერება და 256GB SSD. რაც შეეხება უფრო მძლავ კონფიგურაციას , მასში შედის 1.2GHz , 4MB Cache სიხშირის მქონე 2 ბირთვიანი პროცესორი (ტურბო რეჟიმით 2.6GHz) , 8GB ოპერატიული მეხსიერება და 512GB SSD , ორივე ვარიანტს ენქება Intel HD 5300 გრაფიკული ამაჩქარებელი. კომპანიამ გადაწყვიტა მომხმარებლისთვის მეტი არჩევანი მიენიჭებინა ფერების თვალსაზრისით , მსგავსად ახალი Ipad ებისა ამ ულტრაბუქშიც შევხვდებით ზემოთ ნაჩვენებ სტადარტულ Silver (ვერცხლისფერ) მოდელს და ორ ახალ ფერს , Space Grey (ნაცრისფერი) და Gold ( ოქროსფერი). პირველი სტადარტული მოდელის ფასი 1299 , ხოლო მეორის 1599 ამერიკული დოლარი იქნება. Apple MacBook 12" Retina ს გაყიდვები დაიწყება 10 აპრილიდან.
  10. 16 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე კომპანია Apple მა თავიანთი პროდუქტის განახლების შესახებ გვამცნო , ამეჯერად სიახლე ეხება მის Desktop კომპიუტერებს , პლანშეტებს და ახალ OS X Yosemite ოპერაციულ სისტემას , დღეს კი ჩვენი განხილვის საგანი იქნება კომპანიის All In One კომპიუტერი 27 ინჩიანი iMac , რომელიც მნიშვნელოვნად განახლდა და მას უკვე გააჩნია მსოფლიოში ყველაზე დიდი გარჩევადობის 5K Retina ტიპის ეკრანი. ისევე როგორც მისი წინა ვერსიებიც ეს კომპიუტერი გამოირჩევა თავისი შთამბეჭდავი დიზაინით , რომელსაც დაემატა მართლაც რომ შთამბეჭდავი ეკრანი 5K Retina IPS , გაფართოებით 5120x2880 , რაც მოიცავს 14.7 მილიონ პიქსელს , დისპლეი პანელის სისქე შეადგენს სულ რაღაც 1.4 მმ.ს საერთო სისქე კი 5მმ. ს რაც მას ძალიან დახვეწილს ხდის. ახლა კი ვნახოთ მისი მოანცემები . მომხმარებელს ასევე შეუძლია აარჩიოს მისთვის სასრუველი კომფიგურაცია. პროცესორი: 4 ბირთვიანი 3.4GHz Intel Core i5 ( Turbo Up To 3.9GHz ) , მომხმარებლის სურვილით შესაძლებელია მასში მოთავსდეს 4 ბირთვიანი 4.0GHz Intel Core i7 ( Turbo Up To 4.4GHz ). ოპერატიული მეხსიერება : 2X4GB 1600MHz DDR3 , მაქსიმუმ 16 ან 32GB მდე მყარი დისკი: სტანდარტულ კომფიგურაციაში 1TB , მაქსიმუმ 3TB Fusion HDD ტევადობით ან 256,512,1TB SSD ვიდეო ბარათი: AMD Radeon R9 M290X 2GB GDDR5 მეხსიერებით ან AMD Radeon R9 M295X 4GB GDDR5 მეხსიერებით. FaceTme HD კამერა , BlueTooth 4.0 და WiFi კავშირი , მძლავრი სტერეო სპიკერები , და ყველა საჭირო პორტი > კომპლექტში როგორც ყველა iMac ს მასაც მოსდევს კვების კაბელი , Apple ს Magic Mouse და Wireless კლავიატურა. და უახლესი ოპერაციული სისტემა OS X Yosemite. უახლესი 27 ინჩიანი 5K iMac ის საწყისი ფასი 2500 ამერიკული დოლარია.
  11. 10 ივნისს WWDC ( Worldwide Developer Convention ) კონფერენციაზე ყველასთვის ნაცნობმა და ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპიუტერულმა კომპანია Apple მ წარმოდგინა თავისი რამდენიმე ახალი პროდუქცია , რომელთა შორისაც არის კომპანიის ცნობილი სერვერული სისტემური ბლოკი სახელად Mac Pro , ჩვენი ყურადღება მიიპყრო ამ კომპიუტერის სრულიად ახალმა და ინოვაციურმა დიზაინმა... როგორც ვხედავთ ამ კომპიუტერის ფორმა/დიზაინი საკმაოდ მარტივია თუმცა იგი გაცილებით უფრო საინტერესოა სხვადასხვა მხრიდან... მოდით ვნახოთ თუ რეალურად რამდენად ძლიერია Apple ეს ეს უახლესი სერვერული სისტემა. Mac Pro 2013 ში გამოყენებულია სრულიად ახალ ენერგო სტრუქტურა , მასში მოთავსებულია 2 ცალი AMD workstation GPU გრაფიკული ჩიპი , Thunderbolt 2 პორტი , კომპანია Intel ის უახლესი Ivy Bridge-EP სერიის 12 ბირთვიანი სასერვერო პროცესორი , უფრო ზუსტად კი Ivy Bridge Xeon E5 , სისტემის გრაფიკულ ჩიპს შეეძლება მიაღწიოს 40GB/წამ PCIe გამტარობას , მეხსიერებას კი რომელიც DDR3 ტიპის იქნება სიხშირით 1866 MHz და შეეძლება 60GB/წამამდე გამტარობის მიღწევა , ამ მონაცემებით აღნიშნული სისტემა თავისი ძალით 2 ჯერ აღემატება ახლადენ მოდელს. AMD FirePro ჩიპის წყალობით სისტემას ექნება 4K რეოლუციის მხარდაჭერა რაც მისი 6GB იანი ვიდეო მეხსიერების დამსახურებაც იქნება , ასევე მას ექნება 2.5 ჯერ უფრო სწრაფი , ახალი თაობის PCIe Flash მეხსიერება , რისი წყალობითაც სისწრაფე დაახლობით 10 ჯერ მეტი იქნება სტადარტულ HDD ზე 7200 ბრუნით. ასეთ მძლავრ სისტემას რაღა თქმა უნდა კარგი გაგრილებაც სჭირდება სწორედ ამიტომ Apple მ იზრუნა ამ საკითხზეც და შემოგვთავაზა უახლესი ტერმული გაგრილების სისტემა. გაგრილების სისტემას უზრუნველყოფს მხოლოდ ერთი ხალი Fan , თუმცა ინოვაციური სტრუქტურის გამო ეს სისტემა სრულიად სანდო და ეფექტური იქნება. და ბოლოს გეტყვით ,რომ ახალ Mac Pro ს ექნება შემდეგი სახის პორტები და დამაკავშრბელი საშუალებები და ესენია : Thunderbol 2 მაქსიმუმ 20GB/წამი ინფორმაციის გადაცემის საშუალებით , USB 3.0 , სტანდარტული RJ45 პორტი ინტერნეტისთვის , Bluetooth 4.0 , HDMI 1.4 , 25 ჯერ უფრო სწრაფი FireWire პორტი და რაღა თქმა უნდა 802.11 ac WiFi კავშირი. Apple ის ინოვაციური Mac Pro WorkStation გაყიდვაში წლის მე-3 კვარტალში გაეშვება ! ეს კი ოფიციალური საიტი > The New Mac Pro
  12. Shopen

    Apple Watch

    თუ დავაკვირდებით ამ ბოლო დროს შევამჩნევთ რომ ჭკვიანი საათები დღითი დღე უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება. ბუნებრივია ეს არც კორპორაცია Apple-ს არ გამოპარვია და მისი ყურადღებაც მიიპყრო. ერთ ერთი წყარო კი იუწყება რომ "ვაშლი" კომპანია Intel-თან ერთად ამზადებს "ჭკვიან" საათს სახელწოდებით iWatch რომელიც შესაძლებელია გაყიდვაში გამოჩნდეს 2013 წლის პირველი კვარტალიდან. საათი iWatch დაუკავშირდება Apple-ს სხვა მოწყობილობებს (iPhone, iPod touch და iPad) Bluetooth მოდულს საშუალებით. წყაროდან გამომდინარე ცნობილა რომ საათს ექნება 1.5 დიუმიანი AMOLED დისპლეით რომელიც დაფარული იქნება ITO(Indium Tin Oxide) მინით. სხვა დანარჩენი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია, ერთ ერთი შეიძლება მომხამრებლებს შესთავაზონ როგორც სხვა სმარტ საათებს აქვთ შეტყობინების ფუნქცია გამოტოვებულ ზარებზე და ტექსტურ შეტყობინებაზე, ასევე შეიძლება შესაძლებელი იყოს ელექტრნონული ფოსტის შემოწმება/წაკითხვა(1.5 დიუმიან დისპლეიზე როგორ ) და დისტანციური მართვა მობლური ტელეფონის. გასათვალისწინებელია ასევე ის რომ ჭკვიანი საათები ამერიკელ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, Pebble SmartWatch და Sony უკვე უშვებენ სმარტ საათებს, ასე ორმ ვნახოთ რა გამოუვა ეიფლის.
  13. როგორც იცით კომპანია Apple მ სულ ცოტა ხნის გაანახლა Ipad სახელწოდების მქონე პლანშეტების ხაზი 2 ახალი მოდელით , ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ 9.7 ინჩიანი ახალ IOS 7 ოპერაციულ სისტემასთან ერთად. დღეს კი მინდა წარმოგიდგინოთ მისი უმცროსი მოდელი Ipad Mini 2 ,რომელიც წინა ვერსიასთან შედარებით გამოირჩევა თავისი ეკრანით და ტექნიკური მახასიათვბელებით , რომელიც ანალოგიურია Ipad Air ის და Iphone 5S ის. თავდაპირველად დეტალურად გავეცნოთ Ipad Mini 2 ის ტექნიკურ მახასიათებლებს , რომელიც შემდეგნაერად გამოიყურება : > ეკრანი - 7.9 ინჩიანი LED-backlit IPS LCD Retina , რეზოლუციით 1536 x 2048 პიქსელი ( 1 ინჩზე 326 პიქსელი ) მეხსიერება - 16/32/64/128 GB ( განსხვავებული ფასებით ) , 1GB DDR3 ოპერატიული მეხსიერება ჩიპსეტი - A7 , ამის შესაბამისად მას აქვს 2 ბირთვიანი 1.3 GHz სიხშირის მქონე Cyclone (ARM v8-based) პროცესორი და 4 ბირთვიანი გრაფიკული ჩიპი PowerVR G6430 კამერა - უკანა 5MP 1080P რეზოლუციით 2592x1944 პიქსელი , წინა 1.2 MP 720P ბატარეა - Li-Po ტიპის 10 საათამდე მუშაობის ხანრგრძლივობით ზომები - სიგრძე > 20 სმ. , სიგანე > 13.5 სმ. > სისქე 7.5 მმ. წონა 331 გრამი მხოლოდ WiFi ვერსიისთვის ( 341 გრამი LTE 4G ) კავშირი - Bluetooth 4.0 , Wi-Fi 802.11 a/b/g/n , GPS ოპერაციული სისტემა - Apple iOS 7.0.4 ისევე როგორც Ipad Air ისთვის , Apple მ გამოუშვა თავისი Smart Cover ები ახალი Ipad Mini სთვის. Apple კვლავ იყენებს Lightning პორტს ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე , თავდაპირველად ვნახოთ პროცესორის ტესტები > Memory Bandwidth გრაფიკული ჩიპის ტესტები > როგორც ვხედავთ Ipad Mini 2 საგრძნობლად სჯობს წინა თაობის მოდელს. ეკრანის გამოსახულება წინა Ipad Mini სთან შედარებით Ipad Air , Ipad Mini With Retina და 1ST Ipad Mini Ipad Mini 2 ით გადაღებული სურათები > WiFi & Cellular > Battery Life დატენვის დრო შეჯამება : კომპანია Apple ს მძლავრი 7.9 ინჩიანი Ipad Mini 2 ის იგივე Ipad Mini With Retina Display ს საწყისი ფასი 399 ამერიკული დოლარია მხოლოდ WiFi ვერსიისთვის , ხოლო რაც შეეხება +4G ქსელის მქონე Ipad Mini 2 ს მისი ფასი იწყება 529 დოლარიდან. რაც შეეხება უფრო დიდი მეხსიერების მქონე მოდელების ფასებს მისი ნახვა შეგიძლიათ > ოფიციალურ საიტზე ტესტებიდან გამომდინარე Ipad Mini 2 საკმაოდ კარგი პლანშეტია , იგი ტექნუკურად ბევრად ძლიერია წინა თაობის მოდელზე , გარდა ამისა ტესტების ნაწილში იგი ჯობნის Google Nexus 7 2 საც და სხვა კონკურენტებს , თუმცა ფასთან მიამრთებაში თუნდაც ახალ Nexus 7 ს ვერ შეედრება და მაინც მისი მთავარი ღირსება მისი უნიკალური Retina ეკრანი და ბატერეის 10 საათიანი სიცოცხლის ხანგრძლივობაა. Ipad Mini 2 ის ვიდეო მიმოხილვა >
  14. სასწრაფოდ ვ "ი" ყ ი დ ი Apple MacBook Air 2013 წლის მოდელს, აუცილებლად(!) 256გბ SSD-თი. სასურველია 8გბ ოპერატიულით. ნუ i7-ც თუ იქნება უარს არ ვიტყვი ფასს რაც შეეხება მაღაზიის ფასები კარგად ვიცი და მისამართ(ებ)იც
  15. ახლობელს აქვს http://www.amazon.com/Apple-MD093LL-21-5-Inch-Desktop-VERSION/dp/B004YLCFCM/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1372626867&sr=8-2&keywords=Apple+iMac+21.5-Inch ეს მოდელი აიმაკი ზუსტად. ოღონდ დამცავი მინის გარეშეა, დაუზიანდა. ხოდა გაყიდვა უნდა და მაინტერესებს რა ფასად გაიყიდება. აი ეს ექნება საყიდელი http://www.amazon.com/Apple-Front-Glass-Cover-Panel/dp/B007WG4XV2/ref=sr_1_16?ie=UTF8&qid=1372626867&sr=8-16&keywords=Apple+iMac+21.5-Inch აი სურათებიც
  16. ისევ მომიწია ეს ბინძური საქმიანობა ... სისტემამკვდარი iPhone 3GS-ით მომადგნენ, ხოდა ბევრი ვიწვალე თუ ცოტა ვიწვალე ჩამოვწერ ახლა რა გავაკეთე და როგორ. ნუ jailbroken iPhone იყო, დაჟე iPad-ის ბეიზბენდი ეყენა მგონია + SHSH არ იყო შენახული... რადგან 4.1 მივაწოდე, დაყენდა და არ ჩაიტვირთა სისტემა. არ მოვყვები ახლა რა ვცადე და როგორ ვცადე გადავალ პირდაპირ საქმეზე. მოკლედ და კონკრეტულად რომ იყოს ყველაფერი დასაწყისში მოვათავსებ საჭირო ფაილებს ლინკებითურთ ნუ აიტუნსის ლინკს არ დავდებ :დ iFaith 1.5.6 - გადმოწერაIPSW 5.1.1 iPhone 3GS - გადმოწერაiReb R7 - გადმოწერაP.S. შეიძლება ვინმეს გამოადგეს IPSW-ების ნაკრები iPhone-ებისათვის > ლინკი //აქვე დავამატებ - ვწერ იმას რაც პირადად გავაკეთე, ჩემთან იმუშავა და თქვენთან თუ რაიმე გაფუჭდება არ ვარ პასუხისმგებელი. სტარტი: დივაისი(iPhone) გადავიყვანოთ Recovery Mode-ში, ჩავრთოთ iTunes და გავაკეთოთ რესთორი. 6.1.3 დაყენდება (26.04.2013 პოსტის დაწერის თარიღი). დაახლოებით 20-25 წუთი დაჭირდა ალბათ ან ნაკლები.შეაერთეთ დივაისი, ამოვაარქივოთ iFaith 1.5.6 და გავუშვათ ადმინისტრატორის უფლებებით (Run As Administrator). iFaith თვითონვე მიხვდება მოდელს და შემოგთავაზებთ SHSH Blobs-ის გადმოწერას, დაეთანხმეთ და აირჩიეთ თქვენთვის მისაღები SHSH, ეს გზამკვლევი დაწერილია 5.1.1-ის გამოყენებით, ასე რომ გადმოვწეროთ 5.1.1. რადგან ISPW-ც 5.1.1 გვაქვს. დავბრუნდეთ მთავარ მენიუში (Main Menu) და ვირჩევთ - 'Build *signed* IPSW w/', შემდეგ 'Browse for SHSH Blobs” აქ ვუთითებთ ჩვენ მიერ გადმოწერილ SHSH Blobs-ს სახელად "0000005CA610550F_5.1.1-9B206_cydia.shsh" - Next ვუთითებთ IPSW-ს 'Browse for an IPSW', რომელიც ალბათ უკვე გადმოწერილი გაქვთ (ლინკი დასაწყისში დავდე) თუ არადა შეუძლია ავტომატურად გადმოწეროს ღილაკით 'Download it for me'. უკვე მითითებული ან გადმოწერილი გვაქვს IPSW, ვკლიკავთ ღილაკზე Build და დაიწყება პროცესი, რომელსაც ბოლომდე უნდა დაველოდოთ რომ მორჩება გავთიშოთ ტელეფონი(კომპთან მიერთებული უნდა იყოს) და ადმიონისტრატორის უფლებებით გავუშვათ iReb r7, გავამზადოთ ტელეფონი, პროგრამაში ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მოდელი - ამ შემთხვევაში iPhone 3GS და მივყვეთ ინსტრუქციას - 5 წამი მომზადება ტელეფონის ასაღებად, შემდეგ 10 წამი Home და Power ღილაკებით ერთდროულად დაჭერა, 10 წამის შემდეგ ვუშვებთ Power ღილაკს, ისევ გვიჭირავს Home, სულ რაღაც 22 წამზე გაეშვება Exploit, გამოვა საბოლოოდ ასეთი ფანჯარა და გავთიშავთ პროგრამას. საბოლოო ეტაპი(!) - ვრთავთ iTunes-ს (აუცილებელია მე-10 ან უფრო მაღალი ვერსია) მიხვდება Recovery Mode-შიაო. კლავიატურაზე ვაწვებით ღილაკს SHIFT და iTunes-ში 'Restore iPhone', ვუთითებთ iReb r7-ის შექმნილ iPSW-ს((!)არ შეგეშალოთ ორიგინალში, თავდაპირველად გადმოწერილ ვერსიაში), ჩემთან ასეთი სახელი ერქვა - '0000005CA610550F_iFaith_iPhone_3GS-5.1.1_(9B206)_signed'გადაიტვირთება თქვენი აიტელეფონი და დაიწყება არც ისე მოკლე პროცესი, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ ჯეილბრეიკი თქვენვის მომინდია. მაგის დაწერის დრო არ მაქვს How to Jailbreak - Click © ANuB1S
  17. მოკლედ მომივიდა ბრძანება ზევიდან რომ დავუკლო ფასები და მეც ვასრუელბ ბრძანებას + ახლა უკვე ორი ცალი მაქ შავი და ნაცრისფერი ასე რომ შეგიძლიათ აარჩიოთ რომელი ფერიც გინდათ. Apple Ipod Classic 160gb ეს მოდელია ნაცრისფერიც მაქ და შავიც ახალთახალია ორივე. ცელოფნები არ მომიხსნია პლეერისგან მარტო ყუთი გავხსენი რომ მენახა პლეერი მუშაობდა თუ არა. ერთადერთი გარანტიის მოცემა არ შემიძლია მაგრამ რათ უნდა ამას გარანტია ახლია, უხმარია და არანაირ პრობლემა არ აქ. ახალი ფასია 350 ლარი ის წინა თემა დახურე რა ჯამბო.
  18. ე.ი. მეგობრებო დროა ჩემი მტერი შევიცნო 4გ უნდა ვიყიდო.მაინტერესებს რა გავითვალიწინო მისი ყიდვისას,ნუ AT&Tზე თუ იქნება სიმ ფრის უპრობლემოდ გავხდი ეგ გასაგებია,სხვა? სხვა ოპერატურზე თუ იქნება მაშინ როგორ მოვიქცე,ვიყიდო?
  19. მოგეხსენაბათ კომპანია Apple წარადგინა ახალი Ipad და Macbook retina ამასთან ერთად წარადგინა ახალი iMac 21.5 და 27 დიუმიანი ვერსიები ამასთან ერთად Mac mini-ც. როგორც მოგეხსენებათ კომპანიამ გამოიყენა ყველა მოდელში ზომის შემცირება მათ არც iMAC ჩამოუვარდა და წარდგენილი იქნა 27"ვერსიასთან ერთად 21.5"ინჩიანი ვერსიაც. 21,5" მოდელს აქვს 1920 х 1080 გაფართოების დისპლეი ხოლო 27"-იანს 2560 х 1440. პროცესორი აქვთ 4-ბირთვიანი Intel Core i5 Ivy Bridge ,ასევე შესაძლებელია თანხის დამატებით Intel Core i7-ზე ყიდვა რიმელსაც Hyper Threading ტექნოლოგიის მხადაჭერა აქვს. 21,5" ვერსიას ექნება NVIDIA GeForce GT 640M ან 650M 512მეგაბაიტიანი GDDR5. ხოლო 27" GeForce GTX 660M 512MB მეხსიერებით ან GTX 675MX 1GB მეხსიერებით. ასევე შესაძლებელი იქნება დაანონსებული მობილური გრაფიკის GeForce GTX 680MX დაყენებაც რომელსაც 2GB მეხსიერება ექნება. რაც შეეხება ოპერატიულ მეხსიერებას ექნებათ 8GB DDR3 @1600MHz რომლის გაზრდა შესაძლებელი იქნება 16GB-მდე ხოლო 27"ინჩიან ვერსიაში კი 32GB-მდე. HDD ექნებათ 1Tb მოცულობის, მომხმარებელს ასევე შეეძლება შეძენა ახალი მეორე ვერსიის სადაც იქნება გამოყენებული Fusion Drive რომელიც სთავაზობს მომხმარებელს SSD დამატებას რითაც საგრძნობლად მცირდება ჩატვირთვის დრო და იმატებს სიჩქარე. უფროს ვერსიაში კი იქნება 3Tb-იანი HDD ან 768GB-იანი SSD. მონობლოკებს გააჩნიათ თავიანთი ვებ-კამერა FaceTime HD 720p ორი მიკროფონით, აქვს შემდეგი პორტები:Mini DisplayPort-საიდანც შესაძლებელი იქნება DVI, VGA დაdual-link DVI-ის გადაყვანა, ოთხი USB 3.0,Ethernet, SDXC ქარდრიდერი და 3.5მმ მინიჯეკი. 21,5" მოდელის გაყიდვა დაიწყება ნოემბერში ხოლო 27"მოდელის დეკემბერში მათი ფასი ამერიკაში იქნება: $1300 — 21,5" 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i5 @2,7/3,2 GHz, NVIDIA GeForce GT 640M, 8 Gb RAM და 1TB HDD. $1500 — 21,5" 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i5 @2,9/3,6 GHz, NVIDIA GeForce GT 650M, 8 Gb RAM და 1TB HDD. $1800 — 27" 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i5 @2,9/3,6 GHz, NVIDIA GeForce GTX 660M, 8 Gb RAM და 1TB HDD. $2000 — 27" 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i5 @2,9/3,6 GHz, NVIDIA GeForce GTX 675MX, 8 Gb RAM და 1TB HDD.
  20. Shopen

    Apple Ipad Mini

    დიდი ხანია უკვე ვრცელდება ინფორმაცია რომ კომპანია ეიფლი(Apple) აპირებს ახალი პლანშეტის წარმოებას რომელიც იქნება თავისი წინაპრებისგან განსხვავებით უფრო კომპაქტური,ის იქნება 7,85 დიუმის, რაც ცოტათი მეტია მის კონკურენტებთან, Kindle Fire HD, Nook HD და Nexus 7. მის მონაცემებზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი(ერთი ის იციან რომ მისი ეკრანის გაფართოება იქნება1024x768. მისი ფასი დაახლოებით იქნება $250-დან $300-მდე რაც იმას ნიშნავს რომ ეიფლიმ მიბაძა კონკურეტებს და მანაც შედარებით დაბალბიუჯეტიანი პლანშეტი გამოუშვა. გამოშვების თარიღთან დაკავშირებით ის არის ცნობილი რომ მისი პრეზენტაცა იქნება ამ თვეში, ჟურნალ Fortune-ს ცნობით ეს იქნება 17 ოქტომბერი,ხოლო რელიზი შედგება პარასკევს 2 ოქტომბერს. დრო და დრო ინფოებს მივუმატებ ე.ი. კომპანია AU Optronics (AUO)-მ მეოთხე კვარტალში დაამზადებს 4 მილიონ პანელს Ipad mini-სთვის. ესეც მისი ხუფის ეკრანის ფოტოები ეს Hands On ესეც მისი მაკეტის ვიდეო ახალი ფოტოები,ვიზუალურად თუ როგორია iPad Mini-ს ფოტოები თავის 9.7 დიუმიან წინაპართან ერთად ამავე წყაროს მიხედვით გახდა ცნობილი რომ APPLE ასევე იწყებს კიდევ ერთი პლანშეტის შექმნას რომელიც იქნება 10 დიუმიანი,ექნება დოკ-სადგური Lightning და ახალი ქსელის დიაპაზონი LTE. სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება ახალი IPAD MINI-ს გამოსვლამდე და ერთ-ერთმა რესურსმა(schimanke.com) გაავრცელა ინფორმაცია მის ფასთან დაკავშირებით თუ რა Eღირება ევროპაში ეს გერმანული მედიამარკეტის ფასები iPad Mini 8 Гбайт Wi-Fi – €249 ($323); iPad Mini 8 Гбайт Wi-Fi + 3G – €349 ($452); iPad Mini 16 Гбайт Wi-Fi – €349 ($452); iPad Mini 16 Гбайт Wi-Fi + 3G – €449 ($582); iPad Mini 32 Гбайт Wi-Fi – €449 ($582); iPad Mini 32 Гбайт Wi-Fi + 3G – €549 ($711); iPad Mini 64 Гбайт Wi-Fi – €549 ($711); iPad Mini 64 Гбайт Wi-Fi + 3G – €649 ($841). (ფასები გერმანიაშI) როგორც ჩანს ეიფლმა მართლაც შეიყვანა თავისი ახალი პროდუქტი დაბალბიუჯეტიან პლანშეტებზე, მისი კონკურენის Nexus 7-თან შედარებით კი ის მაინც $100 ძვირია(რაც არც არის გასაკვირი) ესეც მისი დისპლეის ფოტოები მისი ზომა არის 162х124მმ
  21. Apple Ipod Classic 160gb ეს მოდელია ნაცრისფერი ახალთახალი. ცელოფნები არ მომიხსნია პლეერისგან მარტო ყუთი გავხსენი რომ მენახა პლეერი მუშაობდა თუ არა. ერთადერთი გარანტიის მოცემა არ შემიძლია მაგრამ რათ უნდა ამას გარანტია ახლია, უხმარია და არანაირ პრობლემა არ აქ. აიფონ+-ში 490 ლარი ღირს მე გაგატანთ 450ლარში
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.