Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Sapphire'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 7 results

  1. მოგესალმებით მეგობრებო! სულ რაღაც 2 კვირის წინ ავაწყვე ახალი კომპიუტერი და ავირჩიე დუალ Sapphire R9 390 NITRO Backplate TRI-X OC 8GB და შესაბამისად რა თქმა უნდა გავაკეთე ქროსი. ზედმეტი ჩალიჩი არ დამიწყია და Catalyst-დანვე მივუთითე Overdrive ორივე კარტაზე, ხოლო ქვემოთ ავტომატურად უკვე იყო მითითებული High Performance Memory Clock - 1500MHz (მაქსიმუმ 2000). გაგრილებაც ავტომატურ რეჟიმში როგორ იყო ისე დარჩა 75%. ტემპერატურა სტაბილურია 100% დატვირთვაზე MSI Kombustor-ში და FurMark-ში რომელიც შემოიფარგლება ~70 გრადუსით... პრობლემა რაში მდგომარეობს ახლავე აგიხსნით. მოკლედ ხშირად თამაშის დროს 20-30 წუთის შემდეგ კომპიუტერი უბრალოდ ქვავდება. ხმა ისმის, ყველაფერი დანარჩენი გაქვავებულია და არცერთ კლავიშზე არ რეაგირებს. მხოლოდ ღილაკით კომპის გადატვირთვა. პროცესორის ვოლტაჟი ბაიოსიდან გასწორებული მაქვს და მაგის პრობლემა ნამდვილად არ არის. სხვადასხვა ფორუმებს გადავხედე და უმეტეს წილად მსგავსი პრობლემა ვიდეოკარტის ოვერქლოქის პრობლემით არის გამოწვეული როგორც იქ უმეტესობამ აღნიშნა. ვინმეს გქონიათ მსგავსი შემთხვევა? ან იცით მაინც როგორ უნდა ვუშველო? ერთადერთი რაც მომდის თავში ეს არის უბრალოდ გამოვრთო ოვერდრაივი მაგრამ მაინც უარს არ ვიტყოდი გამეგო თუ რა პარამეტრებით უნდა ოვერქლოქი ზუსტად და რა პროგრამით მირჩევდით? კონკრეტულად ჰერცების და მეგავოლტების არ გამეგება წესიერად და არ ვარ მაგ სფეროში სერიოზული მცოდნე.. შესაძლოა პრობლემა კვების არასტაბილურობაში მდგომარეობს როდესაც მაღალ ჰერცზე არასაკმარისი ვოლტაჟი მიეწოედება ვიდეოკარტებს და შედეგად რაღაც დროის შემდეგ ვიდეოკარტები "ფარ-ხმალს ყრიან" და შედეგად ქვავდება კომპიუტერიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ. წინასწარ გმადლობთ Cheers!
  2. ვიდეო ბარათების მწარმოებელი კომპანიის Sapphire-ს ფართო ასორტიმენტს კიდევ ერთი ახალი წარმომადგენელი შეემატა Toxic R9 280X რომელიც დაფუძნებულია AMD Tahiti XTL ჩიპზე (2048 შეიდერული ბლოკი, 384-ბიტიანი ინტერფეისი). ის აღჭურვილია ახალი ქულერით და მას შეუძლია დაიტრაბახოს თავისი 10 არხიანი სისტემური კვების ფაზით მყარი/მაგარი კონდენსატორებით რომლებიც გახანგრძლივებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.Radeon R9 280X Toxic-ის ნომინალური სიხშირე წარმოადგენს 1100(1150)/6400MHz-ს ხოლო მეხსიერების მოცულობა 3Gb GDDR5 ტიპის. მისი ფიზიკური ზომებია 308 x 113 x 41მმ. ქულერს გააჩნია გამორჩეული კონსტრუქცია 10 მილიმეტრიანი სპილენძის სითბური მილეკბით, გაგრილებაზე ასევე ზრუანვს სამი ვენტილიატორი( 92მმ კუთხეში მყოფი ხოლო 80მმ შუაში მყოფი ვენტილიატორი). გააჩნია CrossFireX ტექნოლოგიის მხარდაჭერა, შეუძლია ერთდროულად ხუთ მონიტორზე გამოსახულების გამოტანა აქვს Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI 1.4a და წყვილი Mini DisplayPort 1.2 პორტები. კომპლექტში მოჰყვება Mini DP — DP ადაპტერი,CrossFireX-ის "ხიდი", HDMI 1.4a კაბელი.
  3. საერთაშორისო გამოფენა CeBIT 2013-ზე კომპანია Sapphire Technology Limited-მ დემონსტრაცია მოახდენა ახალი ვიდეო ბარათის AMD Radeon HD 7950-ის რომელიც სპეციალურად ეიფლის Mac დესკტოპ სამაგიდო კომპიუტერებისთვის არის რაზეც მისი დიზაინიც მიგვანიშნებს. მოდელი Sapphire Radeon HD 7950 Mac Edition აღინიშნება პირველ რიგში თავისი ორიგინალური კონსტრუკციით, მოდელი შესრულებულია თეთრს ფერში რომელსაც გასწვრივ ნაცრისფერი ზოლი გაჰყვება და მთავრდება შავ საფირმო ვენტილიატორიტან.კარტას აქვს აქტიური ჰაერის გაგრილების სისტემა, დაფუძნებულია შავ PCI Express 3.0 х16 სლოტზე. ვიდეოდაფის "გული" კი გახლავთ 28 ნანომეტრიულ გრაფიკულ ჩიპზე დაფუძნებული Tahiti PRO, 1792 ნაკადიანი პროცესორით და Graphics Core Next (GCN) არქიტექტურით. არის GDDR5 384-ბიტიან ინტერფეისზე, სიხშირეა 5000MHz მოცულობა კი 3072Mb. გრაფიკული ბირთვი მუშაობს 800MHz-ზე. დამატებითი კვებისთვის სჭირდება 6-პინიანი კონექტორი, უკანა პანელზე განთავსებული აქვს Mini DisplayPort,DVI და HDMI პორტები. ამერიკის ბაზრისთვის კარტის ღირებულება შეადგენს 450 მარადმწვანეს.
  4. Sapphire-ს Radeon HD 7870 სერიას კიდევ ერთი მოდელი შეემატა რომელიც არის Dual-X Edition პრეფიქსით. არის PCI სლოტზე და აქვს DVI-I, DVI-D, DisplayPort და HDMI პორტები და ასევე Dual-X გაგრილების სისტემა. მის მონაცემებში შედის: 1280 ნაკადიანი პროცესორი,Graphics Core Next გრაფიკული არქიტექტურით,256ბიტიანი ინტერფეისი,2GB მეხსიერება GDDR5. ტაქტიკური სიხშირე Pitcairn XT ჩიპისთვის არის 1000MHz და 4800MHz ბუფერული მეხსიერებისათვის. კარტას აქვს 6 პინიანი კონექტორი PCI-E Power. გაგრილებას რაც შეეხება აქვს ორი 100მმ ქულერი, ოთხი სითბური მილი და ალუმინის რადიატორი. Sapphire HD 7870 Dual-X Edition ფასი დაახლოებით $230 იქნება.
  5. შესავალი კომპანია AMD-მ წარადგინა თავისი Evergreen სერიის გრაფიკული ადაფტერების დიდი ნაწილი, მათ შორის ჩვენთვის კარგად ცნობილი - Radeon HD 5970. Evergreen არის დიდი ოჯახი, რომელსაც განეკუთვნებიან AMD-ს, DirectX 11-თან თავსებადი, ვიდეო დაფები. სიძლიერის და სისწრაფის გარდა Evergreen ვიდეო დაფები ასოცირდება ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მაგ. უმეტესობისთვის კარგად ნაცნობი ATI Eyefinity. ვინც არ იცის ვეტყვი, რომ ეს უკანასკნელი შესაძლებლობას მოგცემთ ამუშაოთ თქვენი ვიდეო დაფა, რამდენიმე მონიტორზე ერთდროულად. როგორც გახსოვთ, ცოტახნის წინ თქვენ ბევრს მარჩიელობდით Radeon HD 5870-თან დაკავშირებით, რომელიც არის ყველაზე "ბებერი" წევრი Evergreen ოჯახში. ამავე დროს ზემოდ ნახსენები ითვლება, დღეს-დღეისობით საუკეთესო VGA ბესტსელერად, მაგრამ, ასე ვთქვათ "High-end ენთუზიასტებისთვის", Radeon HD 5870 არ იყო საკმარისი, ამიტომ AMD-მ მათთვის წარადგინა ვიდე ოდაფა ორი გრაფიკული პროცესორით, რომელსაც Hemlock, a.k.a. Radeon HD 5970 სახელით მოიხსენიება. "ორთავიანმა მხეცმა გაიღვიძა" - ასე შეიძლება მოვიხსენიოთ Radeon HD 5970-ის გამოჩენა, რადგან ეს უკანასკნელი დღესდღეისობით მთელს მსოფლიოში ითვლება ყველაზე სწრაფ 3D-ამაჩქარებლად. როგორც უკვე ვთქვით Radeon HD 5970-ში მოთავსებულია ორი გრაფიკული ბირთვი, ამასთან ერთი PLX Bridge-მიკროსქემა (PEX 8647 ბრძანობრივი გადამრთველით PCI-48) რომლის ფუნქციაა, მოახდინოს GPU-ების დაკავშირება ერთმანეთთან. ეს ყველაფერი კი თავისთავად ქმნის Crossfire კონფიგურაციას - ერთ ვიდეო დაფაში. Radeon HD 5970-ის ფიზიკური მონაცემების დათვალიერებისას დიდ ყურადღებას იქცევს მისი სიგრძე, რომელიც 31 სმ-ს ითვლის, რაც ცოტა არ იყოს არასტანდარტულ ზომაა ვიდეო დაფისთვის, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მასში მოთავსებულია ორი გრაფიკული პროცესორი, ამასთან მათ ჭირდებათ ეფექტური გაგრილება და ჩუმი მუშაობა, ამიტომ მონსტრის, არც თუ ისეთი ნორმალური ზომები შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ Radeon HD 5970-ის თითო გრაფიკული ბირთვის ოპერაციული სიხშირეები დაბალია, ვიდრე Radeon HD 5870-ის. დებიუტანტის Core Clock ფუნქციონირებს 725 მჰც-ზე, ხოლო Radeon HD 5870-ის - 850 მჰც-ზე. იგივე სიტუაციაა მახსოვრობის სიხშირეებში: Hemlock-ის GDDR5 ტიპის მეხსიერება მუშაობს 1000 მჰც (4000 მჰც QDR)-ზე, ხოლო Cypress XT 1200 მჰც (4800 მჰც QDR)-ზე. საქმე იმაშია, რომ ვიდეო დაფის მუშაობა PCIe 2.0 სლოტზე და +300 W-ზე ძნელია ისეთი "ორთავიანი მონსტრითვის" როგორიც Radeon HD 5970-ია. Hemlock-ის ოფიციალურ ანონსამდე ჩვენ ვიცოდით, რომ იგი უნდა გამოსულიყო "X2" სუფიქსით, როგორც ეს Radeon HD 4870 X2-ის შემთხვევაში იყო, მაგრამ როგორც ვნახეთ დაბალი ოპერაციული სიხშირეების გამო ეს "გეგმა" არ განხორციელდა. Radeon HD 5970 გვთავაზობს 1600 Stream Processor-ს Cypress-ის ბირთვზე, 80 ტექსტური ბლოკით (TMU (Texture Mapping Units)), ასევე 32 ROP(Raster Operation Units) თითო ბირთვზე. გრაფიკული პროცესორი შექმნილია 40 ნმ ტექნოლოგიით. ვიდეოდაფას აქვს GDDR5 ტიპის 2 გბ მახსოვრობა. თითო ბირთვს კი - 1 გბ, 256-ბიტ გამტარიანობით. AMD-ს წინა თაობის ვიდეო დაფებთან შედარებით, ჩანს რომ მათი მახასიათებლები მკვეთრად გაიზარდა. Radeon HD 4890-ის 800 მჰც Stream Processors, გაიზარდა Radeon HD 5870-ის 1600 მჰც-მდე. Cypress-ის გრაფიკული ტრანზიტორები ითვლის c 2.15 მილიარდს, ხოლო Radeon HD 4890 - c 959 მილიონს. გაიზარდა ასევე ტერაფლოპსების რაოდენობა: 1.2 TFLOPS-დან 2.72 TFLOPS-მდე. ყურადღებას იმსახურებს ასევე ის ფაქტი, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფებში, მინიმუმამდე არის დაყვანილი ენერგომოხმარება. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ Radeon HD 5970 იხმარს 294 W-ს, რაც გამოიკვეთება Radeon HD 5870 (188 W) და Radeon HD 4870 (160 W) TDP-ებთან შედარებით. IDLE რეჟიმში Radeon HD 5870 მოიხმარს 27 W-ს, ხოლო Radeon HD 5970 51 W-ს. დღეს ჩვენი განხილვის საგანი იქნება Sapphire HD 5970 OC, რომელიც Fudzilla-ს თანამშრომლებმა გატესტეს. Sapphire Radeon HD 5970 OC: ვიდეო დაფის გარე/შიგა შეფუთულობა: კომპლექტი: დებიუტანტს Radeon HD 5870-გან განსხვავებით აქვს ორი DVI და ერთი Mini DisplayPort, მაგრამ ამავე დროს მოყვება ერთი DisplayPort Adapter, რომელიც ზემოდ მოცემულ სურათზე არის გამოსახული. ვიდეო დაფას კომპლექტში მოყვება თამაშები: Dirt 2 და BattleForge. დამატებითი სურათები, ვიდეოდაფის უკეთ აღსაქმელად: Hemlock მუშაობისას საშუალო ხმაურს გამოსცემს, მაგრამ თამაშისას იგი ნაკლებად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. IDLE რეჟიმში კი ქულერი საკმაოდ ჩუმია, ამასთან თქვებს შეგიძლიათ მისი ბრუნვების კონტროლი, რაც ხმაურის რეგულირების ტოლფასია. ჩვენს "ორთავიან მონსტრს" აქვს 6 და 8 პინიანი კვების გამომავლები. შეგახსენებთ რომ, დებიუტანტის კვების მაქსიმალური მოთხოვნილებაა 294 W, ხოლო "დასვენების დროს" სულ რაღაც 54 W-ს. ტესტები სატესტო სტენდი: დედაპლატა: MSI P45D3 Platinum (მწარმოებელი MSI); პროცესორი: Intel Core 2 Extreme Edition QX9770 - 3.6 გჰც (მწარმოებელი Intel); მახსოვრობა: Corsair Dominator 12800 7-7-7-24 (მწარმოებელი Corsair); HDD: WD VelociRaptor 300G 10,000 RPM (მწარმოებელი SmoothCreation); დრაივერი: ForceWare 195.50, Catalyst 9.11 СТС 32 Vista SP1 Futuremark Tests: (შენიშ. Higher is better-რაც მეტია ქულები მით კარგია! ავტ.) 3DMark Vantage Extreme-ის ტესტები გვატყობინებს, რომ Sapphire HD 5970 OC არის უპრეცენდენტო ყველაზე სწრაფი Dual-GPU კარტებში, რომელმაც 26%-ით მეტი წარმადობა აჩვენა ვიდრე ყოფილი დომინანტი - GeForce GTX 295, კიდევაც ამ უკანასნკელს უახლოვდება ერთბირთვიანი Radeon HD 5870, იგი აღმოჩნდა ასევე უფრო სწრაფი ვიდრე Radeon HD 4870 X2. Far Cry 2 Benchmarks: თამაში FarCry 2 Ultra სეთინგებზე და 1920 x 1200 გაფართოებაზე Hemlock, GeForce GTX 295-თან შედარებით ავლენს 20 %-ით მეტ წარმადობას. საინტერესოა, რომ Radeon HD 4870 X2 წარმადობით ცოტათი ჩამორჩება დებიუტანტს. იგივე რეზოლუციაზე და 4X Antialising ჩართვის შემდეგ სიტუაცია ცოტათი შეიცვალა. Sapphire HD 5970 OC და GeForce GTX 295 შორის იგივე სიტუაციაა რაც წინა ტესტებში, მაგრამ Radeon HD 4870 X2-ის წარმადობა მკვეთრად ეცემა და Radeon HD 5970 OC 40 %-ით ჩამორჩება. ამ უკანასკნელს კი Radeon HD 5870 ცოტათი ნაკლებ შედეგებს აჩვენებს და Sapphire HD 5970 OC-ზე 45 %-ით ნელია. 2560 x 1600 გაფართოებაზე AA-ს გარეშე Sapphire HD 5970 OC 25 %-ით სწრაფია, ვიდრე GeForce GTX 295. Radeon HD 4870 X2 მუშაობს GeForce GTX 295-ზე ცოტათი ნელა. ამ შემთხვევაში კი მონსტრი GeForce 9800 GT და Radeon HD 4850-ზე 4-ჯერ სწრაფია. Sapphire HD 5970 OC 70 fps-ს აჩვენებს 2560x1600 და 4xAA სეთინგებზე. GeForce GTX 295 კი 57 fps რაც საერთო ჯამში 20 %-ით ნაკლებ წარმადობას აჩვენებს ვიდრე დებიუტანტი. Left 4 Dead Benchmarks: ამ ტესტებში ჩანს, რომ Sapphire HD 5970 OC Left 4 Dead ბენჩმარქების მეფეა. 2560x1600 4xAA სეთინგებზე Hemlock-ს GeForce GTX 295 ჩამორჩება 27 %-ით, Radeon HD 4870 X2 დაახლოებით 55 %-ით, ხოლო Sapphire HD 5870 კი დაახლოებით 49 %-ით. World In Conflict Benchmarks: როგორც ყველა თამაში, დაბალ გაფართოებაზე Sapphire HD 5970 OC შეზღუდულია პროცესორის სიძლიერიდან გამომდინარე. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ამ დაფისთვის 1920x1200 არის "დაბალი გაფართოება", Hemlock-ის ოპტიმალურ რეზოლუციად შეიძლება 2560x1600 ჩავთვალოთ. ამ ტესტებში GeForce GTX 295 ახალ დომინანტს 10-15 %-ით ჩამორჩება. ერთბირთვიანი Radeon HD 5870 კი 40 %-ით ნაკლებ წარმადობას ავლენს Sapphire HD 5970 OC შედარებით. H.A.W.X Benchmarks: ეს სიმულატორი აჩვენებს რომ Crossfire იდეალურად მუშაობს Radeon HD 4870 X2 დაფაზე, რომელიც 15 %-ით ნელია ამ შემთხვევაში, ვიდრე Radeon HD 5970. Radeon HD 5870 კი 40 %-ით სუსტია ვიდრე დებიუტანტი. მწვანე ლეგიონერის ტოპ კარტა კი Hemlock-ს 10 %-ით ჩამორჩება. დიდ გაფართოებაზე კი AA-თი 30 %-ს უდრის ეს სხვაობა. Batman - Arkham Asylum Benchmarks: როგორც იცით და სამწუხაროდ ATI-ს ვიდეო დაფებს ამ თამაშში კოსმეტიკური ეფექტების მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ ტესტები, რომ სამართლიანად ჩატარდეს ეფექტები გამორთულია ორივე ვიდეოდაფის შემთხვევაში, ამასთან PhysX-იც OFF. Radeon HD 5970-მა 26 %_ით მეტი წარმადობა აჩვენა, ვიდრე GeForce GTX 295-მა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ PhysX ჩართვის შემდეგ შედეგები შეიცვლებოდა, ალბათ მწვანე ლეგიონერის სასარგებლოდ. Crysis Benchmarks: ვიდეოდაფის პოტენციალის ჩვენების საუკეთესო ტესტში, GeForce GTX 295 თავს კარგად იმაგრებს Hemlock-თან შებმისას და 2560x1600, 4xAA სეთინგებზე ჩამორჩება სულ რაღაც 7 %-ით, ხოლო 2560x1600 გაფართოებაზე AA-ს გარეშე Radeon HD 5970 გამარჯვებული გამოდის წარმადობის 25 %-ით მეტი ჩვენებისთვის, ვიდრე ყოფილი დომინანტი. BattleForge Benchmarks: ეს თამაში გატესტეს DirectX 11-ზე Windows 7 ოპერაციული სისტემის დახმარებით. ამ შემთხვევაში DirectX 11-მა თავი იჩინა წითელი ლეგიონის დაფებში და წარმადობაზე ლაპარაკს თავს ვანებებ, რადგან თქვენც კარგად ხედავთ რა დაბალი შედეგი აჩვენა GeForce GTX 295-მა. აჩქარება & საბოლოო დასკვნა აჩქარება Sapphire არის ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც აჩქარებული Radeon HD 5970 წარადგინა. დებიუტანტის სიხშირეები აწულია 10 მჰც-ით, ანუ ბირთვის სიხშირე არის 735 მჰც, ხოლო მეხსიერების სიხშირე ფუნქციონირებს 1010 მჰც (4040 მჰც QDR)-ზე. რათქმაუნდა Hemlock-ის სიხშირეების აწევა კიდევ არის შესაძლებელი, ამის დასამტკიცებლად AMD-მ დებიუტანტს "მოაყოლა" OverVolt Utiity დასაჩქარებლად, ხოლო Sapphire HD 5970 OC-ს კომპლექტში მოყვება Redline OC / Tweak Utility. უმჯობესი იქნება თუ ATi-ს ვიდეოდაფების ასაჩქარებლად გამოიყენებთ Catalyst Control Center Overdrive სადაც უფრო მარტივად შეძლებთ გრაფიკული ადაფტერების სიხშირეების აწევას და ფენის ბრუნვების რეგულირებას. ამ შემთხვევაში დებიუტანტის სიხშირეები აწიეს 850 მჰც-მდე ბირთვისთვის, ხოლო მეხსიერების სიხშირე 1250 მჰც-მდე, რაც თამაშებში 17 %-ით მეტ წარმადობას გიჩვენებთ შემდეგში. GPU-Z Screen-ზე ნაჩვენებია Sapphire HD 5970 OC მონაცემები: დაუტვირთავ რეჟიმში Hemlock OC-ს ტემპერატურა 60 °C-ს შეადგენს, ხოლო დატვირთვის დროს 90 °C-ს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ Radeon HD 5970-ის ტემპერატურაზე არ დავფიქრდეთ, მაგრამ იგი საკმაოდ და აუტანლად ხმაურიანი ყოფილა (რამდენიმე გრადუსზე). აღსანიშნავია, რომ წარმადობის გაძლიერებისას ენერგომოხმარება დიდად არ იზრდება, როგორც ეს წინა "მოდგმის" ვიდეოდაფებში იყო. აქვე გეტყვით რომ Hemlock-ის ბირთვის ყველაზე დაბალი სიხშირე არის - 157 მჰც, ხოლო მეხსიერების - 300 მჰც. დასკვნა Sapphire Radeon HD 5970 OC არის ყველაზე ძლიერი 3D-ამაჩქარებელი, რომლის დამმარცხებელიც, მთელი დედამიწის ზურზგზე არსად "დაიარება". იგი მოდის AMD-ს Evergreen ოჯახიდან, რომელთაც DirectX 11 მხარდაჭერა აქვთ, ამ უკანასკნელს კი დიდი წვლილი მიუძღვის, მომავალი გრაფიკის განვითარებაში. Hemlock ნებისმიერ PC თამაშს უპრობლემოდ ითვისებს, 2560 x 1600 გაფართოებაზეც კი. Catalyst დრაივერების მხარდაჭერა იდეალურია და არ აქვს სერიოზული "ჩავარდნები" ვიდეოდაფასთან მიმართებაში, ასე რომ CrossFire-თან თავსებად თამაშებთან დომინანტს პრობლემები არ ექნება, მაგრამ ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ Radeon HD 5970 სიგრძე 31 სმ-ა, ამიტომ ჯერ დარწმუნდით, სანამ იყიდით, რომ თქვენს სისტემურ ბლოკში არის ადგილი, მისი განთავსებისთვის. ჩვენი განსხილვის საგანი უფრო მიმზიდველი ხდება Eyefinity (იხ. ზემოთ) ტექნოლოგიასთან თავსებადობის გამო, ხოლო რაც შეეხება ხმაურს: იგი არც ისე ძალიან ხმაურიანია, მაგრამ შეიძლება თამაშის დროს ეს შეიმჩნეს. ბოლოს და ბოლოს ვიდეოდაფის შიგნით ორი Cypress ჩიპია, რაც უბრალო საქმე არ არის ერთი ქულერის კვალობაზე. რაც არ უნდა იყოს AMD-მ სამუდამოთ თუ არა დროებით მაინც წაართვა გვირგვინი "პერფორმანსის მეფე" NVIDIA-ს, მაგრამ მწვანე ლეგიონი ადრე თუ გვიან გადმოვა შეტევაზე. ერთდერთი მიზეზი რაც ამ დაფის ყიდვას ეწინააღმდეგება, ეს მისი ფასია - 600€, ეს კი გამოწვეულია იქიდან რომ Hemlock-ის რაოდენობა საკმაოდ განსაზღვრულია, ამიტომ ჩვენ შეიძლება მომავალში ვიხილოთ იგი 500 €-დ. Sapphire HD 5970 OC არის ერთ-ერთი ვიდეოდაფა, რომელიც თავს "შეგაყვარებთ". შეიძლება მისი ყიდვისას ხელი აგინკანკალდეთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ 3D-გრაფიკის მეფეს ყიდულობთ. Sapphire HD 5970 OC - "Fudzilla Recommended". წყარო: Fudzilla.com
  6. მოგესალმებით ყველას,უკვე წარმოგიდგინეთ კომპანია AMD ს ახალი Radeon HD 6970 ვიდეო ბარათის თუმცა დღეს თქვენი ყურადღება მინდა მივიპყრო კომპანია Sappire ს მიერ გამოშვებული HD 6970 ით რომელსაც საოცრად ლამაზი შეფუთვა და დიზაინი აქვს რაშიც იგულისხმება მასზე მოთავსებული უახლესი კომპიუტერული თამაშის BattleField Bad Company 2 Vietnam ის ლოგო რაც ვიდეო ბარათს ძალიან მიმზიდველს ხდის გეიმერთათვის. მაგრამ მხოლოდ დიზაინი და გაფორმება როდია ,აუცილებლად უნდა მიოვაქციოთ ყურადღება მის მონაცემებს რომელიც ანალოგიურია სტანდარტული HD 6970 ისა და ასე გამოიყურება:იგი დაფუძნებულია რაღად თქმა უნდა Cayman არქიტექტურაზე და აქვს Direct X11 ის მხარდაჭერა,მას აქვს 256 bit მეხსიერების ინტერფეისის მქონე GDDR5 მეხსიერება 2 GB მოცულობით და სიხშირით 5500 MHz ,პროცესორის სიხშირეა 850 Mhz ,ხოლო 1375 MHz მეხსიერების,ამას გარდა ამ ვიდეო ბარათს აქვს ყველა საჭირო პორტი როგორიცაა:DVI ,PCI-Express,2 ცალი mini-DP 1.2,HDMI 1.4a და Crossfire კონექტორი. მაშ ასე ტესტების დაწყებამდე გადავიდეთ მის შეფუთვაზე და გარე დიზაინზე: მაშ ასე გადავდივართ ამ ვიდეო ბარათის ულამაზეს შეფუთვაზე,აღნიშნული პროდუქტი მოტავსებულია კეისში რომელსაც ასევე აქვს BattleField Bad Company 2 Vietnam ის ლოგო.კომპლექტსი შედის დრაივერების დისკი და სპეციალური კაბელები HDMI,DVI და Displey პორტებისათვის. გარდა ზემოთ ნახსენები თამაშის ლოგოთი გაფორმებული Sappire HD 6970 ისა არსებობს კიდევ 1 სხვა თამაშის გაფორმებით. მგონი ყველაფერი გასაგებია ახლა კი წარმოგიდგენთ ტესტებს ,სატესტო სისტემა გახლავთ სემდეგი: > პირველია 3DMark 11 3DMark Vantage Unigine Heaven Benchmark ახლა კი თამაშები: Resident Evil 5 Tom Clancy's H.A.W.X.2 Mafia II Aliens vs. Predator Batman Arkham Asylum High Quality AA and AF ტემპერატურა ხმაურიანობა ენერგიის მოხმარება მთლიანი რეიტინგი ფასების შედარება ამით ტესტები დასრულებულია.
  7. დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანმა იხილა ჩემს მიერ მომზადებული რევიუ(ვისაც არ უნახავს ნახეთ აუცილებლად) კომპანია AMD ს ახალ 2 ბირთვიან Radeon HD 6990 4GB ვიდეო ბარათის შესახებ სადაც იგი დატელურად იქნა განხილული.ბუნებრივია რომ AMD ს პარტნიორმა ფირმებმა გამოუშვეს აღნიშნული ბარათი მათ შორისაა კომპანია Sapphire ც რომელმაც ახალი HD 6990 გამოუშვა იმავე მახასიათებლებით რაც თავად AMD მ,თუმცა დღევანდელ რევიუში მე მინდა წარმოგიდგინოთ ამ ფირმის ვიდეო ბარათი როგორც უკვე Overclocked ვერსია სადაც გაზრდილია სიხშირეები და განახოთ მისი (HD 6990 ის ) ძალა Overcloking ის შემდეგ ,თუმცა მანამდე ყველას ვთხოვ გადახედოს AMD Radeon HD 6990 ის . ამ ვიდეო ბარათის სტანდარტული მონაცემები ასე გამოიყურება: ეს კი სპეციალური Bios კონფიგურაციით რა დროსაც მისი პროცესორი სიხშირე 880 MHz მდე იზრდება. თავად Sappire ს HD 6990 ვიზუალურად და შეფუთულ მდგომარეობაში კი ასეთია: ეს ყუთის წინა და უკანა მხარე. კომპლექტში შედის ყველა საჭირო კაბელი და დისკი. ახლა კი ვნახოთ უშუალოდ ვიდეო ბარათი: იგი აგგებულებით და პორტების რაოდენობა/სახეობით აბსოლიტურად იდენტურია AMD ს სტანდარტული HD 6990 ისა. სწორედ იმიტომ რომ ეს ვიდეო ბარათი სტანდარტული სიხშირეებით არანაერად არ განსხვავდება სტანდარტული მოდელისგან აღარ დავდებ ტესტების შედეგებს და პირდაპირ გადავალ ტესტებზე რომელიც ჩატარდა Overclocked Sappire Radeon HD 6990 4GB ვიდეო ბარათზე რა დროსაც ამ ვიდეო ბარათის პროცესორის სიხშირის აწევა მოხვდა 1000 MHz მდე ანუ 1 GHz მდე ხოლო მეხსიერების სიხშირის 1350 MHz მდე (5400 Mhz Effective მეხსიერების ).ეს სიხშირეები აღემატება OC ბიოსის კონფოგირაციასაც რომელიც მოყვება ამ ვიდოე ბარათს. ეს კი Overclocking ის დამადასტურებელი საბუთი: დროა ვიხილოთ HD 6990 ის შესაძლებლობები Overclocking ის შემდეგ. სატესტო სისტემა: 3DMark 11 Unigine Heaven Benchmark Tom Clancy's H.A.W.X.2 Mafia II Aliens vs. Predator Far Cry 2 High Quality AA and AF დასკვნა: დღევანდელი რევიუში წარმოდგენილი იყო კომპანია Sappire ს Radeon HD 6990 Overcloking ის შემდეგ რამაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და იგი თავისი ძალით გაუტოლდა 2 ცალ GTX 580 ს SLI პროფილში,ანუ შეიძლება თამამად ითქვას რომ ამ ვიდეო ბარათის Overcloking საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა. და ბოლოს კიდევ ერთხელ ვნახოთ Overcloking ის შედეგი:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.