Samsung Display და Japan Display მალე WQHD ეკრანების წარმოებას დაიწყებენ, ხოლო 2014 წელს გამოშვებულ მოდელებს კომპანია 64-ბიტიანი ჩიპებით აღჭურვავს. ასევე გვამცნობენ იმაზე, რომ სმართფონებზე 16 მეგაპიქელიანი კამერის ჩაყენებას გეგმავენ..
ოთხშაბათს Samsung-მა ისაუბრა იმ ახალ 64 ბიტიან ჩიპებზე, რომელთა ოპტიმიზირებული ვერსია მალე უნდა გამოვიდეს. Samsung Electronics-ში System LSI-ს პრეზიდენტ Stephen Woo-მ განაცხადა, რომ ოპტიმიზირებული ვერსიის შემუშავებამდე, კომპანია შემოგვთავაზებს ARM-ის ბირთვის ბაზაზე აგებულ 64-ბიტიან ჩიპს.
Galaxy S5-ს ელოდებიან 2014 წელს და თუ ასე მოხდა 64 ბიტიან ჩიპს მასში ვერ ვიხილავთ, მაგრამ თუ მისმა რელიზმა გადაიწია, ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. თუმცა თუ კომპანია მოახერხებს მის გამოშვებას რამდენიმე თვით ადრე IFA-ს ღონისძიებამდე – მაშინ იგი ოპტიმიზირებული მობილური პროცესორით წარმოგვიდგება...
64-bit chip for Samsung Galaxy S5
OC.GE @ Optimer