Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ROM'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 7 results

  1. მოგესალმებით ეს ბოლო დროა ხშირად იხსნება თემები და იპოსტება იმასთან დაკავშირებით თუ რა არის Custom rom ან როგორ დავაყენოთ ის, დღეს გეტყვით ვინც არ იცით ან ვინც იცით მაგრამ არ გაქვთ ინფორმაცია თუ როგორ უნდა დააყენოთ რა არის ქასთომ რომი. რა არის Custom rom? როგორც მოგეხსენებათ Android OS არის open source-ზე რაც საშუალებას იძლევა მის მოდიფიკაციას რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია(თუკი საკმარისი ცოდნა აქვს ამისი) შესაბამისად გამოჩნდნენ ადამიანები/ადამიანთა ჯგუფი რომლებმაც მოდიფიცირება მოახდინეს კონკრეტული მოდელის "სისტემის" ანუ rom-ის და გაავრცელეს, ქასთომ რომი ანუ არაოფიციალური(ან სამომხმარებლო) არის რომელმაც განიცადა მოდიფიკაცია, კერძოდ აქვს დამატებული სხვადასხვა უტილიტები,აპლიკაციები, მისი ინტერფეისი სრულად არის დამოკიდებული ამ რომის მწარმოებლის ფანტაზიაზე, დავწეროთ თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს სამომხმარებლო რომებს: დადებითი უმეტესწილად გაუმჯობესებულია ენერგომოხმარება; არის უფრო სწრაფი ვიდრე stock(ანუ ქარხნული) rom; არ გჭირდებათ ოფიციალურ ვერსიამდე ცდა, ოფიციალურ რომამადე სწრაფად იდება ხოლმე ქასთომ რომები; ამოღებული აქვს ბევრი უსარგებლო აპლიკაცია(ხშირ შემთხვევაში პროვაიდერის მიერ ინტეგრირებული app-ები); დამატებული აქვს ბევრი ახალი ფუნქცია; უარყოფითი დაყენების დროს შეიძლება დევაისი გაბრიქოთ;(თუ სწორად გააკეთებთ ამისი საფრთხე არ არის) ბევრ რომს აქვს ბაგები, ხანდახან არასტაბილურია; როგორ დავაყენოთ? მეთოდი #1(რექავერიდან დაყენება) ეხლა გადავიდეთ უშუალოდ რომის დაყენებაზე, იმისათვის რომ ჩვენ დავაყენოთ Custom rom პირველ რიგში გვჭირდება root უფლება(ანუ სმარტფონი უნდა იყოს დარუთული) და გვეყენოს Custom recovery რისი მეშვეობითაც დააყენებთ რომს,სულ არის ორი ცნობილი ქასთომ რექავერი: CWM(ClockworkMod) Recovery და TWRP Recovery, როგორც წესი მათი დაყენება არანაერ სირთულეს არ წარმოადგენს(გამოიყენეთ google), რექავერის დაყენების შემდეგ: გადმოიწერეთ custom rom*; გადმოიწერეთ gapps(google applications)(ხშირ შემთხვევაში რომთან ერთად არის საიტებზე); შეინახეთ ფაილები კომპიუტერში(არ ამოაარქივოთ); შეაერთეთ ტელეფონი და გადაიტანეთ SD Card-ზე(twrp რექავერზე შესაძლებელია შიდა მეხსიერებაშიც ჩაგდება, cwm-ზე არ ვიცი,არ მქონია შეხება); გამოაერთეთ ტელეფონი და გამორთეთ; შედით რექავერი ჩართვისას გამოდის იქ შეგიძლიათ აირჩიოთ Menu და შეხვიედთ); რეკომენდირებულია დაყენებამდე გააკეთოთ backup სისტემის; რექავერიდან სმარტფონს გაუკეთეთ "wipe data factory reset" და "wipe cache partition"; შემდეგ აირჩიეთ თქვენი rom და დააინსტალირეთ/დაფლეშეთ; ასევე დაფლეშეთ gapps; მეთოდი #1(ROM Manger-ის მეშვეობით) გადმოიწერეთ ROM Manager(აქაც საჭიროა root და custom recovery); დააინსტალირეთ და გახსენით; აირჩიეთ “Install ROM from SD Card”; აირჩიეთ zip ფაილი(ანუ თქვენი rom); გაუეკთეთ "wipe data factory reset"(თუკი ქასთომ რომს ააფდეითებთ არ არის საჭირო); დააჭირეთ “Reboot And Install" იგივე პროცედურა გააკეთეთ gapps-ზეც (ეს მეთოდი არ არის დატესტილი ავტორის მიერ) მეთოდი #3(Odin-ის მეშვეობით[samsung-ის დევაისებისთვის]) გადმოიწერეთ და დააყენეთ Odin; odin-ის დაყენება:> დააინსტალირეთ windows-ში პროგრამა, შემდეგ გამორთეთ სმარტფონი, შედით download mode-ში (Volume down + Home + Power), შეაერთეთ usb კაბელის მეშვეობით ტელეფონი, დაელოდეთ დრაივერის დაინსტალირებას, enjoy. (#1) ჩართეთ odni, თუკი მხოლოდ ერთი ფაილის დაფლეშვას აპირებთ მაშინ აირჩიეთ PDA; გამორთეთ ტელეფონი; შედით download mode-ში (Volume down + Home + Power); შეაერთეთ ტელეფონი usb კაბელის მეშვეობით; დაიწყეთ დაფლეშვა; (#2) თუკი ერთზე მეტი ფაილის დაყენება გსურთ აირჩიეთ PIT; თვალსაჩინოებისათვის უყურეთ სულ ეს არის ამის შემდეგ გამოხვალთ რექავერიდან და ჩართავთ სმარტფონს! დამატებითი ინფორმაცია როგორ მოვნახო ჩემი დევაისისთვის custom recovery და custom rom? რომლებია ყველაზე ცნობილი და საიმედო cusom rom დეველოპერები? დავაყენე custom rom მაგრამ არ ირთვება, იჭედება boot loop-ზე, როგორ მოვიქცე? როგორ გადმოვიწერო რომი rom manager-სი საშუალებით? სულ ეს არის, იმედია გამოგადგებათ...
  2. მინდა Custom Rom-ის დაყენება G2-ზე, გადავხედე ფორუმებს და ყველაზე კარგი შეფასება Cloudy G3-ს აქვს. ლამაზი სისტემაა და შემეძლება გადავიღო 4K ვიდეო. CM12 გამოვიდა უკვე მაგრამ ბევრი ლაგი აქვს როგორც ვნახე, დასახვეწია ჯერ. თუ სხვა რამეც იცით მირჩიეთ. (optimus g3 არ მინდა, განსხვავება ვერ ვნახე Cloudy G3-თან). ადრე დავაყენე Nexus s 4G-ზე CM11 (Sopen-ის დახმარებით), მაგრამ ეხლა კარგად აღარ მახსოვს და ვისაც შეგიძლიათ დამეხმარეთ თუ არ დაიზარებთ. მადლობა ყველას!
  3. მოკლედ მესაჭიროება nokia x2 dual sim- ისთვის რაიმე კარგი rom .. დამეხმარეთ მირჩიეთ რამე ....
  4. ამ თემაში მინდა რაც შეიძლება მარტივი ენით განვიხილო Android OS-ის სტრუქტურა- თუ რისგან შედგება ის და როგორ მუშაობს, რაც გაგიადვილებთ თქვენი სისტემის უკეთ გაგებას სურათზე ნაჩვენებია Android-ის არქიტექტურული სქემა: Android OS შეიძლება განვიხილოთ როგორც სოფტის ნაკრებთა შრეები (Layers), სადაც, თვითოეული შრე წარმოადგენს პროგრამული კომპონენტების ჯგუფს, ერთიანობაში ისინი ქმნიან ოპერაციულ სისტემას, შუამავალ (Middleware) და მნიშვნელოვან აპლიკაციებს. არქიტექტურის ყოველი შრე აწვდის სხვადასხვა სერვისებს მის მომდევნო შრეს. განვიხილოთ მოკლედ ეს შრეები: Linux Kernel საბაზისო შრე არის ე.წ Linux Kernel ანუ Linux-ის ბირთვი,მთელი Android OS დაშენებულია ლინუქსის ბითვზე Linux Kernel version 2.6, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი და დამოუკიდებელი დეველოპერი 3rd party developers იყენებენ Linux Kernel-ის 3.0.XX ვერსიებსაც. სწორედ Linux უკავშირდება ჰარდს და შეიცავს ყველა საჭირო აპარატურულ დრაივერს (როგორიცაა მაგლითად ბლუთუსის, კამერის, wifi ანტენის დრაივერები და ა.შ) Android OS იყენებს Linux-ს ყველა ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად: მეხიერების მენეჯმენტი, პროცესების მართვა, უსაფრთხოების პარამეტრები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კერნელი დაფუძვნებულია Linux-ზე, ყველა მწარმოებელი ყველა მოდელისთვის უკეთებს მას მოდიფიცირებას, ამატებს სხვადასხვა დრაივერებს და სკრიპტებს კონკრეტული მოწყობილობისთვის, უფრო მეტიც, ხშირად სხვადასხვა ვერსიის Android OS-ის კერნელები თუნდაც ერთი და იგივე აპარატისთვის არათავსებადია, ანუ მაგალითად Gingerbread კერნელი ვერ ჩატვირთავს Ice Cream Sandwich ან Jelly Bone-სდა პირიქით. კერნელებს ასევე აწარმოებენ დამოუკიდებელი დეველოპერები, უმატებენ მასში სხვადასხვა ფუნქციებს და სკრიპტებს, როგორიცაა მაგალითად root, ოვერქლოქინგი, ანდერვოლტინგი, დრაივერების ოპტიმიზაცია და ა.შ. იშვიათად არის ისეთი კერნელები, რომელიც თავსებადია სხვადასხვა ვერსიის Android OS-ისთვის, მაგალითად შეუძლია ჩატვირთოს როგორც ISC, ისე JB (ოფიციალური თუ არაოფიციალური ვერსია) Libraries შემდგომი შრეა Libraries ანუ ბიბლიოთეკები, ისინი არის Android-ის ნატივური ბიბლიოთეკები, ეს ლეიერი საშუალებას აძლევს დევაისს იმუშაოს სხვადასხვა ტიპის მონაცემებმთან. ეს ბიბლიოთეკები იწერება C ან C++ პროგრამირების ენების გამოყენებით და განსხვავებულია თითოეული აპარატისთვის. განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა: Surface Manager: უზრუნველყოფს ე.წ off-screen ბუფერირების ფუნქციას, ანუ თაჩსკრინის გამოყენებას, მაგალითად, როდესაც ვხატავთ ეკრანზე, არა მის ზედაპირზე ვხატავთ, არამედ ჯერ ფიქსირდება ჩვენს მიერ შესრულებული ნახაზი და შემდეგ სხვა სურათებთან ერთად (მაგ პროგრამის ფანჯარა) გამოისახება ეკრანზე. Media framework: ეს არის სხვადასხვა აუდიო და ვიდეო კოდეკების ნაკრები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის მედია ფაილებთან მუშაობას, მათ ჩვენებასა და ჩაწერას აპარატის მიერ. SQLite: ის წარმოადგენს მონაცემთა ბაზის ძრავას და Android-ის მიერ გამოიყენება მონაცეთა შენახვის მიზნით. WebKit: არის ბრაუზერის ძრავი, რომელიც იძლევა საშუალებას ნაჩვენები იქნას HTML კონტენტი. OpenGL: 2D და 3D ბიბლიოთეკების ნაკრები დევაისის ეკრანზე გამოსახულებების რენდერისათვის Android Runtime Android Runtime შედგება Dalvik Virtual Machine და Java Core Libraries-ებიდან Dalvik Virtual Machine არის Java Virtual Machine-ს ტიპი, რომელიც ოპტიმიზირებულია მცირე სიმძლავრის და ოპერატიული მეხსიერების მქონე სისტემებზე სამუშაოდ. JVM-იდან განსხვავებით Dalvik Virtual Machine უშვებს არა სტანდარტულ JAVA-ს *.class გაფართოების ფაილებს, არამედ *.dex გაფართოების ფაილებს (გაგახსენდათ odex და deodx?). .dex ფაილები შექმნილია .class ფაილების ბაზაზე, მაგრამ ეფექტურად იყენებენ მცირე აპარატურულ რესურსებს. შესაძლოა გაეშვასDalvik VM-ის მრავალი პროცესი (ინსტანცია) რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, იზოლაციას, მეხსიერების მენჯმენტს და ა.შ. DVM შექმნილია გუგლის თანამშრომლის დენ ბორნშტეინის მიერ (Dan Bornstein) Java Core Libraries სახელწოდებიდანგამომდინარე JAVA ბიბლიოთეკებია, თუმცა რამდენამდე განსხვავებული Java SE და Java ME ბიბლიოთეკებისაგან, თუმცა მასში გვხვდება Java SE-ს ფუნქციების უმრავლესობა Application Framework ესენია ის ბლოკები, რომლებთანაც უშუალოდ ურთიერთქმედებს ჩვენი აპლიკაციები. ეს პროგრამები მართავენ ჩვენი დევაისის ძირითად ფუნქციებს: რესურსების მართვა, ხმისა და ზარების მართვა და ა.შ. მნიშვნელოვანი Application Framework-ებია (ქართულად ვერ ვთარგმნე გასაგებად ): Activity Manager: აპლოკაციათა აქტიურობის ციკლის მენეჯერი. Content Providers: მართავენ აპლიკაციათა შორის მონაცემთა მიმოცვლის პროცესს. Telephony Manager: მართავს ხმოვან ზარებს. Location Manager: ლოკაციების (ადგილმდებარეობის) მენეჯერი, GPS-ის ან GSM ანტენების გამოყენებით. Resource Manager: მართავს აპლიკაციების მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ტიპის რესურსებს. Applications ყველაზე ზედა შრეა აპლიკაციების შრე, ანუ ის რასაც ჩვენ ვხედავთ და ვუწოდებთ Android-ს, აქ თავსდება ყველა ჩვენს მიერ დაყენებული, ან აპარატზე მოყოლილი აპლიკაცია. ზოგიერთი აპლიკაცია ყველა აპარატს მოყვება Default-ად: SMS client app Dialer Web browser Contact manager ეს ყველაფერი ერთად აღებული ერთი კონკრეტული მოდელისთვის ქმნის ROM-ს ანუ Firmware-ს. ყველა მწარმოებელი აკეთებს კონკრეტულ მოდელზე მორგებულ ROM-ს, ამიტომაცაა, რომ მიუხედავად Android-ის ერთი და იგივე ვერსიებისა, სხვადასხვა მწარმოებლის აპარატები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ზოგჯერ ერთი და იგივე პროგრამა ერთ მოდელზე მუშაობს, მეორეზე კი არა, განსაკუთრებით ეს ეხება საფირმო მოდელისთვის სპეციფიურ პროგრამებს, განსაკუთრებით თუკი ეს პროგრამები რომელიმე სპეციფიურ სენსორს მოითხოვენ. (მაგ Galaxy S3-ის Dialer არ მუშაობს Galaxy S2-სა და Note-ზე პირდაპირ, თუმცა მცირე მოდიფიკაციის შემდეგ უკვე მშვენივრად ერგება S2-საც და Note-საც, ხოლო აპლიკაცია SmartStay, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის ნათებას სანამ მას პატრონი უყურებს, არ მუშაობს არც S2-ზე და არც Note-ზე იმის გამო, რომ მათ არა აქვთ შესაბამისი სენსორი) ანდროიდის ჩატვირთვა და დარუთვა ფორუმზე ბევრი ხსნის თემას და ითხოვს დახმარებას ანდროიდის დარუთვაში, აქ ვცდი ავხსნა დარუთვის ზოგადი პრინციპი რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მოხდეს ის მართალია არსებობს მეტ-ნაკლებად უნოვერსალური გზები დარუთვის, თუმცა ჯობს მაინც საკუთარ მოდელზე მორგებული დარუთვის მეთოდი გამოიყენოთ. სანამ დარუთვაზე გადავალთ, გადავხედოთ თუ რა ხდება ანდროიდის ჩართვისას: ანდროიდის ჩატვირთვის სქემა: 1. კვების ჩართვა და Boot ROM კოდის შესრულება ჩართვისას CPU (პროცესორი) არაინიციალიზებულ მდგომარეობაშია: არაა დაყენებული შიგა სიხშირეები და მისაწვდომია მხოლოდ შიგა RAM (ოპერატიული). თუკი კვება სტაბილურია, ეშვება სპეციალური კოდი ე.წ Boot ROM Code რომელიც აპარატურულადაა ჩაშენებული CPU-ში (ანუ მისი მოდიფიცირება შეუძლებელია), ის ეძებს ჩამტვირთავ პროგრამას სისტემური რეგისტრის საშუალებით და მისი აღმოჩენის შემთხვევაში ჩატვირთავს პირველი საფეხურის BootLoader-ს 2. The Boot Loader - ეს კერნელისგან დამოუკიდებელი პროგრამული კოდია, რომელიც ინიციალიზაციას უკეთებს მეხსიერებას და ათავსებს კერნელს RAM-ში. დესკტოპთან რომ გავაკეთოთ ანალოგია, ბუთლოადერი არის GRUB-ის მსგავსი პროგრამა 3. Linux Kernel - ლინუქსის ბირთვი ეშვება იგივენაირად როგორც სხვა სისტემებზე, ის ინიციალიზაციას უკეთებს ყველა აპარატურას და უშვებს საბაზისო პროცესებს, ანუ ყველაფერ იმას, რაც საჭიროა Android-ის სამუშაოდ 4.The init process - ეს პროცესები ინიციალიზაციას უკეთებენ ყველა სჭირო Framework-ებს 5. Zygote and Dalvik- Zygote ეშვება ინიციალიზაციის პროცესების დროს, მისი დანიშნულებაა Dalvik VM-ის ჩატვირთვა 6. The system server - ეს პირველი ჯავა კომპონენტია, რომელიც ეშვება და რთავს ანდროიდ სისტემისთვის სასიცოცხლო პროცესებს, მაგალითად Telephony Manager და Bluetooth. ახლა განვიხილოთ რა არის დარუთვა და როგორ შეიძლება მისი გაკეთება დარუთვას ხშირად ადარებენ Windows-ში ადმინისტრატორის უფლებებს, თუმცა ეს არც ისე ზუსტია, რადგანაც უფრო ზუსტი იქნება, თუკი შევადარებთ System-ის უფლებებს (მაგ Administrator-ის უფლებებით არ შეგიძლია სისტემური ფაილების წაშლა და ა.შ) Root უფლებები იგივეა, როგორც ყველა სხვა Linux-ში, თუმცა დესკტოპურ Linux-ებში ძალზე მარტივია Root უფლებების მოპოვება, თუკი იცი ექაუნთის პაროლი და ტერმინალში გამოიყენებ sudo ბრძანებას, დაახლოებით ასევეა Android-ზეც, თუმცა sudo ბრძანებას პირდაპირ ვერ გამოიყენებ, საჭიროა Kernel-ში იყოს ნებადართული. მწარმოებლებს როგორც წესი ეს უფლება დაბლოკილი აქვთ, ამიტომ დღის წესრიგში დგება მისი ჩამატება კერნელში. პირველი პრობლემა, რომელსაც აქ შეიძლება წავაწყდეთ, ეს არის Boot Loader, ზოგიეთ მწარმოებელს (ან ზოგიერთ ქსელის ოპერატორს) ის აქვს დაბლოკილი-დაშიფრული და Kerrnel-ამდე მისაღწევად საჭიროა მისი განბლოკვა (ისე უბრალოდ არ მოგვცემს კერნელის შეცვლის უფლებას, ან არ ჩატვირთავს მოდიფიცირებულ კერნელს). ზოგმა მწარმოებელმა (მაგალითად HTC-მ) საშუალება მისცა მსურველებს ოფიციალურად განბლოკონ თავიანთი ტელეფონის ბუთლოადერი, ზოგზე კი ჯერ კიდევ სხვადასხვა შემოვლითი მეთოდებია მისი განბლოკვის, იშვიათად, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც არ იბლოკება ასე რომ დაემშვიდობოთ უნდა Root-ს ამ შემთხვევაში. ბევრ Developer-Friendly მწარმოებელს (მაგ. Samsung-ს) ღია აქვთ ბუთლოადერი, ასე რომ კერნელამდე გზა ხსნილია, თუმცა რჩება კიდევ კარიერები (ანუ მობილური ოპერატორები) რომლებიც მსხვილი პარტიებით უკვეთავენ მოდიფიცირებულ მოდელებს მხოლოდ თავიანთ ქსელში ჩასართავად მწარმოებლებს, ამიტომ ისინი ხშირად ღია BootLoader-საც შიფრავენ, (მაგრამ მაგასაც ეშველება ) გავიარეთ BootLoader და მივადექით Kernel-ს, საჭიროა კერნელს გავაგებინოთ, რომ Root-ის უფლებები ანუ "s" პარამეტრით გაშვებული კოდი არ დაბლოკოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა მასში ინტეგრირება გავუკეთოთ მეთვალყურე აპლიკაციას, რომელიც გვატყობინებს, რომ ამა თუ იმ პროგრამას სურს Root უფლებებით სარგებლობა, ეს შექმნილია მომხმარებელთა დაცვისთვის, რათა ყველა პროგრამამ ჩვენდა დაუკითხავად არ ისარგებლოს Root უფლებებით, ამისთვის გამოიყენება Busybox და SuperSU (ადრე გამოიყენებოდა Superuser, მაგრამ შემდეგ დეველოპერმა chainfire შეცვალა ის ახალი აპლიკაციით, ზოგადად სახელი Superuser ქვია Linux სისტემაში Root მომხმარელს). Busybox და Superuser-ის ინტეგრაცია კერნელში სხვადასხვა გზით შეიძლება: ორიგინალურ კერნელში ამ ორი კომპონენტის ინჯექტირებით მოდიფიცირებული კერნელის დაფლეშვით (რომელშიც უკვე ინტეგრირებულია ეს ორი კომპონენტი) მთლიანი ROM-ის დაფეშვით, რომელშიც ინტეგრირებულია დარუთული კერნელი პირველი მეთოდის შედარებით უნივერსალური ხერხი მოცემულია ამ თემებში: ROOT MANY Android ICS/JB [17 Sep 2012][iCS]Universal Rooting for most ICS phones, Any ROM, now with CWM6 ასევე, თითქმის ყველა მოდელითვის მოიძებნება თავისი დარუთვის მეთოდები და ხერხები ანდროიდის სხვადასხვა ვერსიებისთვის. დარუთვის დადებითი და უარყოფითი მხარეები დავიწყოთ იმით, რომ დარუთვით, ან არაოფიციალური ე.წ Custom ROM-ის, ან Kernel-ის დაყენებით წყდება საგარანტიო მომსახურეობა (რადგან ვარღვევთ საგარანტიო პირობებს, სადაც წერია, რომ დევაისზე უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მწარმოებლის Firmware), თუმცა თუკი მძიმე დაზიანებაა არაა და ტელეფონი ფუნქციონირებს, შესაძლოა დარუთვის მოხსნა - unroot რაც ძალზე მარტივად ხდება ოფიციალური ROM-ის დაყენებით, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა: ყოველი Custom ROM-ის ან კერნელის დაყენებისას იზრდება ე.წ Binary Count ანუ არალიცენზირებული Firmware-ს დაყენების რიცხვი, მისი ნახვა შეიძლება ტელეფონის Download Mode-ში გადაყვანით, ესეც შეიძლება გახდეს მიზეზი საგარანტიო მომსახურეობაზე უარის თქმის. არსებობს დარუთვის ისეთი ხერხებიც, რომლებიც არ ზრდის Binary Count-ს, ასევე მისი განულების მეთოდებიცაა. თვითონ დარუთვაც და არაოფიციალური ROM-ის დაყენებაც პოტენციურად საშიში პროცესია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დევაისის დაზიანება, ყველაზე მარტივი შემთხვევაა ე.წ Soft Break ანუ პროგრამული დაზიანება: ტელეფონი ვერ იტვირთება, ან ვერ მუშაობს გამართულად, მისი გამოსწორება შეიძლება ROM-ის ან Kernel-ის თავიდან დაყენებით ზედმიწევნით ინსტრუქციის შესაბამისად უფრო რთულია Hard Break, როდესაც ზიანდება სისტემური პარტიშენი, ამის გამოსწორება ხდება Repartitioning-ით, თუმცა მისი გასწორება შეიძლება ვერც კი მოხერხდეს და საჭირო იქნება საგარანტიო (ან ფასიანი) შეკეთების სერვისი მწრამოებლის/გამყიდველის მხრიდან. კიდევ უფრო რთული შემთხვევაა ე.წ Super Brick, ამ დროს ფიზიკურად ზიანდება (იწვება) ჩიპი, რომელზეც სისტემური პარტიშენია მოთავსებული და მისი აღდგენა შეუძლებელია დედაპლატის გამოცვლის გარეშე. სხვათა შორის Superbrick გავრცელებულია Samsung Galaxy Note GT N7000 მოდელზე ანდროიდის ISC ვერსიაზე, მის ოფიციალურ კერნელში არის ბრძანება MMC_CAP_ERASE რომელიც დაფლეშვის (თუნდაც ოფიციალური ROM-ით), ან Factory Reset-ის დროს იწვევს ზუსტად სისტემური პარტიშენის გადაწვას.(მართალია 5%-მდე შემთხვევებში, თუმცა ეს არც თუ ისე მცირე რიცხვია) დღეისათვის SGN-ისთვის ბევრი custom ROM ან კერნელია, სადაც ეს ბრძანება საერთოდ ამოღებულია, ამიტომ დაფლეშვის ოპერაციის ჩატარება უსაფრთხოა. დარუთვა ასევე პოტენციურად მეტად დაუცველს ხდის სისტემას, თუმცა ამავდროულად ანტივირუსულ პროგრამებს ანიჭებს დამატებით ფუნქციებს (მაგ Firewall-ის გამოყენება, Device Admin-ის გამოყენება და ა.შ) ამდენი უარყოფითის შემდეგ გადავიდეთ დადებითზე, რომ არ იფიქროთ რა ჯანდაბად გვინდა საერთოდ ეს დარუთვაო root უფლებების მოპოვება გვაძლევს ჩენი დევაისის პროგრამული და აპარატურული მხარის სრული კონტროლის საშუალებას, შეგვიძლია შევცვალოთ სისტემური აპლიკაციები,შევცვალოთ სიხშირეები CPU-სა და GPU-ზე (overclocking და undervolting-ის შესაძლებლობა) დავაყენოთ განსხვავებული თემები და ლანჩერები სრული ფუნქციონალით,დავაყენოთ სასურველი ფონტები (რომელიც აქტუალურია Android 2.3 ვერსიამდე, რადგან ამ ანდროიდზე მომუშავე დევაისების უმეტესობა (Samsung-ის დევაისების გარდა) ვერ აღიქვამენ ქართულ უნიკოდ ფონტებს) გამოვიყენოთ სრულიად ისეთი საჭირო პროგრამები როგორიცაა მაგალითად Titanium Backup (ანდროიდზე პროგრამების და პარამეტრების რეზერვირება/აღდგენის საუკეთესო საშუალება), ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ გუგლის მარკეტში ჩაუწერეთ root და ნახეთ რამდენ საინტერესო აპლიკაციას ამოგიგდებთ გაითვალისწინეთ, რომ დარუთვა არ ხსნის ოპერატორის შეზღუდვას (ანუ SIM Lock-ს), რადგან იგი არაა დაკავშირებული უშუალოდ kernel-თან, თუმცა SIM Unlock-ისთვის ხშირად საჭიროა, რომ ტელეფონი იყოს დარუთული! ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო ველოდები შენიშვნებს და წინადადებებს
  5. გამარჯობათ მაქვს ლჯი ე970 და თუ იცით ვინმემ მაგის ბოლო განახლება რომელია ოფიციალური? 4,1 წერია და განახლებას რომ ვაძლევ არ იღებს 4,4 მაინტერესებს თუა გამოსული ე 970 ითვის და კიდევ დარუთული მაქვს და რექოვერი როგორ ჩავწერო ?
  6. მოკლედ ტელეფონს როდესაც ვრთავ რაღაც ავტორიზაციას მთხვოს, Google Play არის თუ რა არის ვერ გავიგე კი გავს ისე. პირველად რო რთავ ანდროიდს და ენის პარამეტრების გასწორებას რო გთხოვს და ავტორიზაციას Gmail-ით იგივენაირად არის თითქოს მაგრამ არანაირად არ გადის ავტორიზაციას არადა ყველაფერს სწორად ვწერ. რო გადავფლეშო Stock Rom-ზე იქნებ უშველოს მაგრამ ვერ ვფლეშავ Recovery-ში არ მიშვებს და არც ვიცი როგორ შევიდე.. თქვენი დახმარება მჭირდება მეგობრებო თქვენი იმედი მაქვს პ.ს Recovery-ში შევედი მაგრამ დარუთული არის თუარა ტელეფონი არ ვიცი და SD-დან ანდროიდი რო დავაყენო დაყენდება? და ყველაზე მაღალი ROM რომელია ამ სმარტზე?
  7. ხალხნო და ჯამაათნო,ამ პლანშეტის ან ROM ან რამე გამარკვევინეთ რა,ანდროიდის ლოგოს არ ცდება,სისტემაა გადასაწერი და ამის პრაშივკა ვერსად ვიპოვე :შ ხეელპ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.