Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ROG'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 5 results

  1. პირველ რიგში მოგესალმებით დიდიხანია თემა არ გამიხსნია და მინდა Asus Republic of Gamers Phone წარმოგიდგინოთ. ყველა Gamer სთვის ცნობილმა და საყვარელმა კომპანიამ ASUS მა მობილურ სამყაროშიც გამოიჩინა თავი და წარადგინა თავისი ROG (Republic of Gamers) სმარტფონი, რომელიც უდაოდ უკონკურენტოა თავისი დიზაინით და რაღათქმაუნდა მონაცემებით. მობილური დაანონსდა 2018 წლის იანვარში ხოლო მისი გაყიდვაში ჩაშვება 2018 წლის შემოდგომას იგეგმება. სანამ მონაცემებზე გადავალ ჯერ კორპუსის შესახებ ვისაუბროთ როგორც გვპირდებიან მობილური იქნება წყალგაუმტარი. მობილურ ტელეფონს აქვს ალუმინის კანტი უკანა მხარე კი დაფარულია Gorilla Glass ის მინის ზედაპირით, მისი წონა 200 გრამს შეადგენს. მთლიანი კორპუსის ზომები ასეთია : (სიგრძე:158.5მმ) (სიგანე 76.2მმ) (სისქე 8.6მმ) რაც შეეხება მის მონაცემებს მას აქვს 6 ინჩიანი (1080x2160) AMOLED 90 Hz (1ms pixel response time) HDR ეკრანი უფრო გასაგები და ადვილად გამოსარჩევი რომ იყოს მონაცემებს ჩამოვწერ. სანამ დავიწყებ აქვე ავღნიშნავ რომ მან Antutu ში 304183 ქულა აიღო ჩიპსეტი : Chipset Qualcomm SDM845 Snapdragon 845 პროცესორი : Octa-core (4x2.96 GHz Kryo 385 Gold & 4x1.7 GHz Kryo 385 Silver) გრაფიკული ჩიპი : Adreno 630 ოპერატიული მეხსიერება : 8GB ელემენტი: 4000mAh მას არ გააჩნია Micro SD Card ის სლოტი რამაც პირადად მე გამაკვირვა თუმცა შეგიძლიათ შეიძინოთ 128 GB ან 512 GB ინტეგრირებული მეხსიერებით. ახალ ASUS ROG Phone ის უკანა მხარეს განთავსებულია 2 კამერა 12MP და 8MP phase detection autofocus , რომელიც ხელს უწყობს ახალი კადრის სწრაფ ფოკუსირებაში რაც ძალიან ეფექტური და პრაქტიკულია როგორც სურათების ასევე ვიდეოების გადაღებისას. მას შეუძლია გადაიღოს 4K UHD (3840 by 2160) გაფართოვების ვიდეო 30/60 fps (frame per second) ით მთავარი უკანა კამერებით - ხოლო წინა მხარეს განთავსებული აქვს 8MP კამერა. რაც შეეხება დინამიკებს მას აქვს სტერეო სისტემა რომლის არ ქონაც Gamer ებს იმედებს გაგვიცრუებდა. დამეთანხმებით Gaming ში ხმა არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც FPS ასე რომ ამ სმარტფონში გვაქვს Stereo სისტემა რომელიც ხმას სუფთად და თანაბრად გაანაწილებს მარცხნივ და მარჯვნივ. მობილურს ექნება 2 Nano სიმ ბარათის სლოტი : Dual SIM dual standby Slot 1: 2G/3G/4G Nano SIM Card Slot 2: 2G/3G/4G Nano SIM Card ასევე Gaming სმარტფონს აქსესუარებიც ბევრი და საინტერესო მოყვება: კომპლექტში იქნება AeroActive Cooler რომელიც მობილურს დაეხმარება გაგრილებაში AeroActive Cooler - ს აქვს ქულერი, რომლის ბრუნიც შეგიძლიათ მობილურიდან აკონტროლოთ ასევე მას აქვს დამტენის პორტი AeroActive Cooler ის დაყენების შემდეგ მობილური შეგიძლიათ დატენოთ ისე რომ Gaming კონფორტული გახდეს და დამტენის შნურმა არ შეგაწუხოთ რაც ბევრად პრაქტიკულს გახდის თამაშს მობილურის დატენვისას ამის საიდუმლო კი ის არის რომ დამტენის პორტი შუაში ხვდება ასევე AeroActive Cooler ს აქვს 3.5მმ იანი ნაოშნიკების პორტიც რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტისთვის. AeroActive Cooler მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. AeroActive Cooler სურათებისთვის გახსენით სპოილერი. ასევე ROG Phone ს მოყვება Mobile Desktop Dock : რაც თითქმის იდეალურ კომფორტს გვიქმნის მობილურის და Desktop კომპიუტერის ჰიბრიდის შექმნაში მისი საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ კლავიატურა და მაუსით როცა მობილური Dock ში დევს. მას აქვს HDMI, DisplayPort, LAN SD Slot პორტი და ასე შემდეგ სპოილერში იხილეთ სრულად. პირდაპირ ჩამოვწერ დოკის მონაცემებს : Mobile Desktop Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Mobile Desktop Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock: რაზეც უკვე სიტყვები ზედმეტია ამ დოკში ინტეგრირებულია მეორე ეკრანი მათთვის ვისაც მოსწონს თამაშების LIVE ში გაშვება twitch ზე ან სხვა Stream სერვერებზე მათთვის იდეალური კომფორტია. შეგიძლიათ თამაშის დროს თან twitch ზე იჩათაოდ და ასე შემდეგ. ასევე მას აქვს უკანა მხრიდან მარცხნენა და მარჯვენა მხარეს კნოპკები როგორც ჯოისტიკს. TwinView Dock ში მოთავსებულია 6000mAh იანი ელემენტი რომელიც ალბათ მეორე Screen ის გამოყენებისას აუცილებელიც კი იყო რათა უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო იყოს თამაში TwinView Dock თან ერთად. TwinView Dock - ს აქვს 3.5მმ ყურსასმენების ჯეკი ასევე მას აქვს ახალი Type-C პორტი დასამუხტად და SD slot მეტი მეხსიერებისთვის. ასევე გათვალისწინებულია ის რომ თუ თქვენ TwinView Dock ში მოათავსებთ მობილურს დოკი თავისი 6000mAh იანი ელემენტით ტენის მობილურის 4000mAh ელემენტს. TwinView Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock ანალოგ ჯოისტიკი Gamepad ი რომლის საშუალებითაც თქვენ გექნებათ სრულფასონავი Gamepad ი თქვენს მობილურზე. ასევე მას მოყვენა WiGig Dock რომელიც უკავშირდება TV - ს და თქვენ გექნებათ საშუალება ითამაშოთ მობილურიდან ტელევიზორზე Wireless ის საშუალებით. Gamevice Controller მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. WiGig Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. მობილურის და აქსესუარების რეალურ სურათებსაც შემოგთავაზებთ: მობილურის რეალური სურათები აქსესუარების რეალური სურათები: AeroActive Cooler Gamevice Controller Mobile Desktop Dock TwinView Dock ბოლოს კი ვიდეო მიმოხილვა ... იმედი მაქვს თქვენც მოხიბლული დარჩით ამ სმარტფონით. მადლობა ყურადღებისთვის. თემის სხვა პორტალზე დაკოპირების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო : Overclockers.ge თემის ავტორი @zaqrinio
  2. წარმოგიდგენთ NVIDIA-სა და ASUS-ის ახალ შვილობის-უფრო სწორად რომ ვთქვათ ტყუპებს, რადგან განსაკუთრებული ASUS ROG GTX 760 MARS-ს ის აქვს რომ იგი აღჭურვილია არც მეტი არც ნაკლები 2 GTX 760-ის ჩიპით. ბარათი გამოიყურება საკმაოდ დამაჯერებლად, მისი ბირთვის სიხშირე არის 1006 Mhz რომელიც დატვირთვის დროს იზრდება 1072 Mhz-მდე და დეველოპერების თქმით ბარათი უტოლდება AMD-ს მხეც R9-290X-სა და NVIDIA-ს ახალ იარაღს GTX 780 Ti-ს, მაგრამ არის თუ არა ეს სიმართლე მომდევნო ტესტებში ვიხილავთ.აგრეთვე ვიდეო ბარათს აქვს ნადმვილად სასიამოვნო დიზაინი. 2 ცალი 90 მილიმეტრიანი ფანი იმედს გვაძლევს რომ ბარათი არის გრილი. რაც შეეხება კვებას , ვიდეო-დაფას სჭირდება 6 და 8 პინიანი შესაერთებლები კვებისათვის. გამომცემელის თქმით ბარათი მოიხმარს მაქსიმუმ 300ვატს. ესეც ზოგადი მიმოხილვა. ახლა დავაკვირდეთ ბარათს და შევუდგეთ მის დეტალურ განხილვას. დამეთანხმებით რომ ბარათი არის ვიზუალურად კარგად დამუშავებული და ერთი შეხედვით იწვევს სიმპათიას. ესეც ბარათიდ უდიდესი პლუსი-მას გააჩნია Backplate. ენერგომოხმარება. როგორც ზემოთ ვახსენეთ ბარათი მოიხმარს 300W ენერგიას ესეც მისი შედარებები სხვა ბარათებთან რაც შეეხება ტემპერატურას ASUS-მა ამაზეც იზრუნა ტემპერატურის სტაბილურობა დამოკიდებულია გაგრილებაზე, რაც უფრო მძლავრია გაგრილება მისგან ნაკლებად სასიამოვნო ხმაური გამოდის ასევეა ეს ბარათიც, ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე: დასატესტი სისტემა ასეთი გახლავთ: CPU: Core i7 3960 Extreme (Sandy Bridge E) @ 4.6 Ghz MB: MSI Big Bang XPower II VGA: ASUS GeForce GTX 760 MARS 4GB RAM: 8192 (2x 4096 MB) DDR3 PSU: 1200 W Platinum Corsair AX1200i Monitor: Dell 3007WFP-QHD up to 2560x1600 DX11: Hitman Absolution Tomb Raider Battlefield 4 Metro Last Light Crysis 3 აგრეთვე შედეგები 4K გაფართოებაზე DX11 FutureMark Benchmarks ჩემი აზრით, ბარათი არის კარგი, უფრო სწორად ვუწოდებდი-არასტაბილურად კარგს, რადგან ზოგ შემთხვევაში ბარათი მოწოდების სიმაღლეზეა ხოლო დანარჩენ სიტუაცებში მასე მაღლა ძალიან ბევრი 1 ბირთვიანი ბარათი დგას, არ დაგვავიწყდეს რომ MARS-ი არის 2 ჩიპიანი ბარათი. Overclocking Stock: Core Clock 1006 MHz Boost Clock: 1072 MHz Memory Clock: 6008 MHz Overclocked: Core Clock: 1147 MHz Boost Clock: 1212 MHz Memory Clock: 6408 MHz ესეც შედეგი: შეფასება: - ვიდეობარათი ხელმისაწვდომია 630$-ად * ბარათი არის გრილი * აქვს კარგი ვიზუალი * 2 ბირთვიანი ვიდეო-დაფისთვის მოიხმარს ცოტა ენერგიას * ხშირ შემთხვევაში ჯობს High-End ვიდეო ბარათებს * გააჩნია BackPlate * აქვს დიდი Overclocking პოტენციალი * აქვს 4 GB -იანი მეხსიერება * მაღალი ფასი * არის 2 ჩიპიანი რაც (შეიძლება) გახდეს არასტაბილურობის მიზეზი * არის ხმაურიანი * მომენტებში არ გამოიყურება დამაჯერებლად 2 ბირთვიანი ბარათის კვალობაზე * (სუბიექტური აზრი) სხვა 2 ბირთვიან ბარათებთან შედარებით უსუსურია საბოლოო შეფასება: 7.0
  3. კორპორაცია Asus-მა ერთი დღით ადრე წარადგინა 12 ახალი ვიდეო ბარათი Radeon R9 და Radeon R7-ის ხაზის, მათ შორის არის Matrix R9 280X (Matrix-R9280X-3GD5) და Matrix R9 280X Platinum (Matrix-R9280X-P-3GD5) რომლებიც განეკუთვნებიან Asus-ის საფირმო ხაზს Republic of Gamers. გამართლდა ის ინფორმაცია რო ტოპ მოდელს ექნება Matrix HD 7970 Platinum-ის დიზაინი- 20 ფაზიანი კვების სისტემა(16 ფაზა GPU-სთვის) და სამ სლოტიანი ქულერი ხუთი სპილენძს სითბური მილაკით 8მმ დიამეტრი და ორი 100მმ ვენტილიატორით. ჭორები იმის შესახებ რო მოდელი იმუშავებს შედარებით დაბალ სიხშირეზე დადასტურდა, Matrix-R9280X-3GD5-ს ექნება 1000MHz ბირთვის 6000MHz კი მეხსიერების სიხშირე, პლატინის ვერსია Matrix-R9280X-P-3GD5 კი 1100/6400MHz-ით აღიჭურვება. როგორც მათ აღწერაშია მოცემული ახალ მოდელებს ექნებათ VGA Hotwire(ძაბვის კონტროლი),TweakIt(ოვერქლოქის პანელი),Turbo Fan Activator(ღილაკი ფანების მაქსიმალური ბრუნვის გასააქტიურებლად) და GPU Tweak(უტილიტი ოვერქლოქინგისთვის) ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ახალი ბარათები გაყიდვაში ჩაეშვება ამ თვის ბოლოს.
  4. მაისის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილია რელიზი ახალი SSD-ს Asus RAIDR-ის რომელიც განეკუთვნება Republic of Gamers (ROG)-ის ხაზს. მოწყობილობა აღჭურვილი იქნება ორი LSI SandForce SF-2281 კონტროლერით და Toshiba NAND MLC (19-ნმ) ფლეშ-მეხისერების ჩიპით. მოწყობილობის "შიდა" მასივი არის RAID 0 დონის/საფეხურის. მოწყობილობის შეერთება ხდება PCI Express 2.0 x2 ინტერფეისი მეშვეობით. Asus RAIDR-ის მონაცემებში შედის ფაილებთნ სწრაფი მუშაობა, 240Gb ვერსიის წარმადობა ფაილების წაკითხვაში გახლავთ 830Mb/sec ხოლო ჩაწერის 810Mb/sec, 128Gb-ის მაჩვენებელი კი შეადგენს წაკითხვის 765მბ/წმ ხოლო ჩაწერის 775მბ/წმ. მოწყობილობას აქვს 128 ბიტიანი AES შიფრაციის და TRIM ბრძანების მხადაჭერა. კომპლექტში შედის AMDisk, SSD TweakIt, ROG HybriDisk, ROG CrystalDiskMark და კასპერსკის ანტივირუსის(2013) მხარდაჭერა,Asus RAIDR-ის ენერგომოხმარება არ აჭარბებს 16ვატს მუშაობის რეჟიმში, ჩვეულებრივ რეჟიმში კი შეადგენს 7ვატს. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით 120Gb ვერსიის ფასი იქნება 155-170 ამერიკული მარადმწვანე ხოლო 240Gb ვერსიის საშუალო ფასი კი $265-290.
  5. ცოტა ხნის წინ CES 2013-ზე დაანონსდა კომპანია Asus-ის ვიდეო ბარათი Ares II(Ares2-6GD5)რომელიც Republic of Gamers-ის სერიას მიეკუთვნება, მონაცემები მართლაც შტამბეჭდავი აქვს: მას გააჩნია ორი გრაფიკული ბირთვი AMD Tahiti XT2, ბარათის "გული" კი არის Radeon HD 7970 GHz Edition. ამ "მონსტრის" ტაქტიკური სიხშირე არის 6,6GHz, არის GDDR5 ინტერფეისზე მოცულობა კი შეადგენს 2x 3Gb. ერთ-ერთი თავისებურება რომლითაც გამოირჩევა ეს ვიდეო ბარათი არის წყლისა და ჰაერის კომბინირებული გაგრილების სისტემა СВО რადიატორით, AnandTech-ის ცნობით კარტას აქვს 20 ფაზიანი კვება, 3 დამატებითი PCI-E Power 8 პინიანი კონექტორი. Asus Ares2-6GD5-ის გაყიდვა ევროპაში უკვე დაიწყო მისის საწყისი ფასი არის €1287 ამერიკაში კი მისი საორიენტაციო ფასი შეადგენს 1500 ამერიკულ დოლარს. ესეც Unigine Heaven 3.0 Benchmark-ის შედეგი ესეც ვიდეო
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.