Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'R9 280X'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 8 results

  1. ცნობილი გახდა მოცემული გრაფიკული ბარათების ზუსტი სპეციფიკაციები - Radeon R9 280X, Radeon R7 260X და Radeon R7 240 კომპანია AMD-სგან თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო ბარათები Radeon R9 280X და Radeon R7 260X, არიან სახელშეცვლილი Radeon HD 7970 GHz Edition და Radeon HD 7790 გაუმჯობესებული აქტიური გაგრილების სისტემით. თავის მხრივ Radeon R7 240 წარმოადგენს Volcanic Islands-ის ვიდეო ბარათების ოჯახის საწყის დონეს. Radeon R9 280X-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: შექმნილია 28nm-ზე, ჩიპი Tahiti XT, არქიტექტურაზე Graphics Core Next (GCN) 2048 პროცესორების ნაკადი 128 Texture Mapping Unit (TMU) 32 (ROP) გრაფიკული ბირთვის სიხშირეები 1000/1050 MHz მეხსიერება 3072MB GDDR5 384-bit ინტერფეისით და სიხშირე 1500 MHz PCI Express 3.0 x16 Radeon R7 260X-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: შექმნილია 28nm-ზე, ჩიპი Bonaire XTX, არქიტექტურაზე Graphics Core Next (GCN) 896 პროცესორების ნაკადი 56 Texture Mapping Unit (TMU) 32 (ROP) გრაფიკული ბირთვის სიხშირე 1100 MHz მეხსიერება 2048MB GDDR5 128-bit ინტერფეისით და სიხშირე 1625 MHz PCI Express 3.0 x16 Radeon R7 240-ის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები: შექმნილია 28nm-ზე, ჩიპი Oland Pro, არქიტექტურაზე Graphics Core Next (GCN) 320 პროცესორების ნაკადი 20 Texture Mapping Unit (TMU) 8 (ROP) გრაფიკული ბირთვის სიხშირე 780 MHz მეხსიერება 1024MB GDDR5 128-bit ინტერფეისით და სიხშირე 1150 MHz PCI Express 3.0 x16 მოცემული ვიდეო კარტების ღირებულება იქნება: Radeon R9 280X - 300$ Radeon R7 260X - 140$ Radeon R7 240 - 90$ წყარო - 3dnews
  2. მოკლედ მაინტერესებს HD 7970 ზე თუ ჩაიწერება r9 280x -ის ბიოსი? თუ ვინმეს გიცდიათ ? ან თუ იცით Gigabyte HD 7970 OC -ის ბიოსი რომ Voltage გამიხსნას OC-ისთვის
  3. სულ რაღაც კვირანახევრის წინ ვიყიდე ზემოთხსენებული ვიდეოდაფა: პირველივე ფურმარკის სტრესის გავლისას არ მომეწონა ტემპერატურა (კაცია და გუნება). ესე გამოიყურებოდა: და ამ დროს გადავწყვიტე მომეხერხებინა რამე და დამეგდო ტემპერატურა რათქმა უნდა თერმოპასტის შეცვლით! ვეცადე მეშოვნა თერმო ბალიშებიც და ისინიც შემეცვალა, მაგრამ სამწუხაროდ არც ისე ადვილი საშოვნელია აქ, ამიტომ მხოლოდ თერმოპასტის შეცვლის იმედად დავიწყე დაშლა: ესეთი მარტივი დასაშლელი გამოდგა და ასე გამოიყურებოდა დაშლილ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა ყველგან მტვერი ედო და თერმოპასტის მდგომარეობას თქვენც ხედავთ. დამტვერილი ადგილები ფრთხილად მოვწმინდე სპირტში დასველებული ბამბით, ხოლო თერმობალიშებზე მიკრული მტვრის ნაწილაკები სკოჩით ნელ-ნელა ვეცადე რომ გამესუფთავებინა. ასევე ფრთხილად მოვწმინდე თერმოპასტა რადიატორს და GPU-ს და შემდეგ ძალიან თხლად თითით წავუსვი და გადავასწორე ქულერმასტერის ახალი თერმოპასტა ისე რომ არ მგონია გვერდებზე გადასულიყო: ნუ შემდეგ ჩვეულებრივ ავაწყე საბედნიეროდ პრობლემების გარეშე, ერთადერთი რაც გამიჭირდა ფენების გადაბმის ადგილების ჩახსნა იყო. კი არ გამიჭირდა საერთოდ ვერ ჩავხსენი, რთული ჩამკეტი აქვს და ძალა აღარ ვიხმარე ერთგან უმნიშვნელოდაც დავაზიანე მოკლედ ავაწყე ვიდეო უმტკივნეულოდ ჩავაყენე და შედეგის სურათს ხედავთ ქვემოთ: ისეთი შედეგი ვერ არის როგორიც მინდოდა თუმცა ამ ეტაპზე ნორმალურია და იყოს ესე, ჯერ აღარ ვაწვალებ. ამ მინუს 11 გრადუსს დავჯერდები, თან ცოტა ხელიც გავიწაფე იმედია ვინმეს რამეში გამოადგება ეს თემა. მართალია სურათებით აჭრელებული და მცირე ტექსტით არის მაგრამ ამ ეტაპზე ამით დაკმაყოფილდით, შემდეგში გავიზრდები. პ.ს. თუ რამე ჩასასწორებელი იქნება მოდერებს ვთხოვ ჩაასწორონ თქვენთვის და საკუთარი თავისთვის იწვალა @daviti-q -მ. მადლობა ყურადღებისთვის!
  4. საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ კომპანია AMD მ გადაწყვიტა განეახლებინა დესკტოპ ვიდეო ბარათების ხაზი ახლა უკვე განსხვავებული დიზაინის და სახელების მქონე ვიდეო ბარათებით , AMD ს გადაწყვეტილიებით ისინი გამოუშვებენ ახალ ვიდეო ბარათებს R7 და R9 სერიით. თქვენს წინაშეა AMD ს უახლესი ვიდეო ბარათების ხაზი > როგორც ხედავთ დიზაინში მცირედი ცვლილებაა , ამ ხაზიდან დღეს ჩვენი განხილვის ობიექტი იქნება მოდელი R9 280X , რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წარმოადგენს წინა თაობის HD 7970 GHz Edition ის სახე სხვაობას , მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ ახალი R9 280X ეღირება უფრო იაფი ( 75 დოლარით ) და ზოგიერთ ასპექტში იქნება მცირედ გაუმჯობესებული , რასაც ქვემოთ ვიხილავთ. AMD R9 280X ის სტადარტული ვერსიის ფასი 300 დოლარია , თუმცა მე დღეს გადავწყვიტე განსახილველად წარმოგიდგინოთ კომპანია MSI ის შესანიშნავი მოდელი R9 280X GAMING 3 GB , რომელიც სულ რაღაც 10 დოლარით ძვირია სტანდარტულ მოდელზე და მისგან განსხვავებით 2 ქულერი აქვს გაგრილებისთვის . დავიწყოთ იმით , რომ ისევე როგორც სტანდარტული ვერსია ამ ვიდეო ბარათისა , ესეც აგებულია 32 ნმ ტექნოლოგიით არქიტეტურა Tahiti ზე და ისევე როგორც წინა თაობის HD 7970 GHz Edition , გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს აქვს : 2048 ტექსტურული ერთეული ( Shader ) , 4310 მილიონი ერთეული ტრანზისტორი , 384 - Bit ინტერფეისის მქონე 3072 MB ანუ 3GB მეხსიერება სიხშირით 1500 MHz , გამტარობა 350 GB/წამი , ხოლო პროცესორის სიხშირე MSI ის ვერსიისთვის 1050 MHz , რაც 50 MHz ით მეტია სტანდარტულ ვერსიაზე და ანალოგია კვლავ წინა თაობის HD 7970 GHz ვერსიისა. მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ MSI ის R9 280X ვიდეო ბარათი , თავდაპირველად ვნახოთ მისი შეფუთვა , რომელიც ასე გამოიყურება > შეფუთვაში შედის : ვიდეო ბარათი , მისი დოკუმენტაცია და ინსტრუქცია , დრაივერების დისკი , PCIe კვების კაბელი , DVI , HDMI ადაპტერები და CrossFire bridge . ვიდეო ბარათის წინა და უკანა მხარე > MSI ის Twin Frozr გაგრილების სისტემა უკვე გამოყენებულია უამრავ ვიდეო ბარათში და როგორც ხედავთ გამონაკლისი არც ეს პროდუქტია , 2 საკმაოდ დიდი ზომის Fan მთლიანად ფარავს PCB ს და უზრუნველყოფს მის შესანიშნავ გაგრილებას. ვიდეო ბარათის სიგრძე 26.5 ხოლო სიგანე 12.5 სანტიმეტრია. იგი საჭიროებს 2 სტანდარტულ სლოტს თქვენს დედა დაფაზე. რაც შეეხება პორტებს : მას გააჩნია თითო-თითო HDMI , DVI და 2 ცალი DisplayPort , ასევე მას აქვს HDMI 1.4a ხმის სისტემისთვის და HD Blu-Ray მასალისთვის. ვიდეო ბარათის PCB ს წინა და უკანა მხარე > PCB ზე მოთავსებულია AMD Tahiti გრაფიკული პროცესორი , რომელიც დამზადებულია ტაივანში. ვიდეო ბარათი საჭიროებს 6 და 8 პინიან PCI-Express ენერგო მაკავშირებელს MSI იმ R9 280X GAMING ვიდეო ბარათში გამოიყენა ორმაგი BIOS კონფიგურაცია , რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია Overclocking ის დროს . ახლდა კი დროა გადავიდე მიმოხილვის მეორე ნაწილზე და ვნახოთ ამ ვიდეო ბარათის ტესტები > > > სატესტო სისტემა ვიდეო ბარათის ენერგო მოხმარება ფანის ხმაურიანობა ვიდეო ბარათის ეფექტურობა სხვადასხვა რეზოლუციაზე და ჯამში ც ახლა კი ვნახოთ Overclocking ის შედეგი > მატება დაახლოებით 10 FPS ა ახლდა კი ვნახოთ ამ ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შევაჯამოთ შედეგი დადებითი ვიდეო ბარათი ქარხნულად არის აჩქარებული ფასი საკმაოდ მისაღებია ამ სიძლიერის ვიდეო ბარათისთვის აქვს ორმაგი ბიოსი შესაძლებელია ვოლტაჟის კონტროლი პროგრამით გააჩნია HDMI და DisplayPort ასევე DVI გააჩნია ყველა თანამდროვე ტექნოლოგიის მხარდაჭერა , მაგალითად როგორიცაა Direct X11.1 , 3D უარყოფითი საკმაოდ მაღალია ხმაურიანობის დონე დატვირთულ რეჟიმში ასევე მაღალია ტემპერატურა მაქსიმალური ენერგო მოხმარებაც არაა ოპტიმალური MSI R9 280X Gaming ის ფასი 310 ამერიკული დოლარია. ამ ვიდეო ბარათის შედარება სხვა მოდელებთან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ვიდეო ბარათი წარმოადგენს წინა თაობის HD 7970 GHz Edition ის განახლებულ ვერსიას , თამაშების ტესტებიდან გამომდინარე R9 280X მა არაფერი დაუთმო ისეთ ვიდეო ბარათს როგორიცაა კონკურენტი ფირმის Nvidia GTX 680 და 770 , რომლებიც უფრო ძვირი ღირს , აღნიშნული ვიდეო ბარათი დაახლოებით 10 % ით სჯობს GTX 670 ს. MSI ის R9 280X ის მთავარ მინუსი გახლდათ მისი მაქსიმალური ტემპერატურა , რომელმაც 115 გრადუსს მიაღწია გარკვეულ მომენტში. მაშ ასე 300 დოლარის ფარგლებში თქვენს წინაშეა საკმაოდ კარგი ძალის მქპნე ვიდეო ბარათი , რომელიც ფასიდან გამომდინარე მართლაც რომ კარგი პროდუქტია . ესეც ვიდეო მიმოხილვა თუმცა რამდენად მისაღებია AMD ს პოლიტიკა კვლავ ძველი ტექნოლოგიის ახლით წარმოჩენსთან დაკავშირებით უფრო დაბალ ფასად , ეს სულ სხვა თემაა .... @ FC BARCELONA - Overclockers.GE
  5. სულ მალე კომპანია MSI დაანონსებს ახალ არარეფერენსულ ვიდეო ბარათებს Radeon R9-ის ხაზიდან კერძდ კი Hawk და Gaming ვერსიას როგორც ერთ-ერთი ცნობილი ვებ-რესურსი VideoCardz იუწყება. სურათზე წინა პლანზეა Radeon R9 280X Gaming (R9280 TF 3GD5/OC BE) ხოლო უკან - Radeon R9 270X Hawk. ეს უკანასკნელი შემოიფარგლება ერთი CrossFireX კონექტორით, AMD Curacao XT გრაფიკული პროცესორით, GDDR5 2Gb მეხსიერებით 256 ბიტიანი ინტერფეისით, ეტალონური დიზაინის მქონე მოდელის ფასი იქნება $200. მეორე ვიდეო ბარათთან დაკავშირებით(Radeon R9 280X Gaming) შედარებით უფრო ბევრი რამ არის ცნობილი თუმცა სანამ რაიმე დასკვნას გამოვიტანთ სჯობს დაველოდოთ ოფიციალურ რელიზს(oc.ua ©). MSI R9280 TF 3GD5/OC BE სპეციფიკაციები კი შემდეგია: GPU: AMD Tahiti XT (28-ნმ); ბირთვის კონფიგურაცია: 2048 SP, 128 TMU, 32 ROP; მეხსიერების ინტერფეისი: 384-bit; მეხსიერების მოცულობა: GDDR5, 3072Mb; სიხშირე(ბირთვის/მეხსიერების): 1000(1050)/5500Mhz; TDP : 253 ვატი; პორტები: DVI-I, HDMI, 2x Mini DisplayPort; დამატებითი: Twin Froz ქულერი,Military Class 4-ის კომპონენტები, ორი PCI-E Power 8-pin კონექტორი. ​ოფიციალური ანონსი, გაყიდვის დაწყების თარიღი და gaming ვერსიის ფასი უცნობია ჯერ-ჯერობით ​
  6. ვიდეო ბარათების მწარმოებელი კომპანიის Sapphire-ს ფართო ასორტიმენტს კიდევ ერთი ახალი წარმომადგენელი შეემატა Toxic R9 280X რომელიც დაფუძნებულია AMD Tahiti XTL ჩიპზე (2048 შეიდერული ბლოკი, 384-ბიტიანი ინტერფეისი). ის აღჭურვილია ახალი ქულერით და მას შეუძლია დაიტრაბახოს თავისი 10 არხიანი სისტემური კვების ფაზით მყარი/მაგარი კონდენსატორებით რომლებიც გახანგრძლივებული სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.Radeon R9 280X Toxic-ის ნომინალური სიხშირე წარმოადგენს 1100(1150)/6400MHz-ს ხოლო მეხსიერების მოცულობა 3Gb GDDR5 ტიპის. მისი ფიზიკური ზომებია 308 x 113 x 41მმ. ქულერს გააჩნია გამორჩეული კონსტრუქცია 10 მილიმეტრიანი სპილენძის სითბური მილეკბით, გაგრილებაზე ასევე ზრუანვს სამი ვენტილიატორი( 92მმ კუთხეში მყოფი ხოლო 80მმ შუაში მყოფი ვენტილიატორი). გააჩნია CrossFireX ტექნოლოგიის მხარდაჭერა, შეუძლია ერთდროულად ხუთ მონიტორზე გამოსახულების გამოტანა აქვს Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI 1.4a და წყვილი Mini DisplayPort 1.2 პორტები. კომპლექტში მოჰყვება Mini DP — DP ადაპტერი,CrossFireX-ის "ხიდი", HDMI 1.4a კაბელი.
  7. კორპორაცია Asus-მა ერთი დღით ადრე წარადგინა 12 ახალი ვიდეო ბარათი Radeon R9 და Radeon R7-ის ხაზის, მათ შორის არის Matrix R9 280X (Matrix-R9280X-3GD5) და Matrix R9 280X Platinum (Matrix-R9280X-P-3GD5) რომლებიც განეკუთვნებიან Asus-ის საფირმო ხაზს Republic of Gamers. გამართლდა ის ინფორმაცია რო ტოპ მოდელს ექნება Matrix HD 7970 Platinum-ის დიზაინი- 20 ფაზიანი კვების სისტემა(16 ფაზა GPU-სთვის) და სამ სლოტიანი ქულერი ხუთი სპილენძს სითბური მილაკით 8მმ დიამეტრი და ორი 100მმ ვენტილიატორით. ჭორები იმის შესახებ რო მოდელი იმუშავებს შედარებით დაბალ სიხშირეზე დადასტურდა, Matrix-R9280X-3GD5-ს ექნება 1000MHz ბირთვის 6000MHz კი მეხსიერების სიხშირე, პლატინის ვერსია Matrix-R9280X-P-3GD5 კი 1100/6400MHz-ით აღიჭურვება. როგორც მათ აღწერაშია მოცემული ახალ მოდელებს ექნებათ VGA Hotwire(ძაბვის კონტროლი),TweakIt(ოვერქლოქის პანელი),Turbo Fan Activator(ღილაკი ფანების მაქსიმალური ბრუნვის გასააქტიურებლად) და GPU Tweak(უტილიტი ოვერქლოქინგისთვის) ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ახალი ბარათები გაყიდვაში ჩაეშვება ამ თვის ბოლოს.
  8. ერთ-ერთმა დიდმა ვიდეო ბარათების ინფორმერმა საიტმა VideoCardz.com-მა გაავრცელა სურათები კომპანია XFX-ს AMD-ს ახალი არარეფერნსული ვიდეო ბარათის Radeon R9 280X-ის, რომელიც აღჭრუვილია საფირმო ორსლოტიანი აქტიური ჰაერის გაგრილების ქულერით Double Dissipation-ითა და სპილენძის სითბური მილაკებით, ასევე ალუმინის რადიატორით და ორი ჩუმი 100მმ ვენტილიატორით. ახალი ვიდეო ბარათი დამზადებულია შავ ბეჭდურ პლატაზე - PCI Express 3.0 x16 მაღალხარისხისანი კომპონენტებით, დაფუძნებულია 28 ნანომეტრიუ ჩიპზე Graphics Core Next (GCN) არქიტექტურით რომელსაც აქვს 2048 ნაკადიანი პროცესორი, 128 ტექსტურული მოდულით(TMU) და 32 units ბლოკი (ROP). ბარათის მეხსიერება შეადგენს 3072Mb-ს, GDDR5 ტიპის 384-ბიტიანი ინტერფეისით. ვიდეო ბარათს მხარდაჭერა აქვს DirectX 11.2, OpenGL 4.2 და OpenCL 1.2-ის, "მეგობრობს" AMD HD3D, AMD Eyefinity, AMD PowerPlay, AMD CrossFire ტექნოლოგიებთან () და შეუძლია 4K (3840 x 2160 პიქსელი)ხარისხის გამოსახულების გამოტანა, უკანა პანელზე აქვს DVI, ორი Mini DisplayPort და HDMI პორტები. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის ჩაეშვება გაყიდვაში და რა ეღირება.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.