Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Laptop'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 13 results

  1. რა ვუყო ამას ხომარ გქონიათ შეხება გენერირებული პაროლები ვნახე და არ წავიდა ელემენტი ამოვიღე და მაინც არ ქნა
  2. პერსონალურმა კომპიუტერმა იმდენად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ბინა ან ოფისი მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ამასთან, თუ ადრე "პერსონალურ კომპიუტერში" სტაციონარული კომპიუტერი (დესკტოპი) იგულისხმებოდა, დღეს უპირატესობა პატარა, კომპაქტურ და ფუნქციონალურ ნოუთბუქებს ენიჭება. თუმცა ამდენი ბრენდის, მოდელის და კონფიგურაციის არსებობისას რთულია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა - ბევრ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით. ფორმატი დესკტოპებისგან განსხვავებით, რომელთა მასა და გაბარიტები არ ახდენას დიდ გავლენას კომფორტზე, ნოუთბუქების ფორმატი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ ნოუთბუქის შერჩევა ამ კრიტერიუმით უნდა დაიწყოთ. დღეისთვის ნოუთბუქები სამ კლასად იყოფა: მცირეფორმატიანები (დისპლეის დიაგონალი 10-13"), საშუალოფორმატიანები (14-16") და მსხვილფორმატიანები (17-19"). მცირეფორმატიანები (10,1", 11,6", 12,5", 13,3") - ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც ყველაზე კარგად შეესაბამება მობილურობას - ყოველდღიური ტრანსპორტირება სამსახურში, სასწავლებელში; შვებულება და მგზავრობა. რა თქმა უნდა, ეკრანის და კლავიატურის მცირე ზომა და შედარებით სუსტი "შიგთავსი" გავლენას ახდენს მუშაობის კომფორტზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აკუმულატორის მოცულობას - რაც უფრო დიდხანს ხართ შორს, მით უფრო მეტად დაგჭირდებათ ავტონომიურობა. საშუალოფორმატიანები (14", 15,6") - მოწყობილობების საშუალო კლასია. ყველაზე პატარების (14 დუიმი) თან ტარება თავისუფლად შეიძლება, დიდების კი (15,6 დუიმი) - პერსონალური კომპიუტერივით გამოყენება. ეს ნოუთბუქები აღჭურვილია საკმაოდ დიდი ეკრანით მრავალი ტიპიური ამოცანის შესასრულებლად, კლავიატურა კი შეიძლება ციფრების დამატებითი ბლოკით იყოს აღჭურვილი. საკმაოდ ხშირად ამ მოდელებში მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათებია გამოყენებული, რისი წყალობითაც მოწყობილობას თამაშებისთვის გამოიყენებთ. მსხვილფორმატიანები (17,3", 18,4" და მეტი) - ყველაზე მასიური და მძიმე ნოუთბუქებია, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მუდმივი სამუშაო ადგილისთვის ყიდულობენ. დიდი წონის გამო თქვენ ნაკლებად მოგინდებათ მათი ხშირად გადატანა, მაგრამ ეკრანის დიდი ზომა, მაქსიმალურად მოსახერხებელი კლავიატურა და მძლავრი შიგთავსი დესკტოპს ჩაანაცვლებს. შეიძლება ითქვას, რომ 15,6" დიაგონალის მქონე ნოუთბუქები დღეისთვის ყველაზე გავრცელებულია, ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მოდელი, აირჩიეთ უნივერსალური ფორმატი. კატეგორიები ნოუთბუქების თითქმის ყველა მწარმოებელი მოდელებს შემდეგ კატეგორიებად ყოფს - მულტიმედიური, უნივერსალური, ბიზნეს, თამაშისთვის განკუთვნილი და ულტრაბუქები. თითოეულში არის ყველა ფორმატის მოდელი: მცირე-, საშუალო- და მსხვილფორმატიანი. ამგვარად, როგორც კი შეარჩევთ ეკრანის სასურველ ზომას, შეუდექით თქვენთვის სასურველი კატეგორიის შერჩევას. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებულობები გააჩნია: მულტიმედიური ნოუთბუქები - აღჭურვილია კაშკაშა დიზაინით და ფუნქციონალურობით, რომელიც ამოცანების ფართო წრის შესასრულებლად არის განკუთვნილი (ფოტოს და ვიდეოს დათვალიერება, მუსიკის მოსმენა, ტექსტთან მუშაობა, თამაშები და სხვა). ასეთ მოდელებს, როგორც წესი, მრავალი სხვადასხვა კონფიგურაცია გააჩნია, ფასშიც შეიძლება იყოს დიდი სხვაობა. მარტივი ამოცანებისთვის გამოსადეგია მოწყობილობები ჩვეულებრივი, დამწყები დონის პროცესორით და ჩაშენებული ვიდეო ბარათით. საშუალო და მაღალი დონის პროცესორები (შესაბამისი დისკრეტული ვიდეო ბარათით) კარგია დამწყები გეიმერებისთვის. ნოუთბუქები პროფესიონალური გეიმერებისთვის - ეს საკმაოდ ძვირადღირებული სპეციალიზირებული მოწყობილობებია ეფექტური "აგრესიული დიზაინით", ყველაზე მძლავრი პროცესორებით და ვიდეო ბარათებით, რომლებიც თანამედროვე თამაშების მაღალ პარამეტრებზე თამაშის საშუალებას იძლევა. ისინი გამოირჩევა გაგრილების გაძლიერებული სისტემით, ოპტიმიზირებული კლავიატურით (განათება, გამოკვეთილი კლავიშები W-A-S-D და სხვა), დიდი "სწრაფი" ეკრანებით და ხარისხიანი "სათამაშო" აკუსტიკით. ბიზნეს ნოუთბუქები - "მშვიდი", არაფრით გამორჩეული დიზაინის მქონე მოწყობილობებია (შავი ან რუხი ფერის, მქრქალი ზედაპირით, კორპუსის მკაცრი მოხაზულობებით), დამატებითი მულტიმედიური ელემენტების გარეშე. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გაძლიერებულ კონსტრუქციაზე, რომელიც აქტიურ ექსპლუატაციას უძლებს; ერგონომიულ კლავიატურაზე, რომლის გამოყენება მოსახერხებელია მთელი დღის განმავლობაში; და სლოტების საკმარის რაოდენაბოზე. ულტრაბუქები - ძვირადღირებული, თანამედროვე, თხელი და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც მაღალი ავტონომიურობით და სიმძლავრით გამოირჩევა. მოცემული მომენტისთვის ხელმისაწვდომია მოდელები დიაგონალით 11,6" და 15,6". ისინი აღჭურვილია მართლაც დახვეწილი დიზაინით, ძვირადღირებული მასალების გამოყენებით (კარბონი, მინა, სხვადასხვა შენადნობი). როგორც წესი, ასეთ ნოუთბუქებს უზრუნველყოფილი ადამიანები ყიდულობენ, რომლებსაც საკუთარი სტატუსის კიდევ ერთხელ აღნიშვნა სურთ. ამ მოწყობილობების მფლობელებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თხელ კორპუსში დისკრეტულ ვიდეო ბარათს არ აქვს ადგილი - ვიდეოაქსელერატორი ჩაშენებულია პროცესორში. ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების გარდა არსებობს ასევე უნივერსალური ნოუთბუქები. მათი გამოყენება თანაბარ პირობებში შესაძლებელია, როგორც სამსახურისთვის და სწავლისთვის, ასევე გართობისთვის. ეს იდეალური არჩევანია, თუ სალხში მხოლოდ ერთი კომპიუტერი გჭირდებათ, რომლის წაღება მეგობრებთან ან საქმიან შეხვედრაზე შეგიძლიათ. კონფიგურაციები მას შემდეგ, რაც თქვენი მომავალი ნოუთბუქის ფორმატი და ტიპი შეარჩიეთ, რჩება ბოლო და ყველაზე მარტივი ნაბიჟი - კონკრეტული აპარატული კონფიგურაციის შერჩევა. აქ ორი მიდგომის გამოყენება შეგიძლიათ: ყველა თანამედროვე მახასიათებლის შესწავლა ან უბრალოდ ყველაზე ძვირი კონფიგურაციის ყიდვა, რომელზეც ფული გყოფნით . თუ ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე შეჩერდით, მაშინ აირჩიეთ ყველაზე მძლავრი პროცესორი და ვიდეო ბარათი, ყველაზე მოცულობითი ვინჩესტერი - HDD, SSD და კომუნიკაციური ინტერფეისების ფართო კომპლექტი. მათთვის, ვისაც დაზოგვა და ამავე დროს ჩვეულებრივი ამოცანების ამოსახსნელად საკმარისი სიმძლავრის მქონე ნოუთბუქი სურს - ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ: » პროცესორის ტიპი - დღეისთვის ოპტიმალური ვარიანტია Intel Core i5 ან AMD A8, თუ კი სახსრები არ გყოფნით, მაშინ - Intel Core i3, Pentium ან Celeron, ასევე AMD A2/A4; » ოპერატიული მეხსიერების და მყარი დისკის მოცულობა - Laptop RAM 4GB და Laptop SSD 300-500GB შესაბამისად; » ვიდეო ბარათის ტიპი - პროცესორში ჩაშენებული აქსელერატორი Intel ან AMD დაზოგავს თქვენს სახსრებს, დისკრეტული ადაპტერები ATI ან NVIDIA კი თამაშის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს; » უსადენო ადაპტერების არსებობა - WiFi როუტერის მოდული ყველა ნოუთბუქშია ჩაშენებული, აი Bluetooth-ზე კი ზოგმა მწარმოებელმა შეიძლება დაზოგოს; » სლოტების კომპლექტი - შეარჩიეთ მოდელი USB პორტების მაქსიმალური რაოდენობით, ქართდრიდერით და HDMI-ით თხევად-კრისტალურ ტელევიზორებთან შეერთებისთვის; » ოპერაციული სისტემის ტიპი - ბიუჯეტური ნოუთბუქები ხშირად დაკომლექტებულია ОС Linux ან MS-DOS სისტემით. ასეთი მიდგომა მოწყობილობის დაბალ ფასს უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მოცემული სისტემის შესწავლას არ აპირებთ, ჯობია მისი გადაყენება და ჩვეული Windows-ის დაყენება.
  3. გამარჯობა მეგობრებო, დახმარება მჭირდება, ამ ფასში რომელ ლეპტოპს მირჩევთ? ერთში უფრო ძლიერი პროცესოერია მარა მეორეში სსდ დევს? მოკლედ დავლინკავ ორივეს და იქნებ მირჩიოთ რომელი ავიღო https://altaok.ge/computers-and-office/pcs-notebooks-tablets/notebooks/lenovo-ideapad-330-15ikbr-81de01h4ru.html https://ultra.ge/ნოუთბუქები/Notebook: HP 255 G7 15.6" FHD AMD Ryze 3 2200U 4GB 128GB SSD Free DOS No ODD Dark Ash Silver - 6BP86ES
  4. (samsung np300e4a) ლეპტოპში ჩავაყენე ssd 850evo caddy გადამყვანით. ჰარდ დრაივზე აყენია ვინ7 64ბიტი, მერე მინდა ფლეშკიდან სსდიზე დავაყენო კიდე ვინდოუს10. რამე პრობლემა რომ არ შეიქმნას, ინიციალიზაცია ფართიშენ მენეჯერიდან ესესდის MBR თუ GPT სისტემაზე უნდა გავუკეთო? (მყარი დისკი ახლა მბრ სისტემაზეა)
  5. მოგესალმებით ყველას. მოკლედ ვეძებ ძლიერი მონაცემების ლეპტოპს სარენდერებლად. ბიუჯეტი განსაზღვრულია 1300 ამერიკული მარადმწვანით. საფუძვლიანი ძებნის შემდე გამოიკვეთა რამდენიმე ვარიანტი. პირველ რიგში თქვენი აზრი მაინტერესებს, ამ წარმადობის პროცესორებზე HDD-ს დაბალი სიჩქარე დარენდერებისას თუ შეეფარხებს. ჩემი ცოდნა გამოცდილებით ვიცი რომ სერიოზულად უნდა შეამციროს. ამიტომ გაჩნდა მეორე ვარიანტი რომ ვიყიდო ვიყიდო 15 ინჩიანი და იგივე მონაცემებით (პროცესორი ვიდეოკარტა) მაგრამ + SSD. რას მირჩევთ? 17 ინჩიანი დისპლეი: http://www.amazon.com/gp/product/B00IMTQ6I6/ref=ox_sc_act_title_8?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER MSI GT70 Dominator: i7 4800MQ 2.7Ghz / 8GB DDR3 1600mhz / GTX 870M 3Gb / HDD 1TB 7200rpm (- ცუდი გაგრილება 90 გრადუსზე ადის თამაშისასო ეწერათ + საუკეთესო წარმადობის პროცესორი+ ვიდეო ბარათი.) http://www.amazon.com/gp/product/B00IKF2H12/ref=ox_sc_act_title_7?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER Asus Rog G750JM: i7 4700HQ 2.4 Ghz / 12GB DDR3 1600mhz / GTX 860M 2GB / HDD 1TB 5400rpm (- წონა 5კგ; დიზაინი. + ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 12Gb + Dual Cooling სისტემა) http://www.amazon.com/gp/product/B00LTZ29GI/ref=ox_sc_act_title_5?ie=UTF8&psc=1&smid=A2TC87EJKQMY9O Gigabyte P27G v2.: i7 4810MQ 2.8Ghz / 8Gb DDR3 1600 Mhz / GTX 860M 2GB / HDD 1TB 7200rpm ( - ინფორმაციის და რევიუების სიმწირე + საუკეთესო პროცესორი, წონა 3.5, საუკეტესო ფასი) ბენჩმარკტესზე ტემპ. 74C 15 ინჩიანი დისპლეი+SSD: Hp envy 15t: http://www.amazon.com/gp/product/B00EKLOUJW/ref=ox_sc_act_title_4?ie=UTF8&psc=1&smid=A2TC87EJKQMY9O DDR3 16Gb / SSD256 Asus Rog Gl551JM: http://www.amazon.com/gp/product/B00MMMMGSS/ref=ox_sc_act_title_6?ie=UTF8&psc=1&smid=ATVPDKIKX0DER DDR3 16Gb / SSD256 Gigabyte P15F v2: http://www.amazon.com/gp/product/B00EKLOVEG/ref=ox_sc_act_title_5?ie=UTF8&psc=1&smid=A2TC87EJKQMY9O DDR3 16Gb / SSD 120GB + HDD 1TB 7200rpm
  6. 2010 წლიდან ჩემ ხელშია. 1 წელზე მეტია არ გამომიყენებია. თავის დროზე 1500 ევრო მივეცი (შეიძლება გაცვლა პლანშეტზე (არ გადამიწყვეტია)) Processor / Chipset CPU Intel Core i7 720QM / 1.6 GHz Max Turbo Speed 2.8 GHz Number of Cores Quad-Core Cache 6 MB 64-bit Computing Yes Chipset Mobile Intel HM55 Express Features Intel Turbo Boost Technology Memory Max RAM Supported 8 GB Technology DDR3 SDRAM Speed 1066 MHz Slots Qty 4 Audio & Video Graphics Processor ATI Mobility Radeon HD 5870 - 1 GB GDDR5 SDRAM Memory Allocation Technology TurboCache supporting 2306MB Camera (არ მუშაობს) Yes Resolution 2 Megapixel Sound Stereo speakers Compliant Standards EAX ADVANCED HD Storage Interface Serial ATA-150 Optical Drive DVD±RW (±R DL) / DVD-RAM Optical Drive (2nd) none Type portable 2X 500GB Display Widescreen Yes 17.3" Features glare
  7. ამ ლეპტოპის ყიდვა მინდა. იდეაში amazon.com-დან ვიწერდი იქიდან ძმაკაცთან უნდა გამეგზავნა რომელიც ამერიკაშია და ამოიიღლიავებდა და ჩამომიტანდა არც განბაჟება არ უნდა არაფერი მაგრამ რატომღაც ბანკი უარზეა (თანხას არ მარიცხინებს მიდი და არკვიე რატომ). სხვა რაღაცების გამოწერაზე პრობლემა არასდროს არ ქონიათ და ახლა $1300 დაინახეს და დახამდნენ ეტყობა მოკლედ ესაა, ამ ნოუთბუქის ყიდვა მინდა. გადავაკვდი მთელი ჩემი ქონება გავყიდე ამის გადამკიდე და მაინც ვერ ვეღირსები ვინმემ ხომ არიცით ადამიანს რომელსაც აქვს და ყიდის ან რაიმე კომპანიას რომელსაც ჩამოაქვს MSI-ს პროდუქცია საქართველოში იმიტომ რომ მე ვერ ვნახე ეს ლაპტოპ და ახალი რომ ნახოთ ამაზონზე ამის ფასსში ისეთი ნაგავი იყიდება აქ ნაგვის ურნაში ხელი რომ ჩაყო უკეთესს ამოიღებ... HELP? ამ მოდელს ვყიდულობდი მე, შესაბამისად თანხაც $1340 მაქვს და იმენა მაქსიმუმზე ვარ გაწელილი უკვე. მეტზე ვერ წავალ
  8. გამარჯობა მაქვს ლენოვოს ლეპტოპი, რომელსაც 500GB აქვს მყარი დისკი, მაგრამ არ მყოფნის ეს, მეტი მჭირდება. ლეპტოპს აქვს eSATA/USB კონექტორი. როგორც ვიცი შესაძლებელია რო ამის საშუალებით შევაერთო ლეპტოპზე დამატებითი მყარი დისკი. თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება და იცით როგორ გავაკეთო დამეხმარეთ რა. P.S. ლეპტოპს არ აქვს USB3.0, ასე რომ 2.0-ზე რო შევაერთო გარე მყარი დისკი, არ ექნება კარგი სიჩქარე. eSATA -ზე უკეთესია როგორც ვიცი. P.S.S. eSATA -ზე შეერთების შემთხვევაში ხო არის შესაძლებელი რო გარე მყარ დისკზე დავაინსტალირო პროგრამები და აქედან გავუშვა?
  9. სასწრაფოდ ვ "ი" ყ ი დ ი Apple MacBook Air 2013 წლის მოდელს, აუცილებლად(!) 256გბ SSD-თი. სასურველია 8გბ ოპერატიულით. ნუ i7-ც თუ იქნება უარს არ ვიტყვი ფასს რაც შეეხება მაღაზიის ფასები კარგად ვიცი და მისამართ(ებ)იც
  10. ლეპტოპი არის 2 კვირის ნახმარი, პრაქტიკულად სულ ახალია, ცელოფანიც კი არ აქვს აძრობილი ეკრანიდან. თავისი ყუთითა და ყველაფრით, რაც ქარხნულად მოჰყვება! სისწრაფეზე რა თქმა უნდა ლაპარაკიც არ არის, ბევრ თანამედროვე დესკტოპს ჯობია. ჩამოტანილია ამერიკიდან და გადახდილია საერთო ჯამში 1500$-მდე და მხოლოდ იმიტომ, რომ ორი კვირის ნახმარია და მეჩქარება, გავყიდი საორიენტაციოდ 1150$-ად. იდეალური არჩევანია ვიდეოგრაფიკაზე და კადებზე მუშაობისთვის, ისევე, როგორც თამაშებისთვისაც. http://max123456.blog.fc2.com/blog-entry-56.html Product Type Notebook Operating System Genuine Windows 7 Home Premium with SP1 Networking IEEE 802.11b/g/n, Gigabit Ethernet, Bluetooth 2.1 Display Type LED Backlight Interface Type 1 x USB 2.0, 2 x USB 3.0, HDMI Yes, VGA Yes, Ethernet RJ-45 Yes, Audio Line In Yes, Audio Line Out Yes Included Drives BD-ROM/DVD-RAM/R/RW Video Chipset NVIDIA GeForce GT 520M Processor Type Intel Core i7 Green Compliance Energy Star Processor Speed 2200 Installed Memory 6000 Hard Drive Size 500000 Summary Product Title Sony VAIO VPCF232FX/B 16.4" Matte Black Notebook Manufacturer Sony Processor Processor Class: Intel Core i7 Processor Speed: 2.20 GHz Memory Installed Memory: 6 GB Maximum Memory: 8 GB Memory Technology: DDR3 SDRAM System Laptop Type: Notebook Input Devices: TouchPad Interface Connection: 1 x USB 2.0, 2 x USB 3.0, HDMI Yes, VGA Yes, Ethernet RJ-45 Yes, Audio Line In Yes, Audio Line Out Yes Slots: Secure Digital (SD) Card Display Display Size: 16.4" Display Type: LED Backlight Video Chipset: NVIDIA GeForce GT 520M CUDA Storage Included Drives: BD-ROM/DVD-RAM/R/RW Hard Drive Capacity: 500 GB Features Included Network Card: IEEE 802.11b/g/n, Gigabit Ethernet, Bluetooth 2.1 Included Devices: Built-In Microphone Yes, Built-In Webcam Yes, Keyboard Backlight Yes Battery Life: 4.50 Hour Green Compliance: Energy Star Software Operating System: Genuine Windows 7 Home Premium with SP1 Dimensions Height: 1.7" Width: 15.7" Depth: 10.7" Weight: 6.85 lb Warranty Warranty Information: 1 Year Limited Additional Specifications Software Included: Microsoft Office Starter (with reduced-functionality versions of Word and Excel) VAIO Care Media Gallery PMB - VAIO Edition Anti-Virus Software: Norton Internet Security 2012 (30-Day Trial Offer) Sony Creative Software: Vegas Movie Studio HD Platinum 10.0 ACID Music Studio 8.0 Sound Forge Audio Studio 10.0 Product Series: F Screen Mode: Full HD Processor Model: i7-2670QM Green Compliance: Yes Memory Card Reader: Yes 64-bit Processing: Yes Hard Drive RPM: 7200 Wi-Fi Manufacturer: Atheros Hyper-Threading: Yes Network (RJ-45): Yes Audio Line In: Yes Audio Line Out: Yes Direct Media Interface: 5 GT/s Operating System Architecture: 64-bit Keyboard Backlight: Yes Total Number of USB Ports: 3 Number of USB 2.0 Ports: 1 Number of USB 3.0 Ports: 2
  11. ამ ლეპტოპზე http://www.amazon.co...rds=Lenovo B560 წავა http://www.amazon.co...rds=sodimm ddr3 ეს ოპერატიულები? ანდა რამე უკეთესი ვარიანტი ხომ არაა ამ ფასად?
  12. იყიდება ნახმარი ნოუთი XPS M1530 მონაცემები: CPU: Intel Core 2 Duo T5850 2.17GHz RAM: 4GB VGA: Nvidia Geforce 8400M GS ფასი: 650GEL
  13. salami yvelas, qartulad ver vcer :| 1500 larShi mirchiet yvelaze kargi varianti laptopis kargi iqneba tu cota gamocdili brendi iqneba am sakitxshi madloba yvelas
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.