Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'LTE'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. ნაძალადევი, ავჭალა, მეტრომშენი, სოფელი დიღომი, ელია, სვანეთის უბანი და ლოტკინი - ეს ის უბნებია, სადაც დღეიდან მოსახლეობა ,,სილქნეტის“ მეოთხე თაობის უკაბელო მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობას შეძლებს. აღნიშნულ უბნებში ამ დრომდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და ახალი თაობის ინტერნეტის შეთავაზება თავდაპირველად მათთვის სწორედ ამიტომ მოხდა. Silk LTE სერვისის მიწოდება WiFi მოდემით ხორციელდება. კომპანია მომხმარებელს 2 პაკეტს სთავაზობს. 28 ლარად თვეში 30 გიგაბაიტ მოცულობის 15მგბ/წმ სიჩქარით მიღებაა შესაძლებელი. მეორე პაკეტი კი 48 ლარად 50 გიგაბაიტ მოცულობას 50 მგბ/წმ სიჩქარით გთავაზობთ. შესაძლებელია დამატებითი გიგაბაიტების ყიდვაც. 3 გიგაბაიტის ფასი 5 ლარია. სერვისის მისაღებად საჭირო აპარატურის შეძენა „სილქნეტის“ სერვის ცენტრებშია შესაძლებელი. მომხმარებელი ყიდულობს Silk LTE მოდემსა და სიმ ბარათს. მოდემის ინსტალაცია მარტივია: მოწყობილობა დენის წყაროს უერთდება და გარკვეულ პერიმეტრზე გადასცემს WiFi სიგნალს. ერთ აპარატურაზე შესაძლებელია რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად ჩართვა როგორც WiFi-ით, ასევე კაბელით. მისი ღირებულება 99 ლარია. ,,პირველი ეტაპისთვის 30 ახალი სადგური დავამონტაჟეთ იმ ადგილებში, სადაც ოპტიკა მისული არ იყო. თუმცა ჩვენი გეგმებით, აპრილის ბოლომდე მთელი ქალაქი უნდა მოვიცვათ,“- ამბობს ,,სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე გიორგი რამიშვილი. ,,LTE-ის ტექნოლოგია ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ტექნოლოგიების დომინანტია. სამომავლოდ, ის ყველა სხვა სტანდარტს უკან ჩამოიტოვებს. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ სერვისით სარგებლობა უკვე შეუძლიათ,“- აღნიშნავს ,,სილქნეტის“ სტარტეგიუტლი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია ენუქაშვილი. პროქტის ფარგლებში „სილქნეტის“ პარტნიორია ჩინური კომპანია ZTE. ,,ჩვენთვის ძალიან ბედნიერი დღეა, მოხარულები ვართ რომ ,,სილქნეტთან“ თანამშრომლობა შედგა და შედეგად საქართველოში LTE ტექნოლოგია შემოვიდა. ამისათვის, ორივე მხარემ მძიმე სამუშაო გაწია,“- ამბობს ZTE GEORGIA-ს საოპერაციო განყოფილების დირექტორი რეშატ ტანიში. ,,სილქნეტი“ წელიწადნახევარია აღნიშნულ პროექტზე მუშაობს. კომპანია ახალი მომსახურების გავრცელების არეალს ეტაპობრივად გააფართოვებს. პროექტი აღნიშნული სტანდარტით ფიქსირებული ინტრენეტის შეთავაზებას რეგიონებშიც ითვალისწინებს. Source: ZETI.GE პ.ს - წარმატებად ითვლება უკვე ეს საქართველოსთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია 4G-ზე გადასვლის მცდელობები, დაველოდოთ სატელეფონო ქსელის 4G-საც... მოუთმენლად ველოდები...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.