Search the Community
Showing results for tags 'IOS 7'.
-
სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Apple მ გაყიდვაში ჩაუშვა პლანშეტ Ipad ის ახალი წარმომადგენელი Ipad Air , რომელიც გამოირჩევა თავისი ლამაზი დიზაინითა და დახვეწილობით. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა ახალ Ipad ში გაუმჯობესებულია პროგრამული უზრინვეყოფაც , მას მოყვება Apple IOS 7 ის ბოლო ვერსია 7.0.3 , რომელიც მას უფრო მოქნილს და კომფორტულს ხდის. Ipad Air ის საწყისი ფასი მხოლოდ WiFi ვერსიისთვის არის 499 ამერიკული დოლარი , ხოლო +4G ქსელის მხარდაჭერით 639 დოლარი. დანარჩენი ვერსიის ფასები შეგიძლიათ იხილოთ > ოფიციალურ საიტზე. სანამ გადავიდოდეთ IOS 7 ზე მანადე მიმოვიხილოთ ახალი Ipad დეტალურად და დავიწყოთ მისი ტექნიკური მახასიათებლებით. Ipad Air ს გააჩნია 9.7 ინჩიანი Retina ტიპის LED-backlit IPS LCD სენსორული ეკრანი 264 პიქსელით თითოეულ ინჩზე , რომლის საერთო რეზოლუცია კვლავ საკმად მაღალია და შეადგენს 2048 x 1536 პიქსელს , რაც ამ პლანშეტის ერთ-ერთი უდიდესი პლიუსია. პლანშეტი დაფუძნებულია კომპანია Apple ს A7 ჩიპზე , რომელიც დაფუძნებულია 64-ბიტიან არქიტეტურაზე , რაც კიდევ ერთი სიახლეა ზოგადად პლანშეტების სფეროში. A7 ში ერთიანდება 2 ბირთვიანი 1.4 GHz Cyclone (ARM v8-based) პროცესორი M7 მიკრო პროცესორთან ერთად და 4 ბირთვიანი PowerVR G6430 გრაფიკული ჩიპი. მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულება კვლავ 1GB არის. რაც შეეხება წინა და უკანა კამერას , Ipad Air აღჭურვილი იქნება უკანა 5MP იანი კამერით 1080P ვიდეო გადაღების ხარისხით და წინა 1.2MP იანი 720P კამერით. კამერის გამოყენება შესაძლებელი იქნება ვიდეო ზარებისთვის სკაიპის მეშვეობით მის WiFi ს გააჩნია ყველა სახის არსებული სტანდარტი 802.11 a/b/g/n , მასში WiFi კავშირისთვის ჩაშენებულია 2 ცალი მიმო ანტენა. Ipad Air ს ასევე გააჩნია Bluetooth 4.0 , GPS with A-GPS და GLONASS საკომუნიკაციო სისტემები , თუმცა აღსანიშნავია ერთი რამ , რომ GPS გააჩნია მხოლოდ WiFi+4G ვერსიის მქონე მოდელებს. რაც შეეხება მის ზომებს და წონას, ახალი Ipad ის სისქე მხოლოდ 7.5 მილიმეტრია , სიგრძე 24 სმ და სიგანე 17 სმ. წონა მხოლოდ 469 გრამი . წინა მოდელებთან შედარებით ზომები მართლაც უკეთესია. Ipad 4 და Ipad Air სისქე კვლავ Ipad 4 VS Ipad Air გრდა პლიუსები Ipad Air ს აქვს უარყოფითი მხარეები : მისი მეხსიერრების გაზრდა კვლავ შეუძლებელია , აუცილებელია Itunes ის გამოყენება ფაილების მიმოცვლისთვის , გააჩნია მხოლოდ Apple Lightning პორტი , WiFi ვერსიებს არ აქვს GPS. Apple კვლავ გვთავაზობს თავის Smart Cover ებს პლანშეტისთვის , რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია. მოდით ვნახოთ რეალურად რა შეუძლია Ipad Air ის პროცესორს და გრაფიკულ ჩიპს. CPU Tests > GPU Tests > გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia ს სათამაშო მოწყობილობა Shield ს . ეკრანის რამდენიმე ტესტი > Ipad Air ით გადაღებული სურათები > WiFi ბტარეის ტესტი > დატენვის დრო ცოტა რამ Apple IOS 7 ზე > ამ ახალ სისტემაში Apple მ ბევრი ცვლილება განახორციელა , ძირითადად ვიზუალის თვალსაზრისით. მისი ხმოვანი "მბრძანებელი" Siri ახლა უფრო უკეთესია მართალია IPad Air არ იძლევა დარეკვის საშუალებას თუმცა ეს არაა პრობლემა Iphone ებზე , მათზე კი Phonebook სე გამოიყურება > Email Text სურათების გალერეა Iphoto , Imovie , Music Player , Icloud Safari Browser Iwork , Pages , Calendar რუკები და App Store Ipad Air ვიდეო მიმოხილვა > ამით ჩვენი მიმოხილვა Apple Ipad AIr სა და IOS 7 ზე დასრულებულია , რა შეიძლება ითქვას ? ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ლამაზი დიზაინის მქონე პლანშეტი Apple სგან , რომლის საწყისი ფასი 500 ამერიკული დოლარია , კომპანია Apple ს ამ პლანშეტს გააჩნია ყველა საჭირო ფუნქცია რომელიც IOS 7 ის მეშვეობით ხორციელდება ,გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia Shield ს , თუმცა მას მაინც საკმაოდ კარგი ადგილი უჭირავს ზოგადი თვალსაზრისით , უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ მხოლდო WiFi ვერსიის Ipad Air ს არ აქვს GPS , მისი მეხსიერების მომატება კვლავ შეუძლებელია რითაც Apple ახდენს აწესებს სხვადასხვა ფასს ერთ მოდელზე , ეს შეიძლება მინუსად ჩაითვალოს , რადგან აღნუშნული ფასის ფარგლებში Ipad Air ს ეყოლება ისეთი კონკურენტები როგორიცაა: Nokia Lumia 2520 , რომელსაც ანალოგიურ ფასშI აქვს 4G მხარდაჭერა , Samsung ის 10.1 ინჩიანი ახალი Galaxy Tab და Sony ს Xperia Z Tablet , თუმცა მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხიბლავს Apple ს ულამაზესი და მოქნილი Ipad Air თავის IOS 7 თან ერთად , რომელმაც საკმაო ცვლილებები განიცადა წინა ვერსიებთან მიმართებაში.
- 18 replies
-
- 19