Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'GTX Titan'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 3 results

  1. Titan-ის ადგილი სერიაში სანამ დავიწყებდე მინდა იცოდეთ რომ Titan-ი არანაირ კავშირში არაა 7 სერიასთან. ის მდებარეობს ცალკე ყველა სერიისგან და წარმოადგენს სრულყოფილ GK110 ბირთვს. ასე რომ GTX780 მისგან დამოუკიდებლად გამოვა მარტის შუა რიცხვებში და აგებული იქნება GK114 ბირთვზე. შესავალი უკვე დიდი ხანია რაც ხმა გავარდა NVIDIA-ს ახალ ბარათზე რომელიც იქნება არამარტო უსწრაფესი მსოფლიოში არამედ საკმაოდ მიუახლოვდება მისი წინამორბედის SLI-სწარმარდობას. ასეთი სიმძლავრე ახალ GK110 ბირთვის არქიტექტურას მოყვა. შეიძლება ეს სახელი გეცნობათ რადგან რამდენიმე თვის წინ NVIDIA-მ გამოიყენა იგივე ჩიპი თავის პროფესიონალურ Tesla K20X პროდუქტში. GK110 ჩვენ 1 წლის წინ GTX680-ში უნდა გვენახა, მაგრამ NVIDIA-მ გადაწყვიტა, რომ GTX680 GK104-ში ჩაეტია. ალბათ უკვე შეამჩნიეთ თუ როგორ გაუზარდა ორ ბირთვიან HD7970-ს წარმარდობა ახალმა დრაივერებმა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა კონკურენტობა ორ გიგანტ კომპანიას შორის. ამას კი დაემატა Crysis 3-ის გამოსვლა. Crytec-მა არ დაარღვია თავისი წესი და ამ თამაშში ჩააქსოვა ჩვენთვის აქამდე უნახავი ვიზუალი, მაგრამ ეს გრაფიკული ნახტომი მოითხოვდა ძალიან მძლავრ ვიდეოკარტას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დრაივერებით 4,5 და 6 სერიის კარტებს შესამჩნევად მოემატათ წარმარდობა ამ თამაში, მაინც სჭირდებოდა ამ ახალ ძრავას GTX680-ის დონის დაფა FULL HD-ზე მაქსიმალურ გრაფიკაზე სათამაშოდ. ამიტომაც მწვანეში ჩაცმულმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ პროდუქტი რომელიც იქნებოდა ყველაზე ძლიერი მსოფლიო ბაზარზე. არც ისე დიდი ხანი იყო იდეის ჩასახვიდან გასული და უეცრად ბუმ, მისია შესრულებულია. მათ შექმნეს ახალი ჩიპი, 2688 Cuda ბირთვით მიამაგრეს საკაიფო დიზაინის PCB-ს და იქვე დაუმატეს 384 ბიტი ინტერფეისის მქონე GDDR5 6GB მეხსიერება. სისტემური უზრუნველყოფის შემდეგ დაიწყეს ბიოსის და დრაივერების დახვეწა.Titan-ი შექმნილია რაზგონისთვის. მასში გახსნეს ვოლტიჯის კონტროლის შესაძლებლობა და შეუერთეს GPU Boost 2.0, ასე ვიდეოს შეუძლია დარაზგონდეს 1100-1150 Mhz-მდე ყოველგვარი ჩარევის გარეშე, უბრალოდ ბიოს ში უნდა მიუთითო და თავისით იზამს ამ ყველაფერს საჭიროების შემთხვევაში. თუ არ მოინდომებთ ამ ტექნოლოგიით სარგებლობას, მაშინ რეფერენცული სიხშირე 826 Mhz დან 876 Mhz-მდე იწევს ბუსტის დახმარებით. ალბათ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ იფიქრებთ რომ ეს ბარათს დიდი ენერგომოხმარება ექნება, მაგრამ მაქსიმალური დატვირთვისას ის მხოლოდ 250 ვატს მოიხმარს, რაც საკმაოდ მისაღებია ასეთი მონსტრისთვის. ტექნოლოგიური მახასიათებლები მწვანე მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეძლეს და თავიანთ 28 ნანომეტრიან კეპლერ ის არქიტექტურით აგებულ ჩიპში 7.1 მილიონი ტრანსისტორის მოთავსება. GK110 ჩიპში ვიღებთ თითო SMX-ის კასეტაზე 192 Cuda პროცესორს.ამ ბირთვში სულ 15 SMX კასეტაა მოთავსებული, მაგრამ მათგან ერთერთი გათიშულია. 14 ცალი 192 Cuda ბირთვის შემცველი კასეტა საბოლოოდ გვაძლევს 2688 Cuda პროცესორს.კიდევ ერთი SMX-ის აქტიური კასეტა და ჩვენ მივიღებდით 2880 Cuda პროცესორს. თუ ჩვენ Titan-სშევადარებთ GTX680-ს ტრანსისტორების მხრივ შევამჩნევთ რომ მათი რაოდენობა გაორმაგებულია. 384 ბიტი ინტერფეისის მქონე გდდრ 5 6გბ მეხსიერება გვპირდება 288GB/S გამტარობას. 6გბ მეხსიერება 2560x1600 გაფართოებაზე თამაშისასაც ზედმეტია, მეხსიერების ასეთ მაშტაბური ზრდა ალბათ იმას გვახვედრებს რომ NVIDIA 3D Vision ტექნოლოგიის სტაბილიზაციას აპირებს. Titan-ით შესაძლებელია სამი 2560x1600 გაფართოების მქონე მონიტორით 3D-ში თამაში. ამ სურათზე ნაჩვენებია GK110 არქიტექტურის აგებულება. ამ 5 კასეტიდან თითოეული მათგანი შეიცავს 3 SMX-ის კასეტას, სულ გამოდის 3*5=15 SMX-ის კასეტა. ასევე ჩანს 6 64 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი ესეც ჩვენი 384 ბიტი. Titan-ის სიხშირეებს საკმაოდ ბევრი აკლიათ 1GHz-მდე, ეს დამახასიათებელია ისეთი დიდი ჩიპისთვის როგორიც GK110-ია. თითო SMX-ის კასეტაში მოთავსებულია 16 Texture unit-ი და მთლიანობაში გვაქვს 224 Texture unit. GTX 580-ს აქვს 16 SMX x 4 Texture unit = 64 GTX 680-ს გააჩნია 8 SMX x 16 Texture unit = 128 GTX Titan-ს აქვს 16 SMX x 16 Texture unit = 224 GPU Boost 2.0 NVIDIA-მ წარმოგვიდგინა GPU Boost-ის ახალი ვერსია.სანამ ახალზე გადავალ ჯერ მოკლედ გეტყვით ამ პროგრამისს დანიშნულებას. როგორც ვიცით ზოგ თამაშს სულაც არ ჭირდება ძლიერი ვიდეოდაფა და ბარათიც უშედეგოდ იყენებს მის მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამით დენს წვავს და ხურდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მწვანეებმა წარმოგვიდგინეს პროგრამა რომელიც პირველად 6 სერიაში გამოჩნდა და მისი დანიშნულება იყო საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად მოემატებინა სიხშირეები რაც FPS-ის ზრდას იწვევდა.ზრდა მიახლოებით 3-6 კადრ წამებში მერყეობდა. განახლებული ვერსია ტემპერატურაზე დაყრდნობით აკეთებს ამ ზრდას ანუ ჩვეულებრივ კარტის საშუალო ტემპერატურა 80 ცელსიუსია, თამაშისას ეს ახალი ტექნოლოგია იქამდე უმატებს ვოლტიჯს და სიხშირეებს სანამ დაფა ამ 80 გრადუსს არ მიაღწევს. შესაძლებელია საშუალო ტემპერატურა აწიოთ 90+ ცელსიუსამდე, ესგააჩენს ცოტა მეტ პოტენციალს რაზგონისთვის. Titan-ის გამოსვლის კვირაში პროგრამები: EVGA PRECISION და MSI AFTERBURNER შემოგვთავაზებენ, განახლებას რომლითაც შესაძლებელი გახდება მთლიანად გააკონტროლოთ ამ დაფის რაზგონი. ვოლტიჯის გახსნამ გამოიწვია ტემპერატურის საკმაო მატება. სტოკზე დაფა იმუშავებს 1.162 mV ძაბვაზე. ძაბვის მატება უკვე შესაძლებელი გახდება NVIDIA-ს კონტროლის პანელიდან, მაგრამ EULA შეეცდება აგიხსნას რომ ვოლტის მატების თანდაყოლილი მოვლენაა ბარათის სიცოცხლიანობის შემცირება. მაგალითად თუ თქვენ ბარათის ძაბვას 1.162 დან 1.250-მდე აწევთ მაშინ მისი სიცოცხლიანობა განახევრდება, ანუ 5 წლის მაგივრად იცხოვრებს 2-3 წელი. კიდევ ერთი კარგი ამბავია, რომ ძაბვის მატება არ იმოქმედებს თქვენ გარანტიაზე, მაგრამ გარანტია 2 წელი თუ გაქვთ და 3 წელში მოგიკვდებათ ძაბვის მატების გამო ეს უკვე თქვენი პრობლემა იქნება. შესაძლებელია რამდენიმე პარტნიორმა არ გახსნას ვოლტი, მაგრამ კომპანიების უმეტესობას ექნება გახსნილი და მაქსიმუმ 1.20 mV-მდე გახდება შესაძლებელი გაზრდა. დიზაინი და გაგრილება ამდენი წლის განმავლობაში პირველად NVIDIA-მ ცოტათი მაინც შეცვალა თავისი ბარათის დიზაინი. მათ გადაწყვიტეს GTX690-ის სტილი გაეგრძელებინათ. სხვა რეფერენცებთან შედარებით ქულერი უფრო მძლავრი და ჩუმი გამოვიდა. სიგრძეში 10.5 ინჩი ანუ 27 სანტიმეტრი გამოვიდა, GTX680-თან შედარებით 0.5 ინჩით მეტია. რადიატორის ზევით მოთავსებულია გამჭვირვალე სტეკლო, ასე რომ შესაძლებელია ალუმინის ხროვაში ჩახედვა. გაგრილება აწყობილია ისე, რომ ბირთვი იღებს მაქსიმალურ სიგრილეს მინიმალურ ხმაურზე დაყრდნობით. პორტებში შედის: 2x Dual-link DVI, Full size HDMI და Full size Display პორტები.რატომღაც ზოგს გონია რომ Dual-link DVI პორტს შეუძლია 2 მონიტორის ჩვენება, მაგრამ რეალურად მასი შესაძლებლობაა 1920x1200 რეზოლუციაზე და ზევით ან 120Hz ჰერციან მონიროზე ჩვენება. დაფის ღირებულება GTX690-ის ფასს გაუტოლდება და 999 დოლარი იქნება. ასეთი ფასი NVIDIA-ს 8 სერიის მერე არ მოუთხოვია ერთ ბირთვიან ვიდეოზე, მაგრამ თუ მისი სიმძლავრე GTX690-ს გაუტოლდება მაშინ, ყოველთვის ჯობია ერთი მონსტრი, 2 ნორმალურს. გაგრილების მოწესრიგებაზე ბევრი იმუშვეს მწვანე ინჟინრებმა. რადიატორი შეიცავს კარგად დამუშავებული ალუმინის თხელ ფირფიტებს, ინიექცია კი დამზადებულია დამდნარი მაგნიუმისგან. ასეთი მასალების შერჩევა ახდენს ხმის იზოლირებას და მატებს დამატებით სიგრილეს. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს.(50 ვატით ნაკლებია GTX690-ის ენერგომოხმარებაზე) როგორ ხდება ამ ენერგიის მიწოდება? ალბათ ეს კითხვა ბევრ ახალბედს უჩნდება. მოკლედ გეტყვით, კონექტორის თითო პინიდან ხდება 12.5 ვატის მიწოდება. ამ ბარათს კი გააჩნია 8 და 6 პინიანი კონექტორები, რაც სულ 14 პინს გვაძლევს. 14*12.5=175W. ესეიგი კონექტორებისგან მას მისდის მხოლოდ 175 ვატი. დანარჩენი 75 ვატი კი PCI სლოტიდან მიეწოდება დაფას. ამიტომაცაა, რომ სუსტ კარტებს სულაც არ სჭირდებათ დამატებითი კონექტორები. ეს ჩვენი გმირის უკანა პანელია, აქ ჩანს 2 SLI-ს კონექტორი რას ნიშნავს Quad-SLI-ს მხარდაჭერას.Quad-SLI არ არის რეკომენდებული, რადგან დრაივერებთან დაკავშირებით აქვს ხშირად პრობლემა და ტემპერატურაც კოლოსალურად მატულობს. მაგრამ ამისდა მიუხედავად ბენჩებში მაინც გვაწვდის საკმაო მატებას. საუკეთესო ვარიანტია 2 გზის SLI-ს დაყენება. დაახლოვებისას ჩანს ოპერატიული რომელიც დამზადებულია კომპანია Samsung-ის მიერ, ეს არის GDDR5 მეხსიერება. 6GB-ს მისაღწევად გამოყენებულია ასეთი 24 ცალი ოპერატიული. გაგრილება ახალი ქულერის წარმატების ერთერთი მიზეზი პლატის გაგრილების ახალი ტექნოლოგიაა. ეს ნაწილი მოიხსენიება როგორც Vapor Chamber. ის დამზადებულია სპილენძისგან და პირდაპირ ეხება ბირვთს, შეხებისას ის "ისრუტავს" მის სიმხურვალეს. Vapor Chamber-ის დახმარებით GK110 რჩება გრილ მდგომარეობაში, რაც აუმჯობესებს რაზგონის პოტენციალს. Vapor Chamber-ს აგრილებს ალუმინისგან დამზადებული რადიატორი რომელსაც ხვდება ქულერისგან გაშვებული ჰაერის ნაკადი. Titan-ს ასევე აქვს ალუმინის baseplate რაც უზრუნველყოფს PCB-ს და დაფის კონპონენტების სიგრილეს. 6 ფაზიანი კვების სისტემა გათვლილია ბირთვისთვის. ამისგარდა მას კიდევ აქვს 2 ფაზა რომლებიც მიაწოდებენ ენერგიას GDDR5-ის ჩიპებს. ასევე ბარათს გააჩნია LED ნათურები რომლებიც ინთება სისტემის ჩართვისას. ახალი რეკორდი Titan-ის დახმარებით დაიდო ახალი რეკორდი Vantage-ში, 69K. ტესტები და ბენჩმარკები სატესტო სისტემა Intel Core i7-3770К 4700 MSI Z77A-GD65 4x4GB Corsair DDR3 1600 Enermax REVOMAX 1250W ტემპერატურები დაუტვირთავზე დატვირთულზე ტესტები მაქვს რამდენიმე საიტიდან აღებული მაგრამ ყველა ტესტში დრაივერი ბოლო ხოლო სისტემა შესაბამისი იყო. Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker Far Cry 3 Very High-quality DX11 mode 2x MSAA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX11:Medal OF Honor Warfighter 4xMSAA DX11 enabled ultra mode DX10: 3DMark Vantage FutureMark 3DMark (2013 edition) 3DMark11 DX11: Metro 2033 - The Last Refuge DX11 enabled 4xMSAA Maxed out DX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) Max Payne 3 Hitman absolution შეჯამება NVIDIA-ს მართლა რაღაც მონსტრი გამოუვიდა,მისი შედეგები გასაოცარია, ასეთი უეცარი მატება სიმძლავრეში ძალიან იშვიათია. მაგრამ GTX690-ს მაინც ვერ ჯობნის და საშუალოდ 15 კადრი წამით რჩება უკან. შეიძლება ახალი დრაივერებით და რაზგონით ეს სხვაობა შემცირდეს, მაგრამ GTX690-ის დონემდე მაინც ვერ მივა. ამისდა მიუხედავად თუ სხვაობას 5 კადრ წამამდე ჩამოიყვანენ მაშინ სჯობს Titan-ის აღება. აღსანიშნავია, რომ Titan-მა რამდენიმე ტესტში GTX690-ს აჯობა.უხეშად რომ ვთქვათ GTX690 Titan-ზე 30 პროცენტით უფრო სწრაფია.GTX680-თან შედარებით წარმარდობა მიახლოებით 30%-ითაა გაზრდილი 2560x1600 რეზოლუციაზე და საშუალოდ 23%-ითაა გაზრდილი ყველა რეზოლუციაზე. ეს იქნებოდა იდეალური ბარათი მისი ფასი 700$ რომ ყოფილიყო. Techpowerup ამ დაფას 9.0 ქულას უწერს ამ დაფის + ები და - ები 1) დაბალი ენერგომოხმარება 2)ჩუმია თამაშისას 3)დიდი რაზგონის პოტენციალი 4)მისი არსებობა არ იგრძნობა დაუტვირთაობისას.( ხმაურის მხრივ ) 5)Boost 2.0 და მისი ახალი შესაძლებლობები 6) 6GB მეხსიერება 7)შესაძლებელია ვოლტიჯის კონტროლი 8)აქვს Cuda და PhysX 9) 4 პორტი. 10) ძალიან დახვეწილი და ლამაზი დიზაინი აქვს. 1)ძალიან ძვირია. 2)არ აქვს Backplate 3)ვოლტიჯი არის ძალიან დაბალ დონეზე გახსნილი 4)მხოლოდ 6%-ითაა შესაძლებელი Power limit-ის გაზრდა 5)Boost 2.0 ართულებს რაზგონს.
  2. როგორც მოგეხსენაბთ თებერვალში Nvidia-მ გამოუშვა ერთჩიპიანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიდეო ბარათი , ამის შემდეგ ცნობილი გახდა რომ კომპანიამ "მიატოვა" ამ ხაზის გაგრძელება და უფრო ძლიერი ამაჩქარებელის გამოშვება( Titan-ს გააჩნია მხოლოდ 14 ნაკადიანი მულტიპროცესორი(SMX) 15-დან და 195 შეიდერული ბლოკი თითოეულს. ყოველივე ამის ფონზე კი ჩნდება შეხედულებაც რომ შესაძლოა ველოდოთ მისი გაძლიერებული ვერსია, სწორედ ამაზე საუბრობს გერმანელი PCGH-ს ჟურნალისტი რომელმაც უწოდა GeForce GTX Titan Ultra. მისი თქმით ამჯერად გააქტიურებული იქნება ყველა SMX-ბლოკი, Ultra-ვერსიაში GK110-ის ბირთვისა და მუშაობის სიხშირე გაზრდილი იქნება, თუკი "ჩვეულებრივ" ვერსიას აქვს 837(876)/6008Mhz გაუმჯობესებულ ვარიანტს ექნება 902(941)/6608Mhz, მეხსიერების მოცულობა იგივე დარჩება (6Gb, 384-Bit ინტერფეისი). GeForce GTX Titan Ultra-ს გაყიდვის დაწყებას პროგნოზირებენ Nvidia-სა და ATI-ს ახალი სერიის კარტების გამოშვებასთან ერთად ანუ სადღაც 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში. წყარო
  3. როგორც უკვე ცნობილია ჰონკუნგურმა ვიდეო ბარათების მწარმოებელმა კომპანია Inno3D-მ გამოუშვა GTX Titan-ის დღეს კი ცნობილი გახდა რო ის მუშაობს კიდევ ერთ არარეფერენსულ მოდელზე რომელსაც "არსენალში" ექნება HerculeZ 3000 ქულერი რომელიც ასევე Geforce 600 სერიის კარტებში გამოიყენება. ახალი ვიდეო ბარათი დაფუძნებულია Kepler არქიტექტურაზე აქვს 28 ნანომეტრიული GK110-გრაფიკულ ჩიპი 2688 CUDA ბირთვითურთ. ახალი GPU განეკუთხვნება iChiLL სერიას.გრაფიკული ბირთვის ბაზური სიხშირე შეადგენს 927MHz-ს. დაფუძნებულია შავ ბეჭდურ პლატაზე PCI Express 3.0 х16-ზე, გააჩნია GDDR5 მეხსიერება 6144Mb ტევადობითა და 384-ბიტიანი ინტერფეისით. თავსებადია შემდეგ ტექნოლოგიებთან: DirectX 11.1,NVIDIA CUDA, NVIDIA PhysX, NVIDIA 3-Way SLI/2-Way SLI, NVIDIA GPU Boost 2.0, NVIDIA FXAA, NVIDIA TXAA, Adaptive VSync, NVIDIA 3D Vision და NVIDIA 3D Vision Surround. ესეც Furmark-ის სქრინი 927/6008MHz სიხშირეზე მაქსიმალური ტემპერატურა არის 72 °C. Inno3D iChiLL GeForce GTX Titan HerculeZ 3000-ის ოფიციალური ანონსი შედგება 2013 წლის 20 მაისს, ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.