Search the Community
Showing results for tags 'Epic Games'.
-
Epic Games-სმა თავის ახალი თამაში, სახელად Fortnite დააანონსა. შექმნის პროცესს ლი პერი უხელმძღვანელებს - Gears of War-ის ტურების და Gears of War 2-ის გეიმფლეის მთავარი დიზაინერი. პერიმ გულახდილად აღიარა, რომ სტუდია შთაგონებას ცნობილ სამშენებლო არკადა Minecraft-ში ჰპოვებდა: თამაშში რეალიზებული იქნება დღის და ღამის მონაცვლეობის დინამიური სისტემა. დღისით მოთამაშეები მათთვის ხელმისაწვდომი მასალების გროვებით, ხოლო ღამით სიცოცხლის შესანარჩუნებელ ბრძოლაში მონაწილეობით იქნებიან ჩართულნი. თამაშში არარის შეზღუდვები და მზა შენობები - "თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ ყველაფერი რაც მოგესურვებათ და შემდეგ დაანგრიოთ ის", - ამბობს პერი. მისმა კოლეგამ, კივ ბლეჯინსკიმ, თამაშში შესაძლო ხელოვნურად აწყობილი იარაღების და ხაფანგების სისტემის დამატებაზეც ისაუბრა, ასევე დაადასტურა პერსონაჟის განვითარების შესაძლებლობა, მიწისქვეშეთი და ბოსები. კი, ერთისმხრივ - ყველა განცხადებული ელემენტი, რაღაცით სხვა პროექტებსაც ძალიან გავს, მაგრამ განსხვავებაც აშკარად რჩება. ნუ როგორც უკვე ვახსენეთ, რესურსების მოგროვებაში თამაში Minecraft'ს გავს, მაგრამ ამასობაში მაინც ძალიან განსხვავდება მისგან, თამაშს მულტფილმის სტილის გრაფიკა აქვს, მაგრამ მისი Fortress 2 შედარებაც არაკორექტული იქნება, ღამე ზომბებისგან თავდაცვა მოგიწევთ, მაგრამ Left 4 Dead-ისგანაც შორს ვართ, სეთინგი პოსტაპოკალიპტურ სტილშია წარმოდგენილი, მაგრამ მსგავსი რამ ჩვენ არც Brink, არც Rage და არც Fallout არ გვინახავს. პროდიუსერი Tanya Jessen და დიზაინი Cliff Bleszinsk-ის მიერ, სან დიეგოში ჩატარებულ Comic-Con-ზე თამაშის ახალი დეტალები იქნა წარმოდგენილი. ვერბალურათ გადმოსაცემი სიახლეებიდან მხოლოდ რამდენიმეს გამოყოფა შეილება პირველი და საკმაოდ საინტერესო არის ის, რომ თამაში იქნება სენდბოქსის ფორმატის, კოოპერატიული გასვლის რეჟიმით. თამაშის ერთ-ერთ უმთავრეს ორიენტირად სახელდება მშენებლობა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ, ან გაანივითაროთ, თამაშში ნაპოვნი ყველანაირი ნივთი (სახლიდან დაწყებული, იარაღებით დამთავრებული). Cliff-ის მშვენივრად შესრულებული სამუშაოს შედეგი: თამაშის ძველი, Unreal Engine 3-ზე გადაღებული სურათი ეს კი Unreal Engine 4- გადატანის შემდეგ პროექტი 2013 წელს, მხოლოდ PC-ზე გამოვა. :chups: ეს კი სადებიუტო ტრეილერი :
-
2007 წლის თამაშის Unreal Tournament 3-ის გაგრძელება ოფიციალურად დაანონსდა წინა თვეში, როგორც წინა მორბედებიც, ეს თამაშიც სრულიად უფასო იქნება. შექმნა ადრეულ სტადიაშია. @UnrealTournament