Search the Community
Showing results for tags 'Acer Aspire R7'.
-
ნიუ-ორკში პრეს-კონფერენციაზე კომპანია Acer-მა წარადგინა მორიგი მოწყობილობა რომელიც ამჯერად გამორჩეულია ახალი ტიპის ტრანსფორმაციის უნარით. ორიგინალური კონსრუქციისთვის დისპელის Ezel დაერქვა და შესაძლებელია როგორც კუთხის დახრის რეგულირება ასევე დისპელის მეორე მხარეს გადატანა რითაც მივიღებთ შესანიშნავ პლანშეტს, ხოლო ჩვეულ რეჟიმში კი ის გახდება ტრადიციული ნოუთბუქი. მის დიზაინში აღსანიშნავია ასევე კლავიატურისა და თაჩპედის უჩვეულო განლაგება რაც განპირობებულია თავისი კონსტრუქციისგან, კლავიატურა არის ქვემოთ ხოლო თაჩპედი კი მდებარეობს ზევით. Aspire R7 აღჭურვილია 15,6 დიუმიანი FHD დისპელით (1920x1080 პიქსელი), Core i5 პროცესორი, 6Gb ოპერტაიული მეხსიერება, 500Gb HDD და 24 Gb SSD, ოთხი 8 ვატიანი Dolby დინამიკები, აქვს დისპელის ავტომატური აქსელერაციის ფუნქცია. "ბორტზე" აქვს წყვილი 3,5მმ აუდიო ჯეკი, 3x usb პორტი, HDMI ასევე უნივერსალური Acer Converter Port ჯეკი VGA, Ethernet, USB-ს მხარდაჭერით. ამერიკაში R7 გაყიდვაში ჩაეშვება 17 მაისს და ფასი იქნება $1000, ასევე მომდევნო კვირაში იქნება ცნობილი ახალი მოდიფიკაციებიც რომელშიც შევა 12Gb ოპერატიული, 500Gb მყარი დისკის ნაცვლად 1Tb, 24Gb SSD-ს ნაცვლად 256Gb და სხვა. ესეც ვიდეო რგოლი Acer-ისგან http://www.youtube.com/watch?v=SE_gIOeZloQ
- 20 replies
-
- 9
-
- Acer
- Acer Aspire
-
(and 2 more)
Tagged with: