Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ხდკ'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. ტოპიკი დამწყებებისთვის, სადაც ზოგად კითხვებზე იპოვნით პასუხებს. პირველი პოსტი ეტაპობრივად განახლდება. რა არის მაინინგი? მაინინგი კომპიუტერული გამოთვლითი სიმძლავრის საშუალებით წარმოებული პროცესია, რომლის დროსაც ხდება ტრანზაქციების გატარება, ქსელის უსაფრთხოება და ბლოკჩეინის სინქრონიზაცია. ეს შეიძლება შევადაროთ მონაცემთა ცენტრს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კრიპტოვალუტების შემთხვევაში "მონაცემთა ცენტრი" დეცენტრალიზებულია - მისი შემადგენელი ნაწილები - მაინერები არსებობენ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი რაოდენობით. მაინინგის საშუალებით ხდება ახალი კრიპტოვალუტის მოპოვება, რაც გაიცემა როგორც საჩუქარი "კარგი საქმისთვის". რა არის მაინინგ პულები? მაინინგ პული არის სერვისი, რომელიც აერთიანებს მაინერებსა და მათ გამოთვლით სიმძლავრეებს და კოორდინაციას უწევს "საქმის" განაწილებას მათ შორის. ბლოკის გამოთვლის შემდეგ მაინერები იღებენ კრიპტოვალუტას მათ კონტრიბუციის წილის შესაბამისად. რა არის ASIC-ი? Application-Specific Integrated Circuit - სპეციალურად კონკრეტული საქმიანობისთვის შექმნილი გამოთვლითი მოწყობილობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე მაგალითად GPU/CPU. ASIC-ები გამოიყენება Bitcoin-ის მაინინგისთვის, ხოლო, შედარებისთვის, Ethereum-ისთვის ASIC არ არსებობს და დიდად სავარაუდოდ, არც იარსებებს, რადგან მისი ალგორითმისთვის ე.წ. ბოთლის ყელი, ლიმიტი არის ოპერატიული მეხსიერება, რომელიც ვიდეო დაფებში იმდენად კარგადაა განვითარებული, რომ ცალკეული ASIC-ის შექმნა Ethereum-ისთვის სარგებელს არ მოიტანს. როგორ დავიწყო მაინინგი? ამისათვის საჭიროა სურვილი, საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ფინანსები - აპარატურის შესაძენად. თუ პროფესიონალურ დონეზე გსურთ ამ საქმეში ჩართვა, რეკომედირებულია, რომ მაინინგი და მასთან დაკავშირებული პროცესები სიღრმისეულად შეისწავლოთ. რა თანხა დამჭირდება მაინინგის დასაწყებად? დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბით აპირებთ დაწყებას. დაწყება თქვენი პირადი კომპიუტერითაც შეიძლება, თუ შესაბამისი ვიდეო დაფა ან პროცესორი გაქვთ. თუ მაინინგ სისტემის აწყობას გეგმავთ, მაშინ ძირითადი პირველადი ხარჯი ვიდეო დაფებზე მოდის, ხოლო სისტემის აწყობის შემდეგ კი - ელ. ენერგიის ხარჯზე. რამდენ ელ. ენერგიას მოიხმარს ჩემი მაინინგ სისტემა? მოხმარებული ელ. ენერგიის ზუსტად დასათვლელად დაგჭირდებათ ე.წ. ვატმეტრი (ან ამპერმეტრი და შემდეგ გამოთვლა). სისტემის მაქსიმალური ელ. ენერგიის ხარჯისთვის შეგიძლიათ დააჯამოთ ვიდეო დაფების TDP მაჩვენებლები და პროცესორის, დედა დაფის, ოპერატიული მეხსიერების, დისკისა და რაიზერებისთვის გაითვალისწინოთ დაახლოებით 200-250 ვატი. მაგალითისთვის, 8 ცალი GTX 1070-ით აწყობილი მაინინგ სისტემის დაახლოებითი ენერგომოხმარება იქნება 1400-1500 ვატი საათში. რომელი პროცესორი სჯობს? თუ GPU მაინინგით ხართ დაინტერესებული, CPU-ს, ცენტრალურ პროცესორს მნიშვნელობა არ აქვს რას დააყენებთ. უპრობლემოდ იმუშავებს Celeron და Pentium ტიპის პროცესორები, ასევე AMD-ს ეკონომ კლასის პროცესორები. თუ ისეთი კრიპტოვალუტის მოპოვება გსურთ, რომელსაც პროცესორიც ითვლის, მაგალითად Monero (XMR), ამ შემთხვევაში არჩევანი ახალი თაობის CPU-ზე უნდა შეაჩეროთ, რომელსაც AES/SHA/AVX ინსტრუქციების აპარატურული აქსელერაცია გააჩნიათ. რომელი ვიდეო დაფა სჯობს? GPU მაინინგისთვის, თუ თქვენ Ethereum-ის მოპოვება გაინტერესებთ, ძალიან კარგია AMD-ს ახალი ენერგოეკონომიური RX 470, RX 480, RX 570, RX 580, ასევე R9 სერიის დაფებიც, რომელთა წარმადობაც დიდია, თუმცა ენერგომოხმარება ახალ RX სერიასთან შედარებით ასევე საკმაოდ მაღალია. დამწყებებისთვის ასევე კარგია RX 460/560-იც, როგორც ეკონომ კლასის ვარიანტი. NVIDIA-ს ასორტიმენტიდან კარგებია GTX 1060, GTX 1070, GTX 1080, GTX 1080 Ti. ეკონომ კლასში შეიძლება GTX 1050 Ti-ს განხილვაც. აღსანიშნავია, რომ Ethereum-თან მიმართებაში GTX 1070 უკეთესია, ვიდრე GTX 1080 (იმის გამო, რომ GDDR5X ოპ. მეხსიერებას ოპტიმალურად ვერ იყენებენ მაინერი პროგრამები). აქვე, ზოგადად, თუ Ethereum-ზე უპირატოსება AMD-ს მხარესაა, მაგალითად, Zcash მაინინგში NVIDIA-ს ვიდეო ბარათები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. შეიძლება სხვადასხვა ვიდეო დაფების ერთ მაინინგ სისტემაში ჩართვა? დიახ, შეიძლება. შეიძლება სხვადასხვა მწარმოებლის სხვადასხვა მოდელების შერევაც კი. SLI/CrossFire-ს აქვს გავლენა მაინინგზე? არა. SLI/CrossFire რეჟიმი მხოლოდ თამაშებისთვისაა განკუთვნილი, რა დროსაც გრაფიკული დრაივერი ფრეიმებს ანაწილებს ვიდეო დაფებს შორის და ამ გზით ახერხებს წარმადობის გაზრდას. ამ რეჟიმში VRAM არ ჯამდება. + მაინინგის სოფტი GPU-ს მიმართავს ინდივიდუალურად. ჯამში, SLI/CrossFire მაინინგისთვის გამოუსადეგარი რეჟიმია საერთოდ. რას ნიშნავს H/s, kH/s, MH/s, GH/s, TH/s? ეს მაინინგ სისტემის წარმადობის მაჩვენებლებია. H/s - Hash/Second - ჰეში/წამში kH/s - kiloHash/Second - კილოჰეში/წამში MH/s - MegaHash/Second - მეგაჰეში/წამში GH/s - GigaHash/Second - გიგაჰეში/წამში TH/s - TeraHash/Second - ტერაჰეში/წამში როგორ გამოვთვალო რამდენს ვიშოვნი? ამისთვის არსებობს ბევრი კალკულატორი, რომლებიც ითვალისწინებენ მიმდინარე ფასს, ელ. ენერგიის ხარჯს, სირთულეს, გამოთვლითი აპარატურის სიმძლავრეს და ამის მიხედვით თვლიან დაახლოებით მოგებას. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე კალკულატორი: CryptoCompare CoinWarz NiceHash
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.