Search the Community
Showing results for tags 'წერა'.
-
საგულდაგულოდ გადავქექე Android-ის განყოფილება ამ ფორუმში, და რახან ვერცერთი პოსტი ვერ ვნახე ამ თემაზე, გადავწყვიტე მე დამეწერა დაწყებამდე მინდა გითხრათ, რომ ეს აპლიკაცია არის კლავიატურა, რომლითაც წერთ ქართულად, და არა ფონტების საინსტალაციო, რომელიც ქართულ ტექსტს წაგაკითხებთ. (ქართული ფონტები ისედაც უნდა გეყენოთ ) Georgian Full AnySoftKeyboard აქამდე არსებული სხვა ანალოგებისგან განსხვავებით, ამ კლავიატურას აქვს ყველა ქართული ასო. ანუ ჩ, შ, ჟ, ჭ და სხვა "Shift-იანი ასოები" ცალკე ღილაკებადაა. დაყენების ინსტრუქცია: ჯერ დააყენეთ თვითონ AnySoftKeyboard, რომლის ბაზაზეც მუშაობს ქართული კლავიატურა/ლეიაუთი. ბმული: https://play.google....anysoftkeyboard ამ კლავიატურის ჩასართავად ვიქცევით ასე: ვააქტიურებთ მას შემდეგნაირად: Settings » Locale and Text (ან Keyboards) » მონიშნეთ AnySoftKeyboard. ნებისმიერ ტექსტურ ველზე დიდხანს დაჭერით, ან უბრალოდ Settings » Locale and Text-ში შესვლით ვიპოვოთ Select Input Method » AnySoftKeyboard. შემდეგ ვაინსტალირებთ ამ პროგრამას (ქართულ კლავიატურას). ბმული: https://play.google....k.georgian_full ისედაც მონიშნული იქნება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დავწერ ამ პუნქტსაც: AnySoftKeyboard-ის Setting-ებში ვპოულობთ Keyboards და გავააქტიუროთ "ქართული (Georgian)"... (და ნებისმიერი სხვა სასურველიც) სულ ესაა ენების გადასართავად გამოიყენეთ ღილაკი "ABC". AnySoftKeyboard-ს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, კლავიატურის სიმაღლის შეცვლიდან დაწყებული, თემებით და plug-in-ებით დამთავრებული. ასე რომ, გამოკვლიეთ კარგად... შენიშვნები: თუ თქვენი ტელეფონი ვერ აღიქვამს (ვერ კითხულობს) ქართულ ტექსტს, მოგიწევთ დააყენოთ ფონტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ Georgian Fonts Installer. უშუალოდ კლავიატურის დასაყენებლად და-root-ვა არაა საჭირო. ესაა და ეს სქრინები იხილეთ Google Play-ზე (ბმული კიდევ ერთხელ: Download). // დეიდებო და ბიძიებო, ნუ დაგეზარებათ და User Review-ებში შემიფასეთ აპლიკაცია...
- 119 replies
-
- 27
-
- ქართული
- კლავიატურა
-
(and 8 more)
Tagged with: