Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ტელევიზორები'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. ეს თემა იმისათვის დავწერე, რომ ბევრი კითხულობს ხოლმე 3D სათვალეზე, როგორ მიიღონ ეს ეფექტი, შეუძლიათ თუ არა მათ კომპიუტერს მისი ჩვენება და ა.შ. მაგრამ არ იციან რა ქნან. მიშას მშვენიერი სტატია აქვს სტერეოსკოპიაზე, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ თეორიული ახსნებით და გადავიდეთ პირდაპირ პრაქტიკაზე. * იმას უნდა ხვდებოდეთ რომ სტერეოსკოპული ეფექტი იქმნება ორი სხვადასხვა კუთხით გადაღებული სურათების ზედდებისას, თითოუელ სურათს თავისი ‘მარკერი’ უდნა ჰქონდეს, რათა სათვალემ მოხაერხოს მათი გარჩევა. არსებობს ბევრი სხვადასხვა 3D ჩვენება/მიღების ტექნოლოგია, თუმცა მე განვიხილავ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულებსა და აქტუალურებს. - ყველაზე გავრცელებული - ანაგლიფური 3D (Anaglyph 3D) ამას ყველაზე პირველად ვწერ, რადგან მისი გაკეთება ყველას შეუძლია ვისაც 10 ლარი აქვს ანაგლიფური 3D მიიღება ორი სურათის შრისგან, რომელთაგან ორივე არის სხვადასხვა ფრად გაფერადებული რათა სათვალის მიერი მისი ამოცნობა მოხდეს. ასეთებიდან ყველაზე გავრცელებული არის წითელი/ციანიდისფერი (წითელი/ლურჯი) მასალა/სათვალე. ანუ თუ თქვენ გინახავთ ისეთი ვიდეოები, სურათები ან თამაშები სადაც ყველაფერი გაორებულია და სხვადასხვა ფრადაა გაფერადებული, ესეიგი - ანაგლიფურია. გაგიმართლად, რადგან ანაგლიფური 3D არ მოითხოვს არანაირ კომპიუტერულ მოთხოვნილებებს, მხოლოდ და მხოლოდ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც ასე გამოიყურება: ან უფრო მოდურად გაითვალისწინეთ - ანაგლიფური სათვალე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის ვარიაციებში და არა მხოლოდ წითელი/ციანიდისფერი, თუმცა ყველაზე გავრცელებული ეს უკანასკნელია. ასევე თქვენ შეიძლება ინტერნეტში ნახოთ უამრავი ვიდეო, თუ როგორ უნდა გააკეთო ასეთი სათვალე ხელით (მარკერებით და კიდე რაღაც ფოლგით), თუმცა უნდა იმედები გაგიცრუოთ - მრავალგზის მიცდია ასე გაკეთება და ნორმალური შედეგი არც ერთმა უჩვენა. ამიტომ გირჩევთ იყიდოთ. • ვყიდულობთ 3D ანაგლიფურ სათვალეს, რომელიც დაახლოებით 10-15 ლარამდე ღირს თბილისში (კინოთეტრ რუსთაველშიც იყიდება). როგორც წესი იქნება წითელი/ციანიდისფერი, და საერთოდ სასურველია რომ ეს ფერები იყოს და არა სხვა. სათვალე ვიყიდეთ, მაგრამ ახლა ავხსნი, თუ როგორ მივიღოთ სიამოვნება ვარიანტი 1: www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფის (და ასევე სხვა ტიპის 3D-ს) მხარდაჭერა, არის ვიდეოები რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ზემოთხსენებული სათვალით. უბრალოდ მოძებნეთ anaglyph video. ასეთი ვიდეოების ამოცნობა ადვილია - გაორებული და გაფერადებულია სესაბამის ფერებად. ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ anaglyph photos/images ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, თუმდაც ანაგლიფურით. აი ასე: ვარიანტი 4: nVidia-ს მომხმარებლებო, თქვენ კი შეგიძლიათ ისარგებლოთ დრაივერს მოყოლებული ხელსაწყოთი, nVidia Control Panel-ში უნდა ჩართოთ სტერეოსკოპული 3D - ანაგლიფური და ამიერიდან შეგეძლებათ ნებისმიერი თამაში რეალურ დროში ანაგლიფური გახადოთ. მსგავსი ანალოგი AMD/ATI-საც აქვს. ასევე არის მესამე მსგავსი ფუნქციის დრაივერი/პროგრამა: http://www.iz3d.com/ <- შეუძლია თამაშები ანაგლიფში გაუშვას. გაითვალისწინეთ - ამ ფუნქციის ჩართვის შემდგომ თამაშებში FPS დაეცემა, თუ ნორმალური ან კარგი ვიდეო ბარათი გაქვთ შეგიძლიათ ამაზე დიდად არც იდარდოთ ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d კინოებზე, როგორც წესი, უმრავლესობა ანაგლიფურია, რადგან ინტერნეტში სხვა ტიპის 3D დიდად გავრცელებული არ არის. ეს იყო ყველაფერი ანაგლიფზე - ანაგლიფური სათვალე, შესაბამისი კინო-ვიდეო/სურათი/თამაში. დადებითი მხარე: იაფი, ადვილი ხელმისაწვდომობა, ინტერნეტში გავრცელებული უამრავი რესურსი. უარყოფით მხარე: ფერადი მარკერების გამო ფერები ძალიან გაფუჭებულია, დროთა განმავლობაში თვალებს ტკენს, მისი ხშირი მოხმარება თავის ტკივილს იწვევს, ხოლო ძალიან ხშირი მოხმარება (24/7 ) ხელს უწყობს სივრცობრივი აღქმის დაქვეითებას. - აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე (Active-shutter Polarized 3D Glasses) ეს უკვე სერიოზული წინსვლაა, ფანტასტიკრუი ეფექტი, მაგრამ ძვირადღირებული სიამოვნება. პოლარიზებული 3D (თუ რა არის პოლარიზებული 3D, იხილეთ მიკიპედიაში, თუმცა მგონი უდნა იცოდეთ საერთოდ პოლარიზაციის მოვლენა ფიზიკაში) მოითხოვს სპეციალურ სათვალესა და ეკრანს, და შესაბამის ვიდეო/სურათს. სათვალე: ყველაზე გავრცელებული და პოპულარული 3D სათვალე PC-სთვის, რომელიც “ultimate” გეიმერებისთვის მისწრებაა, ეს არის nVidia 3D Vision Kit. კომპლექტი შედგება სათვალისგან, საწმენდი ნაჭრისგან, კონტროლერისგან (რარაც ინფრაწითელი ტალღების გადამცემია), სტერეოდან 2,5მმ-ზე გადამყვანი აუდიო კაბელისგან, USB კაბელისა და დამტენი კაბელისაგან. სათვალის სტრუქტურა: აქტიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალეს ლინზის მაგივრობას უწევს თხევადკრისტალური შრეები, რომელნიც განსხვავებულ ვოლტაჟზე ბნელ შეფერილობას იღებენ, ისე კი გამჭვირვალეები არიან. ასეთი ტიპის სათვალე მოითხოვს შესაბამის მონიტორს. ეს უნდა იყოს 120Hz-იანი მონიტორი. რატომ 120? ახლავე აგიხსნით. საერთოდ ეს ეკრანის „ჰერცები“ არის მონიტორზე წამში სურათის განახლების სიხშირე. ანუ 120ჰერცი ნიშნავს რომ ყოველ წამში სურათი 120ჯერ განახლდება. საერთოდ რაც მეტია ეს მაჩვენებელი, მით უკეთესი - მეტი სიხშირე მეტად გლუვ და რეალურ მოძრაობას გვიჩვენებს. როდესაც კომპიუტერში ჩართულია პოლარიზებული 3D, ამ დროს შესაბამისი მასალა (ვიდეო, სურათი ან თამაში) იყოფა ორ შრედ, გვეჩვენება თითქოს გაორებული არისო - თუმცა ანაგლიფურისგან განსხვავებით ორივე მსგავსი შრეა და არა გაფერადებული, რის გამოც ჩვენების ხარისხი არანაირად არ იკარგება! როდესაც პოლარიზებულ სათვალეს გავიკეთებთ, თითოუელ თვალზე მოვა გამოსახულება 60-60ჰერცით. ანუ რადგან ეკრანი მთლიანობაში 120 ჰერციანი, შესაბამისად შესაძლებელია გამოსახულების ორად გაყოფის, რომელთაგან თითოეულზე მოვა 60-60 ჰერცი. 60 ჰერცი კი ის მინიმუმია რაც 3D-სთვისაა საჭირო (ამიტომაც გჭირდებათ 3D მონიტორის ყიდვა) ახლა კი როდესაც ეს სათვალე+მონიტორი გექნებათ, საჭიროა შესაბამისი მასალა. ვარიანტი 1: www.youtube.com -ს აქვს ანაგლიფურის გარდა პოლარიზებული 3D-ს მხარდაჭერა, შეგიძლიათ დაძებნოთ და ისიამოვნოთ. ვარიანტი 2: თქვენ შეიძლება გქონდეთ 3D-ში გადაღებული სურათები, ან ინტერნეტში დაძებნოთ 3d photos/images. არის უამრავი პროგრამა, რომელტაც შეუძლიათ პოლარიზებული სურათების გახსნა, ერთ-ერთი თვითონ nvidia-ს დრაივერსაც კი მოყვება. ვარიანტი 3: PowerDVD 10/11-ს აქვს მხარდაჭერა რომ რეალურ დროში ვიდეო უჩვენოს 3D ეფექტით, შესაბამისი მენიუდან უნდა ამოირჩიოთ პოლარიზებული. ვარიანტი 4 თამაშისათვის კი კვლავ დრაივერს ვისარგებლებთ. გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში ბევრად ძლიერი ვიდეო დაფა გჭირდებათ ვიდრე ანაგლიფურის შემთხვევაში. მინიმუმ GTX260-ის დონის მაინც! ვარიანტი 5: დაძებნეთ ინტერნეტი 3d. rutracker.org-ზე არის რამდენიმე პოლარიზებული კინოები და ვიდეოები. შევაჯამოთ: ვყიდულობთ nVidia-ს სათვალეს, ხოლო რადგან თითოეული შრე მოითხოვს 60-60ჰერცს - უნდა ვიყიდოთ 120 ჰერციანი მონიტორი და ბოლოს - შესაბამისი მასალა! P.S. 3D Vision Kit-ს შეუძლია მუშაობა CRT მონიტორებზე 100ჰერც სიხსირეზე მაქსიმუმ 1024x768 გაფართოებაზე, LCD -დან მოყოლებული კი შეზღუდული არ არის, ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ პროექტორებისთვისაც! დადებითი: ჩვენების ხარისხი იგივეა (და 3D ხო მთლად უკეთესი!), უფრო მძაფრი აღქმა ხდება - არამარტო სიღრმის, არამედ საერთოდ გარემოსი. უარყოფითი: ძვირია, მოითხოვს ცალკეულ მონიტორებს, რომელიც ასევე ძვირი ღირს, და რადგან თხევადკრისტალური შრეებისგან შედგება, ხშირი გამოყენება თვალებს ვნებს. - პასიურჩამკეტიანი 3D ეს ბოლო გამოუყენებელია PC-ისთვის, მაგრამ ხშირად ისმსი ხოლმე კითხვა თუ ‘წავა’ თუ არა კინოტეატრის სათვალე კომპიუტერზე. პასუხი არის - არა. რადგან კინოთეატრში გამოიყენება პასიურჩამკეტიანი პოლარიზებული სათვალე: ჩემი აზრით ეს ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გადაწყვეტილებაა 3D-ში, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ კინოტეატრის პირობებში შეიძლება. აგებულება - უფრო მეტად კი კომპონენტები, თითქმის იგივე აქვს რაც ანაგლიფურს. იმ განსხვავებით რომ არ არის გაფერადებული და + თითოეული შრე არის პოლარიზებული. კინოტეატრში გაორებული გამოსახულების სინათლე ცალ-ცალკე ხვდება თითოეულ თვალს და ქმნის მძაფრ სამგანზომილებიან ეფექტს. დადებითი: ხარისხი არ იკარგება, იაფი საშუალება, საკმაოდ უსაფრთხო მოხმარების მხრივ. უარყოფითი: სამომხმარებლოდ გამოუყენებელი, ხოლო რადგან თვალს აქტიურად ვამოძრავებთ გარკვეული დაძაბვა ხდება ალბათ და მაინც რეკომენდაციას არავის ვაძლევ რომ ხშირად მოიხმარონ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.