Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'საჰობიე დანადგარი'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. გაგიმარჯოთ ფორუმელებო! სათაური ზოგს შეიძლება გაუგებრად მოგეჩვენოთ და ავხსნი თუ რისთვისაა : შედუღების მრავალგვარი სახეობებიდან ერთ-ერთია წერტილოვანი შედუღება, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეადუღოთ თხელი მეტალი თუ სქელი. ძირითადი დადებითია : დანადგარის კომპაქტურობა , შედუღებული წერტილის სიმტკიცე და შედუღებული წერტილის შემდგომი დამუშავების მინიმუმობა. ანუ ამ აპარატით შესაძლებელია კეისის აწყობიდან დაწყებული, სხვადასხვა დეტალებთ დამთვრებული დავამზადოთ. ადუღებს უჟანგავ ლითონსაც, ასევე ჩვეულებრივსაც. მაგალითად ერთ-ერთი ნიმუშები: ეს 1 თეთრიანები შედუღდა წერტილოვანი სვარკით გადატეხვის მცდელობა და შედეგიც შედუღების მხარეს მონეტა გამოიყურება ასე რა დაგვჭირდება წერტილოვანი სვარკისთვის: ტრანსფორმატორი 1-1,5 კილოვატიანი, ან ყველაზე ოპტიმალური: მიკროტალღური ღუმელი. რა უნდა გავითვალისწინოთ: მიკროტალღური სასურველია იყოს 1200-1500 ვატიანი( ნაკლებს არ გირჩევთ) და ძველი გამოშვების, რომ ტრანსფორმატორის ფერომაგნიტები შედუღებული ჰქონდეს და არა შეწებებული. მე დავამზადე ეს სვარკა მიკროტალღური ღუმელიდან, რომლის მონაცემები იყო: გერმანიაში წარმოებული კარგა ხნის ნამუშევარი, მგონი ჩემი ასაკის მიკროტალღური იყო, რომელიც კიდევ მუშაობდა , მაგრამ ისე შემომეშლა, რომ სახლში მიტანა და დანაკუწება ერთი იყო, სურათები დაშლის პროცესის არ მაქვს სამწუხაროდ . მიკროტალღურის უმეტესობას აქვს ალუმინის ხვია, მე სპილენძის ხვიით შემხვდა, თუმცა, არსებითი მნიშვნებობა ამას არ აქვს. დაგვჭირდება კიდევ: 1)სპილენძის სადენი კვეთით 75მმ2 ან მეტი (ისიც გაითვალისწინეთ, რომ სადენის სისქე მოქმედებს ხვიის რაოდენობაზე, ნაკლები კვეთის კი მალე გაცხელდება ), მე 90მმ2 გამოვიყენე, ჩავამატე სტანდარტულ სადენს 15მმ2. 2)"კლემოები", ესეც სპილენძის აუცილებლად(ზედა საფარს, ზოგი მოკალულია, ვაცლით) 3)რელე და ტაიმერი(თემაში ბოლოსკენ სურათებითაა) 4)სპილენძის ელექტროდები ამ ელექტროდებს შორის ვათავსებთ შესადუღებელ დეტალს და დენის მიწოდებისას შედუღდება ის, სპილენძს კი ელექტროდად ვიყენებთ იმიტომ, რომ სხვა მეტალის ელექტროდი შესადუღებელ დეტალსავე მიედუღება 1)მთავარი რაც არის მიკროტალღურში, უნდა იყოს აუცილებლად მუშა ტრანსფორმატორი, რადგან ისე აზრი არ აქვს. 2)აუცილებლად ვამოწმებთ მიკროტალღურს დაშლამდე და არა ცალკე ტრანსფორმატორი, რადგან აქ მოდის 3000 ვოლტი და მისი გატესტვა ცალკე სარისკოა თქვენი სიცოცხლისთვის, ცალკე ტრანსფორმატორის შესამოწმებლად გამოიყენეთ ტესტერი. პირველი რისგანაც დავიწყე, კარკასის შეკვრა/შედუღებაა: [http://s27.postimg.org/ethlx6frn/0202.jpg] მომდევნო ეტაპია ყუთის ჟეშტით დაფარვა, საბედნიეროდ, მიკროტალღურს საკმაოდ ჰქონდა ჟეშტი და მისი გამოვიყენე: ამ საჰაეროს ჩასმა საჭიროა, ან უბრალოდ დახვრეტა, რადგან ტრანსფორმატორი ხურდება მუშაობისას. საბოლოოდ შევფუთე და მივედი ამ ეტაპამდე: ეს ჭრილი ქულერისთვისაა, რადგან გაგრილება საჭიროა. გადავედით ტრანსფორმატორზე: მოვხსნით მაღალვოლტიან ხვიას, რომელიც უფრო წვრილი მავთულითაა დახვეული ასევე ფერომაგნიტის შუნტებს, რაც მარგი ქმედების კოეფიციენტს ამცირებს; ის სადენი, რომელიც ვიყიდე, შემეძლო არც გამეფცქვნა იზოლაცია და ისე დამეხვია ტრანსფორმატორზე, მაგრამ მე სადენის 75მმ22 დან 90მმ2 მდე გავზარდე და მაგიტომ მომიწია ცალკე შუშაბოჭკოვანი საიზოლაციო ლენტის დახვევა სადენზე (სვარკის აპარატებს ახვევენ მსგავსი ლენტით) , + ამ საიზოლაციო ლენტის სისქე ნაკლებია და 2 ხვიის მაგივრად 3 ხვია დაეხვა ტრანსფორმატორს. ტრანსფორმატორი გამოიმუშვებს 3 ვოლტის ფარგლებში, ამპერი 400-500ის ფარგლებში (საზომი არ მაქვს, თეორიულად და ნედლად ) მომდევნო ეტაპია ელექტროდების სამაგრის და დამჭერის დამზადება კონსტრუქცია მცირედით გავართულე და ბერკეტის პრინციპით გავაკეთე, რადგან ასე შემიძლია ნაკლები ზეწოლით დიდი ძალის განვითარება დეტალზე, + ძალის რეგულირებაც(10.....16....37.. კგ და სხვა), რაც ძალიან მოსახერხებელია, რითაც შეიძლება იდენტური შედუღების წერტილების მიღება. აქ დაუკვირდით ელექტროდების სამაგრ რკინას, იგი მაგრდება ტეხსტოლიტის სქელ ფილაზე, რადგან წრედი მხოლოდ სპილენძის ელექტროდებს შორის უნდა შეიკვრას, სამაგრი მექანიზმის 1 მთლიან რკინაზე ასხმა იზოლაციური შრის გარეშე მოკლე ჩართვას გამოიწვევს. ელექტროდები პერიოდულად მოითხოვს გადალესვას, რადგან სპილენძი დამყოლი მასალაა და ზედაპირის დეფორმაცია/ ფართის გაზრდა ხდება. სახსრების დამზადება(ელექტროდების სამაგრი) : შედუღებამდე მორგება მივიღეთ ეს: დაბლითა ელექტროდი წყ+ლის გაგრილების სისტემისთვის იყო, თუმცა, აღმოჩნდა რომ "სახლის პირობებში" არ ცხელდება ისე ძალიან, რომ წყ+ლის გაგრილება დასჭირდეს, ისე კი, მისი აწყობის პროცესი: სამაგრმა მექანიზმებმა ცვლილებები განიცადეს , რადგან ამ 2 თვის განმავლობაში, რაც ვამზადებ, მაქსიმალურად გავამარტივე მექანიზმი იმავე ფუნქციების შენარჩუნებით. თავიდან გამოიყურებოდა ასე: შიგნიდან გამოიყურება ასე: ყავისფერი ტეხსტოლიტის ფილაა, რაზეც ვსაუბრობდი ზევით გაგრილება სეტკის დამზადება: ერთერთი მთავარი შედუღებისას არის დროის მართვა, ანუ შესადუღებლად 1 წამი არის საკმაო დრო, მე 0,1 წამზე მაქვს დაყენებული რელე, დროის ინტერვალს არჩევთ მასალის სისქის მიხედვით, მაგალითად 0,5 მმ-ზე მჭირდება 0,2 წმ, უფრო სქელზე, მაგალითავ 1,5მმ, 0,7 წმ. რელე ასე გამოიყურება: ჩართვის სქემა ზედვეა 2 და 7-დან შედის 220 ვოლტი 1 და 8 დანაც ასევე უნდა მივაერთოთ 220 ვოლტი და გამომავალ 4 და 5-ზე ვაერთებთ რელეს, რადგან პირდაპირ ამაზე რომ ჩავრთოთ სვარკა, ვერ გაუძლებს დიდხანს მუშაობას, რელე კი 50 ამპერზე მაქვს გათვლილი და მშვენივრად უმკლავდება საქმეს. დროის რელე ღირს 16 ლარი ახალი, ასევე ამაზონზეც მსგავს ფასად იყიდება, მეორე რელე კი, ფაქტიურად უხმარი, რაც რთავს ტრანსფორმატორს 4 ლარად ვიყიდე, როცა ახალი 35-40 ლარი ღირს. დროის რელეს ზემოთ,კუთხეში რომ არის, ეგ რელე რთავს ტრანსფორმატორს დროის მოკლე შუალედში. რადგან სვარკას უნდა ჩამრთველი და ცალკე ღილაკის გამოყვანა სახმარად საწვალებელია, დავამზადე ასე: ეს ბერკეტი შეერთებულია შიგნით ჩამრთველთან და მისი ჩამოწევისას(რაც დეტალს აფიქსირებს ელექტროდებს შორის) ავტომატურად ირთვება ტრანსი. წრედის შეკვრისას ტრანსფორმატორი მუშაობს იმდენ ხანს, რაც დროის რელეზეა მითითებული (0,5, 1 თუ 5 წმ). მთავარი პრინციპი შედუღებისას ისაა, რომ ელექტროდები არ უნდა დააცილო ერთმანეთს, როცა დენი მიეწოდება, რადგან დეტალსაც და ელექტროდსაც გააფუჭებთ. ჩემს მექანიზმზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ზამბარა ზეწოლას კიდევ აწვდის , ტრანსფრმატორის გათიშვის შემდგომაც. ანუ, სულ დამავიწყდა და არ მითქვამს, რაში მინდა ის ზამბარა: ამ ზამბარის შეკუმშვით ვარეგულირებ ზეწოლას, რაც უნდა განვითარდეს დეტალზე, რადგან ზოგ დეტალს უფრო სუსტი ზეწოლა უნდა, ზოგს კი უფრო ძლიერი. მთლიანობაში თითქმის დასრულებული აპარატი ასე გამოიყურება: ზედა ხუფის დამზადება, რაზეც ჩამრთველები და ტაიმერი დგას: ადუღებს 3 მმ-იანი სისქის ჟეშტებსაც 6 ფენას ერთმანეთზე დადებულს, მეტი არც მიცდია, ისე კი უნდა გავტესტო თუ რამდენია შედუღების მაქსიმუმი. ხარისხის ნიშნად ითვლება მსგავსი შედუღება, როდესაც შედუღებული წერტილების დაცილებისას ერთერთი ფირფიტა იხვრიტება. და ბოლოს, ამ აპარატით შედუღებული ნიმუშები: ვიდეოც, ობობას დამზადება ესეც საბოლოო ვარიანტი: პრინციპში სულ ეს იყო, თუ რამე, მკითხეთ, $#^#(|დები დაგეხმაროთ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.